ზემო სვანეთი
2. მარშუტის დასახელება:
თბილისი –მესტია, მესტიის მუზეუმი- ლაღამი-კალა-კვირიკე-უშგული, მურყმელი, მაცხოვრის ეკლესია, უშგულის მუზეუმი-შხარას ძირი და ენგურის სათავე-ლამარია-იფარი, ნაკიფარის წ. გიორგის ეკლესია-მულახი-წანერის ხეობა და ჩანჩქერი-მესტია-ჭალადის მყინვარი-ლატალი, მაცხვარიში, იანაში, -ლენჯერი, მაცხოვრის სახელობის ეკლესია-ბეჩო, სოფელ უშხვანარის ღვთისმშობლის შობის ეკლესია-ეცერი, ფხოტრერის ეკლესია- ზუგდიდი, დადიანების სასახლე და მუზეუმი-ხობი, ხობის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის დედათა მონასტერი-თბილისი
3. ხანგრძლივობა:
6 დღე და 5 ღამე
4. სირთულე:
ნაწილობრივ იოლი, ნაწილობრივ რთული. ეს გასვლა ლაშქრობის ელემენტებსაც შეიცავდა. ყველაზე რთული მონაკვებეტი წანერის ხეობაში ცანჩქერზე ჩასასცველი გზა იყო, სადაც დაახლოებით 300 მეტრის სიმაღლიდან ზოგ ადგილას 90%-იანი კუთით დავეშვით მდინარისკენ. ასვლა და ჩამოსვლას მაღალ მცენარეებზე მოჭიდებით ვახერხებდით. თავი ჯუნგლებში გვეგონა

შხარის და ჭალადის მყინვარების მარშრუტის დასაწყისი უადვილესია, სამანქანო გზაზე მიდიხარ დაახლოებით 2 საათი, მერე მყინვარს რომ უახლოვდები, ლოდებზე გიწევს ხტუნაობა.
ჭალადის მყინვარის მარშრუტზე, სანამ ტყეში შეხვალ, დაკიდებულ ხიდზე უნდა გადახვიდე.
5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება
255 ლარი ყველაფრის გათვალისწინებით (მგზავრობის, ღამისთევის და კვების, მძღოლის ღამისთევის, მესტიის, უშგულის და ზუგდიდის მუზეუმების ბილეთების, ორ მარშრუტზე დაქირავებული მეგზურის, საღამოობით ვახშამზე დასაყოლებელი ლუდის და უკანა გზაზე ქუთაისთან რესტორანში მირთმეული ხინკლის ჩათვლით

,მათ ვინც ცხენი იქირავა დამატებით გადაიხადა თანხა, მაქსიმუმ 35 ლარი.
აქედან: 1000 ლარი მგზავრობის ფასია:
170 ლარი კი ღამისთევის. უშგულში ღამისთევა 3-ჯერადი კვებით 50 ლარი დაგვიჯდა, კალაში, მულახში, მესტიასა და ლენჯერში კი 30 ლარი.
6. მონაწილეთა რაოდენობა
19 ადამიანი:
1. ბამბინა
2. ნაიას + , თეა
3. მთაშენკა
4. ტომა
5. გამარჯობა საქართველოს + , ლიკა
6. დელ
7. დელ + , მორიდებული გიორგი
8.თებრო
9. ნიმფა
10. კარველების + , სამი გიორგის გასარჩევად, როგორც ხშირად ვეძახდით წითელი, ხანდახან ყვითელი გიორგი

11.კაკატული
12. კაკატულის+
13.კაკატულის+ თათია
14.Stranger
15. იაკო
16. იაკო + ანი
17. იაკო + ნინი
18. იაკო + ანჯელა
19. GIORGI- BUNTURI , აქტიური, მხიარული და როგორც ხშირად ეძახდნენ დედას სიხარული გიორგი

7. გასვლის, ლაშქრობის 2განიზატორი
ნაია, ცოტა მეც ვეხმარებოდი.
8. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
თბილისი- მესტია 460 კმ;
მესტია-უშგული 45 კმ.
მთლიანი მარშრუტის მანძილი: დაახლ. 1100 კილომეტრი
9. ფეხით გავლილი მანძილი:
უშგული-შხარას ძირი და ენგურის სათავე- 3 საათის გზა (სვანეთში ყველა მანძილს საათების მიხედვიტ ზომავენ

მულახი-წანერის ხეობა და ჩანჩქერი, როგორც გვითხრეს 3 კმ უნდა ყოფილიყო, მაგრამ სულ მცირე 6კმ იქნებოდა ერთი გზა, ანუ ორი გზა - 12 კმ.
მესტია-ჭალადის მყინვარი და მესტიის წალის სათავე - დაახლოებით 7-8 კმ ერთი გზა, ანუ 14-16 კმ.
10. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები:
სოფელ ლატალის მაცხოვრის სახელობის ეკლესია; მესტია; მესტიის მუზეუმი; ხერგიანის მუზეუმი; სოფელი უშგული; ლამარიას ტაძარი, უშგულის მუზეუმი და ასევე საქართველოს უმაღლესი მწვერვალი შხარა (5068 მ.); ენგურჰესის კაშხალი, დადიანების სასახლე
11. საბანაკე ადგილები:
სოფლებთან დაბანაკება ყველგან შესაძლებელია
12. სასმელი წყალი მარშრუტზე:
ბევრ ადგილას გვხვდება, არის მჟავე წყლებიც მესტია-მულახის გზაზე, შხარის მყინვარის გზაზე, და ბეჩოში
13. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:
ქუდი, სათვალე, მზისგან დამცავი ნელსაცხებელი,პირადი ჰიგიენის ნივთები, თბილი ტანსაცმელი, ეკლესიებში შესასვლელად გოგოებს ქვედაბოლო და თავსაბურავი, ბიჭებს კი გრძელი შარვალი დასჭირდებათ..
14. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო
მაისის ბოლოდან - სექტემბრის ბოლომდე
15. რისკები, საფრთხეები:
ისეთივე საფრთხეები, რაც სხვა ადგილას მოგზაურობისას.
16. პირობები ფიჭური კავშირგაბმულობისთვის:
მაგთი, ყველგან იჭერს, თუმცა ზოგჯერ უჭირს
ჯეოსელი კი ადგილ-ადგილ ვერ იჭერს
17. სასარგებლო საკონტაქტო ინფო
დავით რატიანის საოჯახო სახლი "ლილეო", მისი მეუღლე ნანული რატიანი უშგულის მუზეუმის დირექტორია, 899912256, ძალიან სასიამოვნო და გულთბილი მასპინძელია
ეკა ჯაფარიძე, მესტია 899729900, ამ საოჯახო სასტუმროსიც სასიამოვნო გარემოა, პირდაპირ ცენტრში მდებარეობს.
ლენჯერი: ნუნუ გულედანი 890905148 და მისი შვილი მარიკა ნანსყანი 898457408, მათ სასტუმრო სახლს "ენგური" ჰქვია, ქალბატონი ნუნუც გულთბილი მასპინძელია. ლენჯერში მეორე ნაწილი ნანი და ზურა გულედანების ოჯახში დავბინავდით. მათი საოჯახო სასტუმრო "ირაკლი" მესტიის შესასვლელთან, ე.წ. "სოკოს უბანში" მდებარეობს. ტ: 895 405490 898 278892
ეს საკონტაქტო ინფორმაცია კიდევ წინა თემიდან გადმოვიტანე:
მარეხ ნიჟარაზე (აქირავებს ოთახს)
899 653022 (უშგული)
ნინო (მისი შვილი)
898646239
სასტუმრო სახლი "უშგული"
899 974873
სოფელი ჩვიბიანი, უშგულში
www.hotelushguli.ge
თუ მეგზური დაგჭირდათ, მიხეილ ხერგიანის ძმიშვილს, ბესო ხერგიანს დაუკავშირდით: 893669022 ჩვენ მან ჭალადის მყინვარზე აგვიყვანა და ჩვენს თვალწინ წამებში აირბინა ნაშალზე და კლდიდან დაგორებული უცხოელი გადაარჩინა.
მეგზურის მომსახურება საშუალოდ 50 ლარი ღირს.
18.სასარგებლო ბმულები
http://www.svaneti.ru/
http://www.ewpnet.com/georgia/ushguli.htm
სვანეთში კარვული გასვლების ბმულები:
უ "დონ-ლამა" ზესი - სვანეთის ტური16-20.06.09
სვანეთი 29 ივლისი - 6 აგვისტო, 2008
სვანეთობა 2008
სვანსვან :ც
თავისუფალი ხევი - სვანეტი : )
ზემო სვანეთი
ექსპედიცია ზემო სვანეთში - 02.09.07-07.09.07
ქვემო სვანეთი
სვანეთი - LIVE 23.08 - 03.09
სვანეთი.....სვანეთი....
"დიდი გასეირნება" 11-15 აპრილი 2008, იმერეთი-სვანეთი-აჭარა
სვანეთი თოვლი დაბადების დგე და მაიტა ნასოსი! : D
სვანეთიდან ბრუნდებიან!