ლამა(ზ) ზღაპრები

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
ლამა(ზ) ზღაპრები

Post by ARCHILI » 12 ნოე 2008, 19:13

რედლაბოკისა და სვანის ტრაგიკული ისტორია

წითელი ვაშლი გარბოდა, ლამა სვანეთში არბოდა...

იყო და არა იყო რა, იყო ერთი წითელი ვაშლი... ვიცი, ახლა მეტყვით, ეგ წითელი ვაშლი კი არა "კალაბოკი" იყოო; არც მთლად ეგრეა, კალაბოკი ჩვენმა უძლეველმა ქართულმა ჯარმა რუსული ოკუპაციის დროს გააგორა ატმების ბაღში. უცებ, საიდანღაც გამოჩენილმა და გახარებულმა ლამამ რომ დაინახა, კალაბოკის თავი გარბისო, დაედევნა და უთხრა - აი, ახლა ხომ მაინც წაგაცალეს თავი, ახლა მაინც შეგჭამო...

"მე ისედაც სულ თავი ვიყავი, შე სვანო, ვერაფერსაც ვერ შემჭამო", - უთხრა კალაბოკმა ლამას და ჩაიხარშა ლამას კუჭის წვენში, - "ეჰო", - გაიფიქრა ბოლო წამებში კალაბოკმა, - მე დათვსაც გავექეცი, მელასაც გავექეცი, ბებიასაც გავექეცი, ბაბუასაც გავექეცი (სინამდვილეში, ამ სიის ჩამოთვლა პირიქით იყო საჭირო, მაგრამ, ლამას კუჭში იყო და უკუღმართად მოუვიდა თვითონაც - ავტორის შენიშვნაა) და ამ სვანს ვეღარაო"...

გავიდა დრო...

ლამამ კალაბოკის ამბავიც მოინელა და თავად კალაბოკიც... რუსებზე გაჯავრებული თვითკმაყოფილად გრძნობდა თავს კალაბოკის შესანსვლით, თავს სამშობლოს პატრიოტად თვლიდა, როგორც სხვა დანარჩენი, მაგრამ ერთადერთი კალაბოკის შეჭმა კი მხოლოდ მის ანგარიშზე იყო...

ვინმე რომ რამეს იტყოდა, ლამა ამაყად გადახედავდა, "ჰმ"-ო იტყოდა და დასტოინად გადაადგილდებოდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში...

ლამამ რა იცოდა, რომ თურმე კალაბოკი მარტო არ იყო... ამ სერიალების გადამკიდე, ვისი კალაბოკი ვის ვაზაში და რომელ ხილთან იდო, კაცი ვერ გაარკვევდა...

ერთ დღესაც, ერთი ხიდან ერთი ვაშლი ჩამოვარდა...

ვაშლი ჩვეულებრივი იყო ერთი შეხედვით - წითელი, თუმცა, ძირზე ერთი პატარა ლაქა გამოხატავდა მის არაჩვეულებრივობას და ნამდვილ გენეტიკურ კოდს...

სიმართლე მეორე სერიაში გაირკვევა ალბათ...

:arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow:

User avatar
Druides
იეტი
Posts: 1934
Joined: 23 აპრ 2004, 13:54
Location: Galia
Contact:
ლამა(ზ) ზღაპრები

Post by Druides » 13 ნოე 2008, 00:43

gmerto chemo nutu es zgaprebi ert 200 weliwadshi xalxuri zgaprebi iqneba da chemi momavali taoba lamze unda gaizardos :D :D :D :D


ai sad dagverxaaaaa :D :D :D :D
გიჟს აჰყე, ჭკვიანს დაჰყე!

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
ლამა(ზ) ზღაპრები

Post by ARCHILI » 13 ნოე 2008, 01:26

Druides wrote:gmerto chemo nutu es zgaprebi ert 200 weliwadshi xalxuri zgaprebi iqneba da chemi momavali taoba lamze unda gaizardos :D :D :D :D


ai sad dagverxaaaaa :D :D :D :D
ეჰ... ნეტავ მხოლოდ მაგაში იყოს პრობლემა, დრუიდ... მაგ ზღაპრებში რომ ლამას მეგობრებიც არიან პერსონაჟებად, ერთი უბედურება ეგ ემატება..

:wink:

User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
ლამა(ზ) ზღაპრები

Post by MIRANDA » 13 ნოე 2008, 17:31

ARCHIL_i
მეორე სერიას ველი(თ)

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
ლამა(ზ) ზღაპრები

Post by ARCHILI » 13 ნოე 2008, 23:37

რედლაბოკისა და სვანის ტრაგიკული ისტორია

:arrow: :arrow: :arrow: გაააგრძელება :arrow: :arrow: :arrow:

ვახ, ვახ, ვახ... სად გამექცა ეს ისარი... მაგას კიდევ ეს წითელი ვაშლიც რომ მიყვა...

ჰოოოოდა! გაიქცა ვაშლი, სულ ყბების ქნევითა და კბილების ღრჭიალით...

არ მითხრათ ახლა, სად აქვს ვაშლს ყბები და კბილებიო... თქვენ რომ ამ ვაშლის გენეტიკური კოდი გცოდნოდათ,მაგას არ იფიქრებდით და მით უმეტეს არ იტყოდით...

ჰოდა...

მაშინ, როდესავ წითელი ვაშლი გარბოდა...

მაააშინ, როდესაც კალაბოკი ლამას მუცელში სულს ღაფავდა ანდერძის დაუწერლად და ნოტარიუსის დაუმოწმებლად...

და მააშიინ, როდესაც ლამა სამშობლოს მთებზე თვალაპყრობილი გარშემომყოფებს ტვინს ულაყავდა ლექსების კითხვით, ისე, რომ ხალხი კალაბოკის ადგილზე ყოფნას ნატრულობდააა...

მააააშინ...


მაააშინ...


მაააააშინ...

(ახლა აქ რაღაც ისეთი უნდა მეთქვა, რაც სათქმელს ტონუსს შესძენდა, მაგრამ ვერაფდერი მოვიფიქრე... უფრო მეტიც, სიტყვა "ტონუსი" რა შუაშია, ეგეც არ ვიცი, მაგრამ, როცა ლამაზე სათქმელს ამზადებ, მაშინ ყველა სიტყვა ერთდროულად გჭირდება)...

ჰო...

ჰოდა, იქ ვიყავით, წითელი ვაშლი რომ გარბოდა...

უუცბად!!! (აქ რამე მძიმე მუსიკა უნდა იყოს, ისეთი, მანიაკებზე რომ ფილმებია და კართან რომ ლამაზმანიკანკალით მიდის, რომლის უკანაც მანიაკია ჩასაფრებული).... უუუცბად!!!

წითელ ვაშლს მელია მიუახლოვდა!!!

(აქ ზარებია, მძიმე.. ბამ! ბამ! ბამ!)

მელიას ის იყო რაღაც უნდა ეკითხა, რომ, მოუტრიალდა წითელი ვაშლი და უთხრა: - დაახვიე მელია აქედან, შენ კალაბოკსაც კი ვერ ებლატავები და ჩემთან რაღაცეები არ შეგეშალოსო...

- საათი მინდოდა მეკითხაო, - უთხრა მელიამ, - მაგრამ ზრდილობა შენ არ გაქვს და საათი საიდან გეცოდინებაო...

და გააგრძელა გზა მელიამ...

- რა ეპოქა დადგა, მელიებიც კი გადაჯიშდნენო, - მრავალმნიშვნელოვნად გაიფიქრა წითელმა ვაშლმა და გააგრძელა გორაობა...

იგორა, იგორა და რაგაცას დაეჯახა...

- ვაიმე მგელიო, - შეეშინდა წითელ ვაშლს და გაინაბა...

- ნაბიჭვრებს (უკაცრავად გამოთქმაა, მაგრამ მხატვრულ ლიტერატურაში ზოგჯერ მოსულა) არ ვჭამო, - უთხრა მგელმა და გააგრძელა გზა კუდამობზუებულმა...

- ეეჰო,- კიდევ გაიფიქრა წითელმა ვაშლმა და გაგრძელა ისევ...

- ისე, კი ჰგავს მშობლებსო, - გაიფიქრა მგელმაც სასხვათაშორისოდ და წითელქუდასკენ გაქიცინდა...

- იმედია, დედაჩემს არ დავემსგავსები ბედითო,- ცრემლი წამოუვიდა წითელ ვაშლს, ტრაგიზმია პირდაპირ, სერიალებს დახევსო...

წითელი ვაშლი კი მიგორავდა და მიგორავდა, მიგორავდა და მიგორავდა...

უცბად! რაღაც არაბუნებრივი ხმა მოესმა...

წითელ ვაშლს ცრემლი შეეყინა...

გააჟრჟოლა...

- არ არსებობსო, - თქვა ამოოხვრით და...

:arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow: მერე მოვიფიქრებ!!!

User avatar
Druides
იეტი
Posts: 1934
Joined: 23 აპრ 2004, 13:54
Location: Galia
Contact:
ლამა(ზ) ზღაპრები

Post by Druides » 14 ნოე 2008, 18:14

Karavi Socio Group - მა ჩაატარა გამოკვლევა შედეგები გასაოცარია!!!
Image
Image
პრინციპში ესეც ზღაპარია :D :D :D :D
გიჟს აჰყე, ჭკვიანს დაჰყე!

User avatar
Druides
იეტი
Posts: 1934
Joined: 23 აპრ 2004, 13:54
Location: Galia
Contact:
ლამა(ზ) ზღაპრები

Post by Druides » 14 ნოე 2008, 18:16

sagol kote tbels, vanichkebs, archil_l-s da sxvebs magari gimushaviat lamam amdens rom miagwia :D :D :D :D :D
გიჟს აჰყე, ჭკვიანს დაჰყე!

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
ლამა(ზ) ზღაპრები

Post by kotetbeli » 27 თებ 2009, 00:59

DENUEPAYOPY-სთან ბედის გახსნის ამბავი, ანუ როგორ შთამაგონა თამუსიას ფრაზამ ბედის გახსნოლოგიური ზღაპარი
Tamusia wrote:იქნებ DENUEPAYOPY-სთან მაინც გამეხსნას ბედი.


იყო და არა იყო რა, იყო ერთი DENUEPAYOPY.

კარგი ვინმე იყო ეს DENUEPAYOPY, კეთილი, გულისხმიერი, განათლებული-ბედის გახსნოლოგიური ჰქონდა დამთავრებული იღბლისფერ დიპლომზე.

თავისი კუნძული ჰქონდა DENUEPAYOPY-ს წყნარ ოკეანეში, იქ ცხოვრობდა.
ერთი გაწვრთნილი დელფინი ჰყავდა, ამ დელფინს შორს წყალში გადაუგდებდა ბედს და დელფინიც მაშინვე მოურბენინებდა, ბედს კარგად გაბერტყავდა DENUEPAYOPY, გაწმენდდა და ისევ თავის ადგილას დადებდა - ბედბურთი მალე ბეზრდებოდა DENUEPAYOPY-ს.

ერთხელაც თქვა-მოდი წავალ, სადმე ვიმოგზაურებო...

ბევრი იფიქრა სად უნდა ემოგზაურა და ასეთი რამ მოიფიქრა: ერთი ბედი აიღო და შორს გასტყორცნა დედამიწაზე, სადაც დაეცემა იმ ადგილას წავალ სამოგზაუროდო...

იმდროს დედამიწაზე ყველგან ბევრი ბედი იყო და ეს ბედი ვერსად დაეცა, ერთგან აკლდა, სიბედცარიელე იყო და იმ ადგილას ჩავარდა DENUEPAYOPY-ს ნასროლი ბედიც... ჩამოვიდა საქართველოში.

ჩამოვიდა საქართველოში და ეს ამხელა ბედი, რაც თან წამოიღო, საზღვარზე განაბედებინეს. ცოტა ძალა კი დაკარგა ამ ბედმა, მაგრამ მაინც ბედობდა.

ძალიან მოეწონა DENUEPAYOPY-ს საქართველო, მას შემდეგ დადის მთელ საქართველოში და ბედავს ხალხს, რომ ამათაც გაბედონ...

ასეა, ერთხელაც უნდა გაბედო!


P.S. ისე, ამბობენ ერთხელ DENUEPAYOPY-ს ბედენაშვილი შეხვდაო და ისეთი ბედნიერი ჩანდა DENUEPAYOPY, ადგილზე ცქმუტავდაო, ხტუნავდაო და სულ ძირს გადმოეყარა თურმე რაც კი ბედები ედო და ხალხს აუკრეფია... :wink:
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

User avatar
გვალდა
იეტი
Posts: 2222
Joined: 15 ივლ 2004, 12:49
Contact:
ლამა(ზ) ზღაპრები

Post by გვალდა » 27 თებ 2009, 23:43

kotetbeli
ეზოპე. :)
ეს ბოლო მომეწონა და სევდიანიც მომეჩვენა.
სვანეთოლოგი

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ლამა(ზ) ზღაპრები

Post by Mta Mkvarebia » 28 თებ 2009, 00:22

kotetbeli
:D
მეც მომეწონა!

ერთხელაც უნდა გაბედო!
ფინალი უმაგრესი იყო! :D
მართალი ხარ :D .
Image

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
ლამა(ზ) ზღაპრები

Post by kotetbeli » 01 მარ 2009, 21:05

გვალდა
Mta Mkvarebia


მადლობათები! :wink:

ხოო, ცოტა სევდიანი გამოვიდა, ხან როგორ და ხან როგორ... :wink:
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

User avatar
konstantine
იეტი
Posts: 1243
Joined: 23 ივნ 2008, 22:40
Location: Katitsvera
ლამა(ზ) ზღაპრები

Post by konstantine » 01 მარ 2009, 21:31

:)
konstantine

'74' '37' '29' '27' '01'

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
ლამა(ზ) ზღაპრები

Post by kotetbeli » 04 მარ 2009, 01:34

მთაყვარულა და ზღაპართა სამეფო



იყო და არა იყო რა, იყო ერთ მთაყვარულა.
მთაყვარულა ერთხელაც ადგა და მიხვდა, რომ მთა უყვარდა...

აი, სავსე ჩაის კოვზი შაქარი რომ მთას ჰგავს, ეგეც უყვარდა, ეგვიპტეში რომ ქვისგან გამოთლილი მთები დგას, ეგეც უყვარდა, აქლემი ორმაგად უყვარდა... კიდევ უყვარდა უკუღმა მთები-აისბერგები... მიწისქვეშ რა ხდებოდა ისიც კი იცოდა და, ამასთან, ჩვეულებრივი, ნამდვილი მთაც უყვარდა.

ერთხელ, მოხდა ისე, რომ ზღაპართა სამეფოს არქივი და მონაცემთა ბაზა განადგურდა და ყველაფერი დიდმა ქაოსმა მოიცვა...

აირია ქვეყნად ყველაფერი. ერთი ზღაპრის გმირები მეორე ზღაპარში აღმოჩნდნენ, ზოგ ზღაპარში ტევა აღარ იყო, ზოგიც მთლიანად დაცარიელდა, ადგილები აირია, ზღაპრის ავტორები აერიათ,
ზღაპარი გმირს ვეღარ პოულობდა, გმირი-პატრონს...

ასეთი ამბავი რომ ტრიალებს ზღაპართა სამეფოში, ამ დროს სად იყო და სად არა, გვერდით ჩაიარა მთაყვარულამ.

მოშორებით ძალიან უცნაური დიდი მთა დაინახა და, რა თქმა უნდა, დაინტერესდა რა მთა იყო, მივიდა ახლოს და რას ხედავს - მთელი ზღაპართა სამეფოს წიგნები ერთმანეთზე დაუყრიათ, აუხორხოლავებიათ ერთ დიდ მთად, გარშემო მთელი ამ ზღაპრის გმირები შემოკრებილან და პანიკას მოუცავს ყველა... ზღაპრის ავტორები ცალ-ცალკე დადიან და თავიანთ გმირებს ეძებენ...

ეგ არქივი და მთელი მონაცემთა ბაზა მე მახსოვსო - გამოაცხადა მთაყვარულამ და აქ დაიწყო ყველაფერი...

ერთ დიდ მთაზე დასვეს მთაყვარულა - გეხვეწებით, დაგვალაგე ყველა ჩვენ ადგილებზეო და თვითონ დიიიიიიდ რიგად ჩამწკრივდნენ მთელ ხმელეთზე, ზღვებზე კიდევ ნავები ჩაამწკრივეს და იქაც ერთ რიგად გაეწყვნენ მთელ წყალზე... დაიწყო მთაყვარულამ განცხადებების მიღება რიგის მიხედვით:

განცხადება N1
აღარ მახსოვს ვინ ვარ, ვერც ვერავინ მცნობს-ვერ გიცანით, ვერ გიცანითო... გთხოვ, მაპოვნინე ჩემი თავი. ვერმიცანა


განცხადება N2
მე ვარ ნაცარქექია, ვეძებ ჩემს ზღაპარს, გთხოვთ მაპოვნინოთ.
ვინაიდან გაუგებრობის გამო აღმოვჩნდი წითელქუდას ზღაპარში, იძულებული ვიყავი მგლისთვის თავზე დამეწურა 2 კილო ყველი, თავში ცხელი კეცი დამერტყა და კეფაში-სადგისი, ამ ზღაპრის მონადირე ჩივის-ჩემი გმირი უფუნქციოდ დატოვაო.
მოვითხოვ ჩემ ზღაპარში დაბრუნებას
P.S. წითელქუდას მარტო ქუდი არ ,,ეცვა" წითელი...


განცხადება N3
თხოვნა კონკიასაგან:
ჩემდაგასაოცრად მოვხვდი რომელიღაც უცნობ ქართულ ზღაპარში - ,,სპილენძის ოსტატი", დაკარგული ცალი ფეხსაცმლის გამო, ზემოაღნიშნული ოსტატი დაჟინებით და თავისი ხარჯებით დღეში ერთ წყვილ სპილენძის ქოშებს მიკეთებს. მოგეხსენებათ, როდესაც რომელიმე ქართველი ყმაწვილი მომეწონება, ცალ ქოშს ვითომდა უნებურად ვიძრობ და ,,სავიზიტო ბარათად" ვუტოვებ, ისინი კი ჩემი მოძებნის მაგივრად, ამ ქოშებს სპილენძში აბარებენ და იმ ფულით ტოტალიზატორებში დარბიან... ერთმა მათგანმა მომძებნა და მეორე ქოშიც მთხოვა... დამაბრუნეთ ჩემ ზღაპარში, ჩემი ხის ქოშები მინდა, იქ კიდე იმ არაფრისმაქნის პრინცებს გაუხმათ თავი!


განცხადება N4
ვეძებ ცხვრებს. მერიდება თქვენთან, მაგრამ გთხოვთ კბილები დაკრიჭოთ.


განცხადება N5
ამირანს ვეძებ. ყურშა.


განცხადება N6
ვეძებ დევის მე-8 თავს, მაგის!..


განცხადება N7
ვეძებ ჩემს კუთხე-კუნჭულებს. ხუთკუნჭულა.


განცხადება N8
ვეძებთ ვირს ბრემენული აქცენტით.


განცხადება N9
გულივერი: კიდე ვერ გავიგე სად ვარ!


განცხადება N10
მოვხვდი ცხრათავიან დევთან, მე შვიდი მახსოვს. ფიფქია.


განცხადება N11
ჩემი ჯინი ვიღაცამ დალია. ალადინი.


განცხადება N12
კარავი.გე-დან ვარ, ყურადღებას ნუ მომაქცევთ. კოტეტბელი


განცხადება N13
ელიავაზე მამუშავებენ. ჰერკულესი.


განცხადება N14
ვეძებ ქართველებს. ამირანი.


განცხადება N15
წიქარა დამაჭენებს მთელი დღეა, აღარ შემიძლია, ვერც ჩამოვდივარ. პრინცესა ცერცვის მარცვალზე.


განცხადება N16
მატრასი მომპარეს. მძინარე მზეთუნახავი.


განცხადება N17
ცეცხლი კი დაგაყარეთ! ცეცხლისმფრქვეველი გველეშაპი.


განცხადება N18
ანდერსენთან თუ მოვიდა ვინმე, ჩვენთანაა, ჩაის ვსვამთ. ძმები გრიმები.


განცხადება N19
ტონი ბლერი მოაშორეთ! რობინ ჰუდი.



განცხადება N20
ვეძებ ლამას. ადმინი.


აი, ასეთი ამბები ტრიალებდა ზღაპართა სამეფოში.
მთაყვარულამ ყველაფერი გაიხსენა, მთელი მონაცემთა ბაზა და ზღაპრების არქივი დაალაგა ისევ და ზღაპრის გმირებმაც დიდი მადლობა გადაუხადეს, მერე თავისთან დაპატიჟეს სტუმრად და ამიტომაც აღმოჩნდა ახლა აქ, ამ ზღაპარში...

აბა, ტკბილი ძილი, კარველებო, ხვალამდე.
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

User avatar
Druides
იეტი
Posts: 1934
Joined: 23 აპრ 2004, 13:54
Location: Galia
Contact:
ლამა(ზ) ზღაპრები

Post by Druides » 04 მარ 2009, 01:44

kotetbeli
მაგარი ხარ რააა მაგარი ზღაპარია :)
გიჟს აჰყე, ჭკვიანს დაჰყე!

User avatar
imerkhevli
მაწანწალა
Posts: 540
Joined: 21 ნოე 2008, 23:35
Contact:
ლამა(ზ) ზღაპრები

Post by imerkhevli » 04 მარ 2009, 01:51

ARCHILI wrote:
Druides wrote:gmerto chemo nutu es zgaprebi ert 200 weliwadshi xalxuri zgaprebi iqneba da chemi momavali taoba lamze unda gaizardos :D :D :D :D


ai sad dagverxaaaaa :D :D :D :D
ეჰ... ნეტავ მხოლოდ მაგაში იყოს პრობლემა, დრუიდ... მაგ ზღაპრებში რომ ლამას მეგობრებიც არიან პერსონაჟებად, ერთი უბედურება ეგ ემატება..

:wink:
აქ ისეთ ზღაპრებს წერთ; პირდაპირ ჩემს ძმისშვილს,რომ მოეწონება...ამიკლო წეღან, ნიანგებზე მომიყევი გინდა თუ არაო..... :D :D :D

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]