gobe wrote:რამოდენიმე დღის წინ, ჩემთან, ბალკონის შკაფზე პიჟონებმა* დაიწყეს ბუდის გაკეთება. კი ვიფიქრე, პატარა სტოლი ან ტაბურეტკა ხომ არ გავიტანო**, ავძვრე და სანამ ბუდე გაუკეთებიათ, პოლის ჯოხით და ტრიაპკით მოვასუფთავო შკაფის კრიშა მეთქი, მაგრამ მერე გადავიფიქრე - პოლი ცოტა უსწორმასწოროა, მეტლახის პლიტებია ალაგ-ალაგ აყრილი. თან პოლის ჯოხსაც ვერ მივაგენი, არც უბორნიაში იყო და არც ვანაში, ეტყობა ჩემებმა უბორკის შემდეგ სხვაგან დადეს. ისე, შკაფის პოლკაზეც კი შეიძლება ფეხის დადგმა, მაგრამ იმდენად არის გავსებული რკინეულობით - კლუჩებით, კრანებით, ვენტილებით, პაპლავოკებით, შარავოი კრანებით და ჟეშტის ნაჭრებით, რომ ვფიქრობ, მაინც აპასნია. იმის ზედა პოლკაზე კიდევ, დედაჩემმა რაც კი კუხნაში და ჩულანში ცარიელი ბოთლები და ბანკები იპოვა, ყველაფერი იქ დაალაგა. ისე პადიეზდიდანაც კი შემიძლია ბანზე ასვლა***... ეჰ, ჩერდაკი მაინც მქონდეს... ასე კიდე იქ ყველას თვალში გავეჩხირები და ხომ ვიცი მეზობლების ამბავი, დაიწყებენ, "ფრთხილად, მანდ ჩემი გაზის ტრუბა გადის", "რას იყურები, გაიხედე რა იქით (რა ჩემი ბრალია იმათ ზანავესკები თუ აქვთ გასარეცხად ვანაში ჩამბალი), მერე ერთი მეზობელი ბალკონზე პაპიროსის მოწევას მორჩება, ბიჩოკს წკიპურტით გადააგდებს და გამომძახებს "აუ, ძმურად, რას აკეთებ, მანახვე, რა" მეც რა, ჩემი პრობლემის მოყოლას ხომ არ დავიწყებ, გავიწევი და ვეტყვი "აჰა, ნახვე"... აუ, კაროჩე რა...
არადა, ამდენი ღუღუნის მოსმენაც აღარ შემიძლია... გასკდა თავი.
____________________________________________________
* - მტრედები (ინგლ.)
** - საკმაოდ მაღალი შკაფია
*** - ბოლო სართულზე ვცხოვრობ
ეს ამოვბეჭდე და სამსახურში მაცივარზე გავაკარი
