ცოტა ხანში მონადირე მოვიდა და ჩვენც: რა ლამაზი დღეა, რა ლამაზი ღამეა, იმიტომ რომ დღეს ჩვენი დაბადების დღეა

ირაკლის ისე მოეწონა ინატრა ნეტა მეც მიმღერონო და ამ დროს ტელეფონზე დაურეკეს: რა ლამაზი დღეა, რა ლამაზი ღამეა იმიტომ რომ დღეს ირაკლის დაბადების დღეა

გაუხარდა მარა რა გაუხარდა, ჩვენ ვუმღეროდით
მერე აცაბაცა, პაატა და მისი და ნინო მოვიდნენ, მერე კონსტანტინე შემიოგვემატა და გაგრძელდა სადღეგრძელოები, სიმღერები, ცეკვები...
მანდარინემზე ჩამწვარ სანთლებს ან ვიღებდით და ახლას ვანთებდით, ან არ ვიღებდით და ისე მივირთმევდით, სანთლიანად
მერე გოგას დავურეკეთ: რა ლამაზი დღეა რა ლამაზი ღამეა იმიტომ რომ დღეს ჩვენი დაბადების დღეა, სადა ხარ გოგა? გოგამ 1 სათში მოვალო და ჩვენც გავაგრძელეთ...
გოგა აგვიანებდა... გადავწყვიტეთ "დაგვესაჯა": მაგიდა აულაგებელი დავტოვეთ და დავიმალეთ ისეთ ადგილას, საიდანაც ყველაფერს კარგად დავინახავდით, მხოლოდ ბექა დარჩა გოგას დასახვედრად.
ცოტა ხანში ვხედავთ რომ გოგა მოვიდა, ბექა ადგა და მთვრალივით დაიწყო ბანცალი, ისე დამაჯერებლად რომ, მე კინაღამ დავიჯერე

გოგამ ბექა დაინახა, თუმცა არ მისულა, რამაც ძალიან დაგვაეჭვა... გაისმა ზარი ლიკაკოს ტელეფონზე, მერე ჩემსაზე... არ გვიპასუხია.
ლიკაკო და ლეგენდა აიპარნენ სიტუაციის დასაზვერად და აღმოჩნდა რომ დროზე უნდა გამოვსულიყავით: გოგა მარტო არ იყო, სტუმარი ახლდა.
გამოვიშალენით: იუბილარებს ყვავილები მოგვართვა და ასეთი რამ გვითხრა: ყვავილები უნდა მეყიდა, მაგრამ მაჩუქეს, რადგან თავადაც საჩუქრად მომქონდა, მაშინ ვთხოვე ამ ადამიანს თქვენც წამოდით და მიულოცეთ პირადად დაბადების დღეო, ჩვენ კიდე

შეგვრცხვა მარა, რაღას ვიზამდით...
ისევ ვიმღერეთ რა ლამაზი დღეა, მერე ნაიაც მოვიდა, მასაც ვუმღერეთ და ფოტოები გადავიღეთ.
გოგამ ტაქსში გაგვანაწილა და წამოვედით მე, ნუსა, ლეგენდა და კონსტანტინე. ნუსა და კონსტანტინე დავარიგეთ და გავუდექით შორეულ მოგზაურობას. გზაში ვსაუბრობდით განვლილ დღეზე, რა კარგი იყო, მოიხედავად იმისა, რომ სანამ სახლიდან უნიში მივედი გზაში ჩანთა შემომეხა, მერე კდევ სანამ უნიდან სახლში გავედი ქურთუკის ღილი შემომატყდა, რუსტაველზე მე და ცემი ყვავილები რამის ციგნის ბავშვებმა გაგვპუტეს... უკვე ლეგენდას სახლთან ვიყავით, ჩანთა გავხსენი საფულის ამოსაღებად და...

დილა გამახსენდა, ისევ მანქანაში: საფულე არაა, ქურთუკის ჯიბეები, აქაც არაა: ლეგენდა, საფულე დამრჩა, ამჯერა სად არ ვიცი. ნათიამ ლიკაკოსთან გადარეკა, მან გვითხრა რომ მაგიდაზე შენიშნა ბოლოს, მერე გოგას გადავურეკეთ, იქნებ ჯერ არ წამოსულან და ნახონო, თუმცა გოგა უკვე სახლში იყო, მერე მაკენას, რომელიც შარდენზე ვნახეთ, ისიც წამოსულიყო. მაშინ კი დეიდაჩემს დავურეკე: ჩამოდი ტაქსით ვარ, მივდივართ საფულის საძებნად მეთქი და ნათია დავემშვიდობე...
ვზივართ ტაქსში და სასწაულად მეძინება, დეიდაჩემი ცალკე რა საფულე დაგხვდება იქ, მეტი საქმე არა გაქვსო, მარა უკვე წამოსულები ვიყავით და.. რა თქმა უნდა ვერ ვიპოვეთ, სამაგიეროდ მანქანით ვისეირნე მეორე წრეზე, აბა, მოხერხება უნდა მაგასაც
აი ესრეთი იყი დაბდღე ჩემი 2008
