
ვნახავთ მანგლისის სიონს და იქვე შორიახლოს ერთ ნამცეც ბურატინოს-ხელოვნურ ტბას.
სავარაუდოდ იქნება დიდი თოვლი, სიის შედგენა დაიწყო.
სარეისოს გავყვებით დილაადრიან .
შესაძლებელია ღამით დარჩენაც, ვისაც არ ეჩქარება იმ საღამოს თბილისში დაბრუნება, ჩემი მეგობრის სახლში გავათენებთ ღამეს.
რადგან პატარა სახლია, როგორც მახსოვს და 6-7 ადამიანის მოსათავსებელი ადგილია (ლოგინებს ვგულისხმობ), ამიტომ ვისაც გვაქვს თუ საძილეს და მის მეგობარ პარალონს წავიღებთ-"დაუტევლობის" შემთხვევაში დაძინების შესაძლებლობა გვექნება

ვინც არ დარჩება-გამოვაცილებთ ბოლო მინიბუსით.
საღამოს ლოცვაზე დასწრების შესაძლებლობა გვაქვს მანგლისის სიონში, დილით კი-ვისაც არ ეჩქარება და სურვილი ექნება-წირვაზე დარჩება .
მე სამწუხაროდ სამსახურში უნდა დავბრუნდე თორემ მთელ კვირადღეს ისევ იქ გავატარებდი

შაბათს საღამოს კორტი, ლიკაკო და თიკო-რ შემოგვიერთდებიან კორტის მანქანით და თუ საღამომდე არ გცალიათ-ადგილი ჯერ-ჯერობით აქვთ

მაშ ასე,
სია :
1. ნამცეცუნა (რამდენიმე + ით)
2. თუთა
3. შატილის ასული
4. ნაია
5.ლიკაკოოო
6.კორტი
7. მთა მყვარებია
8. თიკო_რ
9. ზვიოსული
10. Wanderer
11.
