KARAVI რუს-საქ-ს ომში დაზარალებულთა სარეაბილიტაციოდ

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
KARAVI რუს-საქ-ს ომში დაზარალებულთა სარეაბილიტაციოდ

Post by guruli » 15 აგვ 2008, 12:31

t.d
გუშინ იატაკზე იწვნენ ხალხი ყაზბეგის 35 ში,
დადიანის 39-შიც იატაკზე სძიბ\ნავთ...
ხალხნო, იმ 208 სკოლის პატარების დასახმარებლად ბარემ აქვე დავგეგმოთ დახმარება - ხვალ მივიდეთ. ცოტა-ცოტა ფული ავკრიფოთ, თუნდაც 5-5 ლარი, ვიყიდოთ "ჰუმანა" და ამგვარები და მივიდეთ. სხვა რა სჭირდებათ პატარებს, ტქვენ უკეთ იცით. ვნახოთ, ფული რა მოგროვდება და იმის მიხედვით მოვიქცეთ.

t.d
იეტი
Posts: 1201
Joined: 29 მარ 2008, 16:12
Location: saqartvelo.tbilisi
KARAVI რუს-საქ-ს ომში დაზარალებულთა სარეაბილიტაციოდ

Post by t.d » 15 აგვ 2008, 12:35

guruli wrote:t.d
გუშინ იატაკზე იწვნენ ხალხი ყაზბეგის 35 ში,
დადიანის 39-შიც იატაკზე სძიბ\ნავთ...
ხალხნო, იმ 208 სკოლის პატარების დასახმარებლად ბარემ აქვე დავგეგმოთ დახმარება - ხვალ მივიდეთ. ცოტა-ცოტა ფული ავკრიფოთ, თუნდაც 5-5 ლარი, ვიყიდოთ "ჰუმანა" და ამგვარები და მივიდეთ. სხვა რა სჭირდებათ პატარებს, ტქვენ უკეთ იცით. ვნახოთ, ფული რა მოგროვდება და იმის მიხედვით მოვიქცეთ.
კი ეგეც ესაჭიროებათ პამპრესებიც კი აუტანეთ.

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
KARAVI რუს-საქ-ს ომში დაზარალებულთა სარეაბილიტაციოდ

Post by Mta Mkvarebia » 15 აგვ 2008, 13:23

რადგან ფორუმზე ორი ერთნაირი შინაარსის თემა იყო: "კარავი რუს-საქართველოს ომში დაზარალებულთა სარეაბილიტაციოდ" და "დავეხმაროთ ქართულ ჯარს ცხინვალში", რომელთა მთავარი იდეა იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარებაა, ეს ორი თემა გავაერთიანე. ნელ-ნლა წავშლი პოსტებს, რომლებიც ამ გაერთიანებული თემის მთავარ მიზანთან კავშირში არაა და შეიძლება თემების გაერთიანების გამო აქ შემომსვლელი მომხმარებელი დაებნია.
Image

User avatar
lika-li
მაწანწალა
Posts: 408
Joined: 26 აპრ 2008, 21:31
KARAVI რუს-საქ-ს ომში დაზარალებულთა სარეაბილიტაციოდ

Post by lika-li » 15 აგვ 2008, 14:18

მეგობრებო, მეც მოვდივარ და მომაქვს ძირითადად ტანსაცმელი. ვეცდები სხვა რამეც მოვახერხო.

სურვილი მაქვს, რომ მეც წამოვიდე, მაგრამ რამდენად შევძლებ არ ვიცი, ცოტა შეუძლოდ ვარ ქუხელ სიცხეც მქონდა :(

4-ზე დინამოსთან ვიქნები

Varvara
იეტი
Posts: 1279
Joined: 08 სექ 2006, 09:53
Location: თბილისი
KARAVI რუს-საქ-ს ომში დაზარალებულთა სარეაბილიტაციოდ

Post by Varvara » 15 აგვ 2008, 14:32

ეს ინფორმაცია მომივიდა:

158-ე სკოლაში (ვაშლიჯვარი) მყოფი დევნილებისათვის დროებით სათხოვებლად საჭიროა:

- მაცივარი
-რადიო
-ტელევიზორი
-სარეცხი მანქანა

თუ საშუალება გაქვთ, თქვენ თვითონ აუტანეთ ან დაუკავშირდით ბატონ ვაჟა ნადარეიშვილს 855-401782, 22-12-45

როგორც ბატონი ვაჟა ამბობს სხვა სკოლებში და ბაღებშI და სხვა კომპაქტური ჩასახლების პუნქტებში მყოფ დევნილებსაც იგივე პრობლემა აქვთ - შეგიძLიათ სხვა ადგილებსაც მიაკითხოთ.

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
KARAVI რუს-საქ-ს ომში დაზარალებულთა სარეაბილიტაციოდ

Post by ARCHILI » 15 აგვ 2008, 14:36

ARCHIL_i wrote: დღეს, 16:00 -ზე ვიკრიბებით სტადიონთან - აკაკი წერეთლის ძეგლის წინ... მივდივართ ცხვარიჭამიაში დევნილების დასახმარებლად...

ვისაც სურვილი გექნებათ რაიმე მოიტანოთ, აქ მოიტანეთ... ალბათ, ძირითადად ტანსაცმელი იქნება, მაგრამ ასევე კარგი იქნებოდა საოჯახო ნივთებიც - ქვაბები, ტაფები, ჭიქები, თეფშები და ა.შ.

ასევე:
1. ჰიგიენის ნივთები და მედიკამენტები (განსაკუთრებით კოღოების საწინააღმდეგო მალამოები, იმიტომ რომ იქ ბევრი კოღოა ძალიან და ბავშვები ცოდოები არიან).
2. პატარა გაზის ბალონი დახატავდათ.
3. "მინუტკა" და ეგეთები, იმედია, დენი გაუყვანეს.
4. ტკბილეულობა ბავშვებისათვის.
5. რაიმე სათამაშოები.
6. ბურღულეული
7. ქვაბი, ტაფა და ა.შ. ჭურჭელი
8. შაქარი
9. ხილი -- ბავშვებს
10. თბილი სამოსი, მთიანი ადგილია და საღამოდან საკმაოდ ცივა
11. სახატავი რვეულები, ფლომასტერები და მისთანები
12. სარეცხის ფხვნილები, ჟელეები და ა.შ.
13. თეთრეული საერთოდ არ აქვთ...
14.

doroTea
ბოდიალა
Posts: 268
Joined: 25 თებ 2007, 22:11
Location: Tbilisi
KARAVI რუს-საქ-ს ომში დაზარალებულთა სარეაბილიტაციოდ

Post by doroTea » 15 აგვ 2008, 15:14

დადიანის 39-ში სრულიად გაურკვეველი სიტუაციაა. ..
სწუხან, რასაც გიგებთ სხვებს უფრო ეხმარებიანო.
"ჰუმანა" მოგვიტანეს, მაგრამ ბავშვი მოგვეწამლა და ეხლა ექიმთან ჰყავთ წაყვანილიო.

:(

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
KARAVI რუს-საქ-ს ომში დაზარალებულთა სარეაბილიტაციოდ

Post by guruli » 15 აგვ 2008, 15:38

doroTea
დადიანის 39-ში სრულიად გაურკვეველი სიტუაციაა. ..
სწუხან, რასაც გიგებთ სხვებს უფრო ეხმარებიანო.
"ჰუმანა" მოგვიტანეს, მაგრამ ბავშვი მოგვეწამლა და ეხლა ექიმთან ჰყავთ წაყვანილიო.
ვაი!!!

User avatar
Katy
მაწანწალა
Posts: 629
Joined: 16 მარ 2006, 15:01
KARAVI რუს-საქ-ს ომში დაზარალებულთა სარეაბილიტაციოდ

Post by Katy » 15 აგვ 2008, 15:43

xalxoo, ver gamovdivar veranairad!!!! :(
bankidan gadavricxav mashin tanxas.... eh..

User avatar
Tamusia
იეტი
Posts: 2196
Joined: 21 აპრ 2007, 19:17
KARAVI რუს-საქ-ს ომში დაზარალებულთა სარეაბილიტაციოდ

Post by Tamusia » 15 აგვ 2008, 20:02

ცხვარიჭამიიდან ჩამოვედით. ტანსაცმლისა და საკვების პრობლემა იქ მყოფ დევნილებს, ამ ეტაპზე, მეტ-ნაკლებად მოგვარებული აქვთ.

თუმცა, როგორც ერთ-ერთმა ახალგაზრდა, ორსულად მტოფმა ქალმა მითხრა, ძალიან ჭირდებათ ტაშტები , რათა ბავშვები აბანავონ; წინდები, ვინაიდან ფეხშიშველები არიან წამოსულები და, მოგეხსენებათ, საღამოობით ცივა თუ არა, გრილა მაინც; და კიდევ შამპუნი არ აქვთ. თუ რომელიმე თქვენგანი მოიცლის და ამ ნივთებს მათთან მიიტანს, ძალიან გაუხარდებათ. ნუ, ცხადია, არც რომელიმე სხვა საჭირო ნივთი იქნება მათთვის ზედმეტი.

როგორც გზაში ვისაუბრეთ, კარგი იქნება, თუ კარავი თანხას შევაგროვებთ და შემდეგ დევნილებისთვის გამოვიყენებთ, როგორც მათი კონკრეტული საჭოროებები მოითხოვს. თქვენ რას ფიქრობთ?
როგორა ხაარო, და ფეხითა ვაარო

User avatar
Tamusia
იეტი
Posts: 2196
Joined: 21 აპრ 2007, 19:17
KARAVI რუს-საქ-ს ომში დაზარალებულთა სარეაბილიტაციოდ

Post by Tamusia » 15 აგვ 2008, 20:09

და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ტანსაცმლის, ან ნებისმიერი რამის მიტანა მიცკევიჩზე, ან რომელიმე სხვა შეგროვების პუნქტში , პრაქტიკული თვალსაზრისით, გაუმართლებელია. მიიტანეთ უშუალოდ დევნილებთან!!!
როგორა ხაარო, და ფეხითა ვაარო

User avatar
Tamusia
იეტი
Posts: 2196
Joined: 21 აპრ 2007, 19:17
KARAVI რუს-საქ-ს ომში დაზარალებულთა სარეაბილიტაციოდ

Post by Tamusia » 15 აგვ 2008, 21:28

:!: :!: :!:
როგორა ხაარო, და ფეხითა ვაარო

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
KARAVI რუს-საქ-ს ომში დაზარალებულთა სარეაბილიტაციოდ

Post by guruli » 15 აგვ 2008, 21:28

Tamusia
და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ტანსაცმლის, ან ნებისმიერი რამის მიტანა მიცკევიჩზე, ან რომელიმე სხვა შეგროვების პუნქტში , პრაქტიკული თვალსაზრისით, გაუმართლებელია.
მიცკევიჩზე შეწყდა უკვე ტვირთის მიღება. ლტოლვილთა სამინისტროში გადაუტანიათ, მაგრამ არც იქაა ვინმე განმკითხავი - ჩვენს იქ ყოფნაში ორი ვნახეთ, რომლებსაც აქედან იქით, იქიდან კი აქეთ აგზავნიდნენ... მე და არჩილამ კარგა დიდი ფუთები მოვაგროვეთ. ტანაც, არათუ წინააღმდეგობა გაგვიწიეს, დაცვას გაუხარდა კიდეც, აგაშენებთ ღმერთი, თუ წაუღებთო. ჩვენც ტანსაცმელი ავარჩიეთ, რომელიც არჩილამ და ნაიამ ისევ ცხვარიჭამიაში წაიღეს. ნაიას ამნქანა გაივსო და ტანსაცმელის პრობლემა კი მოგვარდა, სხვა კი სჭირდებათ... ხალხნო, ვისაც შეგიძლიათ, მიდით იმ მიცკევიჩზე და წაუღეთ ლტოლვილებს ის ტანსაცმელი - თავისუფლად გატანენ. იქ მიწაზე ყრია, ამ დროს კი ვიღაცას ის ნივთები აკლია და სჭირდება...
მიცკევიჩზე ერთი გორელი ქალიც ვნახე, რომელიც აქ რძალთან და შვილიშვილებთან ერთადაა ჩამოსული, ხო.ლო მისი შვილი დღესაც გორშია. ის ქალი არც ბინას ითხოვს, არც - ნივთებს და არაფერს. ერთადერთი, მხოლოდ საკვები მინდა ბავშვებისთვის, თორემ აქ გამჩერებელი არა ვარ, როგორც კი ჩაწყნარდება, მაშინვე დავბრუნდები გორშიო... თუ ვინმეს გაგიჩნდებათ მისი დახმარების სურვილი, პმ-ში ნომერს მოგცემთ. მე ხვალ დილით ვაპირებ რაღაცის ყიდვას.
რაც შეეხება ცხვარიჭამიას, იქიდან საკმაოდ დათრგუნული ჩამოვედი. ასეთი შეგრძნება მაშინ მქონდა, როცა თბილისში ხმა გავარდა, მცხეთასთან მოვიდნენო და სამსახურიდან დაგვითხოვეს, გაზეთი ვერ გამოვუშვით... ძალიან კარგი ხალხია - საოცრად მშვიდები, გაწონასწორებულები, არც ყაყანებდნენ, არც ისტერიკები გაუმართიათ, არავითარი ტაციაობა და ერთმანეთის გადათელვა... პირიქით - ერთმანეთს უწილადებდნენ ყველაფერს, ძმურად იყოფდნენ, მაგრამ თავად ფაქტი, რომ ხალხი ასეთ მდგომარეობამდე მიიყვანეს.
გადავწყვიტეთ, რომ ხვალ ისევ ავაგროვოთ თანხა, ვისაც რა შეგვიძლია... დასახმარებლად რამდენიმე ალტერნატივაა - 208 სკოლა გლდანში, სადაც 400-მდე ლტოლვილია და საკმაოდ ბევრი ბავშვი; ისევ ცხვარიჭამია, სადაც ძალიან სჭირდებათ სადენი დენის გასაყვანად, გაზქურები და ბალონი; "შევარდენის" სასტუმროში განთავსებული ლტოლვილები, სადაც სამი დღეა, არავინ მისულა...
მე ის გავარკვიე, რომ ცხვარიჭამიაში სადენებს, ბალონსა და გაზქურას არავინ მიიტანს - ჩვენ თუ ვიჩალიჩებთ.
გადავწყვიტეთ, რომ რადგან ამ დღეებში მცალია, ფულიც მე ავაგროვო. მოკლედ, ვისაც ფულის დადება გსურთ, დამიკავშირდით ხვალ - 8.55. 500-120, ან 12 საათზე დინამოსთან, წერეთელის ძეგლთან მოდით.

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
KARAVI რუს-საქ-ს ომში დაზარალებულთა სარეაბილიტაციოდ

Post by guruli » 15 აგვ 2008, 22:23

ხალხნო, ხვალ რაღაც აუცილებელი საქმე გამომიჩინეს და ან ეგებ ფული ვინმე სხვამ ააგროვოთ, ან - წერეთლის ძეგლთან შეხვედრა 16 საათზე დავთქვათ. დიდი ბოდიში, რომ ასე მოხდა... ვეცდები, ადრევე გავთავისუფლდე.

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
KARAVI რუს-საქ-ს ომში დაზარალებულთა სარეაბილიტაციოდ

Post by guruli » 15 აგვ 2008, 22:41

ხალხნო, ითავეთ რა ვინმემ იმ თანხის აგროვება...

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]