თოვლიანი კახეთი 22.01.12
http://karavi.caucasus.net/viewtopic.ph ... sc&start=0
1.რეგიონი:
კახეთი
2. მარშუტის დასახელება:
თბილისი - გურჯანი - დედოფლისწყარო - სიღნაღი - თბილისი
(ვეჯინის ლავრა - გურჯანის ყოვლადწმინდა - ოზაანის ამაღლება - ხირსას ტაძარი - ხორნაბუჯის ციხე სიმაგრე - ელიას ტაძარი - სიღნაღი)
3. ხანგრძლივობა:
1 დღე
4. სირთულე:
საშუალო
5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება
15 ლარი
6. მონაწილეთა რაოდენობა
24
7. გასვლის, ლაშქრობის 2განიზატორები:
იდეის ავტორი და სულის შემსხმელი - CheLo
მარშუტის დამგეგმავი და აქტიური დამხმარე - shoda1121
აქტიური მომმარაგებელი მოლაშქრეებით - Levaniko
8. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
ტიბაანი
9. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
დაახლოებით 450 კმ ჯამში
10. ფეხით გავლილი მანძილი:
17-19 კმ
11. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები:
ირგვლივ უამრავი ტაძარია შეიძლება ბევრი მარშუტის დაგეგმვა,
12. საბანაკე ადგილები:
საკმაოდ ბევრგანაა
13. სასმელი წყალი მარშრუტზე:
არ იყო
14. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:
აუცილებლად თბილი წყალგაუმტარი ფეხსაცმელი და გამოსაცვლელი ტანისამოსი!
15. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო
წელიწადის ყველა თვე
16. რისკები, საფრთხეები:
თოვლიან გაყინულ ხორნაბუჯის ციხე სიმაგრეზე ასვლა ასეთ პირობებში რთული და ექსტრემალური იყო...
17. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების
შემთხვევაში, შეიძლება, ამ გასვლისას ინახოს :
უამრავი
18. პირობები ფიჭური კავშირგაბმულობისთვის:
ჯეოსელი კარგად მუშაობდა ყველგან
19. გასვლის, ლაშქრობის შეფასება 10ბალიანი სისტემით
9 ქულა.
20. სასარგებლო ბმულები
ბოდბე-სიღნაღი-ხორნაბუჯი 2008ის ნინოობას
ხორნაბუჯი, ხირსა და სიღნაღი თეთრ ზღაპარში :)__20.02.2011
21. ვიდეოები
დაიდება.
(პირველი ვიდეო) http://www.myvideo.ge/?video_id=1600992
(მეორე ვიდეო) http://www.myvideo.ge/?video_id=1601005
(მესამე ვიდეო) http://www.myvideo.ge/?video_id=1601008
(მეოთხე ვიდეო) http://www.myvideo.ge/?video_id=1601011
22. რუკა
http://goo.gl/maps/Rg1lG
დილის 5:30 წუთზე რედისონთან შევიკრიბეთ.
შოდას გეგმის მიხედვით პირველი გაჩერება გვიწევდა სოფელ ვეჯინში სადაც ლავრა უნდა გვენახა. ჯერ მზის შუქი არ იყო ამოსული რომ ჩავედით ვეჯინში და სუსხიან სიცივეში ჩამოვბრაგუნდით მინიბუსიდან. თოვლი კარგად იდო და ულამაზესად მოსჩანდა ირგვლივ არემარე.. ლავრამდე 2.5 კმ იყო და გაუყევით გზას. 1 საათიც არ დაგვჭირვებია ამ მანძილის დასაფარად. აქ პატარა ინცინდენტი მოგვივიდა გზა აგვებნა. ამ ბილიკს გაუყვა რაღაც ნაწილი და მეც მათ გავყევი. თუმცა აღმოჩნდა რომ არასწორი მიმართულებით მივდიოდი, ხალხმა დროზე მომისწრო და უკან გამომაბრუნა, თუმცა წინ მიმავლებს მე უკვე ვერაფრით დავეხმარებოდი (ორგანიზატორები დაუკავშირდნენ და უკან გამოაბრუნეს) და აი ისიც გამოჩნდა, ვეჯინის ლავრა
თითონ ტაძარი კი ძალიან ლამაზი აღმოჩნდა. ბერმა მოგვიყვა ამ ძეგლის ისტორია რომელიც 11-12 საუკუნეში აშენებულა შემდეგ კი ისიც დაამატა თუ დაიცდით ცოტახანში წირვა დაიწყებაო. შემოვიფარგლეთ მხოლოდ სანთელის დანთებით და ლოცვით. უკანა გზა რადგან უკვე დაღმართი იყო არ გაგვჭირვებია სიარული და
ვეჯინის ლავრის შემდეგ მეორე სიურპრიზი - გურჯაანის ყოვლდაწმინდა ანუ ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი გველოდა.
ყოვლადწმინდამდე მანქანა ბოლომდე მივიდა
ეს ეკლესია მე-8-მე-9 საუკუნეებში აშენდა და განსაკუთრებული იმითაა რომ ორგუმბათიანია, ანალოგი არ მოეძებნება მსოფლიოში. იგი სოფ. გურჯაანიდან 2 კმ-ს სავალზე, მოშიშვლებულ მინდორზეა და სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან მთიანი ფერდობებითაა შემოფარგლული. ყველაწმინდის ეკლესია ნაშენია ჭერემის ხეობიდან ჩამოტანილი რიყის ქვით, ყვითელი შირიმით და აგურით. ეკლესიის სიმაღლე გუმბათის წვერამდე 13,5 მეტრია.
ეკლესიის შეიდა სივრცე ბოძებით გაყოფილია ნავებად და ორსართულიანია. სამხრეთით ეკლესიას აქვს მთავარი კარი, რომელის პირდაპირ რამდენიმე ნაბიჯზე არის მიწისქვეშა ოთახი, რომელიც გვირაბით უკავშირდება ვეჯინის ამაღლების კოპმლექსსო. ეკლესიაში საკურთხეველთან დგას ქვის ცხვარი, რომელიც ზემოთაღნიშნულ გვირაბშია ნაპოვნი.
ყოვლადწმინდა შეკეთებულია მე-17 საუკუნეში, შაჰ-აბასის გამანაგურებელი შემოსევების შემდეგ.
შუა საუკუნეებში ყოვლადწმინდის ეკლესია სამონასტრო კომპლექსს წარმოადგენდა, რასაც მოწმობს ეკლესიის ეზოში შემორჩენილი ბერების სენაკებისა და სხვა სამეურნეო ნაგებობების კვალი.
1845 წელს მონასტერი დაცარიელდა: ბერები ხირსის მონასტერში გადავიდნენ, ხოლო სიწმინდეები ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში გადააბრძანეს.
გურჯაანის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში სამოციქულო და სახარება მოვისმინეთ.
ეკლესიიდან ამოსულებმა "წეროები" ვითამაშეთ, ლევანიკომ მოიგო
გეზი ჯუგაანისა და ტიბაანისაკენ ავიღეთ და სტეფანე ხირსელის მიერ დაარსებულ მონასტერი ვნახეთ. ძველი ბაზილიკური ტიპის VI საუკუნით დათარიღებული ეკლესიის ადგილზე ახლა XIII საუკუნიდან მოყოლებული მრავალჯერ გადაკეებული ტაძარი დგას. აქედან მალევე წამოვედით.
შემდეგი ძეგლი ოზაანის ამაღლება იყო რაც ასევე შოდას მოთხოვნით შევიდა გეგმაში.
მანძილი 2.8 კმ იყო. თუმცა იმდენად ლამაზ ადგილებში მოგვიწია სიარული რომ არც კი გვიგვრძვნია დაღლა რადგან ბუნების სილამაზიდ მოხიბლულები არ ვფიქრობდით ამაზე. (მეორე ვიდეო) მინდა აღვნიშნო რომ გზაში დაგვემგზავრა ოზაანელი კაცი რომელმაც მიგვიყვანა ამაღლებამდე და არც ენაძუნწი ჩანდა და ყველაფერს გვიყვებოდა. თურმე ეს ტაძარი მდებარეობს ოზაანის და ძველი ანაგის საზღვარზე და ორივე სოფლის მცხოვრებლები ამოდიან დღესასწაულზე და ამ დღეს ჩხუბებიც ხშირად ხდებაო იმის გამო რომ ვერ გაუყვიათ ვის ეკუთვნის ამაღლება : ))) რუკაზე კი აღნიშნულია ოზაანში. კიდევ გვითხრა რომ ამ სოფელში 11 ეკლესიაა, და ეს სოფელი ძველად დიდი მნიშვნელობისა ყოფილა. ასევე გზიდან დაგვანახა სახლი და აღნიშნა რომ მის სარდაფში ფიროსმანის მოხატულობა აღმოუჩენიათ.
თავიდან გაკვალული იყო, მერე გზა ორად გაიყო, ხელმარცხნივ მიმავალი გზა გაკვალული იყო, ჩვენ კი პირდაპირ უნდა გვევლო გაუკვალავში.

ორი ნაბიჯი არ გვქონდა გადადგმული ჯიპმა გზა გაგვიკვალა.

თავიდან ნანგრევები გამოჩნდა.
შემდეგ ამაღლებაც დავინახეთ.





ოზაანიდან ჩამოსულებმა გადავწყვიტეთ
ხორნაბუჯი დაგველაშქრა, ხოლო ელია დაბინდებისას გვენახა. შოდას მეგობრებმა მეგზურობა გაგვიწიეს და ხორნაბუჯისაკენ მიმვალ საფეხოსნო გზამდე მიგვიყვანეს.
სარკინიგზო ხაზი გდავკვეთეთ, ხმაურინა ქარხანას ჩავუარეთ გვერდი, მდელოსთან რომ მივედით ზურას აღფრთოვანებული შეძახილები გაისმა: ესაა! ის მდელოა მე რომ თოვლში ვიგორავე!
გზად ცხოველების ნაკვალევი ჩანდა. ბიჭები მაიმუნობდნენ და ერთ გადასახვევთან ისარი ცრუ მიმართულებით გახაზეს, არადა გაუკვალავ თოვლზე ნაფეხური იქით საერთოდ არ მიდიოდა! წარმოიდგინეთ მათი აღტაცებული შეძახილები როდესაც ერთი მონაწილე გაება ხაფანგში და გადაუხვია, ჰქონდა,რასაკვირველია ის ერთი გოგო იყო და ეს მათ კიდევ უფრო ამხიარულებდა.
ხორნაბუჯის ძირს გამოქვაბულთან დანარჩენებს დაველოდეთ და ნელა ავუყევით ბილიკს.
რამოდენიმე წუთში თვალწინ ველები გადაიჭიმა,
ციხეზე ალბათ 20 წუთი გავჩერდით და დავიწყეთ ჩამოსვლა. როდესაც უკვე ძირს ვიყავით იქვე ახლოს ხის სახლთან დავისვენეთ და დაველოდეთ დანარჩენბს (მეოთხე ვიდეო) უკვე ღამდებოდა და არავის გვინდოდა გზაზე დაგვბნელებოდა.. თავიდანვე როდესაც გეგმას ვადგენდით უკვე შეგუებული ვიყავი იმ აზრთან რომ ელიას ან ვერ ვნახავდით ან უკუნით სიბნელეში. ერთადერთი რაც უარყოფითად შეიძლება დასახელდეს ამ გასვლაში ისაა რომ ხორნაბუჯიდან უკანა გზაზე დისტანცია ძალიან გაიწელა და 1 საათი უაზროთ მოგვიწია მათი ცდა მანქანაში.
ელიას მთასთან რომ მივედით უკვე ღამე იყო.. ხორნაბუჯმა უმრავლესობას გამოაცალა ძალღონე და აღარ ისურვეს მისი ნახვა მე კი ამ სიამოვნებას ვერ მოვიკლებდი და გავემართე ტაძრამდე.. გოგოებიდან მხოლოდ მარიჯაფოს არ დაეზარა წამოსვლა და ბიჭებისგან სამადლობელო კომპლიმენტებიც დაიმსახურა.
ტაძართან რომ მივედით რათქმაუბდა დაკეტილი იყო თუმცა ამას ხელი არ შეუშლია ჩვენთვის იქ გაჩერების.. გადავიღეთ უამრავი სურათი. უკანა გზაზე სულ სირბილით დავბრუნდით და გაყინულები გავემართეთ სიღნაღისკენ.
ქალაქში ცოტა ვისეირნეთ და შემდეგ ვიპოვეთ ერთი ადგილი სადაც მხოლოდ ჩაი და ყავა ჰქონდათ.. ახლა რაც შეეხება ამინდს.. მიუხედავად იმისა რომ ღამე -12 გრადუსი ყინვა იყო. ქარი მაინც არ ყოფილა და მთელი დღის განმავლობაში იდეალური ამინდი იყო, არც მზე, არც ქარი, არც წვიმა და არც თოვლი.. ამან კიდე უფრო გაალამაზა ჩვენი გასვლა.. თბილისში ჩამოვედით შუაღამის 2 საათზე
ფოტოები უმჯობესი ხარისხით იხილეთ აქ: http://karavi.caucasus.net/viewtopic.ph ... 971#368971