ჯუთის ჭაუხები კარვებით

კონკრეტული, დაგეგმილი ღონისძიებები

Moderators: Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Tamusia
იეტი
Posts: 2196
Joined: 21 აპრ 2007, 19:17
ჯუთის ჭაუხები კარვებით

Post by Tamusia » 12 ივნ 2009, 18:07

tiskrine

ვაა რა მაგარია! დაბადების დღეებს "დავმიქსავთ"

პარასკევს წასვლა არ მგონია კარგი იყოს:

1. არჩილი რომ წერს, ჯუთამდე კარგი გზააო, ჯუთამდე ტრანსპორტით მივდივართ. ფეხით ჯუთიდან ჭაუხამდე უნდა ვიაროთ. სიბნელეში სიარული ბევრად რთულია, ვინაიდან ვერ ხედავ ორიენტირებს, ეს გზის გაწელვას გამოიწვევს და ტვირთაკიდებულებს კაი 3 საათიანი ბოდიალი გამოგვივა. თან მდინარესაც უნდა გადავახტეთ. დღისით პრობლემებიც ნაკლებია და მთელ გზასაც დაათვალიერებ.

2. იქ ალპური ზონაა, რაც ნიშნავს იმას, რომ, თუ მზიანი ამინდია, მთელი დღის მანძილზე გაჩერების შემთხვევაში ტვინი აგიდუღდება, ხეები არ არის, რომელსაც შეეფარები, კარავში უფრო ცხელა და ჩახუთულია. თუ მზე არ არის, ცივა.

3. ხედებით დატკბობის, ბანაკში მისვლის, დაბანაკებისა და მოლხენის მეტი საქმე არაფერი გვაქვს, ამ ყველაფერს კი ამჟამად გათვალისწინებული დრო მშვენივრად ეყოფა.

4. თუ ვინმე მაინცდამაინც გადაირევა იქაურობით, დარჩეს ბატონო ორშაბათსაც :D
როგორა ხაარო, და ფეხითა ვაარო

User avatar
tiskrine
ბოდიალა
Posts: 189
Joined: 27 დეკ 2008, 22:16
ჯუთის ჭაუხები კარვებით

Post by tiskrine » 12 ივნ 2009, 19:08

Tamusia wrote:tiskrine

ვაა რა მაგარია! დაბადების დღეებს "დავმიქსავთ"

პარასკევს წასვლა არ მგონია კარგი იყოს:
თუ მასეა და ბოდიალი მოგვიწევს ღამე, მართლა არ ღირს პარასკევს წასვლა. რაც მთავარია ჩენ დაბადების დღეებს იქ შევხვდებით :wink:

anano
იეტი
Posts: 1620
Joined: 10 მარ 2006, 03:23
Location: Tbilisi- აქ ემღერება გულს...!
Contact:
ჯუთის ჭაუხები კარვებით

Post by anano » 12 ივნ 2009, 22:11

თამუსიააააა

ძალიან ძალიან მინდააააააააა............ჯერ ად ვეწერები სიაში..ჰო და იმედი მაქვს აუცილებლად ჩავეწერები :)
მო მე ნა ტრე!!

პ.ს და სულ მაინტერესებს, მთიულეთში, რაც ბავშვობიდან დღემდე მახსოვს, მაგ ადგილებს სულ ჭიუხებს უწოდებენ, კარავზე აღმოვაჩინე რომ ჭაუხებად მოიხსენიებენ და შეგიძლიათ გამარკვიოთ ?[/b]
"ამგვარში,დღეს რომ საქართველოა,არც სიცოცხლე ღირს და არც სიკვდილი!"

tavadi
ბოდიალა
Posts: 217
Joined: 08 თებ 2009, 23:56
Location: Tbilisi, Vera
ჯუთის ჭაუხები კარვებით

Post by tavadi » 13 ივნ 2009, 00:09

ხო ისე მეც მინდა წამოსვლა
კაცხის სვეტზე ასვლა გადაიდო რაგაც გაურკვეველი მიზეზების გამო და 90% + მანდ წამოვალ
მიყვარს: სპორტული მოტოციკლეტი, სნოუბორდი, რაგბი,ხელჩართული ბრძოლა

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
ჯუთის ჭაუხები კარვებით

Post by ARCHILI » 13 ივნ 2009, 01:24

Tamusia wrote:

1. არჩილი რომ წერს, ჯუთამდე კარგი გზააო, ჯუთამდე ტრანსპორტით მივდივართ. ფეხით ჯუთიდან ჭაუხამდე უნდა ვიაროთ. სიბნელეში სიარული ბევრად რთულია, ვინაიდან ვერ ხედავ ორიენტირებს, ეს გზის გაწელვას გამოიწვევს და ტვირთაკიდებულებს კაი 3 საათიანი ბოდიალი გამოგვივა. თან მდინარესაც უნდა გადავახტეთ. დღისით პრობლემებიც ნაკლებია და მთელ გზასაც დაათვალიერებ.
მე ძალიან ხშირად დავდივარ სიბნელეში და ისეთ მშჰვენიერ გზაზე კი არა, როგორიოც ჯუთა-ჭაუხების მიმართულებაა, არამედ მართლაც მძიმე და ეს მშვენიერი და ხალისიანი თავგადასავალია.

:)

ეგ კი 40 წუთიანი მონაკვეთია სულ...

უმარტივესი სასიარულო

:)

თუმცა, თქვენი ნებაა, ცხადია...

:)

User avatar
teo-
იეტი
Posts: 5269
Joined: 19 მარ 2008, 21:06
Location: myinvari
Contact:
ჯუთის ჭაუხები კარვებით

Post by teo- » 13 ივნ 2009, 01:47

ARCHILI
ისე გეთანხმები, თუ მსურველი გამოჩნდებოდა ნაწილი პარასკევს დავადგებოდით გზას:)

User avatar
megzuri
ბოდიალა
Posts: 260
Joined: 13 ივნ 2008, 00:41
ჯუთის ჭაუხები კარვებით

Post by megzuri » 13 ივნ 2009, 02:18

ეეეჰჰჰჰ :cry: როგორ მინდა წამოსვლა,მაგრამ ბორჯომში გადავწყვიტე უკვე

წასვლა, არადა ისევ და ისევ თქვენი თემებიდან გაჩენილი სურვილია ამ

ადგილების ნახვა :roll: :? :cry: :roll: ...იქნებ ივლისისკენაც დაგეგმოს

ვინმემ ერთი ლამაზი გასვლა ჯუთას მიმართულებით?!

:?: :?: :?: :?: :?: :?: :?:

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
ჯუთის ჭაუხები კარვებით

Post by namcecuna » 13 ივნ 2009, 11:24

Tamusia

სასიარულო არ გვექნება თამო? ორ დღე ბანაკში ვიქნებით სულ? :roll:
წამო, ზღაპარში ...
Image

User avatar
pataputina
იეტი კი არა და...
Posts: 5201
Joined: 10 სექ 2007, 14:29
Location: ვალპე
ჯუთის ჭაუხები კარვებით

Post by pataputina » 13 ივნ 2009, 12:35

94, 5 % -ით მოვდივარ

:roll:
ბედნიერებაა რომ ვარსებობ, თორემ ნაღველს მივეცემოდი

http://pataputina.blogspot.com/
http://www.flickr.com/photos/me-xato

User avatar
bela
მაწანწალა
Posts: 553
Joined: 14 ივნ 2008, 20:27
ჯუთის ჭაუხები კარვებით

Post by bela » 13 ივნ 2009, 12:48

თამუს,
ამეთვისტო და ოთო-ფოტო რომ წამოვლენ, ეგ დანამდვილებით ვიცი,
აი, ჩემს თავზე რა გითხრა, 99% -თ ჩათვალე რომ შენთან ვარ,
მაგრამ მეორე დილით ცოტა ადრე რომ ავდგეთ, და ვაჟა-ფშაველაზე ავიდეთ, ვერა?

nica-nica
ბოდიალა
Posts: 294
Joined: 06 მარ 2009, 00:52
ჯუთის ჭაუხები კარვებით

Post by nica-nica » 13 ივნ 2009, 13:57

bela wrote:თამუს,
ამეთვისტო და ოთო-ფოტო რომ წამოვლენ, ეგ დანამდვილებით ვიცი,
აი, ჩემს თავზე რა გითხრა, 99% -თ ჩათვალე რომ შენთან ვარ,
მაგრამ მეორე დილით ცოტა ადრე რომ ავდგეთ, და ვაჟა-ფშაველაზე ავიდეთ, ვერა?
ბელა არა მგონია გამყოლის გარეშე შევძლოთ ვაჟაზე ასვლა. თან დროც ბევრი დაგვჭირდება.
P.S. მეც ძალიან მინდა წამოსვლა და იმედია შევძლებ :wink:

User avatar
teo-
იეტი
Posts: 5269
Joined: 19 მარ 2008, 21:06
Location: myinvari
Contact:
ჯუთის ჭაუხები კარვებით

Post by teo- » 13 ივნ 2009, 14:01

namcecuna
ნამცეც სასიარულოს მეტი რა არის ჭაუხებში, ზემოთ აავალ მე პირადად აუცილებლად 8)

anano
იეტი
Posts: 1620
Joined: 10 მარ 2006, 03:23
Location: Tbilisi- აქ ემღერება გულს...!
Contact:
ჯუთის ჭაუხები კარვებით

Post by anano » 13 ივნ 2009, 14:14

ტბების ნახვას მოვასწრებთ მგონი არა?
"ამგვარში,დღეს რომ საქართველოა,არც სიცოცხლე ღირს და არც სიკვდილი!"

User avatar
Tamusia
იეტი
Posts: 2196
Joined: 21 აპრ 2007, 19:17
ჯუთის ჭაუხები კარვებით

Post by Tamusia » 13 ივნ 2009, 21:13

anano

მსგავსი სახის კლდოვან მასივებს ჭიუხები ჰქვია. ჭაუხი კონკრეტულად ამ ადგილის დასახელებაა.

აბუდელაურის ტბები მანდეთ არ არის, ხევსურეთის მხრიდანაა. ჩვენ ხევის მხრიდან მივდივართ. ტბების ნახვა შესაძლებელია, თუ მაგ მთებს გადალახავ, რასაც ალბათ მთელი დღე სიარული ჭირდება საკმაოდ რთულ რელიეფზე. ისე ერთი ციცქნა ტბა მანდაც არის. მისი ნახვა ადვილია.

namcecuna

რაიმე ღირსშესანიშნავობა თვალწარმტაცი და თვალუცწდენელი ბუნების გარდა იქ არ არს. შეგიძლია უბრალოდ ახვიდე ფერდობებზე და იქაურობას სხვადასხვა რაკურსიდან მიმოხედო. სრული ორი დღე იქ ყოფნისთვის არც გვაქვს.

bela და სხვებიც

მწვერვალზე ასვლა კომპეტენტური მეგზურის გარეშე ბუნდოვანი ფინალის მომასწავლებელია: მთაში ამინდი ხშირად იცვლება, ასე რომ გზის გაგნება უნდა შეგეძლოს მაგალითად ნისლშიც. ესე იგი უნდა იყო გამოცდილი და გზები კარგად იცოდე, სხვა რომ არა იყოს რა

ცნობისათვის, ვაჟა-ფშაველაც ხევსურეთის მხრიდან არის

ასე რომ ამ ეტაპზე წავიდეთ, დავხედოთ და მერე ვისაც რა გინდათ, ის დაგემეთ

ARCHILI
:)
როგორა ხაარო, და ფეხითა ვაარო

tavadi
ბოდიალა
Posts: 217
Joined: 08 თებ 2009, 23:56
Location: Tbilisi, Vera
ჯუთის ჭაუხები კარვებით

Post by tavadi » 13 ივნ 2009, 21:42

bela wrote:თამუს,
ამეთვისტო და ოთო-ფოტო რომ წამოვლენ, ეგ დანამდვილებით ვიცი,
აი, ჩემს თავზე რა გითხრა, 99% -თ ჩათვალე რომ შენთან ვარ,
მაგრამ მეორე დილით ცოტა ადრე რომ ავდგეთ, და ვაჟა-ფშაველაზე ავიდეთ, ვერა?

რომელ ვაჟა-ფშაველაზე ?? ეგ ხო მოკვდა :roll: :lol: :lol: :lol:
ოთო-ფოტოს უთხარი თავადი მოდის არყით თქო :D :D
მიყვარს: სპორტული მოტოციკლეტი, სნოუბორდი, რაგბი,ხელჩართული ბრძოლა

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]