კალოუბნის ეკლესია, შიომღვიმე, არმაზი, 30 მაისი
Posted: 31 მაი 2010, 00:10
ბედნიერეი დღე იყო, დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით... ყველას ძალიან დიდი მადლობა, ნამდვილად არ მეგონა ასე კარგად თუ ჩაივლიდა ყველაფერი და ეს თითოეული თქვენთაგანის დამსახურებაა მეგობრებო 
1. რეგიონი:
მცხეთა-მთიანეთი
2. მარშუტის დასახელება:
თბილისი – კალოუბნის ეკლესია – შიომღვიმე – არმაზი- თბილისი
3. ხანგრძლივობა:
1 დღე (დაახლ. 8 საათი)
4. სირთულე:
მარტივი
5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება:
250 ლარი
6. მონაწილეთა რაოდენობა:
51 ბავშვთა სახლის აღსაზრდელი, 5 ზედამხედველი, 11 კარველი და 2 პლიუსი:
1. ნინი85
2. წივწივა
3. მარმენიო
4. betqila
5. მირანდა
6. ჰერეთი
7. სანდრო
8. რუსკა გრიგალაშვილი
9. ქსოვრელი
10. იკა-ბებო
11-12. meleksa და აბო (ჩემი დიშვილი)
13.ln_ln
7. გასვლის, ლაშქრობის ორგანიზატორი:
წივწივა, მარმენიო, ნინი_85
8. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
მცხეთა, არმაზი
9. ფეხით გავლილი მანძილი:
5–6 კმ
10. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები:
კალოუბნის ეკლესია, შიომღვიმის მონასტერი, არმაზის ხევი – ღვთისმსობლის ეკლესია, არმაზის ციხე.
11. საბანაკე ადგილები:
არმაზის ხეობაში საკმაოდ ბევრი ადგილია, რომელიც საბანაკედ გამოდგება.
12. სასმელი წყალი მარშრუტზე:
შიომღვიმის მონასტერში, არმაზის ხეობაში.
13. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:
სალაშქრო ფეხსაცმელი
საწვიმარი
სასმელი წყალი
გასათვალისწინებელია, რომ პატარა ხევზე გადასვლა ხშირად მოგიწევთ.
14. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო:
ნებისმიერი დრო: გაზაფხულზე ყოჩივარდების მინდორია, ზაფხულში სასიამოვნო სიგრილე, შემოდგომით ულამაზესი ფერები და ზამთარში თუ დიდი თოვლი არაა, ასვლა სასიამოვნოა
15. რისკები, საფრთხეები:
თითქმის არაფერი
16. პირობები ფიჭური კავშირგაბმულობისთვის:
კალოუბნისკენ მიმავალ გზაზე ზოგიერთ ადილად არ იჭერს, ასევე შიომღვიმეში, არმაზის ხევში თითმქის საერთოდ არ აქვს მიღება
17. სიმაღლე ზღვის დონიდან:
700 მეტრზეა არმაზის ციხე
18. გასვლის, ლაშქრობის შეფასება ათ ბალიანი სისტემით:
10
19. სასარგებლო ბმულები:
კარავული გასვლები არმაზში:
http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=3595&start=0
http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=2189
http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=1795
http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=75
აქამდე არ დამიწერია, მარა ალბათ საჭიროა რომ ითქვას, ისევე როგორც ნაყინობა ეს ლაშქრობაც რაღაცნაიარად დიკლო9-სთან იყო დაკავშირებული. შარშან ლომისადან მომავალ გზაზე გადაწყდა ნაყინობა გაგვეკეთებინა ლაშქრობსი მონაწილეებს, მაგრამ მაშინ ვერ შედგა რატომღაც, მერე რომ ვიხსენედი დეტალურად ამბებს ეს არშემდგარი ნაყინობა ამომიტივტივდა და მომინდა აუცილებლად გაგვეკეთებინა, თუმცარა უფრო სხვანაირად, ცოტა ქველმოქმედებაც რომ გამოსულიყო და დავიწყე ფიქრი... ფიქრები კი დიღმის ბავშვთა სახლის ბავშვებისკენ წავიდა... მე, დიკლო9, ანანაო და მისი პლიუსი ანა მივედით ჩურჩხელობის მერე 31 დეკემბერს და კარველების მიერ შეგროვილი ჩუქჩხელები მივიტანეთ... გაგვაოცეს ბავშვებმა, ისეთი მოკრძალებულები იყვნენ, კარგად აღზრდილები... და აი დაიბადა იდეა: ნაყინობა ბავშვთა სახლში
სიმართლე გითხრათ არ მეგონა რომ ასე კარგად გავართმევდით თავს ამ ღონისძიებას და უფრო მეტად კი არ ველოდი შემოწირულობა იმდენი თუ იქნებოდა, რომ მეორე ღონისძიებასაც, კერძოდ კი ბავშვების ქალაქგარეთ გაყვანასაც ეყოფოდა.
უნდა ვაღიარო არჩეული მარშუტი ჩემი სუბიექტური გადაწყეტილბა იყო. ძალიან მინდოდა კალოუბნის ეკლესიაში ასვლა. წელს თებერვალში მე და დიკლო9 ვიყავით ასულები, მაშინ თოვლში ვიარეთ და ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა გზამ და პატარა ეკლესიამ, რომელსაც მეტად საინტერესო ისტორია აღმოაჩნდა, დათო მიყვებოდა ამ ადგილას სადაც ახლა კალოუბნის ეკლესიაა თემურ ლენგს უბრძანებია ბავშვების შეგროვება, თავის კავალერიას ზედ შედგომა და გასრესა.
არსებობს აზრი, რომ:"კალოებისაგან, რომელზედაც მხეცურად გაჟლეტილ იქნენ ბავშვები, ალაგს დაერქვა "კალო-უბანი",ე.ი ალაგი სადაც ბევრი კალო იყო."(დუკას.მე-18 პაჟ.47.)
ამ ეკლესიაში მოხვედრის მიზეზი მისი ხელმეორედ მონახულების სურვილი იყო, პირველად რომ ვნახე არ მახსოვდა შიგნით ტრაოპეზი იყო თუ არა და რამდენად შესაძლებელი იქნებოდა წირვის ჩატარება და ასე ვთქვათ ტაძრის ამოქმედება... რადგან მიმართულება უკვე არჩეული მქონდა დავიწყე იმაზე ფიქრი გზად რას ვნახავდით კიდევ.
წინა შაბათს შიომღვიმობა იყო. მე, ლილიკა, ლილიკას და დიკლო9-ს მამა ავედით დილით წირვაზე, სწორედ იქიდან მოვდიოდით ცოტა რომ შეგვაგვიანდა ნაყინობაზე.
შიომღვიმიდან ძალიან კარგი განწყობით წამოვედით და შეიძლება ითქვას რომ გზაში გადავწყვიტე შემდეგ კვირას ამ მიმართულებით წამოსვლა.
რაც შეეხება არმაზს, ეს უკვე წივწივას იდეა იყო და ნამდვილად გაამართლა, თუ რატომ ამას თვითონ გვიამბობთ ალბათ