KARAVI რუს-საქ-ს ომში დაზარალებულთა სარეაბილიტაციოდ

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
GOGONA
იეტი
Posts: 2693
Joined: 10 მარ 2007, 01:21
KARAVI რუს-საქ-ს ომში დაზარალებულთა სარეაბილიტაციოდ

Post by GOGONA » 16 აგვ 2008, 12:26

Naia

ტომა აგვარებს :) ენერგოსისტემის დახმარებით
Who is John Galt?

User avatar
Tamusia
იეტი
Posts: 2196
Joined: 21 აპრ 2007, 19:17
KARAVI რუს-საქ-ს ომში დაზარალებულთა სარეაბილიტაციოდ

Post by Tamusia » 16 აგვ 2008, 12:27

მშვენიერია
Last edited by Tamusia on 16 აგვ 2008, 12:33, edited 1 time in total.
როგორა ხაარო, და ფეხითა ვაარო

User avatar
GOGONA
იეტი
Posts: 2693
Joined: 10 მარ 2007, 01:21
KARAVI რუს-საქ-ს ომში დაზარალებულთა სარეაბილიტაციოდ

Post by GOGONA » 16 აგვ 2008, 12:31

გუშინ, ღამის 10 სთ-ზე, ცხვარიჭამიაში, ერთ-ერთ კორპუსში, სადაც დევნილები არიან დენიც შეიყვანეს და მრიცხველი დააყენეს, ეხლა გასარკვევი ისღა დარჩა ეს ის კორპუსია თუ არა, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ.

ამას ტომა არკვევს.

თუ არ არის შეყვანილი ენერგობაზრის სამსახური შეიყვანს.
Who is John Galt?

User avatar
GOGONA
იეტი
Posts: 2693
Joined: 10 მარ 2007, 01:21
KARAVI რუს-საქ-ს ომში დაზარალებულთა სარეაბილიტაციოდ

Post by GOGONA » 16 აგვ 2008, 12:36

ტომამ დამირეკა ეხლა,

ერთ კორპუსში შუქი არის მიყვანილი და მეორეში ეხლა აკეთებენო


ასე, რომ ფულს თუ შევაგროვებთ, სხვა პრიორიტეტი განვსაზღვროთ
Who is John Galt?

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
KARAVI რუს-საქ-ს ომში დაზარალებულთა სარეაბილიტაციოდ

Post by Naia » 16 აგვ 2008, 12:38

GOGONA
გაიხარე :)

დღეს თამუსიას გადავცემ გოგას და ჩემს შემოწირულობას.

User avatar
Tamusia
იეტი
Posts: 2196
Joined: 21 აპრ 2007, 19:17
KARAVI რუს-საქ-ს ომში დაზარალებულთა სარეაბილიტაციოდ

Post by Tamusia » 16 აგვ 2008, 12:40

მე 17.00-ზე სააკაძეზე ვიქნები
როგორა ხაარო, და ფეხითა ვაარო

User avatar
GOGONA
იეტი
Posts: 2693
Joined: 10 მარ 2007, 01:21
KARAVI რუს-საქ-ს ომში დაზარალებულთა სარეაბილიტაციოდ

Post by GOGONA » 16 აგვ 2008, 12:48

ბავშვებო, ფულის შეგროვების შემდეგ, კომიტეტში დავრეკოთ, იმათთვის ცნობილია ამ წუთში ყველაზე მეტად სად ჭირს და გვეტყვიან, ყოველწუთში იცვლება სიტუაცია და სად რა მიიტანეს ამის გაგება უმაგათოდ გაგვიჭირდება.

გარდა მაგისა, დევნილების რიცხვი ყოველდღე მატულობს და ახლების მოვლა უფრო უჭირთ.
Who is John Galt?

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
KARAVI რუს-საქ-ს ომში დაზარალებულთა სარეაბილიტაციოდ

Post by Mta Mkvarebia » 16 აგვ 2008, 13:15

GOGONA wrote:Naia

ტომა აგვარებს :) ენერგოსისტემის დახმარებით
გაიხარე!

ტომა და "ჯი-ეს-ი" მაგარია! :D

ნუც, იცი კიდევ რა მაინტერესებს, გუშინ ბელა მეუბნებოდა ჭურჭელიც ჭირდებათო, ქვაბების რა გითხრა, მაგრამ ყავის და ჩაის უხმარი ჭიქები და ლამბაქები მაქვს სახლში, მაგრამ დღეს იქ ასვლას არ ვაპირებთ არა? მხოლოდ ფულს ვკრეფთ,მგონი. ამიტომ დღეს წამოღებას აზრი არ ექნება ალბათ :roll:
Image

User avatar
Tamusia
იეტი
Posts: 2196
Joined: 21 აპრ 2007, 19:17
KARAVI რუს-საქ-ს ომში დაზარალებულთა სარეაბილიტაციოდ

Post by Tamusia » 16 აგვ 2008, 13:29

ხომ არ ჯობია, ბარემ დღეს ბოლომდე მოვაგვაროთ ცხვარიჭამიის პრობლემა ასეთი სახით: რომელიმე მანქანიანს თუ ეცლება, გავიაროთ ბაზრობაზე, ვიყიდოთ 2 ე.წ. "კიპიწელნიკი", 2 დიდი ტაშტი, 2 პატარა, რამდენიმე პირსახოცი, გეტრები და წინდები?

თუ ვინმეს გცალიათ, გელით
როგორა ხაარო, და ფეხითა ვაარო

User avatar
Tamusia
იეტი
Posts: 2196
Joined: 21 აპრ 2007, 19:17
KARAVI რუს-საქ-ს ომში დაზარალებულთა სარეაბილიტაციოდ

Post by Tamusia » 16 აგვ 2008, 13:33

ნუ ცხადია, კომიტეტში დარეკვა და ყველაზე სავალალო მდგომარეობაში მყოფთა დახმარება სრულიად სწორია, მაგრამ შეგვიძლია საქმე გავინაწილოთ კიდეც, ვნახოთ
როგორა ხაარო, და ფეხითა ვაარო

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
KARAVI რუს-საქ-ს ომში დაზარალებულთა სარეაბილიტაციოდ

Post by Mta Mkvarebia » 16 აგვ 2008, 21:53

მოკლედ დღეს შევიკრიბეთ, თამუსია, გოგონა, მაკუკუ, ნაია, თიკო, ბელა, მაკენა, ლამა და მე. გადაწყდა რომ ვისაც ძალიან უჭირდა მათ დავეხმარებოდით. გადარეკვა-გადმორეკვის შემდეგ გაირკვა, რომ ერთ დაწესებულებაში დევნილებს სასწარაფოდ ესაჭირეობოდათ მედიკამენტები, მაკენამ კიდევ ინფორმაცია მოგვაწოდა კომაროვის სკოლაში ჩასახლებულ დევნილებზე, რომელთაც 2 დღის წინ დახმარებია მეგობრებთან ერთად. შეგროვილი ფულის ნაწილით მედიკამენტები შევიძინეთ. ნაწილით კი ის აუცილებელი საყოფაცხოვრებო ნივთები, რის საჭიროებაზეც "კომაროვში" ჩასახლებულებმა თავად გვამცვნეს: რამდენიმე წყლის ასადუღებელი ჩაისა და ყავისთვის, პამპერსები ბავშვებისთვის, "ჰუმანას" ფაფები, ჭურჭლის სარეცხი ჟელე და სარეცხი ღრუბლები. თავად შევესწარი, ერთი ქალბატონი დედასახლისთან რომ მივიდა ჭურჭლის ჟელეს სათხოვნად და მანაც გადაჭრილ პლასტიკურ ბოთლში ჩასხმული ოციოდე გრამი ჟელე როგორ გაატანა, უკან დაბრუნების პირობით :( , ჩაისაც ვერ ვადუღებთო, გვითხრეს :( . წინა დღეს აქ 150 კაცი ყოფილა, როგორც მაკენამ გვითხრა, გუშინ კი მათი რაოდენობა 400 კაცამდე გაზრდილა. ესაჭიროებათ ლეიბები, მაგრამ მიიტანეს საძილე ტომრები და ასე თუ ისე ღამისთევის პრობლემა გადაჭრილი აქვთ.
როცა მადუღარებს ვყიდულობდით ერთ-ერთ მაღაზიაში, გამყიდველმა გვკითხა დევნილთა დასახმარებლად ხომ არ გინდათო. თავიდან გამიკვირდა მეთქი რატომ გვკითხა. თურმე აი რატომ: ფასდაკლება გაგვიკეთა მადუღარებზე, თავის ფასში მოგვცა და უამრავი საჩუქარი გაგვატანა დევნილ ბავშვებთან სათამაშოების სახით. აი ასეთი ღვთისნიერი გამყიდველი შეგვხვდა. ძალიან მიხარია ასეთ ხალხს რომ ვხვდები, ერთმანეთის გვერდით დგომა თუ გადაგვატანინებს ამ საშინელებას.
Last edited by Mta Mkvarebia on 17 აგვ 2008, 00:53, edited 1 time in total.
Image

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
KARAVI რუს-საქ-ს ომში დაზარალებულთა სარეაბილიტაციოდ

Post by ARCHILI » 16 აგვ 2008, 23:08

დღეს მეგობრებთან ერთად ვიმყოფებოდი რამდენიმე სკოლაში... მიუხედავავ დახმარებებისა, მინდა გაუწყოთ, რომ ზოგიერთ სკოლაში ძალიან მძიმე ვითარებაა...

მაგ., 161 საჯარო სკოლა (იოსებიძეზე), მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ყურადღების ქვეშაა, აქ 600-ზე მეტი ადამიანია და საკმაოდ მძიმე ვითარებაა... განსაკუთრებით საჰიგიენო ნივთების საკითხებთან დაკავშირებით...

ასევე 62 საჯარო სკოლაში (ყოფ. საბურთალოს ბაზრის პირდაპირ)... მარტივად, რომ ვთქვათ, აქ ესაჭიროებათ ყველა საყოველდღიურო მოხმარების საგანი;

მძიმე ვითარებაა 159 საჯარო სკოლაში (თემქაზე), ეს სკოლა საერთოდაც გამორჩენილი იყო მონიტორინგის სამსახურის ანგარიშიდან და ამ ეტაპზე მოვახერხე მხოლოდ ის, რომ ამ სკოლის შესახებ ვაცნობე შესაბამის სამსახურებს...

მე და ჩემი მეგობრები კვლავაც შესაძლებლობის ფარგლებში რაღაცას შევეცდებით, თუმცა, ჩავთვალე საჭიროდ ვაცნობო კარავსაც. თუ ჩათვლით საჭიროდ ამ სკოლებსაც მცირეოდენი ყურადღება თქვენი რესურსებითაც მიექცეს.

ჰო... ცხვარიჭამიაზე, როგორც მივხვდი, ჯერჯერობით აქტივობას აღარ აპირებთ, ხომ? რომ გავითვალისწინო... ცხადია, შესაძლებლობის ფარგლებში...

პატივისცემით,
არჩილ_ი
Last edited by ARCHILI on 16 აგვ 2008, 23:27, edited 1 time in total.

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
KARAVI რუს-საქ-ს ომში დაზარალებულთა სარეაბილიტაციოდ

Post by guruli » 16 აგვ 2008, 23:17

ხალხნო, 208-ე სკოლაზე თემაც გავხსენი და თხოვნაა, მივაქციოთ ყურადღება. ამ საღამოს გოგებაშვილზე ვინახულე ის ქალი, რომელიც გუშინ მე და აბალდუიმ მიცკევიჩზე ვნახეთ და რომელზეც გუშინაც ვწერდი... არ ვიი, რა შენობა იყო ადრე, მაგრამ კარგა ხნის მიტოვებულია, რომელსაც არა აქვს კარი, ფანჯარა, დენი, საწოლები... 4 ოჯახია, მათ შორის - მათ შორის, ბავშვებიც. ბევრი არაფერი უნდათ - მხოლოდ საკვები ბავშვებისთვის. ესეც გავითვალისწინოთ.

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
KARAVI რუს-საქ-ს ომში დაზარალებულთა სარეაბილიტაციოდ

Post by guruli » 16 აგვ 2008, 23:19

ხალხნო, 208-ე სკოლაზე თემაც გავხსენი და თხოვნაა, მივაქციოთ ყურადღება. ამ საღამოს გოგებაშვილზე ვინახულე ის ქალი, რომელიც გუშინ მე და აბალდუიმ მიცკევიჩზე ვნახეთ და რომელზეც გუშინაც ვწერდი... არ ვიი, რა შენობა იყო ადრე, მაგრამ კარგა ხნის მიტოვებულია, რომელსაც არა აქვს კარი, ფანჯარა, დენი, საწოლები... 4 ოჯახია, მათ შორის - მათ შორის, ბავშვებიც. ბევრი არაფერი უნდათ - მხოლოდ საკვები ბავშვებისთვის. ესეც გავითვალისწინოთ.

User avatar
GOGONA
იეტი
Posts: 2693
Joined: 10 მარ 2007, 01:21
KARAVI რუს-საქ-ს ომში დაზარალებულთა სარეაბილიტაციოდ

Post by GOGONA » 16 აგვ 2008, 23:33

ცხვარიჭამიაში დღეს 15მ კაბელი მიაკლდათ, ხვალ ვიყიდით მე და ტომა და ავიტანთ

დღეს ძლივს რაღაც გამიხარდა და მინდა გაგიზიაროთ

ბორჯომში ნანატრი წვიმა დაიწყო! :D :D :D

ნახევარი საათის წინ საჩხერეს ველაპარაკეთ და ცეცხლის ენები აღარ ჩანსო, არ ვიცი ჩაქვრა თუ არა, მაგრამ წვიმა ერთადერთი საშველიაო. აბასთუმნის ტყე რომ იწვოდა რამდენიმე წლის წინ, უკრაინის და თურქეთის თვითმფრინავებმა ვერაფერი გააწყეს, მაშინაც წვიმამ გადაგვარჩინა :)

ტიმოთესუბნიდან 2კმ-ზე იყო ცეცხლი.

მთელი სოფელი ტიმოთესუბნის ეკლესიაში წვიმისთვის ლოცულობდა.

საღამოს 7სთ-ზე კოკისპირული წამოვიდა, და თან მხოლოდ სადაც ხანძარი იყო იქ. მერე შეწდა. ეხლა ისევ წამოვიდა.

ღმერთი ჩვენთანაა! :D
Who is John Galt?

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]