1ად ხომ არ გვე"ავატარი"ა?!

კონკრეტული, დაგეგმილი ღონისძიებები

Moderators: Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
bambina
მაწანწალა
Posts: 859
Joined: 07 ივნ 2009, 11:27
1ად ხომ არ გვე"ავატარი"ა?!

Post by bambina » 20 თებ 2010, 20:01

Falcon


რატომ ჩუმად? მე არ მაღიზიანებს საპირისპირო აზრი :P კაცია და გუნებაო, მე მაგალითად ვერ ვუყურებდი ასეთ ფილმს მეორედ და ის რომ აგრესია ჩვენი რეალობიდან გამომდინარეობს, არანაირად არ ძენს ამ ფილმს ღირსებას.


პაპსა იმ შუაშია, რომ ეს "მესიჯი", ანუ დედაარსი (მიუხედავად იმისა, რომ თავისი შინაარსით მართლაც მნიშვნელოვანია) ძალიან პრიმიტიულად არის გადმოცემული, რაც საჭიროა მაშინ, როდესაც რაიმე ფართო მასებზე არის გათვლილი.. ყველა ბესთსელერი სწორედ ასეთი პაპსაა, ანუ მარტივად აღსაქმელი. საფიქრალი არ გრჩება, ყველაფერს იმდენად გადაღეჭილად გაწვდიან..


საბოლოო ჯამში ფილმს არაფერს ვერჩი, უბრალოდ ადამიანების რეაქცია გადაჭარბებულად მეჩვენება (რბილად რომ ვთქვა).. შემექმნა მოლოდინი და იმედი გამიცრუვდა
:evil:
Stay Hungry, Stay Foolish

User avatar
Na-tia
მაწანწალა
Posts: 471
Joined: 31 ივლ 2008, 14:34
1ად ხომ არ გვე"ავატარი"ა?!

Post by Na-tia » 20 თებ 2010, 20:58

უჰ, აქ რა განხილვები მოჰყოლია :D :D
Int3lig3nt wrote:bambina
Na-tia
დედა რა განშხვავებულები ვართ.

მასისგან გამოვირჩევით :D.
მართალი ხარ, სხვა არაფრით ვარ გამორჩეული და რამე ისეთი ხომ უნდა მეთქვა, თორემ მოწონება-არმოწონება რა შუაშია

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
1ად ხომ არ გვე"ავატარი"ა?!

Post by Int3lig3nt » 20 თებ 2010, 21:01

bambina
შემექმნა მოლოდინი და იმედი გამიცრუვდა
ძალიან მაინტერესებს რას ელოდი ასეთს, როგორი წარმოგედგინა :).
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

User avatar
KSOVRELI
მაწანწალა
Posts: 922
Joined: 03 სექ 2008, 19:04
Location: თბილისი
1ად ხომ არ გვე"ავატარი"ა?!

Post by KSOVRELI » 20 თებ 2010, 21:55

რავი, მე მომეწონა. ერთი-ორჯერ ცრემლიც კი მომადგა თვალზე :D

თუმცა მეორეჯერ არ ვუყურებ, რა თქმა უნდა.

თემა ნაცნობია, მარადიული.

პაპსა კი არადა: ძუძუ ქონდეს და ქალი კაცი არ ვიცი მე-ო! - გაგიგიათ?
არ დალიო ნატახტარი - საწამლავია.

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
1ად ხომ არ გვე"ავატარი"ა?!

Post by Int3lig3nt » 20 თებ 2010, 22:30

KSOVRELI
ერთი-ორჯერ ცრემლიც კი მომადგა თვალზე
ქააააალო... ქაააააალო!.. :D
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

User avatar
tamuna_gudarexi
იეტი
Posts: 2290
Joined: 15 ივნ 2005, 15:28
Location: არსად...
1ად ხომ არ გვე"ავატარი"ა?!

Post by tamuna_gudarexi » 20 თებ 2010, 22:43

ეჰ... აქ ამ ფილმის ასეთი ფორმატით განხილვა წარმატებული არ იქნება, ვგონებ, მაგრამ ერთ-ორ სიტყვას მეც ვიტყვი ;)

საერთოდ "პაპსა" და უფრო მეტად გავრცელებული სიუჟეტები საპირისპირო მასხოვს მე - ადამიანობას რომ დაღუპვა ელის და უცხოპლანეტელები თუ ვიღაც უცხო ტომელები რომ გვესხმიან თავს, გადაშენება რომ გვემუქრება და რის ვაი-ვაგლახით, ერთეულთა გმირობის ფასად გადარჩება ჩვენი მოდგმა... ანდა კომეტამ ეს-ესაა უნდა ჩამოუშხუილოს დედამიწას და თავზე დაგვასკდეს და ა.შ... თქვენც კარგად იცით... ჰა და ჰა, მაქსიმუმ, თვითონ რომელიმე გონებაშერყეულმა ადამიანმა განიზრახოს მსოფლიოს მთლიანად განადგურება და ამის საწინააღმდეგოდ ირაზმებიან კეთილი ადამიანები... პირიქით კი არ მახსენდება - ადამიანები გარბოდნენ სხვა პლანეტებზე და იქაურების გაყრას ან განადგურებას ცდილობდნენ და ნაჩვენები იყოს ფილმის იდეით, რამდენად დაცემულები ვართ ჩვენ და აღგვემატებიან სხვანი.

როდესაც "'ავატარზე'' მივდიოდი, რეკლამებიდან და ''თრეილერიდან'' გამომდინარე ველოდი ცარიელ ეფექტებს, ოღონდ ლამაზს... ფანტასტიკის სფერო, ადრეც დავწერე, არ მხიბლავს, ჰოდა, იმის ხათრით წავედი, რომ სამგანზომილებიან ფილმს პირველად ვნახავდი, თანაც მეგობრებთან ერთად ვიქნებოდი... ვიღას ახსოვდა მეგობრები ფილმის დროს! :)

და ის, რომ ძალიან პრიმიტიულია და ყველასათვის გასაგები, აი, ამის საწინააღმდეგო კი მაშინვე დავინახე, როდესაც შუქი აინთო დარბაზში. ამიტომაც იყო, ალბათ, რომ ვიფიქრე, ეტყობა შეცდომით რაღაც სხვა იდეა მივაწერე ამ ფილმს-მეთქი მხოლოდ მე! კიდევ კარგი მარტო მე არ ვიყავი -ფალკონი, ვანო, ზღარბი... და ... თუმცა დარბაზის უმრავლესობა არა - დარბაზში მიმოფანტული იყო პოპკორნი, აქეთ-იქით სულ პეპსის კარდონების ჭიქებით სავსე იყო... ვინ მოიცადა გარეთ გასვლამდე, იქვე მოუკიდეს სიგარეტს და იმ ბნელ ვიწრო გვირაბში დაიწყეს გაბოლება... ანდა ფილმის მიმდინარეობის დროსაც, ზოგი ტელეფონზე საუბრობდა, ბევრი კი ისეთ მომენტში იცინოდა, მართლა ვიფიქრე, რომ "მოდას" ჩამოვრჩი...

უკაცრავად ამდენი რომ ვწერე, მაგრამ მე ძალიან, ძალიან მომეწონა ეს ფილმი... თუმცა მთლად ისეთი წარმატებული ვერ ყოფილა, რადგან ყველა ვერ დააფიქრა იმაზე, რაც მიზანი იყო... ზოგისთვის მხოლოდ მახინჯი ცისფერი არსებები დარჩნენ გონებაში.. :)
Climb the mountains and get their good tidings. Nature's peace will flow into you as sunshine flows into trees. The winds will blow their own freshness into you, and the storms their energy, while cares will drop off like autumn leaves. John Muir

User avatar
tamuna_gudarexi
იეტი
Posts: 2290
Joined: 15 ივნ 2005, 15:28
Location: არსად...
1ად ხომ არ გვე"ავატარი"ა?!

Post by tamuna_gudarexi » 20 თებ 2010, 22:44

ერთ-ორ სიტყვას-მეთქი და რამდენი დამიწერია :roll:
მაპატიეთ... :oops:
Climb the mountains and get their good tidings. Nature's peace will flow into you as sunshine flows into trees. The winds will blow their own freshness into you, and the storms their energy, while cares will drop off like autumn leaves. John Muir

User avatar
bambina
მაწანწალა
Posts: 859
Joined: 07 ივნ 2009, 11:27
1ად ხომ არ გვე"ავატარი"ა?!

Post by bambina » 20 თებ 2010, 23:08

Int3lig3nt

რას ველოდი და რომ იმ 3 თუ 2.30 სთ-ით მოვწყდებოდი რეალობას და ყველაფერი დამავიწყდებოდა.. ასეთი რეცენზიით ვიცნობდი ამ ფილმს ყველასგან, ვისაც კი ენახა.. ხოდა მე რა თეთრი ყვავი ვიყავი იგივეს იმედით არ წავსულიყავი. ხოდა ჩემს ლეპტოპში გადმოქაჩულ ზოგიერთ ფილმს უფრო უმოქმედია ჩემზე, ვიდრე ავატარმა იმოქმედა.

tamuna_gudarexi

მგონი საკმაოდ ნაცნობი სიტუაცია იყო, როგორ მიდიან ევროპელი კოლონიზატორები ახალ მიწაზე ოქროს ხელში ჩასაგდებად და აბორიგენებს ჟლტენ.. ის ცისფერი არსებებიც ინდიელებისგან მხოლოდ შეხედულებით განსხვავდებოდნენ.. ამაში ცუდი არაფერია, უბრალოდ ბანალურია და მე ვერ ვხვდები რაზე დაგაფიქრა ამ ფილმა, რაც აქამდე არ იცოდი.

პ.ს. ფილმის რეიტინგებით თუ ვიმსჯელებთ, კაკ რაზ რომ მოდას ფეხში მისდევ))
Stay Hungry, Stay Foolish

User avatar
tamuna_gudarexi
იეტი
Posts: 2290
Joined: 15 ივნ 2005, 15:28
Location: არსად...
1ად ხომ არ გვე"ავატარი"ა?!

Post by tamuna_gudarexi » 20 თებ 2010, 23:25

bambina
ბუნებასთან სიახლოვის და სამყაროს ჰარმონიული არსებობის უმთავრესი პრინციპები ასე წარმოჩენილი არცერთ ფილმში მინახავს!
აი, ზუსტად ეს განასხვავებს სხვა დანარჩენისგან!
და...

http://schwarz-weiss-schwarz.blogspot.c ... -post.html

აი, ამის თქმა მსურდა მხოლოდ ;)
ძალიან გამიხარდება, თუკი "მოდაში" იქნება ის, რაც იქ წერია, ამ ბმულს რომ გაჰყვები და წაიკითხავ!
Climb the mountains and get their good tidings. Nature's peace will flow into you as sunshine flows into trees. The winds will blow their own freshness into you, and the storms their energy, while cares will drop off like autumn leaves. John Muir

User avatar
bambina
მაწანწალა
Posts: 859
Joined: 07 ივნ 2009, 11:27
1ად ხომ არ გვე"ავატარი"ა?!

Post by bambina » 20 თებ 2010, 23:29

tamuna_gudarexi

მე მინახავს.. ჩემი ავატარი ამასვე მოწმობს.

ფილმმა "ashes and snow" ბევრად უფრო მომხიბლა და გამაოგნა, ვიდრე ავატარმა.
Stay Hungry, Stay Foolish

User avatar
tamuna_gudarexi
იეტი
Posts: 2290
Joined: 15 ივნ 2005, 15:28
Location: არსად...
1ად ხომ არ გვე"ავატარი"ა?!

Post by tamuna_gudarexi » 20 თებ 2010, 23:32

bambina
ეგ უკვე გემოვნების ამბავია! :)

მაგრამ იმის თქმა, რომ ეს ამდენი ადამიანი რამ გადარიაო და რა მოეწონათო და საერთოდ როგორ კარგავენ ამდენ დროს ფილმის ცქერაშიო... რა ვიცი, არ მგონია, მართებული იყოს...

მოკლედ, მე რაც დავწერე, ის დავინახე მძაფრად ამ ფილმიდან, ამიტომაც ძალიან მომეწონა!

იმაში კი დამეთანხმები, რომ ის იდეები, მართლაც ძალიან მნიშვნელვანია და სასიცოცხლო!
:)
Climb the mountains and get their good tidings. Nature's peace will flow into you as sunshine flows into trees. The winds will blow their own freshness into you, and the storms their energy, while cares will drop off like autumn leaves. John Muir

User avatar
bambina
მაწანწალა
Posts: 859
Joined: 07 ივნ 2009, 11:27
1ად ხომ არ გვე"ავატარი"ა?!

Post by bambina » 20 თებ 2010, 23:39

tamuna_gudarexi

დიახ, როგორც მე უკვე ვთქვი, კაცია და გუნებაო.


უბრალოდ გამოვხატე ჩემი ჯანსაღი გაკვირვება იმის თაობაზე, როგორ მიდის ეს ხახლი ამდენ-ამდენჯერ ამ ფილმის სანახავად. და თავისუფალი აზრის გამოხატვა, რომელიც არავის არ აყენებს აბსოლუტურად ზიანს, მართებულია ყოველთვის, მიუხედავად იმისა, რომ ასეთ არატოლერანტულ საზოგადოებაში ვცხოვრობთ :roll:
Stay Hungry, Stay Foolish

User avatar
tamuna_gudarexi
იეტი
Posts: 2290
Joined: 15 ივნ 2005, 15:28
Location: არსად...
1ად ხომ არ გვე"ავატარი"ა?!

Post by tamuna_gudarexi » 20 თებ 2010, 23:57

bambina

ნამდვილად, საკუთარი აზრის გამოხატვა და მსჯელობა ყოველთვის მისასალმებელია, ჯანსაღი დისკუსიაც, რომელიც დასაბუთებულია.

ამიტომ დამაზუსტებელი შეკითხვებიც და პასუხებზე რეაქციაც ასევე ბუნებრივია :)

"პაპსა" (იმ მნიშვნელობით, რა მნიშვნელობითაც შენ გამოიყენე) ფილმები დარწმუნებული ვარ, ბევრს არ ხიბლავს... ასე, რომ, ამ ფილმის ამგვარ შეფასებაში არ დაგეთანხმეთ და ესაა მხოლოდ ;)
თორემ ისე კი, მართლაც, "პაპსაა" ;) (ფართე საზოგადოებაში პოპულარულის მნიშვნელობით) :)
Climb the mountains and get their good tidings. Nature's peace will flow into you as sunshine flows into trees. The winds will blow their own freshness into you, and the storms their energy, while cares will drop off like autumn leaves. John Muir

User avatar
perwkli
იეტი
Posts: 1088
Joined: 09 მარ 2007, 04:18
Location: ბუნბუნლანდია
1ად ხომ არ გვე"ავატარი"ა?!

Post by perwkli » 21 თებ 2010, 00:17

პეპილოტა ვიქტუალინა როგალდინა.

http://bunbunland.blogspot.com/

User avatar
tamuna_gudarexi
იეტი
Posts: 2290
Joined: 15 ივნ 2005, 15:28
Location: არსად...
1ად ხომ არ გვე"ავატარი"ა?!

Post by tamuna_gudarexi » 21 თებ 2010, 00:19

:roll:
აი, მანდ კიდევ ნამდვილად წავიდოდი :D
Climb the mountains and get their good tidings. Nature's peace will flow into you as sunshine flows into trees. The winds will blow their own freshness into you, and the storms their energy, while cares will drop off like autumn leaves. John Muir

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]