Post
by GAMARJOBA SAKARTVELO » 21 დეკ 2007, 05:15
ვაჰ, კაცო, ზოგი1 წერილს რომ ვკითხულობ, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს მხოლოდ 3-4 კაციღაა უკანასკნელი
მოჰიკანი-კარაველი, ანდა, "კარავი" ისეთივე უნდა იყოს, როგორიც 1ლ დღეებში.
შეიძლება ვცდები, მაგრამ ისეთად რომ დარჩეს, ფორუმი ნამდვილად ვეღარ განვითარდება.
ახალი წევრი რომ არ შემოვიდეს, ახალი თემა რომ არ დაიდოს, აბა, მოსაბეზრებელ-მოსაწყენი არ იქნება აქაურობა?
რასაც ვუყურებ, იმას კი ვხედავ, უწინდელი ჩვეულება - კგ და მეგობრული ურთი1ობა კვლავაც იქმნება და ყალიბდება.
თუ ვინმე გადაამლაშებს, ის უმალვე მიხვდება, რომ მისი ადგილი აქ არ არის.
ჰოდა, ეს რესტორანი, ყავის დალევა, მეგობრის საავადმყოფოში მონახულება, სტადიონზე წასვლა, სიურპრიზის
გაკეთება თუ სხვა ათასი რამ კიდევ უფრო ალამაზებს ურთი1ობას. უფრო მეტსაც ვიტყვი, სულ ახლახანს მაოს ველაპარაკე,
უახლოეს მომავალში უფრო დიდი და სასაცილო სიურპრიზი გავაკეთოთ.
ოღონდ, პირადა მე და კიდევ ბევრს ეს ხელს არ გვიშლის კარვულ ცხოვრებაში.
რა ვიცი, რა ვიცი.
მითხარით, თუ ვცდები.
ჩემი საქმიანობა ისეთია, მინდა არ მინდა, ფორუმის გარეშეც კარაველი, ასფალტზე მოარული, ბოდიალა და
მაწანწალა ვარ (იეტობაზე თავს ვერ ვდებ). სამშობლოში ვერ დავეტიე, გადამთიელში ვიხეტიალე.
ოღონდ, კაციშვილს ვერ ნახავთ, ვინმესთან ამით თავი მომქონდეს, ვინმესთვის მეთქვას, შენ რომ
ასე არ აკეთებ, ან კარაველი არ ხარ, მოგზაური არ ხარ, კარავის გაშლა არ იცი და მარტო ყავის დალევაზე ფიქრობო.
რა ვიცი, აბა, ჩემთვის არც ისაა კარაველობა, 365 დღიდან 364 (თუნდაც 182) დღე კარავში რომ გეძინოს.
ბოდიშს ვიხდი ამოტელა არზისა და ტონისთვის. ამ გამთენიისას შეიძლება ფიქრი და განწყობა
უფრო კონსტრუქციული მსჯელობისთვის არ მეყო
lama,
gvalva,
kotetbel,
gvalda
მადლობა კეთილი შთაბეჭდილებებისა და ემოციებისთვის.
ჩემთვის თქვენი ეს განწყობა ძნ ძვირფასი და მოსაფრთხილებელია
ვიცი, აქ კიდევ ბერვი სხვა ძველი თუ ახალი კარაველია, რომელთა გამოცდილება და ღირებულებები ჩემთვის დიდი მარგალიტებია