საქმე ისაა, რომ მხოლოდ ხელისუფლების შეცვლაც ვერ უშველის მაგას. მთლიანად სისტემაა შესაცვლელი, მიდგომები, პოლიტიკური ნება, რისი სურვილიც, მეეჭვება, თუნდაც ამათ შემდეგ მოსულ ხელისუფლებას ჰქონდეს - იგივე ფულის ჭამის სურვილი იმათაც ექნებათ. საერთოდაც, არც ერთი ხელისუფლება ნებით არ იტყვის უარს თავის კომფორტზე, თავი სიამოვნებაზე, ეს საზოგადოებამ, ხალხმა უნდა დააძალოს, მაგრამ სადაა საზოგადოება.guruli
ეგრეა. რას ვიზამთ. დაველოდოთ ხელისუფლების შეცვლას.
ყველა სფეროში ჩათხუპნეს.
ფეხბურთზე ზოგი იმას მიედება, ზოგი ამას... მთავრობაა შესაცვლელი, ისე არაფერი გამოვა.
დიდი ფული ტრიალებს და ეგენი ფულის ჭამას ისე არ შეეშვებიან, როგორც ღორი Mძღ&^$@სას.

არადა, ესენი გვარიან ფულს ჭამენ სპორტშიც. ფედერაციებშიც ამიტომ მოიყვანეს თავისი ხალხი იმის მიუხედავად, რომ მათი უმეტესობა შორსაა იმ სახეობისგან, რომელიც ჩააბარეს. ხელისუფლება არაპროფესიონალების მოსვლას ასე ამართლებდა - მთავარია, კარგი მენეჯერი იყოს და თანხები მოიზიდოს, თორემ არაა სავალდებულო, პრეზიდენტი პროფესიონალი იყოსო. სად, რომელ ფედერაციაში მენეჯმენტი გამართული კი არა, თუნდაც რაღაც დონეზე მაინც - უკლებლივ ყველა ფედერაცია ისევ ბიუჯეტის ფულის შემყურეა ანუ კვლავ კომუნისტური მიდგომებით ცხოვრობენ. სწორედ ამიტომ მოიყვანეს თავისი ხალხი - ფული მაინც ჩვენ უნდა გავცეთ და რაღა სხვას ჩავუგდოთ ხელში, ჩვენებმა ჭამონო. ცხადია, რომ ზევით ისინიც წილში იქნებიან. დიდი-დიდი, ამ პრეზიდენტებმა ბიზნესმენებს შეაწერონ ფული, როგორც საერთოდ ხდება ამ ქვეყანაში, სახელმწიფოს სახელით ბიზნესმენთა დარეკეტებას რა უნდა - მაგას მეც შევძლებ.

საბიუჯეტო გუნდები ფეხბურთში ცალკე თემაა...

Vanski
+1000000000000000000000ისე წუხანდელი თამაშიდან მე უფრო მეტს მოველოდი, მეგონა კარგ სანახაობას შემოგვთავაზებდნენ მაგრამ უხეშობა უფრო მეტი იყო ვიდრე სანახაობა...
qvevri
რაგბიში არის ეგ წესი, მაგრამ, საბედნიეროდ, იქ არ გვემუქრება მსგავსი საფრთხე.ნეტა როდის დააწესებენ თასს ფეხბურთის ბოლოობაში
QEBURIUS
ასნუ, როგორც გიო ახვლედიანმა, იგივე აკა მორჩილაძემ უწოდა აწ გარდაცვლილ ”სარბიელში”, ”ჯორჯიან ფუტბოლი”, არა?ასე, რომ პატრიოტებო დაივიწყეთ ტერმინი ქართული ფეხბურთი!

იმიტომ, რომ კაცები არიან და მკერდში გული საქართველოსთვის უცემთ. რაც მაგათ გადაიტანეს, იმას ფეხბურთელები არ იკადრებენ, რჩეულ კასტად მიაჩნიათ თავი.სხვათა შორის ზედიზედ 3-ჯერ გადიან ჩვენი ბიჭები სარაგბო მუნდიალზე.