დავიცვათ ქართული ენა

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
tiko_r
იეტი
Posts: 3498
Joined: 04 სექ 2007, 21:35
Location: სოფ. ძუყნური
დავიცვათ ქართული ენა

Post by tiko_r » 29 აპრ 2008, 18:15

gobe wrote:რამოდენიმე დღის წინ, ჩემთან, ბალკონის შკაფზე პიჟონებმა* დაიწყეს ბუდის გაკეთება. კი ვიფიქრე, პატარა სტოლი ან ტაბურეტკა ხომ არ გავიტანო**, ავძვრე და სანამ ბუდე გაუკეთებიათ, პოლის ჯოხით და ტრიაპკით მოვასუფთავო შკაფის კრიშა მეთქი, მაგრამ მერე გადავიფიქრე - პოლი ცოტა უსწორმასწოროა, მეტლახის პლიტებია ალაგ-ალაგ აყრილი. თან პოლის ჯოხსაც ვერ მივაგენი, არც უბორნიაში იყო და არც ვანაში, ეტყობა ჩემებმა უბორკის შემდეგ სხვაგან დადეს. ისე, შკაფის პოლკაზეც კი შეიძლება ფეხის დადგმა, მაგრამ იმდენად არის გავსებული რკინეულობით - კლუჩებით, კრანებით, ვენტილებით, პაპლავოკებით, შარავოი კრანებით და ჟეშტის ნაჭრებით, რომ ვფიქრობ, მაინც აპასნია. იმის ზედა პოლკაზე კიდევ, დედაჩემმა რაც კი კუხნაში და ჩულანში ცარიელი ბოთლები და ბანკები იპოვა, ყველაფერი იქ დაალაგა. ისე პადიეზდიდანაც კი შემიძლია ბანზე ასვლა***... ეჰ, ჩერდაკი მაინც მქონდეს... ასე კიდე იქ ყველას თვალში გავეჩხირები და ხომ ვიცი მეზობლების ამბავი, დაიწყებენ, "ფრთხილად, მანდ ჩემი გაზის ტრუბა გადის", "რას იყურები, გაიხედე რა იქით (რა ჩემი ბრალია იმათ ზანავესკები თუ აქვთ გასარეცხად ვანაში ჩამბალი), მერე ერთი მეზობელი ბალკონზე პაპიროსის მოწევას მორჩება, ბიჩოკს წკიპურტით გადააგდებს და გამომძახებს "აუ, ძმურად, რას აკეთებ, მანახვე, რა" მეც რა, ჩემი პრობლემის მოყოლას ხომ არ დავიწყებ, გავიწევი და ვეტყვი "აჰა, ნახვე"... აუ, კაროჩე რა...
არადა, ამდენი ღუღუნის მოსმენაც აღარ შემიძლია... გასკდა თავი.



____________________________________________________
* - მტრედები (ინგლ.)
** - საკმაოდ მაღალი შკაფია
*** - ბოლო სართულზე ვცხოვრობ

ეს ამოვბეჭდე და სამსახურში მაცივარზე გავაკარი :lol:

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
დავიცვათ ქართული ენა

Post by lama » 01 მაი 2008, 12:46

პარკი - მაგარი კაცი იმენა ძაან მაგარი ითამაშა გუშინ...
ფლეჩერის შემოსვლასვ ველოდი გუშინ მთელი თამაში, მაგ კაცსის თამაშს რო ვუყურებ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება თითქოს 70_იანი წლების რომელიმე იგრა იყოს ისეთ დვიჟნიებს ჩითავს იმენა სქოთურს, მოედნის ცენტრში ადგილიდან დისპეჩერობა, ტრიალები და ა.შ.

აი რა იწერება ფორუმებზე

:D:D:D:D:D:D:D

სატირალი (:cry: :cry: :cry: :cry: :cry:)

რომ არ იყოს
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
დავიცვათ ქართული ენა

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 01 მაი 2008, 13:31

ლ(ი)ამა ბატონო, მაგას ვამბ მეც.
და სა1ოდ, მგონია, რომ სამეტყველო ენა ადამიანის განათლებულობასა და გონებრივ შესაძლებლობაზე ზუსტ მონაცემებს გაწვდი
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
ilia
Indoors Manager
Posts: 4263
Joined: 28 მაი 2005, 23:42
Location: tbilisi
დავიცვათ ქართული ენა

Post by ilia » 03 მაი 2008, 09:16

ველოსიპედით კატაობა. "კატაობა"-ს ქართული შესატყვისი რომელი სიტყვა შეძლება გამოვიყენო? "სეირნობა" ვიფიქრე, მაგრამ ეგ ფეხითაც შეიძლება და ფეხით ხომ ვერ იკატავებ? ან "საქანელებზე კატაობა"
Image

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
დავიცვათ ქართული ენა

Post by Archil » 03 მაი 2008, 09:40

ilia

კატაობის ქართული ვარიანტი ფისუნიობა იქნება... ნუ სქესი კი იქნება სხვა, მაგრამ ქართულ ენაში სქესი არ გვაქვს და აიტანს როგორმე... ;)
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
tiko_r
იეტი
Posts: 3498
Joined: 04 სექ 2007, 21:35
Location: სოფ. ძუყნური
დავიცვათ ქართული ენა

Post by tiko_r » 03 მაი 2008, 10:15

ვერ ვიტან სიტყვა კატაობას
და რადგან შესატყვისი არ ვიცი, ამიტომ ამ სიტყვას საერთოდ არ ვხმარობ :lol:

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
დავიცვათ ქართული ენა

Post by Mta Mkvarebia » 03 მაი 2008, 10:44

ilia wrote:ველოსიპედით კატაობა. "კატაობა"-ს ქართული შესატყვისი რომელი სიტყვა შეძლება გამოვიყენო? "სეირნობა" ვიფიქრე, მაგრამ ეგ ფეხითაც შეიძლება და ფეხით ხომ ვერ იკატავებ? ან "საქანელებზე კატაობა"
ველოსიპედით გასეირნება რითაა ცუდი?
საქანელებზე ქანაობა
Image

User avatar
ilia
Indoors Manager
Posts: 4263
Joined: 28 მაი 2005, 23:42
Location: tbilisi
დავიცვათ ქართული ენა

Post by ilia » 03 მაი 2008, 23:00

Archil wrote:ilia

კატაობის ქართული ვარიანტი ფისუნიობა იქნება... ნუ სქესი კი იქნება სხვა, მაგრამ ქართულ ენაში სქესი არ გვაქვს და აიტანს როგორმე... ;)
:shock: რააა? ფისუნიობაა? :lol: :lol: :lol: :lol: :lol: საიდან მოიტანე?

ისე მაგარი სიტყვაა :lol:
Image

User avatar
Makena
იეტი
Posts: 5267
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
დავიცვათ ქართული ენა

Post by Makena » 03 მაი 2008, 23:40

გასეირნებაა გაკატავების ქართული ვარიანტი, ცოტა უფრო ფართეა ოღონდ :wink:

User avatar
mzevinari
ბოდიალა
Posts: 227
Joined: 03 ოქტ 2007, 20:18
დავიცვათ ქართული ენა

Post by mzevinari » 04 მაი 2008, 16:58

ენის დაცვა უმთავრესია,მაგრამ 1 რამეზე მეცინება...

ლათინურ სიტყვას ქართულით რომ ვცვლით,რომელიც სინამდვილეში სპარსულია,არაბული ან ღმერთმა უწყის რა ენიდან შემოსული...

უბრალოდ ეს სიტყვა ლათინურზე ადრე შემოვიდა, ქართული გვგონია ბარბარიზმად აღარ ითვლება...

ყველაზე კარგი იქნება საბას ლექსიკონიდან ძალიან ძველ სიტყვებს თუ ამოვქექავთ,ნამდვილად ქართულს,იმედია საბას ნდობა შეიძლება :roll: :lol: :lol: :lol:

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
დავიცვათ ქართული ენა

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 06 მაი 2008, 01:41

mzevinari wrote:ენის დაცვა უმთავრესია,მაგრამ 1 რამეზე მეცინება...

ლათინურ სიტყვას ქართულით რომ ვცვლით,რომელიც სინამდვილეში სპარსულია,არაბული ან ღმერთმა უწყის რა ენიდან შემოსული...

უბრალოდ ეს სიტყვა ლათინურზე ადრე შემოვიდა, ქართული გვგონია ბარბარიზმად აღარ ითვლება...

ყველაზე კარგი იქნება საბას ლექსიკონიდან ძალიან ძველ სიტყვებს თუ ამოვქექავთ,ნამდვილად ქართულს,იმედია საბას ნდობა შეიძლება :roll: :lol: :lol: :lol:
1ხელ შევცდით და სპარსულ-არაბულით დავანაგვაინეთ ენა და ახლა იმაზე ვიზრუნოთ, მე2დ აღარ
შევცდეთ (უმეტესად რუსულ-ინგლისურ-გერმანული ბარბარიზმებისა და ჟარგონების შემოტევას
ვგულისხმობ), თორემ მოვა დრო, ჩვენი შთამომავლები ქართულად სა1ოდ აღარ იმეტყველებენ.
ისედაც, სულხან-საბას ლექსიკონში რომ ჩავიხედოთ, შეგვრცხვება, რამდენი სიტყვა-საგანძური აღარ გვცოდნია.

თითებზე ჩამოსათვლელებმა იციან სიტყვები შორენკეცი (კაფელი), წუმწუმა (ასანთი), სატუცავი (კალოში), კაპარჭი(ა) (კაბურა), სირჩა (რუმკა) ჟღერადობის მიუხედავად, ეს სიტყვა სპარუსლ-არაბული არ არის), ბანქო (კარტი) და ასე შემდეგ.

ჩვენში ბევრი უცხო სიტყვა დამკვიდრდა. წინა გვერდებში ვწერდი, ცოცხალი 2განიზმია და ისევე, როგორც ადამიანს ესობა ეკლები და ტკივა, მასაც ჩხვლეტს და აზიანებს ბარბარიზმი.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
დავიცვათ ქართული ენა

Post by Archil » 06 მაი 2008, 03:42

GAMARJOBA SAKARTVELO

"2განიზმია" რომ წერ, ამითი ქართულ ენას არ ამახინჯებ?

ისე, ენაში რაც დამკვიდრდა, ის უკვე ენის შემადგენელად ითვლება. მასე თუ მივყევით, წმინდა ქართული წარმოშობის სიტყვები არცთუ ისე ბევრია. სხვადასხვა დარგში ტერმინოლოგიის შემოღებასაც მუშაობა სჭირდება. მაგალითად მე ეკონომიკაში იმდენი თავისებური ტერმინის ქართული შესატყვისის მოძებნა მომიწია... რამდენი თქვენთაგანი ხმარობს სიტყვა პროცენტს სარგებლის ნაცვლად? მუშაობაა საჭირო ჩემო კარგებო, მუშაობა. აგერ ინგლისელებმა იმდენი იმუშავეს, მთელი მსოფლიო აალაპარაკეს თავის ენაზე. ჩვენ კი ჩვენისთვის ვერ მიგვიხედია.

კარაველებს ამ მიმართულებით რა გვიჭირს :) კარავი, ზურგჩანთა, საძილე ტომარა, კარდალა, ქართულად ჟღერს. ერთი პარალონი მოვაქართულოთ როგორმე :) ბათინკსაც უნდა რაღაცა... ასე რომ ველი შემოთავაზებებს პარალონის სახელისათვის :) სიმბოლური ჯილდოებიც რომ დავაწესოთ კარგი იქნება მგონია :)
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
დავიცვათ ქართული ენა

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 06 მაი 2008, 13:19

Archil wrote:GAMARJOBA SAKARTVELO

"2განიზმია" რომ წერ, ამითი ქართულ ენას არ ამახინჯებ?
ამ კითხვაზე თემის მე4 გვერდში LOKOKINAს და ვარვარას
ვუპასუხე. 3წუხაროა,
რომ არ გინახავს. და სა1ოდ, გა20ებული ვარ, ამაზე რომ მედავებიან. ეს ხომ სამეტყველო ქართულს არაფრით აზიანებს?
კგით რა ხალხო, შეხედეთ თუნდაც ქართულ ფრესკებსა და ხატებს, ტაძრებზე გაკეთებულ წარწერებს
უმეტესად ხმოვნები ამაოვარდნილია, მაგრამ ამით მეტყველებას რამე დაემართა?
და ყურადღებით წაიკითხე თემის ჩემი 1ლი წერილი. 2მაგად გახარებული ვიქნები, თუ ლექსიკონებს

[/b]
ისე, ენაში რაც დამკვიდრდა, ის უკვე ენის შემადგენელად ითვლება. მასე თუ მივყევით, წმინდა ქართული წარმოშობის სიტყვები არცთუ ისე ბევრია.
[/quote]

ჰოდა, ეგ არ მაწუხებს მეც, რომ სულ უფრო და უფრო ცოტა მშობლიური სიტყვა გვრჩება?
შენ ილაპარაკე ქართულად და, დამიჯერე, ბევრი მოგბაძავს.
1000ობით ქართველი ვიცი, ვისაც ენის მიმართ პრობლემა აქვს.
მეც არ ვარ უმწიკვლო, მაგრამ ამ მხრივ ვმუშაობ ჩემს თავზე.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

ნათია
ბოდიალა
Posts: 120
Joined: 07 მაი 2008, 11:41
Contact:
დავიცვათ ქართული ენა

Post by ნათია » 12 მაი 2008, 15:06

GAMARJOBA SAKARTVELO
მოგეხსენებათ, ენა ერის სარკეა. ცოცხალი 2განიზმია, შეუძლია, რაღაც მიიღოს, რაღაც უკანა გზაზე მოიტოვოს, მაგრამ ბარბარიზმების ხმარება მის ჩაწიხლვას იწვევს
არ შემიძლია არ დაგეთანხმოთ, ყველაზე დიდი უბედურება ის არის რაც ახლა სკოლებში ისწავლება, გაოცებული დავრჩი როცა VIII კლასის სახელმძღვანელოში მოცემული იყო ჟარგონები რომლის მნიშვნელობებიც უნდა მიეწერა მოსწავლეს...

თან რა ჟარგონები.... მდასს...

ჰოდა, გთავაზობთ იმ სიტყვებს, რომლებიც, ჩემი აზრით, ჩვენს ენას აზიანებენ ან არ უხდებიან, ანდაც, ქართულად უკეთესი შესატყვისები გვაქვს

ჟარგონიზნები ქართულ ენაში რასაც ხშირად ვიყენებთ:

ავოიე - შეძახილი

აზრზე მოსვლა "აზრზე მოდი" მოწოდებაქცევი ან დამოკიდებულების შეცვლისკენ, ხშირად მუქარის ელფერით.

აზრზე ყოფნა. "აზრობ?!", "აზრზე ხარ?!" მიმართვის დროს გამოხატავს გაკვირვებას, დაახ. იგივეა რაც "წარმოგიდგენია?!".

'ბაზარი ლაპარაკი, მსჯელობა. "ბაზარი არაა" ულაპარაკოდ, რა თქმა უნდა.

გაბაზრება - რაიმე ამბავის გავრცელება

ბანძი - ბინძური, ხელმოცრული ან არასიმპატიური ადამიანი.

გაბანძება - სახელის შელახვა.

ბლატი (რუს.) - არაფორმალური კავშირები, კონტაქტები, ნაცნობობა, ხშირად მექრთამეობასთან ან პროტექციონიზმთან კავშირში.

'გარასხოდება (რუს.) - ანგარიშის გასწორება

გამაზვა 1. მიზანის ვერ მიღწევა, აცდენა. 2. რაიმის შოვნა


გაჩითვა - რაიმის შოვნა.


დათრევა - რაიმის შოვნა

დაწერება, შეწერება - წართმევა ძალადობით ან მოტყუებით

ვსიო (რუს.) - მორჩა

ზმანი - ტანსაცმელი

იასნი (რუს.) - ნათელი გასაგები

გაიასნება - გაგება, ახსნა

იმენა (რუს) - ზუსტად, სახელდობრ

კაროჩე (რუს.) - მოკლედ

კლიენტი - პიროვნება

მარიაჟი - ტრაბახი,

მასტი - პიროვნება


ნაკოლკა - სვირინიგი

პონტი - 1. მდგომარეობა, სიტუაცია 2. რა პონტია?" - იგივეა რაც რაშია საქმე? რა არის? 3. პონტი გამორიცხულია 4. ბეზპონტა, უპონტობა მოწყენილობა, მოსაბეზრებელი სიტუაცია

როჟა - ადამიანი

სიხა (ყველაზე მეტად ეს მეჯავრება :D ) მიმართვის ფორმა, სიხარულის შემოკლება

ტასაობა - სიარული

და ა. შ....
შენი მიწა-წყალი სხვანაირი დარდია

ნათია
ბოდიალა
Posts: 120
Joined: 07 მაი 2008, 11:41
Contact:
დავიცვათ ქართული ენა

Post by ნათია » 12 მაი 2008, 15:18

მარკეტინგში გამოიყენება "ჟარგონები" თუმცა ეს უფრო ინგლისური სიტყვების გადმოქართულებას ჰგავს:

ფეისი, გაბრენდება, ქომოდითი (ფართო მოხმარების საქონელზე ამბობენ ხოლმე), დისქაუნთი, პრომო, სეპლინგი, ქეშფლოუ, ბრენდინგი, ნეიმინგი, გაპიარება, სეილსპრომოუშენი...

ისე მივეჩვიეთ ამ "ჟარგონებს" რომ ზოგჯერ ქართულ შესატყვისაც კი ვეღარ ვუძებნით

ეს კი "ძველბიჭური ჟარგონი"

დარუტვა, აახია (კლიენტი :D ), დაბოლება და ა. შ.
შენი მიწა-წყალი სხვანაირი დარდია

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]