აი მეც მოვედი... უფ რა დიდებული დღე იყო, დღე და საღამომ დააგვირგვინა.
ტელეფონი აწკრიალდა და ნაცნობი ხმა და ტექსტიც გაისმა: დღეს ფეხბურთს ვთამაშობთ და წამოდი რაააა?!
აბა რა გული მოგითმენს რომ არ წახვიდე და კარველების თამაშს არ "უბალეშიკო".... მეც გამოვემშვიდობე ოჯახის წევრებს და სულ რაღაც 10 წუთში იოსებიძის სათამაშო მოედანზე აღმოვჩნდი. გულშემატკივრები ერთმანეთს ებაასებოდნენ, მიდიოდა მიკითხვ-მოკითხვები, მოთამაშეები კი გაყინულ ძვლებს "ახურებდნენ"... ვა ეს ვინ მოვიდა .... ლამას გაუმარჯოს.... ჯაბა?..... ეს პლიუსები ისევ თამაშობენ? .... გულშემატკივრები რატომ აგვიანებენ.... და თამაშიც დაიწყო. "გრანდიოზულია" ქართული ფეხბურთი, მითუმეტეს თუ კარავი თამაშობს, დაგვიანებული მოთამაშეები შუა თამაშში უერთებოდნენ დროულად მოსულ მოთამაშეებს ისე რომ თამაშს არც წვეტდნენ

, ეს მხოლოდ ქართულ ფეხბურთში ხდება... და დაიწყო მარა რა დაიწყო, აირია სტადიონი, ვინ ვის მხარეზე თამაშობდა თვითონაც ვერ გაარკვიეს მგონი
მოთამაშეები....
ზვიოს ბუცი
ვანსკი
მონადირე
ჯაბა
ლამა
ა12
კონსტანტინე
ჯნოსი
პაატა
და პლიუსი (ეს პლიუსი დღემდე ვერ გავიგე ვისი პლიუსია

)
გულშემატკივრებს რაც შეეხება ძალას არ იშურებდნენ "მიყინული" ხმებით და ამხნევებდნენ მოთამაშეებს. არადა რა უმოწყალოდ ციოდა
გულშემატკივრები:
ლეგენდა
ნუსა
ნინი-85
ხრუხუნა
ელე
და ზვიუს ბუცის + ქეთი
და რაღა თქმა უნდა კარვის
ლომი. აუ ლომთან რა ჩაწყობები მიდიოდა ჯიპტურის გასვლაზე, არა მე დამსვი წინო, არა მეო, ბოლოს მემგონი ისე შეთანხმდნენ რომ ლომი უკან გადასვეს

ასეთი მხიურული გულშემატკივრები ყავდა კარავის გუნდს.
გავიდა გოლი, ვაშაააააა, ბრავოოოო .... შეუტიეს მარჯვნიდან, დასცხეს მარცხნიდან, მოიგერია მეკარემ, ისევ შეუტიეს და ...... გოოოოოლ! ბრავო, ბრავო. მოთამაშეები ხომ ვერ გავარკვიეთ ვინ ვის მხარეზე თამაშობდა და ანგარიშს როგორ გავარკვევდით, უბრალოდ ყველა ბურთის კარში შებრძანებას ოვაციებით ვხვდებოდით, .... მერე გაჭირდა თამაში, მარა რა გაჭირდა, ეს ერთი ციდა ბურთი კარში ვერ შეაგდეს, სამი გოლი რა ჩასათვლელია.... მონადირე თუ კარში იდგა მისი გუნდი კარგად თამაშობდა და ყოველ გატანის გოლზე მონადირეს ოვაციებით ვავსებდით. ლამა, ეს ხომ საოცრებააა, ეს თქვენი თვალით უნდა ნახოთ, ეს უნდა განიცადოთ.... მაგარი ხარ ლამა!
ზვიოს ბუცი საკმაოდ აბნევდა მოწინააღმდეგეს თავისი მაღალი ტემბრით.
კონსტანტინე ისევ არაჩვეულებრივია დაცვაში. ვანსკი რაღა თქმა უნდა ისევ უხდება ფეხბურთის მოედანს, განსაკუთრებულად "მწოლიარე" მდგომარეობაში. ჯნოსი და ა12 საქმე და მხოლოდ საქმე, ხო ჯნოსის აშკარად ეტყობოდა წინსვლა, ეტყობა სახლში იმეცადინა

ნუ პაატა ხომ ფეხბურთელად არის დაბადებული და პლიუსი (არა და ვისი პლიუსია ეს კაცი ნეტამც?!

) და ბუმბერაზი ჯაბა, მტერსაც ნუ მოხვდება ამის დარტყმული ბურთი

....
სამწუხაროდ როცა თამაშმა პიკს მიაღწია, მაშინ მომიხდა გულშემატკივარდა რიგების დატოვება და რა ანგარიშით დამთავრდა შეხვედრა არ ვიცი, არც თვითონ არ იციან, ყველა ამბობს წავაგეთო, მაშინ ვინ მოიგო? მეგობრობამ, ერთად ყოფნამ, სიყვარულმა და გვერდში დგომამ გაიმარჯვა როგორც ყოველთვის.
გულშემატკივრებმა ეს თამაში ლიკაკოოს მივუძღვენით. რომ გამოჯამრთელდება აუცილებლად მოვა საგულშემატკივროდ.
აბა მორიგ თამაშისთვის მ ო ვ ე მ ზ ა დ ე თ.