ეს რა კარგი თემა დამხვდა ძილის წინ შემთხვევით შემოსულს, ა?..
რამდენიმე წლის წინ:
ლექცია დამიმთავრდა და ინსტინქტური თუ გენეოლოგიური ბიძგებით (:D) ეგრევე გავეშურე airex-ის ოფისში, რომ ჩვენი მინდვრიბალახის მოყვარული ვიწრო სასტავი მენახა და ლექციების შემდგომი ცხოვრება დაგვეგეგმა, შევედი და დამხვდა lama და druides, ერთმანეთისგან ზურგით სხედან თავის კომპიტაურებთან... Gvalva-ც იქვეა და კარავზე თავის მორიგ დიზაინერულ-ტექნიკურ ჩასწორებას აკეთებს ასევე თავის კომპიტაურში... ოთახში შევედი, druides მხარზე წავარტყი-ჰა, ბიჭო, ვქნათ რამე, წამოდითქო. დრუიდმა-ჰო, ჰოო. ეკრანს დავაკვირდი და druides-ი lama-ს წერს კარავის pm-ს: "მორჩი, ეხლა, გავედით"... ახლა lama-ს მივუტრიალდი და lama-ს მონიტორზეც კარავის pm-ა გახსნილი, druides-ს წერს: "ხო, ახალ პოსტებს ვკითხულობ და გავედით!.."
მართალია, სანამ საიტი იქნებოდა, ჩვენ უფრო სერიოზულ და ძლიერ ლაშქრობებს ვაწყობდით.
უზარმაზარი შთაბეჭდილებების ფონზე გვიგროვდებოდა უდიდესი კარგი ემოცია და მე ვთვლი, რომ კარავზე ეს ემოციები მოვახერხეთ და "დავაკონსერვეთ", აი, ამიტოა, თაფლივით რომ იზიდავს ყველას
სიტყვა ძალაა, ხოლო საინტერესო სიტყვა-ულევი ძალის წყარო!
წარმოიდგინეთ ეს ნაწერები რამდენიმე საუკუნის შემდეგ, წარმოიდგინეთ? "კარავი" არის წიგნი, რომელიც სუნთქავს, რომელიც უნიკალურ ინფორმაციას ატარებს...
ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ლაშქრობა იყო ლომისის სალოცავზე გამგზავრება მლეთაში. ლაშქრობის თითქმის ყველა მონაწილემ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი გადავდეთ (ეს ალბათ კარგი მაგალითი იქნება შემდეგისთვისაც), მახსოვს, რომ მოვყევით, ერთმანეთის გვიკვირდა-თუ ასე იყო, როგორ წამოხვედი, თუ ისე იყო, როგორ მოახერხეო...
airex-ის ოფისი იყო თავდაპირველი რეალური საფიხვნო, სადაც ძველი რამდენიმეკაციანი ბირთვი ვიკრიბებოდით, ვგეგმავდით ლაშქრობებს, ლაშქრობამდე წარმოსახვით ვმსჯელობდით, ხოლო ლაშქრობის შემდეგ-შთაბეჭდილებებით...
მახსოვს ოფისის შიგნიდან გამოკეტილი კარი, შიგნით გაშლილ რუკასთან მოსაუბრე ხალხი, ხელში პროდუქტების სიით, ქაღალდის ნაგლეჯით, ზედ წარწერით "ავტობუსის მძღოლი თემური, ნომ:...", ნათხოვარი რუკზაკით, შეგროვებული ლაშქრობის ფულით, მარშრუტის შესაბამისი საიდანღაც ამობეჭდილი მონაცემებით და ა.შ. ხოლო ოფისის კარზე გარედან ჩამოდებული პურცელი: ,,ნუ შეგვაწუხებთ, მიმდინარეობს airex ტრენინგი"...
სინამდვილეში, airex ტრენინგები მართლა ყველას კარგად გვქონდა გავლილი და მისგანაა, ახლა "მაკინტოში" და "მაკასინი" ერთმანეთში რომ არ მერევა, მაგრამ ისე მოხდა, რომ ჩვენ ტრენინგები ბუნებაში გავიტანეთ და ჩვენც ზედ მივეყოლეთ
ამის გამო იყო, ერთხელ რომელიღაც კლდის წვერზე თითქმის ბოლომდე ასულ Gvalva-ს დიდი და დაძაბული ფოფხვისას უკნიდან განწირული ხმა რომ მოესმა: "ქალბატონო გვალვა, ქალბატონო გვალვა", Gvalva რის კარველი იყო, იფიქრა, უჭირს ფეხის ტერფს მაინც მივაწვდენ, არ გადაიჩეხოსო, მოიხედა უკან და პირველი კითხვაც მიიღო ცალი ხელით და რამდენიმე კბილით კლდეს ჩაჭიდებული "განწირულისგან": "ქალბატონო გვალვა, სამშაბათს ჩაწერა მინდა ინტერნეტზე და გეცლებათ?"..

ალბათ, ჯერ კიდევ მაშინ გაუელვა თავში გვალვას თემის სათაურმა "აუ, რაღაც მინდა ვთქვა"...
მოკლედ, აი, ახლა კარავზე ვარ და აქ მყავს ჩემი უახლოესი მეგობრები... ძალიან საინტერესოა ეს ცხოვრება! ჩემს ოჯახში ყველამ იცის კარავი, ყველა იცნობს იმ ადამიანებს, რომლებთან ერთადაც მე ნებისმიერ ურთულეს ლაშქრობაში წავალ დაუფიქრებლად და მივანდობ ჩემს სიცოცხლეს. კარავზე მყავს ცხოვრების ყველაზე კარგი და ცუდი გზების ჩემთან ერთად შემსწრე მეგზურ-მეგობრები, ერთი შეხედვით ხვდებიან როდის მიჭირს და როდის მილხინს, არც მე გამომეპარება მათი ცხოვრების რომელიმე პრობლემა, მეხმარებიან და ვეხმარები... მოხდა ისე, რომ მთავარი მეგზურიც ზუსტად ამისვე გამო არ მყავს და... აკი ვთქვი, რთული, მაგრამ საინტერესოა ცხოვრება... არიან ადამიანები, რომლებშიც ყოველივე ეს უძვირფასესი ცხოვრებისეული "ნედლეული" ვერ "რეალიზდება"... მე ასეთი ვარ-ვშრომობ რაც შემიძლია და ვისვენებ ბუნებაში, იმნაირ მეგობრებთან, როგორიც მყავს და სხვანაირი ატმოსფეროს მოყვარული ნურც გამხადოს ღმერთმა!..
გავა დრო და ყველანაირი მეგზური მეყოლება... როგორც ნამდვილ კარველს, მწამს ბუნების გაზაფხულის, რომელიც მაშინ იკრებს ძალას, შენ რომ ზამთარში ფარ-ხმალს ყრი...
გაზაფხული აუცილებლად მოვა, ყველანაირი გაზაფხული!

აბა, კარავს გაუმარჯოს!
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...