სწორედაც, რომ ზღმარტლები არიანmimino wrote:ARCHILI
ზღმარტლის ძახილი მე მგონი არ უნდა იყოს კორექტული საქციელი...

უფლისაგან კურთხეულნი არიანო... ეს მტკნარი სიცრუეა, რადგანაც ეს აზრი მომდინარეობს ბიბლიის უცოდინრობიდან
ჩვენ უნდა გავიხსენოთ ის ფაქტი, როდესაც ებრაელებმა მოითხოვეს მეფის ინსტიტუტის შემოღება. უფალი მათ შეეწინააღმდეგა და უთხრა-პერიფრაზს მოვიყვან-
მეფობა ეს წარმართი ხალხის საქმეაო. ებრაელებმა მაინც არ დაიშალეს და მოითხოვეს მეფის ინსტიტუტის შემოღება
მაშინ უფალმაც დაუშვა ეს საქმე...
ასე, რომ როდესაც ვსაუბრობთ მეფობის ღვთივ კურთხეულობაზე ესეც უნდა გავიხსენოთ... ახალ აღთქმაში ერთხელ არ არის ნახსენები მეფობის ინსტიტუტზე ან თვით მეფეზე რაიმე ისეთი აზრი, რომ ჩვენ დაგვარწმუნოს მათ (გაზულუქებულებისა და ზღმარტლების) კურთხეულობაში...
არ გვსურს თანამედროვე ზაქიჭამიები

გავიხსენოთ მათი ისტორია: ტახტის შენარჩუნების გამო მათ საქართველო რეალურად დაშალეს და ეს ერის ტრაგედია იყო
ეს იყო ძალიან მძიმე მოვლენა
დავით გურამიშვილის პოეზიაქშიც ვნახავთ ამ უმსგავსოებებს... პოეტი სიმართლეს ამბობს ჩვენს რეალობაზე და ამ რეალობის შემოქმედნი სწორედაც, რომ ბაგრატიონების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლები იყვნენ და მათმა უგუნურმა საქციელმა ქვეყანა ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩააგდო
ასე, რომ მე მათ ისევ გაზულუქებულებსა და ზღმარტლებს ვუწოდებ
და ღმერთიც რომ გამომეცხადოს და მითხრას ბაგრატიონთა დინასტია უნდა აღდგესო მე შევეწინააღმდეგები ამ უპასუხისმგებლო ხალხის წინ წამოწევას
ბაგრატიონებზე მეტად მე საძაგლიშვილებს ვცემ პატივს,რადგანაც მათ საქართველოს უშვეს ისეთი კათოლიკოს პატრიარქი, როგორიც კირიონ II გახლდათ