ჩამოვასხათ ღვინო სახელად 'კარავი' - რთველი 2008
Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia
ჩამოვასხათ ღვინო სახელად 'კარავი' - რთველი 2008
მაკენას ამ ღვინის ჩამოსხმის იდეა ჯერ კიდევ გაზაფხულზე, ერთ-ერთ კარვულ შეკრებაზე გაუჩნდა (თუ არ ვცდები, ქვევრის მარანში ვიყავით). შემოდგომა მოვიდა და იდეის განხორციელების დროც დადგა. რთველისთვის მზადება იხილეთ აქ: http://karavi.caucasus.net/viewtopic.ph ... sc&start=0
20 სექტემბერს ისეთი წვიმიანი დილა გათენდა, რომ ბევრმა კინაღამ გადაიფიქრა წამოსვლა. მაგრამ მაკენამ და ქვევრმა იყოჩაღეს, გურჯაანში გადარეკეს და დაადგინეს, რომ იქ მშრალი და მზიანი ამინდი იყო.
დათქმულ დროს მცირედი დაგვიანებებით შევიკრიბეთ რესპუბლიკის მოედანზე. სიაში ჩაწერილი 29 კაციდან რთველში 26 კაცი წამოვიდა (კარაველები თავსხმა წვიმამაც ვერ შეგვაშინა, მაშ!). ჩვენს გასაცილებლად იმ თავსხმაში მოვიდა სრულიად გალუმპული გურული, დაგვლოცა და ბარაქიანი მოსავალი გვისურვა
ვინაიდან მანქანები საკმარისად იყო, რუხის და თიკო_რ-ს მანქანები დავტოვეთ, მაკენას, აილენდერის, ქვევრის, თხაპნიასა და ჩემს მანქანებში გადავნაწილდით და დავადექით კახეთის გზას.

Last edited by Naia on 21 სექ 2008, 08:40, edited 1 time in total.
ჩამოვასხათ ღვინო სახელად 'კარავი' - რთველი 2008
გზა საკმაოდ 'საინტერესო' გამოდგა. დილის 10 საათზე გასულები, კახეთში 2 სთ-ზე ჩავედით. თავსხმა წვიმისგან გამოწვეული ნიაღვრების გამო გზაზე მანქანების რიგი იდგა. ბევრ მძღოლს მანქანა ჩაუქრა და აწვებოდა, ზოგს დაზიანებულ გზაზე გადასვლა უჭირდა.
წინა თემაში მთაშენკამ უკვე დაწერა, რომ მეხსაც კი გადავურჩით:) საცობში ვიდექით, რომ უცებ გაიელვა, გამაყრუებლად იჭექა და ზუსტად ჩვენს გვერდით მდგარ პატარა ხეს მეხი დაეცა. უცებ ვერ მივხვდით, მაგრამ მეხდაცემული ხის ნაფოტები რომ შეგვეყარა და ჰაერში საშინელი სუნი დადგა მერე გავიაზრეთ რაც მოხდა.
გზის კიდეებზე თოვლივით დადებულ სეტყვას თვალი მოვკარით თუ არა, კიდევ ერთხელ დავრწმუნდით რომ დიდი ლამა თავის მოწოდების სიმაღლეზე იდგა :D ერთი გაფიქრება ისიც კი გავიფიქრეთ, იქნებ ლამას დატოვებამ უშველოს და ეს საშინელება შეწყდეს-თქო, მაგრამ იმ თავსხმაში ძაღლს არ გააგდებდნენ გარეთ და მით უმეტეს, ჩვენს საყვარელ ლამას როგორ შეველეოდით
12 საათამდე სტიქიას მშვიდად 'ვებრძოდით' მაგრამ 12-საათიანმა კურიერმა დაგვღუპა კურიერი 3 წუთის გასული იქნებოდა ეთერში, რომ ატყდა მობილურების რეკვა და 'სად მიდიხართ ამ თავსხმაში', 'კახეთში ყველაფერი ინგრევა და იქცევა' და მსგავსი ტექსტების მოსმენა. სიმართლე ვთქვა, მაკენა რომ არა, მეც დიდ ეჭვებში ვიყავი. ძალიან ძნელი იყო იმის დაჯერება, რომ 100 კმ-ში მზიანი ამინდი იყო და არ წვიმდა არადა, სადღაც შორს, ჰორიზონტზე ღრუბლები გახსნილი იყო და ცა ჩანდა:)
სართიჭალა ბოლო დატბორილი პუნქტი იყო და აქაური საცობის გავლის შემდეგ, ჩვენი სტიქიასთან ბრძოლაც დასრულდა და ამის შემდეგ სულ მშრალ და თავისუფალ გზებზე მოგვიწია სიარული.
სამწუხაროდ, საჭესთან ყოფნის გამო ფოტოები ვერ გადავიღე, მაგრამ მთაშენკა აქტიურობდა და ამ ყველაფერს თავისი იეტი მობილურით იღებდა. იმედია, დანარჩენებიც შემოვლენ და ამ თემას თავიანთი გადაღებული ფოტოებით გაამდიდრებენ

დიდი დღე გვქონდა, დიდი!
დილიდანვე მძაფრი შეგრძნებებით დაწყებული და ქვევრის მარანში სიმღერით დამთავრებული. ძალიან კარგი იყო!
დიდი, უდიდესი მადლობა ორგანიზატორებს: მაკენას, ქვევრს და თითოეუ თქვენთაგანს
Naia
ნინ, თიკო ერის სიტყვები გამახსენდა, ჩვენი ამბავი რომ უთხარი ტელში:
მეხის ორდენის რაინდები ხართო
ერთდადერთი, მხოლოდ გოგოებით დაკომპლექტებული ეკიპაჟი ზურმუხტაში იჯდა და ყველაზე დიდი ექსტრიმიც სწორედ ჩვენ გამოვიარეთ

მეაც გავთუშდ მეაც!
ჩამოვასხათ ღვინო სახელად 'კარავი' - რთველი 2008
ყველაფერი კი ასე დაიწყო...
ეს კი კასრების სალტეების "მოსაყვანი" ინსტრუმენტია...
ეს კი კასრების სალტეების "მოსაყვანი" ინსტრუმენტია...
ჩამოვასხათ ღვინო სახელად 'კარავი' - რთველი 2008
დილა მშვიდობის!!!
მინდა გითხრათ, რომ დილით, 6 სთ-ზე გაღვიძებულს ეჭვი შემეპარა ჩვენი რთველის ამბავში.
თუმცა კარავზე შEმოსულმა რომ წავიკითხე ქვევრის გამამხსნევებელი წერილები - დავიჭირე ხელში ჩემი სეკატორი ... მოვიკიდე ჩანთა და (დაგვიანებით, მაგრამ) მივედი შეკრების ადგილზე.
საკმაოდ წვიმდა. ილიამ და აცაბაცამ კიდევ უფრო დაიგვიანეს.
საბოლოოდ 10 სთ-ზე გავედით, მაგრამ 12-1 სთ-მდე საცობებს და ნიაღვრებს ვუმკლავდებოდით.
რთველი მართლა ძალიან კარგი იყო
არაფრით არ გვჯეროდა, რომ გურჯაანში მზე იყო - თუმცა ძალიან მალე გავედით სამშვიდობოს და დავრწმუნდით
ყველას დიდი მადლობა მონაწილეობისთვის და ასეთი კარგი დღესასწაულისთვის.
არაჩვეულებრივი დღე იყო!!! დაბრკოლებების მიუხედავად... მეტიც.. დაბრკოლებებით კიდევ უფრო საინტერესო იყო.

- pataputina
- იეტი კი არა და...
- Posts: 5201
- Joined: 10 სექ 2007, 14:29
- Location: ვალპე
ჩამოვასხათ ღვინო სახელად 'კარავი' - რთველი 2008
ვუი, თემაც გახსნილა........
ჰხოდა
ისაო...ნამდვილ კარაველ გლეხს, წვიმა, მეხი და სეტყვა
არ აშინებს
ო
სოფლის მეურნეობის სამინისტროში რომ იცოდნენ რა მონდომებული მერთველეები ვართ....ისა....
ფაქტობრივად, მივცურდით ვენახში....

ბედნიერებაა რომ ვარსებობ, თორემ ნაღველს მივეცემოდი
http://pataputina.blogspot.com/
http://www.flickr.com/photos/me-xato
http://pataputina.blogspot.com/
http://www.flickr.com/photos/me-xato
ჩამოვასხათ ღვინო სახელად 'კარავი' - რთველი 2008
ეს ხალხი მე და მარიამს გამოგვყვნენ, მე პირველად ვხედავ და თქვენ ხომ არ იცნობთ
გზიდან გურჯაანში გადავრეკე ად კარგი ამინდის შესახებ გავიგე, რაც სასწრაფოდ ვაცნობე დანარჩენებს.
გზიდან გურჯაანში გადავრეკე ად კარგი ამინდის შესახებ გავიგე, რაც სასწრაფოდ ვაცნობე დანარჩენებს.
ჩამოვასხათ ღვინო სახელად 'კარავი' - რთველი 2008
ცოტა ვიცურეთ თუ ბევრი ვიცურეთ ჩავაღწიეთ გრჯაანში და დავიწყეთ პროდუქტების შეძენა, შევიძინეთ კიტრი 3 კგ, ვარდისფერი პომიდორი 4 კგ. საქონლის ყველი მგონი 2.5 კგ, ხახვი(სამწვადისათვის ალყა-ალყა დასაჭრელად) დაახლ. 300 გრ. სასმელი წყალი, შოთები 10+5=15 და გავუდექით გზას.
ჩამოვასხათ ღვინო სახელად 'კარავი' - რთველი 2008
გუშინ მართლაც ღირშესანიშნავი დღე იყო.
დილიდან ყველაფერი ხელს გვიშლიდა, წვიმდა, ქუხდა, ელავდა მაინც წავედით... კახეთის გზაზე მდინარეები მოდიოდა, მეხის დაცემაც კი არ დაგვაკლდა მაგრამ ჩვენ კარაველებს რა ძალა გაგვაჩერებდა, ვერც გაგვაჩერა გავედით ბოლომდე, გურჯაანში კი მშენიერი სართველე ამინდი დაგვხვდა ჰოდა გავმართეთ კარავული რთველი ალაზნის პირა ჭალაში... მერე იყო მწვადების კორიანტელი, კარგი კახური ღვინო, სიმღერა, მოლხენა და დროს ტარება, ეს ყველაფერი კი ქვევრის მარანში ღვინის დაწურვით დაგვირგვინდა ასე რომ გუშინდელმა დღემ კიდევ ერთ ლამაზ ტრადიციას ჩაუყარა საფუძველი !

Last edited by Makena on 21 სექ 2008, 19:31, edited 1 time in total.
ჩამოვასხათ ღვინო სახელად 'კარავი' - რთველი 2008
დაუვუწყარი დღე იყო, მშვენიერი, ფეიერვერკების მსგავსი კარგი რაღაცეებით დატვირთული. მადლობა ყველას!
p. s. ეტყობა, დღეში ორჯერ დალევა და სამნაირი თუ ოთხნაირი ღვინის ერთმანეთში არევა , არ არის მიზანშეწონილი. სხვა რომ არა იყოს რა, ათრობს.
არა, ეს ყველაფერი სინამდვილეში კი ვიცოდი, მაგრამ სულმა წამძლია, ეს ოხერი. თუმცა, რა, პირიქით: დღეს თავს ისე ვგრძნობ, თითქოს დასასვენებლად ვიყავი წასული და სრულიად დავისვენე.

როგორა ხაარო, და ფეხითა ვაარო
ჩამოვასხათ ღვინო სახელად 'კარავი' - რთველი 2008
მეხის რაინდთა ორდენის იდეა Makena-ს ეკუთვნის... მეხის ორდენის რაინდებად სწორედ მან მოგნათლათნინი_85 wrote:ნინ, თიკო ერის სიტყვები გამახსენდა, ჩვენი ამბავი რომ უთხარი ტელში:
მეხის ორდენის რაინდები ხართო
შენი სეკატორი კი არ დაიკარგა, MIRANDA-მ დაგიკარგა (ასე გამოდის) .. ჰოდა, თუ არ გამოჩნდა, დანაკარგს აგინაზღაურებ...tiko_r wrote:ყურადღება: დაიკარგა ჩემი სეკატორი
Last edited by MIRANDA on 21 სექ 2008, 16:31, edited 1 time in total.
ჩამოვასხათ ღვინო სახელად 'კარავი' - რთველი 2008
tiko_r
მეც დამეკარგა სეკატორი, ბოცაზე დავდე, სადაც ხელებს ვიბანდით იქვე და აღება დამავიწყდა, ყვითელტარიანია, თუ ვინცობაა ვინმემ წამოიღეთ შემეხმიანეთ
MIRANDA
უი, მართლა
მადლობა მაკენას "მეხის ორდენის რაინდისგან" წოდების მინიჭებისთვის
Tamusia
მარტო ღვინოების არევა? ვენახში დალეულ წითელ და თეთრ მშრალ ღვინოებს მე ლუდიც დავამატე მცხეთაში, მერე იყო ქვევრის მარანში ქვევრის თეთრი ღვინო ვახტანგურად და ბოლოს ახლადდაწურული ყურძნის უტკბილესი წვენი