ჰერეთი გიორგობას 22-23.11.10.

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ჰერეთი გიორგობას 22-23.11.10.

Post by Mta Mkvarebia » 26 ნოე 2010, 14:11

მართალია წმინდა სახის ლაშქრობა არ ყოფილა მაგრამ ამ თემასაც წესების დაცვით გავხსნი.

1. რეგიონი:
საქართველოს ისტორიული ნაწილი- ჰერეთი, ახლანდელი აზერბაიჯანის ტერიტორია

2. მარშუტის დასახელება:
თბილისი-ლაგოდეხი-ალიბეგლო-ნეშაბაში-კახი (წმ. გიორგის ეკლესია, თამარის ხიდი, სამარიანი, ქურმუხი) -ქოთოქლო- ლაგოდეხი-თბილისი

3. ხანგრძლივობა:
30 საათი, ერთი ღამე და ორი არასრული დღე,

4. სირთულე:
ლაშქრობა არ ყოფილა, შესაბამისად სირთულეც არაფერში იყო, ქურმუხამდე მისასვლელად ერთი პატარა აღმართია ასავლელი, რომელსაც ბავშვიც ადვილად დაძლევს.

5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება
დაახლოებით 52 ლარი - მგზავრობის 35ლარს (მინიბუსის მთლიანი ღირებულება- 800 ლარი) + ღამისთევის 8 ლარი+ "კაჭრეთის ჩემპიონში" მწვადზე და კვებაზე დახარჯული თანხა, კაცზე -9 ლარი), ალიბეგლოს მშენებარე ტაძრისთვისაც მოგვრჩა თანხა - 40 ლარი.

6. მონაწილეთა რაოდენობა
23 ადამიანი + ჰერეთი, ანუ მახო, რომელიც ალიბეგლოში შემოგვიერთდა.
1-8 - დვალას პლიუსები
9. ჰერეთი
10. მირანდა
11. მთა მყვარებია
12. ნაია
13. კარვის მეგობარი გიორგი
14. იაკო
15. მონადირე
16. გვალდა
17. konstantine
18.tamuna_gudarexi
19.kappa
20. ლილიკა
21.მელექსა
22.ნინი85
23.გიორგის +
24.გიორგის მეორე+

7. გასვლის, ლაშქრობის 2განიზატორი
თავიდან ორგანიზებას გიორგი დვალაშვილი უწევდა, ადამიანი, ვისაც კაპადოკიაში ვყავდით, მაგრამ შემდეგ მან ვერ მოახერხა წამოსვლა და ეს როლი მე შევითავსე.

8. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
აზერბაიჯანის საზღვართან უახლოესი ქართული დასახლებული პუნქტი ლაგოდეხია, ისე კახიც დასახლებულია (ნაწილობრივ ქართველებით) და ალიბეგლოც (უმეტესად ქართველებით. სულ 400 კომლი ყოფილა), სხვა სოფლებში ძირითადად არაქართველი მოსახლეობა ცხოვრობს.

9. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
თბილისი- ლაგოდეხის საზღვარი - 160 კმ + ლაგოდეხი-კახს შორის მანძილი - 90 კმ
სულ 250 კმ (ერთი გზა) შიდა გზებზეც 5-10 კმ-ის რადიუსიტ თუ გადავუხვიეთ მხოლოდ.

10. ფეხით გავლილი მანძილი:
დაახლ. 4 კმ.

11. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები:

ზემოთ ჩამოთვლილი ძეგლები

12. საბანაკე ადგილები:
აზერბაიჯანის ტერიტორიაზე კარვის გაშლა შეიძლება თუ არა, არ ვიცი, ჩვენ ლაგოდეხში ძველ სპორტულ ბაზაში განვთავსდით. დირექტორის საკონტაქტო ნომერს ქვემოთ დავწერ.

13. სასმელი წყალი მარშრუტზე:
სასმელი წყალი მრავლად გვხვდება სოფლებში

14. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:
უმთავრესი რჩევაა საზღვარგარეთის პასპორტი არ დაგრჩეთ. გიორგობას რიგებია ხოლმე და საზღვარზე ლოდინი შეიძლება მოგიხდეთ, რადგან სხვა დღეებში ამ საზღვარზე დღის განმავლობაში მხოლოდ 200-300 კაცი გადის და შესაბამისად საბუთების სესავსებად და ვიზის ჩასარტყამად მხოლოდ თითო-თითო მესაზღვრე ყავთ. იქითობისას 2 საათი ვიცადეთ, აქეთობისას კი 1 საათი. როგორც გვითხრეს, ქართული წიგნების გადატანა არ შეიძლება, ჩანთებს ჩხრეკენო, მაგრამ ჩანთები მხოლოდ უკანა გზაზე გაგვიჩხრიკეს. ფოტოაპარატებიც გაახსნევინეს ზოგიერთს, აბა გვანახეთ რა გადაიღეთო, წაშლით არავისთვის არაფერი წაუშლევინებიათ, მაგრამ მანამდე გაფრთხილებული ვიყავით, მეხსიერების ბარათები აპარატიდან ამოიღეთ და ჯიბეში შეინახეთო. ვისაც სომხეთის ვიზა ჰქონდა, ისინიც უპრობლემოდ გადაატარეს.


15. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო

ალბათ ძალიან ლამაზი იქნებოდა ადრიანი შემოდგომით, წითელ-ყვითელ ფერებში გახვეული, თუმცა არანაკლებ ლამაზი იქნება გაზაფხულზე და ზაფხულშიც.

16. რისკები, საფრთხეები:
ისეთი არაფერი. მთავარია აზერბაიჯანელი მესაზღვრეები არ გააღიზიანოთ, საზრვარზე ფოტოების გადაღება არ დაიწყოთ და კეთილგანწყობით მოეკიდეთ ადგილობრივ არაქართულენოვან მოსახლეობას.

17. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების
შემთხვევაში, შეიძლება, ამ გასვლისას ინახოს

ასეთი ალბათ ბევრი იქნება. მახომ დადო ჩამონატვალი სამომავლო გეგმების განყოფილებაში და აქეთ გადმოვიტან:
Hereti wrote:აქ ჩამოვწერ იმ ადგილებს რისი ნახვაც შეიძლება მთლიანათ ჰერეთში

•ბელექანი ბელაქნის რაიონში მდ. მაწიმის წყლის მარცხენა ნაპირზე არის სოფ მაწიმი მის შორი ახლოს ყოფილა ძელიცხოვლის სახელით ცნობილი დარბაზული ეკლესია
•ბელექანი ბოეთანი , როგორც რუს ელჩთა მიღების ადგილი აღნიშნულია 1604-05 წლებში. ძეგლი მდებარეობს მდ. ბელაქანჩაის და ალაზნის შესართავების მიდამოებში, მისკენ მიმავალი იოლი გზა ბელაქნიდან სოფ. კაზიმისკენ მიემართება, შემდეგ იგი გაივლის კოლმეურნეობა “მოსკვას” და ფერმა “დარბაზს” და იქვე დგას ამ ეკლესიის ნანგრევი დღეს საკურთხეველირაა დარჩენილი
•ზაქათალა მუღანლოს გადასახვევიდან ზაქათალისაკენ მიმავას გზის სიახლოვეს არის ძველი ეკლესია ის დგას ძვ. ქართული სოფლის ასკიბაზარის მახლობლად, ეკლესიის ჩონჩხის და გადათხრილი მიდამოებში წყაროების გარდა აღარაფერი მოჩანს, ეს ეკლესია უცნობ პირებს აუფეთქებიათ 1971 წელს, ხოლო აგებულა დაახლოებით 1540 წელს ლევან მეფის დროს.
•კახი ქურმუხის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი, მას რამდენიმე ლეგენდა უკავშირდება, ერთ-ერთს დავწერ, ინგილოთა გადმოცემით წელიწადში ერთხელ აღდგომა დღესმარიამ დედა (ღვთიშობელი) აღებს ხოლმე ქურმუხის ქვეშ მყოფ გამოქვაბულის კარებს, გამოდის გარეთ და თმას ოქროს სავარცხელით ივარცხნის,მაგ დროს გამოდის ოქროს მამალი და ყივილს იწყებს მას ბანს აძლევენ მახლობელ სოფლის მამლები, ერთხელ როცა გამოვიდა მარიამ დედა და დავარცხნა დაიწყო ერთი თათარი მიეპარა და დაჭერა დაუპირა, ამ დროს მას ხელი გაუშეშდა და სანამ არ შეევედრა მარიამს და გიორგის მანმადე არ გაუცოცხლდა, ამის შემდეგ იგი მოინათლა და გახდა ქრისტიანი.ამ ტაძარს ისტორიკოსები მოიხსენიებდნენ “პატარა ეკლესიად” ,მაგრამ ინგილოები მას მოიხსენიებენ დიდ საყდრად, ვ. კოტეტიშვილს ალბა თარ უნდახავს საქმხრეთაღმოსავლეთით მისგან ორი კილომეტრით დაშორებით არსებული კავკასიონის ალაზნის ველისკენ გამოწვდილი ტოტის კედელზე ამაყად შემართული ტაძარი, თორემ ვერ დაუძახებდა მას პატარა ეკლესიას, ზოგადი ხედის სიმშვენიერით ქურმუხის საყდარი ალბათ შეიძლება თამამად ჩავაყენოთ ყველაზე შთამბეჭდავ ქართულ ძეგლთა რიგში.
•კახი ლექართი, იგივე ლექითი საეკლესიო კომპლეკსი, სიუხვით იგი გამოირჩევა სხვა დასახლებული პუნქტებიდან, სოფელტან ორი კომპლექსია გადარჩენილი, ერთი მათგანი სოფლის ჩრდილოეთით მდებარე მონასტერყ წარმოადგენდა, ხოლო მეორე სოფლის განაპირას. მის სამხ. აღმოსავლეთით არსებული თეთრი სამღვდელოებისათვის განკუთვნილი ნაგებობათა ანსაბლად მოსჩანს, ქვედა კომპლექსი შედგებოდა ორი ეკლესიის,სასახლის,აბანოს,ქარვასლისდა სხვა ნაგებობებისაგან, ეკლესია აგებულია VIII-IX ს. მდ. ლექართის წყლის (ლექით-ჩაის) ხეობის ნაპირზე
•კახი ლექართის გვერდით არის სოფელი ყუმი, რომელშიც დღესაც დგას მაღალაშვილისეული ოთხთავის 1310წ მინაწერში მოხსენიებული ღვთისმშობლის VIIIს
•კახი მაღალაშვილისეული ოთხთავის მინაწერში ჩამოთვლილი ეკლესიებიდან ჩვენთვის ცნობილია კიდევ ერთი, კასრის წმ.სამების საყდრის ნანგრევები. ქ.კახის მოსახლეობა დღესაც მიუთითებს ქალაქის დასავლეთ განაპირას. მდ.კობალის მარჯვენა მხარეს ე.წ საყარაულო მთაზე არსებულ ეკლესიის ნანგრევებზე, მის სამხრეთ აღმოსავლეთით, დაახლოებით რამოდენიმე მეტრის მოშორებით , ბექობის ფერდში შეჭრილია რიყისა და ფლეთილი ქვის ნაგები ვიწრო სათავსი, მისი სიგანეა 1მ, სიგრძე 4 მეტრამდე, სიმაღლე 2,1 მეტრამდე იგი ნახევარწრიული კამარითაა გადახურული, სამწუხაროდ დღეს დაზუსტებით შეუძლებელია მისი დანიშნულების ამოცნობა, მის სამხრეთით ჩანს ქვით ნაგები და შიგნიდან გალესილი ცისტერნ, მისი სიგრძე სიგანე დაახლოებით 2 მეტრია გადმოცემით ეს იყო საზედაშე ქვევრი (ინგილოურად “დადაშა” ეს ქვევრი ჩვენც გვაქვს*)
•კახი კახის რაიონში მდ.ქურმუხის ხეობაში არის ქურმუხის ციხე ”სიმაგრე დიდშენი და აქ სახლი ალი სულტანისა” მდინარე ქურმუხის და აყ-ჩაის შესართავთან
•კახი სოფ. ყუმში მიმავალი გზის მარცხენა მხარეს, მინდორში დგას ეკლესიის ნანგრევები რომელიც VIII-IX საუკუნის უნდა იყოს
•კახი ზაქათალის ძველ გზაზე სოფ. ზარნასთან (ძვ. ზარი) აღმართული მთის წვერზე, ტყეში არის ფერი-ყალის სახელით ცნობილი ეკლესია, რომელიც მოხატულიც ყოფილა და თავისი არატრადიციული გაეგნობით ანალოგს ვერ პოულობ ქართულ ხუროთმოძღვრებაში, თუმცა გარკვეული მსგავსება შეინიშნება საქართველოს მეორე განაპირა მხარის შავიზღვისპირეთში აგებულ დრანდის ტაძართან
•შექი ქალაქ შექიში სოფელ გიშში დღესაც დგას XI საუკუნის ეკლესია, რომელიც დღეს სავალალო მდგომარეობაშია
•შექი შექის რაიონში სოფ.ორთა-ზეიზითში (ძვ.ზედგიზეთი) არის ეკლესისს ნანგრევები, ეკლესია წარმოადგენდა “თავისუფალი ჯვრის” ვარიანტს, ეს ეკლესია მოხატულიც ყოფილა და ზედ ქართული ასომთავრული წარწერებიც განირჩეოდა თურმე,
•შექი სოფ ვედისსა და ბაშ-კუნკუტის მიდაოებში, ვედისთან ხეობაში, სერის ფერდზე დგას ერთი საყდარი ხოლო ბაშ-კუნკუტთან დარბაზული ეკლესიის ნაშთიც ყოფილა რომელიც X-XI საუკუნით თარიღდება
•შექი სოფ. ჭალეთშიც ყოფილა დარბაზული ეკლესიის ნანგრევები
•და ბოლოს ჩამონათვალს დავასრულებ სახელგანთქმული ე.წ კავკასიის დიდი კედლის მოხსენებით, რომლის ფრაგმენტებიც დღემდე შემორჩენილია სოფ, კატეხთან, გადმოცემით ეს კედელი თამარ მეფეს უკავშირდება ხოლო მის გადაკეთებას გულახუ-ხანს უკავშირებენ, თუმცა სხვა ვარაუდით ეს კედელი უფრო ადრინდელი ეპოქის უნდა იყოს

[/b]


18. პირობები სხვა და სხვა აქტივობისთვის
ბევრი

19. პირობები ფიჭური კავშირგაბმულობისთვის:
მაგთი და ჯეოსელი ალიბეგლოში და კახში იჭერს, მაგრამ არა ყველა მოდელის ტელეფონზე. უბრალო ნოკიამ დაიჭირა ალიბეგლოში, მაგრამ სამსუნგმა და ერიქსონმა - ვერა.

20. სასარგებლო საკონტაქტო ინფო
ლაგოდეხის სპორტული ბაზის დირექტორი: ბადრი სამარგულიანი: 897 5111475,
მეთვალყურე, ბუღალტერი, დიასახლისი - ქალბატონი მანანა - 899580963

21. რუკა, ჯი-პი-ეს-მონაცემები
?
22. სიმაღლე ზღვის დონიდან
ქურმუხი დაახლოებით 1200 მეტრამდეაო.

23. გასვლის, ლაშქრობის შეფასება 10 ქულიანი სისტემით
ისეთი იყო, გულს რომ გაუხარდება, მაგრამ ქულებით არ შეგვიფასებია

24. სასარგებლო ბმულები

გიორგობა ჰერეთში. კახი, ქურმუხი და სხვ.22-23.11.08
ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესია10. 2008
გიორგობა საინგილოში, როცა გარეთ ცივა, მაგრამ გულში დარია23.11.07.
ლაგოდეხი - ჰერეთი 5-6 მაისი, 2007 წ.
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ჰერეთი გიორგობას 22-23.11.10.

Post by Mta Mkvarebia » 26 ნოე 2010, 14:15

აქვე გადმოვიტან ჩემს პირველივე შთაბეჭდილებას, რაც ჩამოსვლისას სამომავლო გეგმებში დავწერე და დაწვრილებიტ რეპორტაჟს მერე დავიწყებ:
Mta Mkvarebia wrote:მართლა დაუვიწყარი და შთამბეჭდავი მოგზაურობა გამოგვივიდა. ამინდშიც გაგვიმართლა. პირადად ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება ქურმუხმა და სამარიანმა (ჩვენ ასე ვეძახითო მითხრეს) მოახდინა. მაგრამ ალიბეგლო, წმინდა ნინოს სახელობის ახლადრესტავრირებულოი ტაძარი, რომლის მოპირკეთება ჯერ კიდევ გრძელდება, და ალიბეგლოში გაცნობილი ადამიანები ცალკე საუბრის თემაა. ამაზე ერთი სიტყვით ვერ იტყვი, გუშინ მივხვდი, რა მნიშვნელოვანია ეს ტაძარი მათთვის, და კიდევ იმას მივხვდი რომ ნებისმიერ ჩვენგანზე უფრო მეტად სწამთ, ტკივათ და გრძნობენ. მოვიხიბლე ბატონი კოტე ბარიხაშვილით (მაშინვე ქვევრის გვარი ვუხსენეთ და გვიპასუხა რომ ბარისაშვილებს და ბარიხაშვილებს სავარაუდოდ ერთი ძირი გვაქვს, მერე ალბათ მართლწერისას მოხდა "ს"-ს "ხ"-დ გადაკეთებაო). საზღვრის აქეთ მცხოვრებ ბარემ ბევრ ქართველს შეშურდება ბატონი კოტეს მამულიშვილობის. გვითხრა, რამდენიმე მეგობარმა ადრე ფიცი დავდეთ, რომ ერთ კაცს ორი ადამიანისთვის მაინც ესწავლებინა რომ აქაურობას საინგლიო კი არა, ჰერეთი ჰქვიაო, ის ორი სხვა ორს ასწავლიდა და ასე დამკვიდრდებოდა კვლავ ამ ისტორიული მხარის სახელიო. ამ ეკლესიაზე, რწმენაზე და საქართველოზე რომ ლაპარაკობდა თვალებზე ცრემლი მოადგა. ეკლესია და სარწმუნეობა ჩვენთვის ყველაფერიაო, ჩვენი კუთხისთვის გადარჩენის სხვა გზა არ არსებობსო. დიდი მადლობა დაგვაბარა ყველა იმ კარველთან ვინც მცირე შესაწირი მაინც გაიღო ამ ეკლესიის მოსაპირკეთებლად და გვითხრა , შეიძლება ეს თქვენთვის არაფერი იყოს მაგრამ ჩვენთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის საქმე კეთდებაო. მერე ისეთი სურპრიზი გაგვიკეთა, ალბათ არასოდეს დაგვავიწყდება. მაგრამ ყველასათვის გასაგები მიზეზის გამო, ყველამ ერთხმად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ არც ფოტოები გადაგვეღო და არც აქ დაგვეკონკრეტებინა სურპრიზის არსი.

მხოლოდ ერთი რამ მინდა გითხრათ, მახოს მიერ დადებული ანგარიში კვლავაც აქტიურია და თუ შესაძლებლობა გექნებათ ერთი გადარიცხული ლარიც კი კეთილ საქმეს წაადგება. ჩვენი მოგზაურობიდან 40 ლარი მოგვრჩა, ხალხთან შეთანხმებით ამ თანხასაც მაგ ანგარიშზე გადავრიცხავ. მერე როგორც მახომ გვითხრა, საიტის გაკეთებასაც აპირებენ და ეკლესიის სახელზე პირად ანგარიშსაც გახსნიან.
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ჰერეთი გიორგობას 22-23.11.10.

Post by Mta Mkvarebia » 26 ნოე 2010, 14:43

22-ში საღამოს 7-ის ნახევარზე შევიკრიბეთ "რედისონის " წინ. რამდენიმე ადამიანს საპატიო მიზეზების გამო დააგვიანდა, მანამდე კი იმდენი გამცილებელი დაგვადგა თავზე, წამსვლელებს აშკარად ჭარბობდნენ. ძალიან გაგვახარეს ასეთი სურპრიზით :D. აი თუ არ გჯერათ:


Image
Image
Image

თბილისიდან საღამოს 8-ის ნახევარზე გავედით. 3 საათის მგზავრობის შემდეგ მივაღწიეთ ტურბაზამდე. სასადილო დარბაზში სუფრა გავშალეთ და ვივახშმეთ.
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image


აქვე შევხვდით გიორგობას. დილით 6-ის ნახევარზე უნდა გავსულიყავით ტურბაზიდან, ამიტომ ნაწილმა ადრე დაიძინა, ნაწილი კი 5 საათამდე აღნიშნავდა ამ დღესასწაულს და დილით ჩემი "ადექით-ადექით" მათ "გაიღვიძეთ, გამოფხიზლდით"-ს ერეოდა. ბარგის ნაწილი ტურბაზასი დავტოვეთ, მძიმე საძილეები საზღვარზე რომ არ გადაგვეტანა და გავუდექით გზას. საზღვარზე 2 საათი ვიდექით რიგში, აქვე ვნახეთ თეა - კარველი დიფენბახია, რომელმაც კარველებისთვის წიგნების მაღაზიის ფასდაკლების ბარათები გადმომცა. მათი სახელით, მინდა მას ამისთვის დიდი მადლობა ვუთხრა :D. დროს უქმად რომ არ დავკარგავდით ალბათ მიხვდით, ვიცეკვეთ და ვიმღერეთ, ავიკელით იქაურობა. დიფენბახიას გარდა კიდევ ერთ კარველთან შეხვედრა გველოდა წინ. ჩვენს ხმაურზე და ცეკვაზე იქვე მდგარ მინიბუსში ტკბილად მძინარე იკა ბებოს გაეღვიძა და ფანჯრიდან გადმოიხედა, და გაიფიქრა "ვინ არიან ეს გიჟებიო", მერე უცებ ჯერ ერთი ფოტოაპარატიანი მორბენალი ადამიანი ეცნო, მერე მთა მყვარებიას გარდა სხვა ნაცნობი სახეებიც შეამჩნია :lol:

Image
ვიდეოებს მერე დავდებ.

საზღვარზე გადასვლის შემდეგ დაახლოებიტ 70 კმ-ში ალიბეგლოსკენ გადავუხვიეთ, სადაც მახო გველოდებოდა.

აი ისიც, ალიბეგლოს წმინდა ნინოს სახელობის ტაძარი, რომლის რესტავრაციაც მიმდინარეობს.

Image
Image
Image

ეკლესია მე-19 საუკუნეში აღუდგენიათ, რუსი იმპერატორის დახმარებით. ეკლესიის ეზოში ეს საინტერესო საფლავის ქვაა, ზედ გამოსახული 3 სახის იარაღიანი ადამაინით.

Image
Image
Image

გოგოებმა იგალობეს.
და საერთოდ ყველა ეკლესიაში გალობდნენ.
Image
Image
Last edited by Mta Mkvarebia on 26 ნოე 2010, 14:52, edited 1 time in total.
Image

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ჰერეთი გიორგობას 22-23.11.10.

Post by qvevri » 26 ნოე 2010, 14:49

ცოტა დავწყნარდი :wink: ველი გაგრძელებას.

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ჰერეთი გიორგობას 22-23.11.10.

Post by Mta Mkvarebia » 26 ნოე 2010, 15:31

qvevri
გიო, არ მინდა იმედი გაგიცრუო :) , მაგრამ ამ გასვლაში რატომღაც ყველაზე ცოტა ფოტოები გადავიღე. რატომღაც მინდოდა უფრო შემეგრძნო, ვიდრე აღმებეჭდა :roll: .

ბატონი კოტე ამ ეკლესიის, ქართველობის და სარწმუნეობის შესახებ გვიამბობს, ისეთი დადებითი მუხტი მოდის ამ ადამიანისგან, გაოცდებით. რაღაც ძალიან მშობლიურს გრძნობ, როცა მას უსმენ და ერთი აზრი რაც თავში გაგიელვებს ესაა: "რა ამაყი ვარ, რომ ქართველი ვარ" . საერთოდ, აქაური ქართველები საქართველოდან ჩამოსუულებს ისე ხვდებიან, როგორც დიდი ხნის უნახავ ნათესავებს. არ დამავიწყდება, ახალგაზრდა გოგონა, ნეშაბაშის ეკლესიიდან რომ გამოგვეგება გახარებული და ყველა სათითაოდ გადაგვკოცნა.

Image

სამახსოვრო ფოტოც გადავიღეთ ბატონ კოტესთან ერთად.

Image
Image
Image


ნეშაბაშის ეკლესია. ეს ეკლესიაც იგივე პერიოდისაა.
Image
Image

ეს მამალი ეკლესიის გვერდით ეგდო. ეტყობა მამლის შეწირვის ტრადიცია აქაც ძლიერია.
Image


კახის წმ. გიორგის ეკლესია. აქ წირვას დავესწარით.
Image

ეს განცხადება ეკლესიის სამრეკლოზე იყო გაკრული.

Image
Image
Image

საკურთხევლის კართან ეს ხის ფიცარი დავინახეთ, რომელსაც კარგად რომ დავაკვირდით, მასში ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატი ამოვიცანოთ
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ჰერეთი გიორგობას 22-23.11.10.

Post by Mta Mkvarebia » 26 ნოე 2010, 15:43

თამარის ხიდი:

Image
Image

Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image

შემდეგი მოსანახულებელი ადგილი სამარიანი უნდა ყოფილიყო. მართალი რომ გითხრათ, სწორედ სამარიანი იყო ერთერთი ადგილი, რის სანახავადაც წამოვედი ჰერეთში. ეს არის ძველისძველი, უზარმაზარი სასაფლაო, თვალი სადამდეც წვდება ჰორიზონტს იქამდე ჩარწობილი უცნაური, დახრილი საფლავის ქვებით - თითქოს ზეზეულად გარდაცვლილი ან გაქვავებული ადამიანები იყვნენ. მართლა დამთრგუნველი, მაგრამ ამავე დროს ძალიან შთამბეჭდავია.

Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ჰერეთი გიორგობას 22-23.11.10.

Post by Mta Mkvarebia » 26 ნოე 2010, 15:45

Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ჰერეთი გიორგობას 22-23.11.10.

Post by Mta Mkvarebia » 26 ნოე 2010, 16:01

Image
Image
Image
Image
Image
Image

სამარიანიდან რომ დავბრუნდით უკვე საღამოვდებოდა. სასწრაფოდ გავეშურეთ ქურმუხისკენ. ყველა ღონისძიება თიტქმის დასრულებული იყო, მხოლოდ რამდენიმე ადგილას ტრაპეზობდა ხალხი. როგორც მერე მახომ გვითხრა, ალიბეგლოს ტაძრის მამაო თურმე ტრაპეზზე გველოდებოდა, მაგრამ სანამ სამარიანამდე ფეხით ჩავედით (მძღოლმა რატომღაც უარი გვითხრა, ცუდი გზაა, მანქანით ვერ ჩაგიყვანთო), საკმაოდ დაგვიანდა. მახოს მამაომ, მანმადე ეკლესიაში გვნახა, დაგვლოცა და დიდი მადლობა დაგვაბარა იმ ხალხთან, ვინც ამ ეკლესიის მშენებლობისთვის მცირეოდენი მაინც გაიღო.

Image
Image
Image
Image
Image

ქურმუხიც გამოჩნდა.
Image
Image
Image
Image
Image

კონსტანტინემ და მელექსამ დაიცვეს ტრადიცია და ფეხშიშველი ავიდნენ ქურმუხში.

Image
Image
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ჰერეთი გიორგობას 22-23.11.10.

Post by Mta Mkvarebia » 26 ნოე 2010, 16:04

Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ჰერეთი გიორგობას 22-23.11.10.

Post by Mta Mkvarebia » 26 ნოე 2010, 16:08

ვიღაც მავნებელს ქვები უსვრია ეკლესიის სახურავისთვის და კრამიტები ჩაულეწავს :(.

Image

ქართული დროშა ავაფრიალეთ და ჰიმნიც შევასრულეთ. ვიდეო გადავიღე და შემდეგ დავდებ ბმულს.

Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ჰერეთი გიორგობას 22-23.11.10.

Post by Mta Mkvarebia » 26 ნოე 2010, 16:33

Image
Image
Image
Image
Image
Image

ისე კარგად ვგრძნობდით თავს, ქურმუხს და თვალუწდენელ სივრცეს რომ გადმოვყურებდით ზემოდან, იქიდან წამოსვლა აღარ გვინდოდა. მაგრამ აბა სხვა რა გზა იყო? საზღვარზე კიდევ რამდენ ხანს მოგვიწევდა ლოდინი, არავინ იცოდა. ამიტომ დავბრუნდით უკან.

Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
შემდეგ სხვადასხვა იდეამ გაიჟღერა, ნაწილს ლაგოდეხისკენ ეჩქარებოდა, ნაწილს ნესაბასის ნახვა უნდოდა, ნაწილი კიდევ აზერბაიჯანული განთქმული ჩაის დასალევად ისევ საჩაიისკენ იწევდა, იქაური ჩაის დაგემოვნება შუადღეს უკვე მოვასწარით და ვინც პირველად გასინჯა, ძალიან მოეწონა. მერე გადავწყვიიტეთ, თოთოქლოს ეკლესია გვენახა. თუმცა სანამ მაქამდე მივაღწევდით, დაგვაღამდა.

Image
Image

საზღვარზე 1 საათი მოგვიწია ლოდინმა. ამასობაში ტელეფონები ჩაირთო და წამოვიდა მოლოცვის შეტყობინებები :) ()მაპატიეთ, ვისაც ვერ გიპასუხეთ, ტელეფონიც ჯდებოდა და ანგარიშიც ამომეწურა იმდენ რეკვაში :( ).
გოგამ დაგვირეკა, კავკასიკას გაუარეთ და აუცილებლად ინახულეთო. მაგრამ ჩვენი სურვილის მიუხედავად, არაკარველი თანამგზავრებისთვისაც უნდა გაგვეწია ანგარიში. ამიტომ ეს იდეა, უკუვაგდეთ, მაგრამ ძველი ანდაზა ხომ გაგიგიათ, თუკი მუჰამედი არ მიდის მთასთან, მთა მიდის მუჰამედთანო. უკვე საქართველოს მხარეს რომ ვიყავით გაჩერებული და მინიბუსს ველოდებოდით, მოპირდაპირე მხარეს დაცული ტერიტორიის მანქანა გაჩერდა და ნაიამ იქიდან გადმოსული კავკასიკა და უფო დაინახა. ორივე მხარეს აღტაცების შეძახილები გაისმა. გიო აზერბაიჯანის მხარეს ერთერთ ქართულ სალოცავში მიდოოდა და მისთვისაც დიდი სურპრიზი აღმოჩნდა ჩვენი შეხვედრა.
ესეც სამახსოვრო ფოტო.

Image
იმათაც დიდხანს მოუწიათ ლოდინი, და ჩვენი შეხვედრაც საკმაო ხანს გაგრძელდა. არც ახლა გავჩერებულვართ მოწყენილად :D ისევ ვიცეკვეთ და ისევ გადავიღე ვიდეოები. აზერბაიჯანელი და ქართველი მესაზღვრეები ცოტა არ იყოს გავაოცეთ :D.

ლაგოდეხში დაბრუნებულებმა ავიღეთ დატოვებული ბარგი და გამოვემართეთ თბილისისკენ.
Image

გზად ჩვეულებისამებრ ვიმხიარულეთ.
ირაკლი, სიტკბო ხომ არ აკლია ქაცვის კოქტეილს? ;)
Image
Image

კაჭრეთში წასახემსებლად გავჩერდით. და იქ გადაღებული რამდენიმე ფოტოთი ვასრულებ რეპორტაჟს.


Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image


დანარჩენი სხვამ თქვას :).
Image


User avatar
diffenbaxia
ბოდიალა
Posts: 116
Joined: 20 ივნ 2009, 23:54
Location: თბილისი
ჰერეთი გიორგობას 22-23.11.10.

Post by diffenbaxia » 26 ნოე 2010, 23:35

გავკადნიერდები და შემოგეჭრებით თემაში :)

აქვე ვნახეთ თეა - კარველი დიფენბახია, რომელმაც კარველებისთვის წიგნების მაღაზიის ფასდაკლების ბარათები გადმომცა. მათი სახელით, მინდა მას ამისთვის დიდი მადლობა ვუთხრა .

პირიქით, მადლობა თქვენ, რომ არსებობთ და ბევრ კეთილ საქმეს ემსახურებით.
პირველი სიხარული რაც განვიცადე ჰერეთისკენ მიმავალ გზაზე ის იყო,რომ საზღვარზე 2 საათიანი ლოდინის შემდეგ უპრობლემოდ გამატარეს,არც ის მკითხეს ერევანში რა გინდოდაო და არც საბარგული გაჩხრიკეს.თავაზიანად მოგვილოცეს გიორგობა და გზა დაგვილოცეს.როგორც ლიკამ აღნიშნა მობილური ცუდად იჭერდა და კარაველებთან კონტაქტი მიჭირდა,მხოლოდ ორჯერ შევხვდი მათ.ლიკას მარგალიტობის ამბავი კარავის ფორუმიდან ვიცოდი,პირადად შევხვდი და დავრწმუნდი სიმართლეში :) მახოზე აღარაფერს ვიტყვი .უბრალოდ დიდი მადლობა.თავს აღარ შეგაწყენთ , რამოდენიმე სურათს დავდებ. :)

User avatar
diffenbaxia
ბოდიალა
Posts: 116
Joined: 20 ივნ 2009, 23:54
Location: თბილისი
ჰერეთი გიორგობას 22-23.11.10.

Post by diffenbaxia » 26 ნოე 2010, 23:47

Image[/img]

ისეთი ნისლი იყო არაფერი არ ჩანდა
Image

User avatar
diffenbaxia
ბოდიალა
Posts: 116
Joined: 20 ივნ 2009, 23:54
Location: თბილისი
ჰერეთი გიორგობას 22-23.11.10.

Post by diffenbaxia » 26 ნოე 2010, 23:58

Image
ყველა ქუჩა და პარკი ჰეიდარ ალიევის სახელობისაა :D
Image

ყველგან ჰეიდარ ბაბას სურათებს წააწყდებით :D
Image

Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]