მარშრუტი: თბილისი - ლაგოდეხი (ღამისთევა ერთ-ერთი ჩვენთაგანის, რომანის სახლში) - კახი - ქურმუხი - კახი (დაუვიწყარი ტრაპეზი, აი ნამდვილი ლხინი, რომ შეიძლება დავარქვათ) - თამარის ხიდი - ლაგოდეხი (მეორე ღამისთევა) - ხინკალ-ქაბაბ-ხარჩო წვეულება - სიღნაღი - ბოდბე - და ისევ თბილისი
როგორც კი თბილისს გავცდით, ამინდი გაწუნკლდა და ორი დღე აღარ გამოწუნკლებულა. საზღვრის გადალახვა გრძელვადიანი და მტკივნეული პროცესი იყო. სიცივე ძვლებში ატანდა, წვიმდა. ჩვენებმა კი მალე გაგვიშვეს. ჩვენი მძღოლი, ვაგნერი იქ ყველას იცნობს (მართლა საჭირო და კარგი კაცია) მაგრამ აზერბაიჯანლებმა არ გაგვახარეს. ბევრი გვალოდინეს და და გვაოცნებეს, განა რაზე? ლურჯი ფერის მარშუტკაში, ისევ ჩაჯდომაზე

აი ჩვენც, მობუზულები, პაატას იცნობთ, ალბათ
