Page 1 of 4

საღამოსა და მადათაფის ტბები, სხვაც, 05.11.2011

Posted: 06 ნოე 2011, 10:51
by aragvispireli
1. რეგიონი:
ნინოწმინდის რაიონი, სამცხე-ჯავახეთი

2. მარშუტის დასახელება:
თბილისი-ფარავანი-ფოკას დედათა მონასტერი-საღამოს ტბა-საღამოს დედათა მონასტერი-ახალქალაქის წმ. მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის მონასტერი - თბილისი

3. ხანგრძლივობა:
1 დღე

4. სირთულე:
მარტივი

5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება
მინიბუსი 300 ლარი?

6. მონაწილეთა რაოდენობა - 42
3 საამრშრუტო ტაქსი + ერთი კეთილი ადამიანი თავისი სატვირთო ავტომობილით.

1.konstantine
2. GAMARJOBA SAKARTVELO
3-5. AIRMISHOO და 2 +
6. თამი
7. ამიგო
8-9. Jude. Jr და +
10. JUDE
11. კაკატულის რომელიმე + ან კაკატული
12. llev
13. ნიკოლოზი
14-16. არაგვისპირელი და 2 +
17-21. LiBrA და 2 +
20-26. მარიშკას +ები (რომლებიც ჩემსავით ელოდებიან შაბათ დღეს)
27. ლაილა
28. ბუნტურიკა +ით?
29-30. კარავზე კარგი ხალხის მეგობარი სანდრო და მისი +
31-34 Wonder Kind და 3 +
35. GAMARJOBA SAKARTVELOს + მარიუსი
36. მარიშკა
37-38. Ismail და +
39.გიორგი მეზვრიშვილი
40.გიორგი მეზვრიშვილის +
41.ნიკოლოზი+
42. shaqara
43.გიორგი მეზვრიშვილის +
44.გიორგი მეზვრიშვილის +
45.გიორგი მეზვრიშვილის +


7. გასვლის, ლაშქრობის 2განიზატორი
GAMARJOBA SAKARTVELO

8. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
ფარავნის ტბა-ფოკა სოფელი თავფარავანი და განძანი
საღამოს ტბა სოფელი განძანი და სათხე
მადათაფის ტბა - გორელოვკა და ჟდანოვი

9. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
387 კმ

10. ფეხით გავლილი მანძილი:
მცირე

11. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები:
ფარავნის ტბა-ფოკა - მამათა და დედათა მონასტრები, მდინარე ფარავნის სათავე ფოკის მხარეს
საღამოს ტბა - ქართული ეკლესიები
ახალქალაქის წმ. გაბრიელ მთავარანგელოზის სახელობის დედათა მონასტერი
მადათაფის ტბა - ტბა და დუხობორების სახლები

12. საბანაკე ადგილები:
ფარავნის ტბა-ფოკა ტბის გარშემო მრავლად არის
საღამოს ტბა, ფიჭვის კორომებთან
მადათაფის ტბა ყველგან ტბის გარშემო, უკეთესია ფიჭვის კორომთან

13. სასმელი წყალი მარშრუტზე:
ყველა დასახლებულ ადგილას სოფლის სა1ო წყაროა, სადაც სასმელ წყალს აგროვებენ.
საღამოს ტბის წყალს სასმელადაც იყენებენ

14. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:
ზამთარში აუცილებლად თბილად ჩაცმა

15. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო
ნებისმიერი დრო, გარდა დიდთოვლობისა

16. რისკები, საფრთხეები:
მოყინული გზები, დიდი თოვლი, ცივ ამინდებში ღამით მგელი

17. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების
შემთხვევაში, შეიძლება, ამ გასვლისას ინახოს

აბულის ციხე, შაორის ციხე, ხანჩალის ტბა, დუხობოროების სოფლები, განძანის, თავფარავანის ქართული ეკლესიები, ბუღდაშენის ტბა

18. პირობები სხვა და სხვა აქტივობისთვის
ტბებში თევზაობა

19. პირობები ფიჭური კავშირგაბმულობისთვის:
სოფელ საღამოში :მაგთის: მცირეოდენი შეფერხება აქვს.

20. სიმაღლე ზღვის დონიდან
1800-2100ის ფარგლებში

21. გასვლის, ლაშქრობის შეფასება 10 ქულიანი სისტემით
9,5

22. სასარგებლო ბმულები
ამ გასვლის დაგეგმვის თემა

http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=5342

სხვა ლაშქრობები ამ მიმართულებით:

http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=4754

http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=2391

http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=2208

http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=4555



ეხლა კონკრეტულად გასვლაზე :

დილა სასიამოვნო მოულოდნელობით დაიწყო ! ივერიასთან მისულ კარველებს ჩვენი ზვიადი (გვარის დაწერა მეზედმეტება, მაგრამ მაინც ახალი წევრებისთვის დავწერ ) ჩიტაური დაგხვდა თავისი თეთრი რაშით (როგორც დიდი ლეო 1 იტყოდა :) სამწუხაროდ აღმოჩნდა რომ ზვიადი მიდიოდა იმ ქვეყანაში , რომელი რჯულის ხალხითაც მჭიდროდ არის ეხლა დასახლებილი საქართევლოს ის მხარე სადაც მივდიოდით ჩვენ, ანუ სომხეთში.

1 გაჩერება გვქონდა წალკის შესასვლელთან საიდანაც კარგად ჩანს დაშბაშის ეკლესიათან მიმავალი გზა და ულამაზესი კანიონი. აქ ცოტა დავაჭაშნიკეთ ბარსას ლეგენდარული წითელი ღვინო , მონაწილეებმა გავიცანით ერთმანეთი.

პირველი მონასტერი რომელიც მოვინახულეთ იყო ფოკის დედათა მონასტერი,
ჩვენი მადლიანი დილა ზუსტად დაიწყო აქ, დედაოებისათვის ჩატანილი შეშის დაბინავებაში პარატა წვლილი შევიტანეთ ჩვენც, ისეთ აზარტრში შევედით რომ ლამის დაგვავიწყდა რომ წინ კიდევ გვქონდა მოსანახულებელი ძალიან მნიშვნელოვანი ადგილები, მაგრამ სანამ წამოვიდოდით ფოკის მონასტრიდან, რათქმაუნდა დავაგემოვნეთ და შევიძინეთ უკვე ყველასთვის კარგად ცნობილი ფოკის მონასტერში დამზადებული ქართული ყველის ნაირსახეობა.
10 ლიტრი ზეთის დატოვებაც მოვახერხეთ აქ.

გზად დავტკბით ფარავნის ტბის სილამაზით.

მეორე მნიშვნელოვანი გაჩერება სოფელ საღამოში იყო, აქ არის დედათა მონასტერი სადაც მსახურობს 2 დედაო მართა და სესილია. სხვისი არ ვიცი და მე ნამდვილად ვიგრძენი თუ როგორ გადმოდიოდა მათი მადლი ჩემზე. ძირითადი მიზანიც იყო ამ მონასტრის მონახულება. აქ იხსნება ქართული ენის შემსწავლელი სასწავლებელი, ქალბატონი ნანა და დედაოები ძალიან გაახარა ჩვენმა ჩატანილმა მერხებმა, სკამებმა, დაფებმა და სხვადასხვა წვირ-წვრილმა ნივთებმა (რომლის მოძიების ორგანიზირება კონსტანტინემ ითავა) აგრეთვე ჩავუტანეთ ლურჯა ურიკა :) მცირეოდენი ზეთითაც დავეხმარეთ დედაოებს.

მიწის გასუფთავება ქვებისგან ნამდვილადდ არ არის ადვილი საქმე...
ჰხოდა ისა და რაუნ და მეთქვა (პუტინურად დავწეროთ , შორ გზაზეა წასული გავიხსენოთ :) )
ტურბო დიზელად წოდებული T.D. რომ შეესია ბოსტანს ტოლი და ბადალი ვერავინ ვერ დაუდო, სანამ თ.დ. და მისი რაზმი დედაოებს ეხმარებოდა, მეორე ნაწილი კარველების მზის გულზე თბებოდა საღამოს ტბის პირას. რათქმაუნდა ფოტო სესიის გარეშე არ ჩაუვლია ამ გასვლას, ყველაზე აქტიური მოდელი რათქმაუნდა მარიშკა იყო :)
აბა მეც რა გამონაკლისი ვიყავი რომ სურათები არ გადამეღო :) მაგრამ ისიც ხომ ფაქტია რომ რამე განსაკუთრებული ნებით თუ უნებლიეთ მე უნდა მომსვლოდა :) ხოდა წყალში გავადინე ტყაპანიიიიიიიიიი :))) ასე რომ თავიდან ფეხებამდე დასველებული მივედი იქ სადაც ჯობდა ყველანი ვყოფილიყავით ალბათ..... დედაოების ეზოში :) დედაომ სასწრაფოდ შემმოსა და მომიარა <3 .
მალე სატრაპეზოც გაგვიშალეს დედაოებმა! ხოდა აბა კარვული გასვლა როგორ შეიძლებოდა ისე დამთავრებულიყო რომ არ გვემღერა ან არ გვეცეკვა :) ლიბრას გემრიელ ხმას დანარჩენი კარველებიც აყვნენ და ჯავახეთის ცა ქართული გემრიელი სიმღერებით გავაჯერეთ. ამას მოყვა თედეს და მარიშკას ცეკვა და გოგას გაცეკვება :)
ქალბატონმა ნანამ რომელიც იქნება ქართული ენის მასწავლებელი წაგვიკითხა რამოდენი ლამაზი ლექსი. აი ასე მოვილხინეთ სოფელ საღამოს დედათა მონასტერში.
სამწუხაროდ მოგვიწია ამ არაჩვეულებრივი ადგილის დატოვება! მაგრამ წინ ერთი მადლი კიდევ გველოდებოდა!
აქალქალაქში მეუფემ დაგვლოცა წმინდა მიქაელის სახელობის ეკლესიში.

მადლიანი გასვლა ასე გემრიელად დამთავრდა ჩემთვის და კოკასთვის, ჩვენ გამოვემართეთ თბილისისკენ იმ სატვირთო მაქნანით რომლითაც ჩავიტანეთ ბარგი. დანარჩენი კარაველები წავიდნენ შუაღამის მადატაფის ტბის სანახავად :)

სატვირთო ავტომობილის პარტონისათვის , ანუ პაატასთვის შეგროვდა 42+ჩემი დასადები თანხა 20 ლარი (ეს სიმბოლური თანხა იყო საწვავის ღირებულების საფასური, ისე მე და ბუნტურმა რომ დავთვალეთ 82.80 თეთრის საწვავი სჭირდებოდა რეალურად ამ მაქნაას. ) რომელიც შევთავაზე პაატას მარგარ არ გამომართვა. დიდი მადლობა პაატას ამ კეთილი საქმისათვის.
როგორც ვიყავით შეთანხმებულები , ეს ფული გადაირიცხება საქველმოქმედო აქციისათვის რომელსაც გოგა გეგმავს საახალწლოდ.

დანარჩენი თქვენ განავრცეთ ეხლა :)

საღამოსა და მადათაფის ტბები, სხვაც, 05.11.2011

Posted: 06 ნოე 2011, 11:06
by t.d
ულამაზესი გასვლა იყო მადლობა ყველა თქვენთაგანს,
მართალია მე ფოტო სესია არ მქონია რომელიც ძალიან მიყვარს ვაღიარებ მაგრამ დიდად ნასიამოვნები დავრჩი მონასტერში მუშაობით მხოლოდ ეს იყო ჩემთვის სიამოვნება ტბები და იქ სესია აღარ მჭირდებოდა მანდ უკვე მაქვს ნამამუნარი.:)))

ძალიან თბილი დედები არიან და ვეცდები ხშირად ვესტუმრო თუნდაც წელიწადში ერთხელ, მიყვარხართ ყველანი ისგუნაცად.:*

უი ის დამავიწყდა მე ძაღლთან ერთად იმდენი ვითამაშე და ვიპოზიორე რო ბოლოს ორივენი ბედნიერები შევცქეროდით ერთმანეთს.:))

საღამოსა და მადათაფის ტბები, სხვაც, 05.11.2011

Posted: 06 ნოე 2011, 11:54
by jude
, დიდი მადლობა ყველას გუშინდელი დღისთვის. მადლიანი ,მზიანი და თბილი გასვლა იყო. :))))

საღამოსა და მადათაფის ტბები, სხვაც, 05.11.2011

Posted: 06 ნოე 2011, 12:42
by giorgi-bunturi
მშვენიერი გასვლა იყო დიდი მადლობა ორგანიზატორებს დიდი მადლობა ქველმოქმედებს :პაატას, კოსტანტინეს, გოგას , და რგათქმაუნდა ჩემს ცოლ-ყოფილს. მადლობა ყველა მონაწილეს განსაკუტრებიტ პლუსებს. რადგან ძლაინ თვინიერები იყვნენ და ბევრი არ მაყვირეს და მაჩხუბეს, მიჯერებდნენ.
მადლობა თათიას ამ თემის გახსნისთვის:)

საღამოსა და მადათაფის ტბები, სხვაც, 05.11.2011

Posted: 06 ნოე 2011, 13:08
by amigo
ძალიან კარგი გასვლა იყო, დიდი მადლობა ორგანიზატორებს რომ მეც გავხდი ასეთი კეთილი ამბის შემსწრე.

ძალიან დადებითი დღე იყო :)



Image

საღამოსა და მადათაფის ტბები, სხვაც, 05.11.2011

Posted: 06 ნოე 2011, 13:20
by amigo
ბევრი ხელის და ცოტა პირის ჭირიმეო :)

Image

საღამოსა და მადათაფის ტბები, სხვაც, 05.11.2011

Posted: 06 ნოე 2011, 13:22
by llev
ფოტოგრაფებო, მოაყარეთ ვიზუალური მასალა
სანამ ცხელია :)

საღამოსა და მადათაფის ტბები, სხვაც, 05.11.2011

Posted: 06 ნოე 2011, 13:41
by amigo
Image

საღამოსა და მადათაფის ტბები, სხვაც, 05.11.2011

Posted: 06 ნოე 2011, 13:51
by amigo
Image

საღამოსა და მადათაფის ტბები, სხვაც, 05.11.2011

Posted: 06 ნოე 2011, 13:57
by amigo
Image

საღამოსა და მადათაფის ტბები, სხვაც, 05.11.2011

Posted: 06 ნოე 2011, 16:15
by QAQUCA
მეც მინდოდა წასვლა... :roll:

საღამოსა და მადათაფის ტბები, სხვაც, 05.11.2011

Posted: 06 ნოე 2011, 16:21
by amigo
Image

საღამოსა და მადათაფის ტბები, სხვაც, 05.11.2011

Posted: 06 ნოე 2011, 16:22
by amigo
Image

საღამოსა და მადათაფის ტბები, სხვაც, 05.11.2011

Posted: 06 ნოე 2011, 16:23
by amigo
Image

საღამოსა და მადათაფის ტბები, სხვაც, 05.11.2011

Posted: 06 ნოე 2011, 16:24
by amigo
Image