ყოჩაყ კიდევ ერთ კარავულ ლაშქრობას


Archil wrote: წესით ეს თემა უნდა დაწყებულიყო ლაშქრობის აღწერით. შემდეგში გაითვალისწინეთ.
ლაშქრობის აღწერის წესების მიხედვით შევეცდები მოგაწოდოთ ინფორმაცია გუშინდელი 11 ნოემბრის ჭილის ტბის ლაშქრობის შესახებ. გარკვეულწილად გვალდამ უკვე მოგაწოდათ ამის შესახებ.
1. რეგიონი:
ქართლი, თბილისის ჩრდილო დასავლეთით, მცხეთის დასავლეთით
2. მარშუტის დასახელება:
თბილისი (მუხათგვედრი) - ჭილის ტბა -თბილისი (მუხათგვერდი)
(თავდაპირველი ვარიანტი იყო თბილისი-ჭილის ტბა-სამების ეკლესია-ძეგვი-თბილისი, მაგრამ წვიმის გამო გადავწყვიტეთ თბილისში დაბრუნება)
3. ხანგრძლივობა:
ერთდღიანი. გავედით 9 საათს გადაცილებული იყო თბილისიდან და დავბრუნდით დაბნელებულზე (ნოემბერში შედრებით ადრე ბნელდება, მუხათგვერდზე ჯერ კიდევ ნათელი იყო)
4. სირთულე:
ადვილი. ჭილის ტბაზე ნივების და ჯიპების მისასვლელი გზა მიდის. სიარულს ართულებდა წინა დღეების წვიმის გამო შექმნილი ტალახი
5. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
მუხათგვერდის სასაფლაო
6. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
სამთო ქიმიიდან 69 ნომრიანი ყვითელი პატარა ავტობუსით მივედით მუხათგვერდის სასაფლაომდე. მაქსიმუმ 15 კმ ყოფილიყო. ალბათ უფრო ნაკლები.
7. ფეხით გავლილი მანძილი:
GPS არ გვქონდა, ასე რომ მხოლოდ დროის მიხედვით შემიძლია განვსაზღვროთ. გურულიმ დანიშნა დრო და მუხათგვერდის სასაფლაოდან (ავტობუსის ჩამოსვლის მომენტიდან) ჭილის ტბამდე 1 საათი და 20 წუთი დაგვჭირდა. თუ გავითვალისწინებს რომ ფოტოსურათებისათვის ბევრჯერ ჩერდებოდნენ, ასევე ლაითი ლაშქრობა იყო და თავს არავინ იკლავდა სწრაფი სიარულით, მანძილი 5-7 კმ თუ იქნებოდა.
8. სანახავი და ყურადღება მისაქცევი ობიექტები:
ჭილის ტბა
© GAMARJOBA SAKARTVELO
გზიდან ჩანს თბილისი, თბილისის ზღვა.
ჭილის ტბისგან ჩანს ყაზბეგის მწვერვალი, დათოვლილი კავკასიონი.
ჭილის ტბის შემდეგ კი გადასახედია მტკვრის ხეობისაკენ.
9. საბანაკე ადგილები:
ჭილის ტბის გარშემო საკმარისზე მეტი საბანაკე ადგილია. წყარო ახლომახლო არაა (ჩვენთვის უცნობია, იქ მყოფ მონადირეებსაც წყლის მარაგი გამოლეული ჰქონდათ - რომ ყოფილიყო, ალბათ შეავსებდნენ), ამდენად სჯობია ტბის ახლოს დაბანაკდეთ. მისასვლელ გზას რომ მიყვეთ და შემდეგ მარჯვნივ მიმავალ გზას მიყვეთ, ერთ მდელოა, სადაც ქარიც ნაკლებად უბერავს და ტბასთანაც არც თუ ისე შორია. თუმცა შეიძლება დაბანაკება დიდგორისკენ მიმავალ სხვა ადგილებზე, სადაც სხვა ტბებიც გხვდებათ.
10. სასმელი წყალი მარშრუტზე:
არ შეგვხვედრია
11. საჭირო აღჭურვილობა, რეკომენდაციები:
სტანდარტული, სირთულის სიმარტივის გამო არაფერი განსაკუთრებული.
12. სასარგებლო საკონტაქტო ინფო:
მუხათგვერდის მესაფლავეები. #69 ავტობუსის მძღოლები (დიდუბის ავტოსადგურთან)
ასევე შეგიძლიათ იხილოთ ლაშქრობების რეპორტაჟები
ჭილის ტბა, ძეგვის (ვასაკას ტბა) (2007 წლის 13 მაისი)
ჭილის ტბა 22 აპრილს (2007 წლის 22 აპრილი)
13. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც შეიძლება ინახოს ამ გასვლის ფარგლებში, დროის გახანგრძლივების შემთხვევაში
ამ ადგილიდან შეიძლება მონახულებულ იქნეს დიდგორის ველი, სამების ეკლესია ძეგვთან. გზა ასევე მიდის წყნეთისკენ. შესაძლებელია მანგლისშიც გადასვლა. კიდევ უფრო თუ წახვალთ დასავლეთით შესაძლებელია მოინახულოთ კავთურას ხეობაში არსებული ისტორიული ძეგლები. თუმცა ესენი სჯობია კავთისიდან ახვიდეთ, უფრო ადვილია, აქედან მინიმუმ ორდღიანი მაინც იქნება საჭირო.
14. რუქა:
წითელი წყვეტილი ხაზებით აღნიშნულია ჩვენს მიერ განვლილი გზა. ლურჯით მარცხნივ ავღნიშნე კავთურას ხეობაში მდებარე ისტორიული ადგილების მდებარეობის არე.
უფრო დიდი ვერსიისთვის დააჭირეთ აქ