აბა, გავაგრძელებ მაშინ
მეგრული ოდა, ფაცხა...
სამეგრელოს სოფლის ეზოებში აუცილებლად ორი სახლი დგას. ერთი სამზადია (’’ქუხნა’’) და მეორე, საკუთრივ, საცხოვრებელი სახლი.
ძველად გლეხებს მხოლოდ სამზადი ედგათ; ძალიან ღარიბებს - ფაცხა, უფრო შეძლებულებს - ხის ’’ქუხნა’’, მთლად შეძლებულ გლეხებს კი თავად -აზნაურთა მსგავსად - ოდა სახლი.
ოდა აუცილებლად ფეხებზე იყო შემდგარი და 3-4 საფეხურიანი კიბე ჰქონდა შუაში. აივანი ორნამენტული რიკულებით იყო დამშვენებული. სწორედ ასეთი ორი სახლია შემორჩენილი ჩემს სოფელში.
ერთი ცნობილი პროფესორის, ისტორიკოს სერგი ჭილაიასი და მეორე, იმ ადგილებში სახელგანთქმული ’’საყმაწვილო’’ წამლის დამამზადებლის - ნინა ბებიასი

.
სწორედ, ნინა ბებიას ეზოში და მის ოდაშია გადაღებული რამოდენიმე კადრი ფილმიდან ’’ბათუ ქექია’’. ( ბარემ, აქვე ვიტყვი, ამავე სოფელში, მეზობლად ცხოვრობდა 1988 წელს ტრეღიკულად დაღუპული 28 წლის ახალგაზრდა, ნიჭიერი პოეტი - თამაზ ბაძაღუა, მხოლოდ რამოდენიმე წიგნის გამოცემა მოასწრო...)
მაშ, ოდა...
ადრე ხალხი ხის სახლებს აშენებდა. ჯერ ერთი, აგურიც არ იშოვებოდა და მეორეც, ხე - ჯანმრთელი მასალა იყო.
სამეგრელოში ნესტი იცის და ამიტომ ცდილობდნენ ხის ყოფილიყო კედლები, რათა სწრაფად გამომშრალიყო ( ქვის კედლებს ნესტი ობს უჩენს )
აი, ასეთი სახლი დგას ჩემს ეზოშიც, ცოტა გათანამედროვებული, მაგრამ მაინც ძველი, ხისა - 150 წლისაა, ბებიაჩემის ნამზითვარი
...
esec gaivlis....