მონატრება ბეიჯინგიდან

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
ketuna4
მაწანწალა
Posts: 804
Joined: 18 სექ 2007, 12:17
Location: თბილისი
მონატრება ბეიჯინგიდან

Post by ketuna4 » 04 იან 2009, 13:04

ეხლა ვნახე ეს თემა
lika-li
ძალიან საინტერესოდ წერ.იმედია ასევე გააგრზელებ
არ გიცნობ მაგრამ რომ ჩამოხვალ აუცილებლად შევხვდებით
წარმატეტებს გისურვებ და ველი შემდგომ ისტორიებს :D

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
მონატრება ბეიჯინგიდან

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 11 მარ 2009, 01:17

lika-li
აბა, როგორ ხარ?
ისევ ბეიჯინგში ხარ?
რას იტყვი, ჩინეთზე?
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
lika-li
მაწანწალა
Posts: 408
Joined: 26 აპრ 2008, 21:31
მონატრება ბეიჯინგიდან

Post by lika-li » 13 მარ 2009, 17:51

GAMARJOBA SAKARTVELO

გმადლობ, გოგა, რომ მომაძებნინე საკუთარი თემა,
ისე შორს იყო, ძნელად თუ ვიპოვიდი :D
და აგრეთვე დიდი მადლობა მოკითხვისთვის :)


ketuna4

გმადლობ ასეთი სასიამოვნო პოსტისთვის, რა თქმა უნდა აუცილებლად შევხვდებით :)
...მე ჩრდილიც მიყვარს შენი,
მზის დაბნელების მსგავსი...

User avatar
lika-li
მაწანწალა
Posts: 408
Joined: 26 აპრ 2008, 21:31
მონატრება ბეიჯინგიდან

Post by lika-li » 13 მარ 2009, 18:18

როგორც იქნა მოვაღწიე აქამდე და აწიც შეძლებისდაგვარად გავაგრძელებ წერას,
მომენატრეთ ხალხო,
ნახევარ წელზე მეტია რაც აქ ვარ, უკვე რამხელა დრომ გაიარა არა?
აი ზაფხულში რომ ჩამოვალ, ვისაც გიცნობთ და არ გიცნობთ, ყველას გნახავთ და ჩაგეხუტებით, ჩემო კარგებო და მონატრებულებო :)

ახლა სწავლა, სამსახური და კიდევ სტუდენტური შეჯიბრებები დაემთხვა ერთმანეთს და ამიტომ ისე ხშირად ვეღარ ვსტუმრობ ხოლმე კარავს,

მაგრამ იცოდეთ, რომ ყოველ კარვულ წამოწყებას და ღონისძიებას ერთგულად ვგულშემატკივრობ შორეული აღმოსავლეთიდან და..... და მიყვარხართ ყველანი :)
Last edited by lika-li on 13 მარ 2009, 20:51, edited 1 time in total.
...მე ჩრდილიც მიყვარს შენი,
მზის დაბნელების მსგავსი...

User avatar
Tamusia
იეტი
Posts: 2196
Joined: 21 აპრ 2007, 19:17
მონატრება ბეიჯინგიდან

Post by Tamusia » 13 მარ 2009, 18:37

მხნეობა არ მოგკლებოდეს.
როგორა ხაარო, და ფეხითა ვაარო

User avatar
lika-li
მაწანწალა
Posts: 408
Joined: 26 აპრ 2008, 21:31
მონატრება ბეიჯინგიდან

Post by lika-li » 13 მარ 2009, 19:15

ბეიჯინგში ზამთარი, როგორც ადრე ვახსენე, ძალიან ცივი და სუსხიანია, არ თოვს, არ წვიმს, მაგრამ ისეთი ქარი ქრის, კბილები გიკაწკაწებს და იღლები კანკალისაგან (რაც არ უნდა თბილად გეცვას):)

წელს კი, ბუნებამ თოვლის ფანტელებიც გვაჩუქა ორი დღით,
მაგრამ როგორც კი ასფალტი თოვლის ფიფქებმა დაფარეს, მეეზოვეები გამოვიდნენ და ერთ წამში გააქრეს თეთრი საფარი :)

აზერბაიჯანელი თურქიანი და ქართველი ლიკა უნივერსიტეტის ღია აივანზე

Image

კარგი იქნებოდა, რომ ასეთივე ღიმილიანი სახით შევბრუნებულიყავი შენობაში :lol: რადგან, როგორც მოსალოდნელი იყო, ფეხი ამიცურდა, თან მე შენ გეტყვი და ადგომაში მოგეხმარებიან ეს გულგაყინული უცხოელები :lol: მოკლედ, იმდენ ხანს ვიფორთხიალე, რომ რასაც ჰქვია "გავგრილდი" :lol:
Last edited by lika-li on 13 მარ 2009, 20:52, edited 2 times in total.
...მე ჩრდილიც მიყვარს შენი,
მზის დაბნელების მსგავსი...

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
მონატრება ბეიჯინგიდან

Post by lama » 13 მარ 2009, 19:22

lika-li
ტიბილისი შ გუვუ წიადა შაუ ტუ
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
lika-li
მაწანწალა
Posts: 408
Joined: 26 აპრ 2008, 21:31
მონატრება ბეიჯინგიდან

Post by lika-li » 13 მარ 2009, 19:33

Tamusia
გმადლობ ჩემო კარგო,
მეც წარმატებებს გისურვებ, ბევრს, ბევრს :)

თოვლი სტუდქალაქში

ანდა, ფოტო, სახელად "დიდთოვლობა ბეიჯინგში" :lol:

Image

აუ რამხელა თოვლია არა? :lol: :lol:
...მე ჩრდილიც მიყვარს შენი,
მზის დაბნელების მსგავსი...

User avatar
lika-li
მაწანწალა
Posts: 408
Joined: 26 აპრ 2008, 21:31
მონატრება ბეიჯინგიდან

Post by lika-li » 13 მარ 2009, 20:12

lama

ტი ბი ლი ს შ გ ლუ ძი ია დ შოუ ტუ (თბილისი საქართველოს დედაქალაქია) :lol: :lol: :lol: :lol: :lol:

ვაააჰ, ყოჩაღ კახა!
და ვინ გასწავლა?

ეს კი ველოსიპედების დასაყენებელი ადგილი

Image

ველოსიპედი ძალიან გავრცელებული, იაფი, პოპულარული და პრაქტიკული სატრანსპორტო საშუალებაა ჩინეთში,
მცირეწლოვანი თუ მოხუცი ველოსიპედისტები ფუტკრებივით ირევიან ქალაქის ფართო ქუჩებში , (ხშირია ველოსიპედის მოპარვის ფაქტებიც, თუმცა ამაზე დიდად არავინ ნერვიულობს :D :wink: ).
Last edited by lika-li on 13 მარ 2009, 20:55, edited 2 times in total.
...მე ჩრდილიც მიყვარს შენი,
მზის დაბნელების მსგავსი...

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
მონატრება ბეიჯინგიდან

Post by lama » 13 მარ 2009, 20:16

lika-li wrote:lama

ტი ბი ლი ს შ გ ლუ ძი ია დ შოუ ტუ :lol: :lol: :lol: :lol: :lol:
ვინ და ირინა რეკამ, მაშინ როცა ერთად ვიყავით ყელის ტბაზე :)
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
lika-li
მაწანწალა
Posts: 408
Joined: 26 აპრ 2008, 21:31
მონატრება ბეიჯინგიდან

Post by lika-li » 13 მარ 2009, 20:48

lama
ძალიან კარგი, მიხარია რომ კითხულობ ჩემს თემას :)

აბა, ახლა დაგემშვიდობებით და ფოტოს დაგიტოვებთ განწყობისათვის

Image

რა დღემდე მოვედი? რა მინდოდა ჩინეთში? დიდუ ჩქიმ ცოდა :lol: :lol: :lol:

:wink:

მენატრებით, ძილინებისა
...მე ჩრდილიც მიყვარს შენი,
მზის დაბნელების მსგავსი...

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
მონატრება ბეიჯინგიდან

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 13 მარ 2009, 23:58

lika-li
მაქაურებსაც ასვლე ქართულად: ბეიჯინგი - ჩინეთის დედაქალაქი.
ბეიჯინგს გარეთ წასვლას ახერხებ?
იყავი დიდ კედელზე?
55-60 კმშია და კარავულად წაიყვანე თანაკურსელები.
მოკითხვები სამშობლოდან.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
lika-li
მაწანწალა
Posts: 408
Joined: 26 აპრ 2008, 21:31
მონატრება ბეიჯინგიდან

Post by lika-li » 14 მარ 2009, 19:22

GAMARJOBA SAKARTVELO
მოკითხვებისთვის დიდი მადლობა :)

ახლა ჯერ ძალიან ცივა და ბეიჯინგს გარეთ ვერ გავსულვარ, დათბება თუ არა დაგეგმილი მაქვს სხვა ქალაქების მონახულება

(და დიდ კედელზეც არ ვყოფილვარ, ჩუმად ჩუმად არვინ გამიგოს :lol: , რა ვქნა რა, კი 50 კილომეტრშია, მაგრამ მარტო ხომ ვერ წავალ და ისე, კიდევ იგეგმება უნივერსიტეტიდან მანდ გასვლა და ამას უკვე აღარ გამოვტოვებ :))
...მე ჩრდილიც მიყვარს შენი,
მზის დაბნელების მსგავსი...

User avatar
lika-li
მაწანწალა
Posts: 408
Joined: 26 აპრ 2008, 21:31
მონატრება ბეიჯინგიდან

Post by lika-li » 14 მარ 2009, 19:51

Bivrili wrote:lika-li

კიდევ დაწერე რა რამე ჩაის დამზადების და სმის კულტურაზე....

გელოდებიიიით......

:)
ახლავე ბატონო :) თან თქვენის ნებართვით ჩინური ინტერნეტიდან გადმოწერილ ფოტოებს დავდებ, უფრო სასიამოვნო რომ გახდეს თვალისთვის :)

Image

მაშ ასე:

მე 15 საუკუნის ერთი გამოჩენილი მოღვაწე სიუ ძ(ე) შუ წერდა ჩაის სმის შესახებ შემდეგს:
ჩაის სვამ მაშინ -
როცა ზეიმი გაქვს,
როცა უსმენ მოსაწყენ ლექსს,
როცა ფიქრები აწეწილი გაქვს,
როცა სიმღერის მოსმენისას მის ტაქტს აყოლებ თითის კაკუნს,
როცა მუსიკა ჩერდება,
როცა ცხოვრობ განმარტოვებით,
როცა ცხოვრობ სწავლული ადამიანის ცხოვრებით,
როცა ესაუბრები გვიან ღამით ვინმეს,
როცა დღისით დაკავებული ხარ მეცნიერული მოღვაწეობით,
საქორწინო სარეცელზე...
როცა სტუმრად ღებულობ სწავლულს ან კარგად აღზრდილ მომღერალ ქალებს,
როცა სტუმრობ შორეული მოგზაურობიდან დაბრუნებულ მეგობარს,
როცა კარგი ამინდია,
საღამოსკენ, ბინდბუნდში, დღის ბოლოს,
როცა გაჰყურებ არხის ზედაპირზე მოსრიალე ნავებს,
როცა იმყოფები მიმოფანტულ ხეებსა და ბამბუკებს შორის,
როცა იშლებიან ყვავილები,
ცხელ დრეებში ლოტოსის ყვავილებს შორის,
ეზოში საკმევლის კმევისას,
როცა უმცროსებმა დატოვეს ოთახი,
როცა მოინახულებ განმარტოებით მდგარ ტაძარს,
როცა შეჰყურებ წყლის ჭავლსა და ქვებს, რომლებიც ქმნიან ფერწერულ სურათს...

:)

Image
Last edited by lika-li on 14 მარ 2009, 21:33, edited 2 times in total.
...მე ჩრდილიც მიყვარს შენი,
მზის დაბნელების მსგავსი...

User avatar
lika-li
მაწანწალა
Posts: 408
Joined: 26 აპრ 2008, 21:31
მონატრება ბეიჯინგიდან

Post by lika-li » 14 მარ 2009, 20:10

ჩინეთში ჩაი ისმებოდა ყოველთვის, სადაგ და სადღესასწაულო დღეებშიც. ამ უკანასკნელის დროს იგი განსაკუთრებული წესით მზადდებოდა. დასავლეთში ჩაის დამზადების განსაკუთრებულ წესს ‘’ჩაის ცერემონია’’ დაარქვეს.

ისტორიულად ჩაის ცერემონიალს ჩინეთში ჩაეყარა საფუძველი. მრავალი წყაროს თანახმად იგი შემოიღო ლაო -ძიმ. გადმოცემის თანახმად სწორედ მან შექმნა რიტუალი ჩაის სმა ,,ოქროს ელექსირის” ფიალით.

სამწუხაროდ მონღოლთ შემოსევის შემდეგ ჩინეთში ეს რიტუალი გადაშენდა. იაპონელებმა კი , რომლებმაც წარმატებით აიცილეს მონღოლთა შემოსევა , განაგრძეს ჩაის სმის ხელოვნების კულტივირება , უმატებდნენ რა მას განსაკუთრებულ მანიპილაციებს.

ჭუნ(გ) გუო ჩა - ანუ ჩინური ჩაი :)

Image

ჩაის ცერემონია:
ეს მოქმედება ( ჩაის მომზადება) ჟღერს როგორც "კუნ(გ) ფუ ჩა". "კუნ(გ) ფუ" - უმაღლესი ხელოვნება, "ჩა" - ჩაი. ე.ი. "კუნ(გ) ფუ ჩა" ნიშნავს: ჩაის სმის უმაღლეს ხელოვნებას

"კუნ(გ) ფუ ჩას" დროს თქვენ ღებულობთ ოთხი სახის სიამოვნებას : ვუმზერთ და ვტკბებით ჩაის ფოთლის ფორმით, ნაყენის ფერით, არომატით და ბოლოს ჩაის გემოთი.
"კუნ(გ) ფუ ჩა" მოითხოვს განსაკუთრებულ განწყობილებას. მის დროს უნდა იყოს ნაზი მუსიკა, ლამაზი ნივთები, ირგვლივ ყველაფერი ჰარმონიული უნდა იყოს.

!
Last edited by lika-li on 14 მარ 2009, 21:31, edited 2 times in total.
...მე ჩრდილიც მიყვარს შენი,
მზის დაბნელების მსგავსი...

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]