Page 1 of 1

მარშუტები თბილისთან ახლოს

Posted: 07 აპრ 2010, 12:10
by ძუნა
გამაჯობათ.
მოკლედ მინდა ისეთი მარშუტები თბილისთან რომ იყოს ახლოს, 1 დღიანზე რომ წავიდეთ, ცოტა ვიაროთ და მერე საპიკნიკე სიტვაციაც რომ იყოს...
თან ისეთი გოგოებსაც რომ არ გაუჭირდეს სიარული : )))


მირჩიეთ რამე რა... მარშუტები ან რუკებიც თუ გაქვთ კარგია :)

მარშუტები თბილისთან ახლოს

Posted: 07 აპრ 2010, 12:55
by Wanderer
- ჭილის ტბა
- არმაზი
- კოჯორი(ქოროღლი)
და ა.შ.

ინფორმაცია იხილე ოხრად უკვე შემდგარ ლაშქრობებში და დაგეგმვებში. :)

მარშუტები თბილისთან ახლოს

Posted: 07 აპრ 2010, 13:10
by tamuna_gudarexi
ბეთანია..

მარშუტები თბილისთან ახლოს

Posted: 07 აპრ 2010, 13:14
by Makena
ძუნა
ლაშქრობების განყოფილებას თუ დაათვალიერებ, ბევრ საინტერესო 1 დღიან მარშრუტს ნახავ.
ისეკი თბილისის გარშემო ბევრი საინტერესო ადგილია - შიომღვიმე, წუღრუღაშენი/ბოლნისის სიონი, მარტყოფი, ანანური/ავენისი...

მარშუტები თბილისთან ახლოს

Posted: 07 აპრ 2010, 13:39
by qvevri
აგერ კიდევ "მცხეთის გარშემო"...
http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=2207

მარშუტები თბილისთან ახლოს

Posted: 09 აპრ 2010, 10:28
by ძუნა
Wanderer
ეგ ტბა სად არის ზუსტად ხომ ვერ მეტყვი?
ან რა მარშუტით უნდა წავიდე? რუკა ხომ არ გაქვს? :)

მარშუტები თბილისთან ახლოს

Posted: 10 აპრ 2010, 09:55
by guruli
ძუნა
Wanderer
ეგ ტბა სად არის ზუსტად ხომ ვერ მეტყვი?
ან რა მარშუტით უნდა წავიდე? რუკა ხომ არ გაქვს?
თუ ნებას მომცემ, მე აგიხსნი, როგორც კარავის მთავარი მოჭილისტბელი. :D
მუხათგვერდის თავზეა ეგ ტბა. აქაური ლაშქრობებისას 1,15 წთ გვჭირდებოდა ასვლაზე თავისი დასვენებებით. შეიძლება სოფელ თელოვანიდან ასვლაც. მუხათგვერდის თავზე აღმართულ ქედზე უნდა ახვიდეთ და მეორე მხრიდანაა ეგ ტბაც, მთებშია ჩამალული.
იმედია, ამ ბმულებზე ნახავ შენთვის საინტერესო ცნობებს.
http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=2701
http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=2485
http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=2056
http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=1690
http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=1131
http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=1137
http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=1076

მარშუტები თბილისთან ახლოს

Posted: 10 აპრ 2010, 11:38
by ძუნა
guruli

დიდი მადლობა ვნახავ ეხალვე...
მაგრამ აქ რაც ვნახე რუკა არსად არის, აი გუუგლ მეფიდან რომ იყოს არნიშნული ეგეთი არ არის რუკა სადმე?

მარშუტები თბილისთან ახლოს

Posted: 10 აპრ 2010, 14:19
by Gvalva
უძო (სავალი სულ დაღმართია)

კოჯორის ავტობუსს გაყვებით კოლმეურნეობის მოედნიდან. მემორილათან ჩამოხვალთ კოჯორში. მარჯვნივ გზას გაყვებით. უძოზე ეკლესიას ნახავთ და ჩევნი იგლუ სულ გადნა თუ კიდე რამე დარჩა (და მოგვიყვები :) )

მერე დაუყვებით ქვემოთ, ბარდებში არ იძრომიალოთ, მანდ მანქანაც ადის, ასე რომ ბილიკი კი არა, რაღაც უფრო მეტია :) და ის უნდა იპოვოთ.

საპიკნიკედ სადაც მოგეწონებათ იქ გაჩერდით, მაგრამ ერთი პირობით, რომ წახვალთ, იმ ადგილს არ უნდა ემჩნეოდეს იქ თუ ვინმემ იპიკნიკა! გთხოვთ, ეს არ დაგავიწყდეთ, თორე მეტ ადგილებს აღარ გასწავლით :)

მერე ივლით და კუს ტბას დაინავახთ

კომპიუტერამდე რომ მიხვალთ ამბავს მოგვიყვებით. :) სულ ეგაა კარაველობა :)

მარშუტები თბილისთან ახლოს

Posted: 10 აპრ 2010, 19:32
by guruli
ძუნა
მაგრამ აქ რაც ვნახე რუკა არსად არის,
ერთში არის რომელიღაცაში.
ისა და შენ თბილისის ფორუმელი ”ძუნა” ხომ არ ხარ? :roll: :roll: ისიც ხეტიალის მოყვარულია - მახსოვს, ადრე თუშეთში და ხევსურეთში ლაშქრობაზე მეკითხებოდა.

მარშუტები თბილისთან ახლოს

Posted: 10 აპრ 2010, 23:01
by Archil
მარტყოფის მონასტერი, ღვთის სვეტს ვგულისხმობ

ზედაზენი, არმაზი

ჭილის ტბა მოინახულე

შიომღვიმეც არაა ძალიან შორს.

მარშუტები თბილისთან ახლოს

Posted: 12 აპრ 2010, 09:19
by ძუნა
Gvalva
მაგაზე ვჭედავ ხოლმე ნაგავს რომ ვხცედავ სადმე დაყრილს... :))
გუგლ მეფიდან ზუსტად ხომ ვერ მანახებ მაგ ადგილს? რომ არ დავიკარგოთ... : )))
guruli
კი მე ვარ :D

Archil
ჭილის ტბაზე დავგეგმეთ უკვე კარგი ამინდი გამოვა თუ არა : )))
შიომღვიმემდე მანქანა მიდის ეგ ვიცი :D

მარშუტები თბილისთან ახლოს

Posted: 12 აპრ 2010, 18:57
by guruli
ძუნა
ჭილის ტბაზე დავგეგმეთ უკვე კარგი ამინდი გამოვა თუ არა
არ ინანებთ, ეგ ისეთი ადგილია.
მაგაზე ვჭედავ ხოლმე ნაგავს რომ ვხცედავ სადმე დაყრილს...
მაშინ შეგიძლია კარავის დასუფთავების აქციებს შეუერთდე.