გავუყევი ამ სწორ გზას და იქ საკმაოდ ბევრი ხალხი დამხვდა, ხალხი ეგ არაეფერი, თურმე გაუაზრებლად, ამდენ ბოდიალში Strahovsky Klaster-ში (სტრაჰოვის მონასტერში) ამომიყვია თავი
მცირე ინფორმაცია სტრაჰოვის სამონასტრო კომპლექსის შესახებ:
თავდაპირველად ეს მონასტერი შეიქმნა კათოლიკური ეკლესიიდან დამოუკიდებელი ქრისტიანული რელიგიის რომელიღაცა მიმდინარეობის შექმნის საფუძველზე.. ეს მიმდინარეობა ინგლისურად ასეა - Premonstratensians - ქართულად ვერ გადმოვთარგმნე

ჩეხურადაც დაგიწერდით, მაგრამ მგონი აზრი არ აქვს

ეს ინგლისური ვარიანტი ჩეხურიდან გადმოთარგმნისას მივიღე..
მოკლედ ეს მონასტერი XII საუკუნისაა. XIII საუკუნეში მონასტერს ცეცხლი გაუჩნდა და მისი ძირითადი ნაწილი გაანადგურა. რეკონსტრუქციის შედეგად მონასტერი გოთიკური სტილის მონასტრად იქცა, თუმცა მალევე, XVIII საუკუნეში, ბაროკოს დეტალებიც იქნა მასში შეტანილი.
ისე კი მონასტერი რამდენიმეჯერ იქნა დაზიანებული, ხან შვედური არმიის მიერ, ხანაც ფრანგების მიერ განხორციელებული დაბომბვის შედეგად.
როგორც უკვე ვახსენე ეს ცალკე მდგარი მონასტერი არ არის, მთელი სამონასტრო კომპლექსია, რომელშიც მუზეუმები და ბიბლიოთეკაცაა განთავსებული. ამ ბიბლიოთეკაში რამდენიმე უნიკალური ნიმუშიცაა დაცული, თუმცა მაგალითებს ვერ მოგიყვანთ, იმიტომ, რომ არ ვიცი
კომპლექსში ასევე არის: ღვთისმშობლის ბაზილიკა (მონასტერი), თეოლოგიური დარბაზი (ასე იმიტომ ქვია, რომ ბიბლიის სხვადასხვა გამოცემების დიდ რაოდენობას ფლობს და ასევე ბიბლიებს სხვადასხვა ენაზე), ანტიკვარული ნივთების კაბინეტი, ფილოსოფიური დარბაზი და ა.შ.