გზა საკმაოდ 'საინტერესო' გამოდგა. დილის 10 საათზე გასულები, კახეთში 2 სთ-ზე ჩავედით. თავსხმა წვიმისგან გამოწვეული ნიაღვრების გამო გზაზე მანქანების რიგი იდგა. ბევრ მძღოლს მანქანა ჩაუქრა და აწვებოდა, ზოგს დაზიანებულ გზაზე გადასვლა უჭირდა.
წინა თემაში
მთაშენკამ უკვე დაწერა, რომ მეხსაც კი გადავურჩით:) საცობში ვიდექით, რომ უცებ გაიელვა, გამაყრუებლად იჭექა და ზუსტად ჩვენს გვერდით მდგარ პატარა ხეს მეხი დაეცა. უცებ ვერ მივხვდით, მაგრამ მეხდაცემული ხის ნაფოტები რომ შეგვეყარა და ჰაერში საშინელი სუნი დადგა მერე გავიაზრეთ რაც მოხდა.
გზის კიდეებზე თოვლივით დადებულ სეტყვას თვალი მოვკარით თუ არა, კიდევ ერთხელ დავრწმუნდით რომ დიდი
ლამა თავის მოწოდების სიმაღლეზე იდგა

:D ერთი გაფიქრება ისიც კი გავიფიქრეთ, იქნებ ლამას დატოვებამ უშველოს და ეს საშინელება შეწყდეს-თქო, მაგრამ იმ თავსხმაში ძაღლს არ გააგდებდნენ გარეთ და მით უმეტეს, ჩვენს საყვარელ
ლამას როგორ შეველეოდით
12 საათამდე სტიქიას მშვიდად 'ვებრძოდით'

მაგრამ 12-საათიანმა კურიერმა დაგვღუპა

კურიერი 3 წუთის გასული იქნებოდა ეთერში, რომ ატყდა მობილურების რეკვა და 'სად მიდიხართ ამ თავსხმაში', 'კახეთში ყველაფერი ინგრევა და იქცევა' და მსგავსი ტექსტების მოსმენა. სიმართლე ვთქვა,
მაკენა რომ არა, მეც დიდ ეჭვებში ვიყავი. ძალიან ძნელი იყო იმის დაჯერება, რომ 100 კმ-ში მზიანი ამინდი იყო და არ წვიმდა

არადა, სადღაც შორს, ჰორიზონტზე ღრუბლები გახსნილი იყო და ცა ჩანდა:)
სართიჭალა ბოლო დატბორილი პუნქტი იყო და აქაური საცობის გავლის შემდეგ, ჩვენი სტიქიასთან ბრძოლაც დასრულდა და ამის შემდეგ სულ მშრალ და თავისუფალ გზებზე მოგვიწია სიარული.
სამწუხაროდ, საჭესთან ყოფნის გამო ფოტოები ვერ გადავიღე, მაგრამ
მთაშენკა აქტიურობდა და ამ ყველაფერს თავისი იეტი მობილურით იღებდა. იმედია, დანარჩენებიც შემოვლენ და ამ თემას თავიანთი გადაღებული ფოტოებით გაამდიდრებენ