რას ამბობ, ეგ მე2დ არ თქვა.pauna wrote:![]()
![]()
![]()
![]()
![]()
![]()
![]()
![]()
![]()
ნეტავი არ გეზარებოდეთ დააააა
მეზარებოდეს კი არა, კბილებით უნდა ვიცავდეთ მშობლიურს.
მარტო ის რად კმარა, რომ გაიზრო, თუნ ვინ მეტყველებდნენ ამ ენაზე...
Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia
რას ამბობ, ეგ მე2დ არ თქვა.pauna wrote:![]()
![]()
![]()
![]()
![]()
![]()
![]()
![]()
![]()
ნეტავი არ გეზარებოდეთ დააააა
გეთანხმები, ინგლისურიდან გადმოტანილი პირდაპირი კალკია შესვენების გაკეთება, დარტყმის გაკეთება და ა.შ., მაგრამ მე თუ მკითხავ, ფრაზა ბოდიში მოუხადა მათ რიგებში არ დგას. მობოდიშება თავისთავად სწორი ფორმაა, მაგრამ არც ბოდიშის მოხდაა გაუმართავი ქართული. ქართული ენის სიმდიდრეა ისიც, რამდენიმენაირად რომ შეგვიძლია ერთი მოვლენის გადმოცემა. ხოდა, მოდი, ნუ დავკარგავთ ერთ სწორ ფორმას მეორის გამო, მხოლოდ იმიტომ, რომ ის მეორე უფრო გველამაზება და მოგვწონსGAMARJOBA SAKARTVELO wrote:ჭაუხები-2009ის თემაში 1გან წერია - "შესვენება გააკეთა".
უნდა იყოს, შეისვენა
ეს დამხმარე სიტყვები არ ჭირდება, რა ქართულს
იმდენად მოქნილია ჩვენი ენა.
მსგავსი შეცდომები:
ბოდიში მოუხადა - მოუბოდიშა
ფეხბურთელმა შესანიშნავი დარტყმა განახორციელა - ფეხბურთელმა შესანიშნავად დაარტყა
საქონლის რეალიზაცია მოახდინა - საქონელი გაყიდა
ხედავთ, ჰო, სწორი ქართული წინადადები როგორი მარტივი და ტევადია და რაღად უნდა ჩახუჭუჭება?
ოფერტა სამოქალაქო კოდექსის ტერმინია... ანუ სავალდებულოა!Naia wrote:დღეს რაღაც დოკუმენტს ვკითხულობდი და ერთგან ასეთ რაღაცას წავაწყდი მოწვევის 'ოფერტა'.
შევეცადე გამერკვია რას ნიშნავდა სიტყვა 'ოფერტა'. რუსული წარმოშობის არ ჩანდა, რომ 'გადამერუსულებინა' და ისე გამერკვია. ინგლისური წარმოშობის სიტყვებში უფრო რთულად გვაქვს საქმე. ხშირად სიტყვა დამახინჯებული წარმოთქმით შემოდის და ისე მკვიდრდება ქართულში (თითქოს ბარბარიზმი არ გვეყოფოდა, ახლა დამახინჯებული სიტყვების თარგმნით რომ არ გვემტვრია თავი).
ბოლოს დავადგინე რომ თურმე ეს 'ოფერტა' იგივე ყოფილა რაც 'offer'. ბიზნეს წრეებში პირდაპირ 'ოფერტას' იყენებენ, მაგრამ დავიჯერო არ შეიძლება ცოტა თავი შევიწუხოთ, სწორი ქართული შესატყვისი მოვძებნოთ და ისე დავამკვიდროთ ქართულში?
გეთანხმები.saskva wrote:რაზეა საერთოდ საუბარი მაშინ როდესაც ტელევიზიით რაღაც საშინელებებს ისმენენ ბავშვები. ჟურნალისტებს და მათ შეცდომებს რომ თავი დავანებოთ "ვა-ბანკის" წამყვანი ყოველ მეორე წუთას გაყვირის ბანკირისგან გადასარევი ოFერი მივიღეო
მე17-მე19 საუკუნის ვაჭრობაში პორტუგალიასაც ნუ დაუკარგავ წილს, მაგრამ მას პატივს არ სცემენ,kurush wrote:NAIA
ოფერტას გვერდზე აქცეპტი (ანუ თანხმობა accept) არ შეგხვდა?
საერთაშორისო სავაჭრო სამართალში და პრაქტიკაში ეს ტერმინები (ოფერტა, აქცეპტი, აკრედიტივი, ექსპედიტორი და მრავალი სხვაც, ისეა დამკვიდრებული, რომ მგონი არსად არ თარგმნიან. ისტორიას სცემენ პატივს! საგარეო ვაჭრობის ლიდერი 17-19 საუკუნეები ინგლისი იყო... მეორეც თავისი (იურიდიული) შინაარსით ვთქვათ ოფერტი უფრო ფართო ცნებაა ვიდრე ქართული ტერმინი "შეთავაზება."
მეფეთმეფეოვ, თუ კგდ დააკვირდები, ვწერ, რომ პორტუელები ლიდერები კი არა, ვაჭრობის წილიkurush wrote:GAMARJOBA SAKARTVELO
აბა სადა ბანაობ? პორტუგალიის ჰეგემონია XV საუკუნეშივე დამთავრდა.... მათი 1-2 კოლონია აფრიკაში, აზიაში და სამხრეთ ამერიკაში ამინდს აღარ ქმნიდა... თანაც სად ანგლო-საქსონური ცივილიზაცია და სად ლთინოზები.... როგორც მზე და მთვარი იმ მაშტაბის განსხვავებაა
GAMARJOBA SAKARTVELO wrote: თუ შეიძლება, დავაზუსტებ, რომ ეს თემა მსოფლიო მატიანის საკითხებს კი არა, ქართული ენის
დაცვას ეხება და ჩემი აზრით, ვისი გავლენის ქვეშაც არ უნდა მოვექცეთ, ვისი ჰეგემონიაც არ უნდა
იყოს კონკრეტულ ეპოქაში, ჩვენი მშობლიური მარგალიტები არ უნდა დავკარგოთ.
ნამდვილად, დღეს ამერიკული ჰეგემონიაა (ინგლისური ენით), მაგრამ ეს არ ნიშნავს, ბრმად გადმოვიტანოთ
სიტყვები -
კოფებრეიკი
kurush wrote:GAMARJOBA SAKARTVELO wrote: თუ შეიძლება, დავაზუსტებ, რომ ეს თემა მსოფლიო მატიანის საკითხებს კი არა, ქართული ენის
დაცვას ეხება და ჩემი აზრით, ვისი გავლენის ქვეშაც არ უნდა მოვექცეთ, ვისი ჰეგემონიაც არ უნდა
იყოს კონკრეტულ ეპოქაში, ჩვენი მშობლიური მარგალიტები არ უნდა დავკარგოთ.
ნამდვილად, დღეს ამერიკული ჰეგემონიაა (ინგლისური ენით), მაგრამ ეს არ ნიშნავს, ბრმად გადმოვიტანოთ
სიტყვები -
კოფებრეიკი
არა ნუ. ბრიგადირ განვმეორდები ჭეშმარიტად შენზე ნათქვამი: "და ირწმუნა მეფეთ-მეფემან რამეთუ არა განემართების კუდი ძაღლისაი და არცა კირჩხიბი მართად ვალს... (ციტატა "ცხოვრება მეფეთ მეფე დავითისა" XI საუკუნე, უცნობი მატიანე. რომელ დავითზეა საუბარი ალბათ ხვდები)
მე მგონია "ლამაზად" მაგრამ მაინც დონ კიხოტივით იქცევი. ქართული ენა დროის პერსპექტივაში განწირულია... ეხლაც და მით უფრო 20-40 წლის შემდეგ ის მენეჯერები (მართველები) მეცნიერები და ზოგადად მოაზროვნეები რომელთა სააზროვნო ენა ქართულია და არა ინგლისური ერთი ნაბიჯით უკან დგანან. მართალია ამ კატეგორიის ხალხი ყველგან უმცირესობაა, მაგრამ ელიტური, წარმატებული, მისაბაძი უმცირესობა. სამწუხაროდ რეალობაში ქართული ენისათვის დროის და სივრცის ჰორიზონტი შეზღუდულია და დროთა განმავლობაში კიდევ უფრო შეიკუმშება... ინდოეთში ხომ ყოფილხარ? ეგენი მილიარდი არიან და ჰინდუს ვერ ინარჩუნებენ. ჩვენ 3-4 მილიონიღა ვართ. იმედია ხვდები ალბათ რასაც ვგულისხმობ!