გარაჟის მეღვინეები და სპირტის "ბოჭკების "საიდუმლო

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
გარაჟის მეღვინეები და სპირტის "ბოჭკების "საიდუმლო

Post by guruli » 08 სექ 2007, 17:55

qvevri - ძალიან კარგი მონათხრობია, თავად წერილი კი - მტკივნეული. :cry: :cry: სამწუხაროდ, ახალი დროება დაუნდობლად თელავს ტრადიციებს... :cry: :cry:

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
გარაჟის მეღვინეები და სპირტის "ბოჭკების "საიდუმლო

Post by Gvalva » 08 სექ 2007, 19:15

tama

რომ გაასინჯებ, უკვე ვიცი, ქვევრი გეტყვის "მალადეც!"-ო :)

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
გარაჟის მეღვინეები და სპირტის "ბოჭკების "საიდუმლო

Post by qvevri » 10 სექ 2007, 11:18

ბატონებო... მე ამ მოთხრობით რისი გადმოცემაც მინდოდა ყველამ კარგად გაიგო და გააანალიზა. მადლობას გიხდით იმისათვის რომ ყველანი აღიარებთ ტრადიციული, მარნის ღვინის უპირატესობას. ჩემთვის უფრო ის არის მიუღებელი რომ ხშირედ გარაჟებში სადაც ყურძენს წურავენ იქვე აყენია 10-15 ათას დოლარიანი ჯიპი. ესეც რომ არ იყოს თაფლისა და პარაფინის სანთელი რომ გქონდეთ რომელს დაანთებდით ეკლესიაში, პარაფინისას? ესე იგი მთავარია დაანთო და თუ გინდა პლასტელინის სანთელი იყოს? არა პატივცემულებო, რაც არ უნდა მითხრან მთავარია გულიო და სადაც გინდა იქ ილოცეო ვერ დავეთანხმები. ქართველი კაცის გონიერება იმაში გამოიხატებოდა რომ მისთვის მარანს თავისი ადგილი ჰქონდა, ბოსელს თავისი და ხატსა და სანთელს თავისი. გარაჟში კი არა ბევრი ვიცი ვანაში წურავს ღვინოს წარმოგიდგენიათ.... :( . არავინ და მითუმეტეს მე, არაფერს არ ვკრძალავ, ან რა უფლება მაქვს :?: მარა მინდა ვთქვა რომ ყველა ღვინო ღვინო არ არის თუნდაც საღი და გემრიელი იყოს. თქვენ როდესმე სადილის დამზადებისას საჭმელი ზეთის მაგივრად მანქანის ზეთი გიხმარიათ :? :?: :!: :!: მე არა :!:
Last edited by qvevri on 10 მარ 2008, 20:13, edited 1 time in total.

User avatar
popins
იეტი
Posts: 4592
Joined: 21 დეკ 2006, 10:10
Location: saburtalo,burtit unda viburtao
გარაჟის მეღვინეები და სპირტის "ბოჭკების "საიდუმლო

Post by popins » 10 სექ 2007, 11:45

qvevri wrote:ბატონებო... მე ამ მოთხრობით რისი გადმოცემაც მინდოდა ყველამ კარგად გაიგო და გააანალიზა. მადლობას გიხდით იმისათვის რომ ყველანი აღიარებთ ტრადიციული, მარნის ღვინის უპირატესობას. ჩემთვის უფრო ის არის მიუღებელი რომ ხშირედ გარაჟებში სადაც ღვინოს წურავენ იქვე აყენია 10-15 ათას დოლარიანი ჯიპი. ესეც რომ არ იყოს თაფლისა და პარაფინის სანთელი რომ გქონდეთ რომელს დაანთებდით ეკლესიაში, პარაფინისას? ესე იგი მთავარია დაანთო და თუ გინდა პლასტელინის სანთელი იყოს? არა პატივცემულებო, რაც არ უნდა მითხრან მთავარია გულიო და სადაც გინდა იქ ილოცეო ვერ დავეთანხმები. ქართველი კაცის გონიერება იმაში გამოიხატებოდა რომ მისთვის მარანს თავისი ადგილი ჰქონდა, ბოსელს თავისი და ხატსა და სანთელს თავისი. გარაჟში კი არა ბევრი ვიცი ვანაში წურავს ღვინოს წარმოგიდგენიათ.... :( . არავინ და მითუმეტეს მე, არაფერს არ ვკრძალავ, ან რა უფლება მაქვს :?: მარა მინდა ვთქვა რომ ყველა ღვინო ღვინო არ არის თუნდაც საღი და გემრიელი იყოს. თქვენ როდესმე სადილის დამზადებისას საჭმელი ზეთის მაგივრად მანქანის ზეთი გიხმარიათ :? :?: :!: :!: მე არა :!:
ტრაქტატია დადებული სინდისთან :wink:
lenchiamal

User avatar
Makena
იეტი
Posts: 5267
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
გარაჟის მეღვინეები და სპირტის "ბოჭკების "საიდუმლო

Post by Makena » 20 სექ 2007, 21:11

qvevri
მართლაც საინტერესო ნოველა დაგიწერია.
ცალსახად გეთანხმები იმაში რომ დიდი მნიშვნელობა აქვს თუ სად დაიწურება ღვინო, გარაჟში ღვინოს რა უნდა, გარაჟში მანქანა უნდა იდგეს, აბა წარმოიდგინეთ მარანში გაჩერებული მანქანა :lol: :lol: ან კი როგორ შეიძლება მარანში, საწნახელში დაწურულსა და ქვევრში შენახულს და დაღვინებულს და პლასტმასის კასრში დაყენებულ ღვინოს ორივეს ღვინო ერქვას და ორივეს ერთნაერი გემო ჰქონდეს :shock: :shock: :D

User avatar
gobe
მზიან ქვეყნის იეტი
Posts: 2146
Joined: 23 ივნ 2006, 11:30
Contact:
გარაჟის მეღვინეები და სპირტის "ბოჭკების "საიდუმლო

Post by gobe » 21 სექ 2007, 10:36

qvevri,
ვაააა, დამბურძგლა აი...
აი, ხომ არ გიცნობ? მაგრამ, დარწმუნებული ვარ, რომ შენთან ერთად ღვინის დალევა დიდი სიამოვნება უნდა იყოს... მასე ვფიქრობ და რა ვქნა...


ისე, ბოლო 3 წლის განმავლობაში მეგობრები ერთ-ერთის სარდაფში (არა, არა, გარაჟში არა!!!), თუმცა მარნისაგან დიდად განსხვავებულში :oops: , ვწურავდით ყურძენს და ვაყენებდით ღვინოს ლურჯ კასრებში... მოიცა, გთხოვ, "მალადეც" არ მითხრა რა... ჩვენ (და არა მხოლოდ ჩვენ) მოგვწონდა, ალბათ იმიტომ რომ ჩვენი დაწურულ-დაყენებულ-ნალოლიავები იყო, ალბათ იმიტომ რომ თვითონ ღვინის გადაღების პროცესს მოჰყვებოდა ჭაშნიკი სადღეგრძელოებ-სიმღერითურთ...
თუმცა, ნაღდი, კარგ პატრონიანი მარანი მართლა სულ სხვაა, სულ სხვა აურაა იქ, უდიდესი დადებითი ენერგია იგრძნობა... და იქ უფრო გერგება ყველაფერი.............

ketuna4
მაწანწალა
Posts: 804
Joined: 18 სექ 2007, 12:17
Location: თბილისი
გარაჟის მეღვინეები და სპირტის "ბოჭკების "საიდუმლო

Post by ketuna4 » 22 სექ 2007, 13:53

მე მახსოვს პატარა როცა ვიყავი და ბაბუაჩემთან ჩავდიოდი მას დიდი საწნახელი ჰქონდა და იქ წურავდა ღვინოს. რამდენჯერ ჩემი პატარა ფეხებით დამიწურია და მერე დიდი სიამოვნებუთ დამილევია ერთი-ორი ყლუპი. ეხლა არავის არ სცალია იქ ჩასასვლელად და ღვინის დასაწურად. ამიტომ წელს მეც ვაპირებ ღვინის დაწურვას აივანზე რომელის მართალია ვერაფრით შეედრება მარანში დაწურულს მაგრამ მაინც ჩემი შრომის ნაყოფი იქნება და რაც მთავარია მინარევების გარეშე. :roll:


User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
გარაჟის მეღვინეები და სპირტის "ბოჭკების "საიდუმლო

Post by Naia » 24 სექ 2007, 16:51

qvevri
რა ლამაზად წერ :)

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]