ვა შენ ცოცხალ ხარ... საღოლ
ტაო-კლარჯეთი ბზობის დღეებში, 9-12.04.2009
Moderators: Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი
ტაო-კლარჯეთი ბზობის დღეებში, 9-12.04.2009
tiko_r
ვა შენ ცოცხალ ხარ... საღოლ

ვა შენ ცოცხალ ხარ... საღოლ
ტაო-კლარჯეთი ბზობის დღეებში, 9-12.04.2009
თქვენ კიდე არ წასულხართ?
კი არა და
დალოცვილი გზა და ზედ კეთილი მგზავრობა!
კი არა და
დალოცვილი გზა და ზედ კეთილი მგზავრობა!
აუ ნეტა აქამდე სად ვიყავი?
- imerkhevli
- მაწანწალა
- Posts: 540
- Joined: 21 ნოე 2008, 23:35
- Contact:
ტაო-კლარჯეთი ბზობის დღეებში, 9-12.04.2009
ძალიან,ძალიან მიხარია,რომ ეს მოგზაურობა შედგა....................
კეთილ მგავრობას გისურვებთ,ჩვენებურებს მოკითხვა..........
იმედია შეხვდებით:)
მადლიან მიწაზე მდიხართ და გამარჯვებით გევლოთ!!!!!!!!!!!!
კეთილ მგავრობას გისურვებთ,ჩვენებურებს მოკითხვა..........
მადლიან მიწაზე მდიხართ და გამარჯვებით გევლოთ!!!!!!!!!!!!
- Kavtaradze
- იეტი
- Posts: 1151
- Joined: 27 მაი 2007, 23:34
- Location: კოსმოს
ტაო-კლარჯეთი ბზობის დღეებში, 9-12.04.2009
და გამიგიჟდა მგონი უთო მოაქ

ტაო-კლარჯეთი ბზობის დღეებში, 9-12.04.2009
Kavtaradze wrote:და გამიგიჟდა მგონი უთო მოაქ![]()
მგონი, არ დასჭირდება იქ.
- tamuna_gudarexi
- იეტი
- Posts: 2290
- Joined: 15 ივნ 2005, 15:28
- Location: არსად...
ტაო-კლარჯეთი ბზობის დღეებში, 9-12.04.2009
სიტყვები არ მყოფნის! მხოლოდ ცრემლები!guruli wrote:მეც მშვიდობიან მოგზაურობას გისურვებთ, კარაველებო. აბა, შთაბეჭდილებებით და განცდებით აღსავსე გისურვოთ, რად გინდათ - ეგ ისედაც იქნება. თქვენ ისეთ ადგილებში მიდიხართ, მთელი ცხოვრების სამყოფ ემოციას, მთელი ცხოვრების საგზლად წასაღებ შთაბეჭდილებებს ჩამოიტანთ. იქ უფრო მეტად შეიგრძნობთ, რანი ვიყავით, თუმცა იმასაც ცხადად დაინახავათ, რანი ვართ ახლა და გულიც ბევრჯერ მოგეწურებათ. "ბებერი ტაო", რომელიც არაერთხელ გაგაოცებთ თავისი სიდიადით, არაერთხელ გეტყვით - "ლუკმა არ მაკლია,/მართალია, მაგრამ სამშობლოით ღარიბი ვარ". "მემლექეთისგან" მოიკითხეთ იქაურობა და უთხარით, რომ დედა-სამშობლოს დღესაც ძველებურად სტკივა მისი ტკივილი და დღესაც ძველებურად მწვავედ ახსოვს ის. არ ვიცი, იუსუფელში რამდენი ხნით გაჩერდებით, მაგრამ ერთ ღამეს ხომ გაათევთ და იქ აუცილებლად მოვა ერთი კარგი ქართველი - ჯამალი. სამწუხაროდ, თავისი ქართული კარგად არც მან იცოდა, მაგრამ აფთიაქი ჰქონდა ქალაქის ცენტრში და ამით იცნობთ. კიდევ - იობი ყანთარაშვილი მოიკითხეთ მანდვე, ძალიან კარგი კაცია. ისეთი მეგზური მიგყვებათ, იობის დახმარება არ დაგჭირდებათ, თორემ თან გადაგყვებოდათ - გულიანი ქართველია, ნაღდი "გურჯი". მასაც ესიამოვნება ქართველებისგან გამოჩენილი ყურადღება. კიდევ - იმ ჯამალის თურქი მეგობარი, მთასვლელი ოსმან ჩიქილ-ოღლუ მოიკითხეთ - მასაც ძალიან უყვარს ქართველები. მაგას იქ რაფტინგის კლუბიც აქვს და შეგიძლიათ მაგაზეც დაელაპარაკოთ - ჭოროხი საუკეთესო სარაფტინგე ადგილია. საერთოდ, იქაურ ქართველებთან კონტაქტს
დაეწაფეთ - ეგ ტაოში მოგზაურობის განსხვავებული სიამოვნებაა...
იშხანში კარგად დააკვირდით სამხრეთის ფასადს და ეცადეთ, კი არ დაიმახსოვროთ, მთელი სხეულით შეიგრძნოთ ის ულამაზესი ჩუქურთმები, რომლებშიც ოსტატს მთელი ქართული გენი ამოუტვიფრია და ჩაუკირია... იშხანის ულამაზეს, ქართულ სინამდვილეში მთლად უანალოგო თუ არა, ძალზე იშვიათ მრგვალ საკურთხეველს ისედაც მიაქცევთ ყურადღებას და ყოფილ ნამეჩეთარ ოთახში გულმოდგინედ დაათვალიერეთ ის ბზარი, რომელიც მეჩეთის გაკეთებისთანავე გაჩნდა და რომლის გამოც თურქებმა მეჩეთი სასწრაფოდ გაიტანეს გარეთ. ამბობენ, ამ ბზარით ტაძარმა თავი გადაირჩინაო... იშხანში გუმბათის ყელია ულამაზესად მოხატული და საერთოდ, ეგ ტაძარი სწორედ მხატვრობით ყოფილა განთქმული. სამწუხაროდ, მოხატულობა თითქმის ბოლომდე განადგურებულია, მაგრამ აქა-იქ პატარა ფრაგმენტებია შემორჩენილი და კარგად დააკვირდით იმ სილამაზეს. იშხანში ასვლისას იმასაც მიაქციეთ ყურადღება, რაოდენ უსიცოცხლო უდაბნოშია იგი, მაგრამ სოფელი იმ მთის წვერზე როგორ ჰყვავის წალკოტად. სოფლის შესასვლელში რამხელა ვაზებია, იმასაც დააკვირდით. ოშკში თავიდან ჩვენს - აქ დარჩენილთა მაგივრადაც მიეფერეთ ბოლომდე გაბზარულ უკანა კედელს, ეგებ მშობლიურმა სითბომ ცოტათი მაინც შეამაგროს... კარგად დააკვირდით და მერე მითხარით, მაგ უკანა მხარეს სახლის სახურავი ისევ ისე ზედ ებჯინება კედელს, საიდანაც წვიმის წყალი თქიშინით ჩაედინებოდა კედლის ბზარებში, თუ იმ ტუალეტთან და დამხმარე სათავსებთან ერთად ეგეც მოაშორეს თავის კიბიანად. მკერდმოჭრილი დაგვხდებათ ოშკი - წინა ფასადზე, შესასვლელთან ამ 4-ოდე წლის წინ მრუდხელიანებმა ღვთისმშობლის ქანდაკების ვეება, დაახლოებით 1-მეტრიანი ქვის გრავიურა მოიპარეს და მისი ადგილი ახლა პირდაღებულ ჭრილობასავით ჩანს კედელზე. ყოველ შემთხვევაში, ადრე ასე იყო და იქნებ მაგასაც გამოუჩნდა პატრონი, როგორც მეორე ანალოგიურ ქვის ფილას, რომელსაც ამერიკაში მცხოვრებმა მადლიანმა ქართველმა ბოძი შეუყენა და ჩამოვარდნას გადაარჩინა. ეცადეთ, თქვენი მისვლით ტაძარს მაგ თუ სხვა არაერთ ჭრილობაზე მალამო დაადოთ, სამაგიეროდ, ის კი შიგნით შესულებს მარჯვნივ. პირველივე ბოძზე ამოქარგული ულამაზესი ორნამენტებით დაგატკბობთ. ულამაზეს ბუნებაში ჩაკარგული ხახულიც მოგვიკითხეთ და - დანგრეული ბანაც, დაუძლეველ მწუხარებაში განზავებული სიჩუმით რომ ებრძვის მარტოობას და ძნელბედობას; ოთხთაში მიმავლები კლდის წვერზე მოყელყელავე კავკასიძეების მიუვალი ციხის სიდიადითაც დატკბით, ეკლესიისთვის კი ეგებ რამე უბრალო ნაჭრები მაინც გაიყოლოთ და კედლებზე ვაი-ქართველების მიერ ნახშირით ნაჩხაპნებიც წაშალოთ.დოლისყანაში ასულებმა ცოტა ტკბილეულიც იქონიეთ იქაური ლაზი ბავშვებისთვის, რომლებიც არათუ ქართველობენ, არც ლაზობენ და რომ ჰკითხო, ტურქები არიან, მაგრამ დააკვირდით იმ წაბლისფერთმიან და ლურჯთვალება ბავშვებს - სუფთა ქართული იერი აქვთ. ეცადეთ, მანდ მოლასაც გამოელაპარაკოთ - გასაღები ისედაც მაგას აქვს და თან მახარე კარგად იცნობს. როგორც ამბობენ, ტაძარს ჰპატრონობს კიდეც და პროგრესული ადამიანი ჩანს. სხვათა შორის, ადრე მანდაც ტაძარი იყო, რომელიც თურქეთის კულტურის სამინისტროს განკარგულებით გაუტანით. მაშინ იქაურებს ტაძრის დანგრევა მოუნდომებიათ, მაგრამ მაგის წინამორბედ მოლას არ დაუნებებია... ეცადეთ, გაარკვიოთ, მაგ სოფელში (თურქულად - ჰამამლი) ახლაც ცხოვრობენ თუ არა ქართველები. ამბობენ, რომ არა, მაგრამ კალანდიას ფილმში აშკარად ქართულ სიმღერას მღეროდნენ მაქაურები.
სხვა რა გითხრათ... ჩემის არ იყოს, ხანძთაში მიმავლებს ისედაც აგედევნებათ ხანძთელის აჩრდილი, არტანუჯში - აშოტ კურაპალატისა, იშხანში - საბა იშხნელისა და საერთოდ, იქ უფრო ახლოს, უფრო ცხადად შეიგრძნობთ ჩვენს ისტორიას. იგი ხშირად შემოგტირებთ დახმარების სათხოვნელად და ამისთვისაც მზად იყავით - არ იქნება იოლი ამის გადახარშვა. მე როცა იშხანის ნახევრად გადმონგრეულ, ულამაზესი ფრესკებით დამშვენებულ თაღს ავხედე, ტირილი რომ შემეკავებინა, სასწრაფოდ გარეთ გამოვვარდი. ისტორიის ბედუკუღმართობა არა მარტო იშხანში, არამედ ყველგან, მთელი მოგზაურობის მანძილზე დაგთრგუნავთ და მწარედ, დაუნდობლად გაგამათრახებთ, მაგრამ თავი იმით დაიმშვიდეთ, რომ ასეთი ჩასვლით დიდ ქართულ საქმეს აკეთებთ - საზღვრის აქეთ-იქით დარჩენილ საქართველოებში სახალხო დიპლომატიას აცოხლებთ და მის აყვავებას უწყობთ ხელს. არტანუჯში მარცხენა კუთხეში ნანგრევებია - პეტრე-პავლეს ეკლესიისა, სადაც დღეს აშოტ კურაპალატის საფლავია ჩაკარგული... სამწუხაროდ, იმდენად უნაშთოდ, მის კვალსაც ვერ იპოვით. რაც უნდა გაგვიანდებოდეთ, ჯოჯოხეთის კანიონი აუცილებლად ნახეთ - ეს სულ სხვა სამყაროა, სსვა სილამაზე და სიდიადე.
აბა, თქვენ იცით - კიდევ ერთხელ დაგილოცავთ გზას. რა გაძლებს ეს 4 დღე, სანამ თქვენ დაბრუნდებით და ტაოს სულს, იქაური საქართველოს თუ ქართველების ამბებს ჩამომიტანთ...![]()
![]()
ნეტავ მეც მივდიოდე...
Last edited by tamuna_gudarexi on 08 აპრ 2009, 23:49, edited 2 times in total.
Climb the mountains and get their good tidings. Nature's peace will flow into you as sunshine flows into trees. The winds will blow their own freshness into you, and the storms their energy, while cares will drop off like autumn leaves. John Muir
- tamuna_gudarexi
- იეტი
- Posts: 2290
- Joined: 15 ივნ 2005, 15:28
- Location: არსად...
ტაო-კლარჯეთი ბზობის დღეებში, 9-12.04.2009
...
Last edited by tamuna_gudarexi on 09 აპრ 2009, 00:06, edited 1 time in total.
Climb the mountains and get their good tidings. Nature's peace will flow into you as sunshine flows into trees. The winds will blow their own freshness into you, and the storms their energy, while cares will drop off like autumn leaves. John Muir
- giomel
- ასფალტზე მოარული
- Posts: 11
- Joined: 23 მარ 2009, 01:10
- Location: saqarTvelo, Tbilisi, naxalovka dadianis q 259
ტაო-კლარჯეთი ბზობის დღეებში, 9-12.04.2009
ბედნიერ მგზარვიბას გისურვებთ აბა თქვენ იცით კარგი დრო ატარეთ მოკითხვა ჩვენგან ჩვენებურებს
- Sarajistka
- მაწანწალა
- Posts: 356
- Joined: 12 სექ 2008, 00:12
ტაო-კლარჯეთი ბზობის დღეებში, 9-12.04.2009
ერთი სათხოვარი მაქვს თქვენთან. იუსუფელში რომელ სასტუმროში რჩებით? პარხლის პირას რომაა იქ ხომ, საკალმხესთან? მოკლედ მანდ ჩემს ერთ-ერთ ტურისტს დარჩა ოქროს ბეჭედი. გვიან გაახსენდა, დავრეკეთ და გვითხრეს შეგინახავთო. იქნებ წამოიყოლოთ რა ეხლა? მე როდის ჩავალ კიდევ ღმერთმა იცის და ქენით სიკეთე, ის ქალი ისე ელოდება მაგ ბეჭედს. მეპატრონეს უთხარით და გამოგატანთ. მეც დავურეკავ იმ კაცს, გავახსენებ და ვეტყვი, რომ გამოგატანოთ.
აბა კეთილ მგზავრობას გისურვებთ და მშურს თქვენი, თეთრია თუ შავია, არ ვიცი მაგრამ მაინც

აბა კეთილ მგზავრობას გისურვებთ და მშურს თქვენი, თეთრია თუ შავია, არ ვიცი მაგრამ მაინც
მჭირდება ლიხაურის კედლის მხატვრობის ფოტოები, გადაღებული 1994 წლის ჩათვლით
- Tamari-ch.
- იეტი
- Posts: 10747
- Joined: 23 აპრ 2008, 20:31
- Location: Tbilisi
ტაო-კლარჯეთი ბზობის დღეებში, 9-12.04.2009
ბედნიერი მგზავრობა და მშვიდობით დაბრუნება
ბეევრი სურათები ჩამოიტანეთ
და ფრესკები და ჩუქურთმები გადაიღეთ!
ბეევრი სურათები ჩამოიტანეთ
და ფრესკები და ჩუქურთმები გადაიღეთ!
ტაო-კლარჯეთი ბზობის დღეებში, 9-12.04.2009
თქვენი არ ვიცი მარა როდის გამოვარდები სახლიდან ერთი სული მაქ
თითებზე ვითვლი დარჩენილ დროს
თითებზე ვითვლი დარჩენილ დროს
ტაო-კლარჯეთი ბზობის დღეებში, 9-12.04.2009
მგონი, შენ მახათეთზე ამბობ, ოსმანას სასტუმროზე... პარხალის ხეობაში რომაა, იმაზე ამბობ, ხომ? მანდ არ ადიან ამ ჯერზე, თუმცა, თუ დრო ექნებათ, მაგ ხეობაში რომ გაისეირნონ, არ წააგებენ - ძაან ლამაზია იქაურობა. გზაც კარგია, მაგრამ მეტისმეტად ვიწროა და დაკლაკნილი, რის გამოც ავტობუსით ასვლა ცოტა საეჭვოა.Sarajistka wrote:ერთი სათხოვარი მაქვს თქვენთან. იუსუფელში რომელ სასტუმროში რჩებით? პარხლის პირას რომაა იქ ხომ, საკალმხესთან? მოკლედ მანდ ჩემს ერთ-ერთ ტურისტს დარჩა ოქროს ბეჭედი. გვიან გაახსენდა, დავრეკეთ და გვითხრეს შეგინახავთო. იქნებ წამოიყოლოთ რა ეხლა? მე როდის ჩავალ კიდევ ღმერთმა იცის და ქენით სიკეთე, ის ქალი ისე ელოდება მაგ ბეჭედს. მეპატრონეს უთხარით და გამოგატანთ. მეც დავურეკავ იმ კაცს, გავახსენებ და ვეტყვი, რომ გამოგატანოთ.
აბა კეთილ მგზავრობას გისურვებთ და მშურს თქვენი, თეთრია თუ შავია, არ ვიცი მაგრამ მაინც![]()
![]()
![]()
![]()
![]()
![]()
![]()
![]()
ტაო-კლარჯეთი ბზობის დღეებში, 9-12.04.2009
არაა, ტყუილია ,ჭორებს მიგორებენguruli wrote:Kavtaradze wrote:და გამიგიჟდა მგონი უთო მოაქ![]()
![]()
![]()
![]()
მგონი, არ დასჭირდება იქ.
"ამგვარში,დღეს რომ საქართველოა,არც სიცოცხლე ღირს და არც სიკვდილი!"
ტაო-კლარჯეთი ბზობის დღეებში, 9-12.04.2009
წავედი დავიძინო
აბა, თქვენ იცით, გვალვაი წმინდა კერაი არ გაგვიციოთ
აბა, თქვენ იცით, გვალვაი წმინდა კერაი არ გაგვიციოთ
- tamuna_gudarexi
- იეტი
- Posts: 2290
- Joined: 15 ივნ 2005, 15:28
- Location: არსად...
ტაო-კლარჯეთი ბზობის დღეებში, 9-12.04.2009
გზას დაგილოცავთ! 
Climb the mountains and get their good tidings. Nature's peace will flow into you as sunshine flows into trees. The winds will blow their own freshness into you, and the storms their energy, while cares will drop off like autumn leaves. John Muir

