ფეხბურთი ხომ არ გვეთამაშა?

ღია ცის ქვეშ სხვა აქტივობების შესახებ

Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
khrukhuna
მაწანწალა
Posts: 586
Joined: 16 ივნ 2008, 12:37
Location: tbilisi
Contact:
ფეხბურთი ხომ არ გვეთამაშა?

Post by khrukhuna » 15 დეკ 2008, 13:10

გულშემატკივრები და ფეხბურთელები..
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image



User avatar
legenda
იეტი
Posts: 2401
Joined: 05 დეკ 2007, 14:00
Location: Tbilisi
ფეხბურთი ხომ არ გვეთამაშა?

Post by legenda » 15 დეკ 2008, 14:36

khrukhuna

აუ ის რა მაგარი სურათია ყველანი ნინი-85-ზე მაღლები რომ ვართ :lol: :lol: :lol:

User avatar
khrukhuna
მაწანწალა
Posts: 586
Joined: 16 ივნ 2008, 12:37
Location: tbilisi
Contact:
ფეხბურთი ხომ არ გვეთამაშა?

Post by khrukhuna » 15 დეკ 2008, 14:40

legenda wrote:khrukhuna

აუ ის რა მაგარი სურათია ყველანი ნინი-85-ზე მაღლები რომ ვართ :lol: :lol: :lol:
აბააა :lol: :lol:


გოგუცუნა დაიწყე ეხლა რეპორტაჟი, მე სურათები ხო დავდე :P

User avatar
VANO
იეტი
Posts: 2902
Joined: 24 ივნ 2008, 18:21
Location: ჯერ მე თვითონ გავარკვიო
Contact:
ფეხბურთი ხომ არ გვეთამაშა?

Post by VANO » 15 დეკ 2008, 22:54

ხრუუუუუუუუუუუუხ შენ რა ჯიგარი ხარ რაააააააა :D :D :D :D :D

კარგი ფოტოებია. მიდი რამენაირად ატვირთე და ბმული დადე რაა PL.

1 სურათში ჩანს თავზე რო ბოლი ამდის :D

არადა როგორ გინდოდა დაგეფიქსირებინა :D და გამოგივიდა კიდეც :D
Last edited by VANO on 19 დეკ 2008, 19:14, edited 1 time in total.
ქალი ქალია, მაგრამ თუ გაცხარდა ცოლიაო...

Image

User avatar
ele
იეტი
Posts: 1173
Joined: 06 სექ 2007, 13:56
Location: tb ele see
ფეხბურთი ხომ არ გვეთამაშა?

Post by ele » 15 დეკ 2008, 23:22

როგორც იტყვიან ”სნეგუროჩკა” და საამაყო კაპიტანიოო :wink:
khrukhuna wrote: Image
Image
მშვენიერი თამაში იყო . . . :roll:
ვერაფერი ვერ გავიგე ვინ წააგო და ვინ მოიგო - აქედან გამომდინარე მითუმეტეს არაფერი არ მწყენიაა :D


ლეგენდინიოოოოოო ველი - გელი - მელი თუ როგორც არის . . .
ერთ-ორ შენებურ აბზაცს. . . :) :wink:
. . . კიდევ ერთი დღე . . .

User avatar
legenda
იეტი
Posts: 2401
Joined: 05 დეკ 2007, 14:00
Location: Tbilisi
ფეხბურთი ხომ არ გვეთამაშა?

Post by legenda » 16 დეკ 2008, 10:05

აი მეც მოვედი... უფ რა დიდებული დღე იყო, დღე და საღამომ დააგვირგვინა.

ტელეფონი აწკრიალდა და ნაცნობი ხმა და ტექსტიც გაისმა: დღეს ფეხბურთს ვთამაშობთ და წამოდი რაააა?!

აბა რა გული მოგითმენს რომ არ წახვიდე და კარველების თამაშს არ "უბალეშიკო".... მეც გამოვემშვიდობე ოჯახის წევრებს და სულ რაღაც 10 წუთში იოსებიძის სათამაშო მოედანზე აღმოვჩნდი. გულშემატკივრები ერთმანეთს ებაასებოდნენ, მიდიოდა მიკითხვ-მოკითხვები, მოთამაშეები კი გაყინულ ძვლებს "ახურებდნენ"... ვა ეს ვინ მოვიდა .... ლამას გაუმარჯოს.... ჯაბა?..... ეს პლიუსები ისევ თამაშობენ? .... გულშემატკივრები რატომ აგვიანებენ.... და თამაშიც დაიწყო. "გრანდიოზულია" ქართული ფეხბურთი, მითუმეტეს თუ კარავი თამაშობს, დაგვიანებული მოთამაშეები შუა თამაშში უერთებოდნენ დროულად მოსულ მოთამაშეებს ისე რომ თამაშს არც წვეტდნენ :lol: , ეს მხოლოდ ქართულ ფეხბურთში ხდება... და დაიწყო მარა რა დაიწყო, აირია სტადიონი, ვინ ვის მხარეზე თამაშობდა თვითონაც ვერ გაარკვიეს მგონი :lol:

მოთამაშეები....

ზვიოს ბუცი
ვანსკი
მონადირე
ჯაბა
ლამა
ა12
კონსტანტინე
ჯნოსი
პაატა
და პლიუსი (ეს პლიუსი დღემდე ვერ გავიგე ვისი პლიუსია :roll: )

გულშემატკივრებს რაც შეეხება ძალას არ იშურებდნენ "მიყინული" ხმებით და ამხნევებდნენ მოთამაშეებს. არადა რა უმოწყალოდ ციოდა :)

გულშემატკივრები:
ლეგენდა
ნუსა
ნინი-85
ხრუხუნა
ელე
და ზვიუს ბუცის + ქეთი


და რაღა თქმა უნდა კარვის ლომი. აუ ლომთან რა ჩაწყობები მიდიოდა ჯიპტურის გასვლაზე, არა მე დამსვი წინო, არა მეო, ბოლოს მემგონი ისე შეთანხმდნენ რომ ლომი უკან გადასვეს :lol: :lol: ასეთი მხიურული გულშემატკივრები ყავდა კარავის გუნდს.

გავიდა გოლი, ვაშაააააა, ბრავოოოო .... შეუტიეს მარჯვნიდან, დასცხეს მარცხნიდან, მოიგერია მეკარემ, ისევ შეუტიეს და ...... გოოოოოლ! ბრავო, ბრავო. მოთამაშეები ხომ ვერ გავარკვიეთ ვინ ვის მხარეზე თამაშობდა და ანგარიშს როგორ გავარკვევდით, უბრალოდ ყველა ბურთის კარში შებრძანებას ოვაციებით ვხვდებოდით, .... მერე გაჭირდა თამაში, მარა რა გაჭირდა, ეს ერთი ციდა ბურთი კარში ვერ შეაგდეს, სამი გოლი რა ჩასათვლელია.... მონადირე თუ კარში იდგა მისი გუნდი კარგად თამაშობდა და ყოველ გატანის გოლზე მონადირეს ოვაციებით ვავსებდით. ლამა, ეს ხომ საოცრებააა, ეს თქვენი თვალით უნდა ნახოთ, ეს უნდა განიცადოთ.... მაგარი ხარ ლამა!
ზვიოს ბუცი საკმაოდ აბნევდა მოწინააღმდეგეს თავისი მაღალი ტემბრით.
კონსტანტინე ისევ არაჩვეულებრივია დაცვაში. ვანსკი რაღა თქმა უნდა ისევ უხდება ფეხბურთის მოედანს, განსაკუთრებულად "მწოლიარე" მდგომარეობაში. ჯნოსი და ა12 საქმე და მხოლოდ საქმე, ხო ჯნოსის აშკარად ეტყობოდა წინსვლა, ეტყობა სახლში იმეცადინა :lol: :lol: ნუ პაატა ხომ ფეხბურთელად არის დაბადებული და პლიუსი (არა და ვისი პლიუსია ეს კაცი ნეტამც?! :roll: ) და ბუმბერაზი ჯაბა, მტერსაც ნუ მოხვდება ამის დარტყმული ბურთი :wink: ....
სამწუხაროდ როცა თამაშმა პიკს მიაღწია, მაშინ მომიხდა გულშემატკივარდა რიგების დატოვება და რა ანგარიშით დამთავრდა შეხვედრა არ ვიცი, არც თვითონ არ იციან, ყველა ამბობს წავაგეთო, მაშინ ვინ მოიგო? მეგობრობამ, ერთად ყოფნამ, სიყვარულმა და გვერდში დგომამ გაიმარჯვა როგორც ყოველთვის.


გულშემატკივრებმა ეს თამაში ლიკაკოოს მივუძღვენით. რომ გამოჯამრთელდება აუცილებლად მოვა საგულშემატკივროდ.

აბა მორიგ თამაშისთვის მ ო ვ ე მ ზ ა დ ე თ.

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
ფეხბურთი ხომ არ გვეთამაშა?

Post by meore monadire » 16 დეკ 2008, 13:38

კაი თამაშები გამიმაზია :)
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
ფეხბურთი ხომ არ გვეთამაშა?

Post by meore monadire » 16 დეკ 2008, 13:43

doctor ako wrote:დაგვიანებილი შეხმიანება.

გამარჯობათ!

ჩარჩ.გე -სთან რომ გვეთამაშა ყველა გადადებდა(შეეცდებოდა) საქმეს და "დავცხებდით". პასიურობენ!!! (გუნდი ვერ შეკრიბეს?!?!?!)
წინა თამაშიდან მუხლის ჩალურჯება მერგო საჩუქრად.გვიანაც ვნახე.

და კიდევ,წინა თამაშის პატარა ვიდეო მაქვს,ჯერ ვერც ავტვირთე და სადაც წერია იმ კომპიუტერის მონიტორი დროებით "მოკვდა",რომ გაცოცხლდება დავდევ.
პირველი 17 წამი არის კ ლ ა ს ი! ზუსტი პასები,ტექნიკა,გააზრებული გადაწოდებები და ლოგიკური გოლით დაგვირგვინება!

კარგი ფეხბურთი მხოლოდ!(რაგბის ელემნტების გარეშე)

კ ა რ ა ვ ი !!!

რაგბის თამაშში ალბათ ისევ ჯაბას თამაშს გულისხმობ :)
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

User avatar
khrukhuna
მაწანწალა
Posts: 586
Joined: 16 ივნ 2008, 12:37
Location: tbilisi
Contact:
ფეხბურთი ხომ არ გვეთამაშა?

Post by khrukhuna » 16 დეკ 2008, 13:53

legenda


ბრავოოოოო

User avatar
Jnosy
იეტი
Posts: 1716
Joined: 31 მარ 2005, 11:53
Location: თბილისი
Contact:
ფეხბურთი ხომ არ გვეთამაშა?

Post by Jnosy » 17 დეკ 2008, 12:58

იმეტყველე გამართული ქართულით!!!

User avatar
ZVIOSULI
უსათუთესი
Posts: 5090
Joined: 16 ნოე 2006, 17:16
Location: ზუპარკი
Contact:
ფეხბურთი ხომ არ გვეთამაშა?

Post by ZVIOSULI » 18 დეკ 2008, 10:47

legenda
სუპერ აღწერა იყო - !!!!
თუ ჩვენი რაობა ფულზეა დამოკიდებული, რანი ვართ ჩვენ?!
Image

User avatar
Jnosy
იეტი
Posts: 1716
Joined: 31 მარ 2005, 11:53
Location: თბილისი
Contact:
ფეხბურთი ხომ არ გვეთამაშა?

Post by Jnosy » 19 დეკ 2008, 11:22

დროა შაბათისთვის მზადება დავიწყოთ :)
იმეტყველე გამართული ქართულით!!!

User avatar
Monadire
იეტი
Posts: 1097
Joined: 04 დეკ 2007, 11:07
Location: ალპური ზონა
ფეხბურთი ხომ არ გვეთამაშა?

Post by Monadire » 19 დეკ 2008, 13:33

დახურული მოედნის შოვნა მოგვიწევს.
თუ არა და თოვლიან მინდორზე სირბილი. :lol:
ბავშვობაში მაქვს ნათამაშები ეგეთზე.
მოწინააღმდეგეს თუ ვერ დაეწიე, გაბრაზებული გუნდას სვრი :lol:
აუ ნეტა აქამდე სად ვიყავი?

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]