
გოგას თხოვნით, დღევანდელი გასვლის შესახებ თემის გახსნა და კარაველებისათვის გასვლის მონაწილეთა შთაბეჭდილებების გადმოცემა პირველს მე მხვდა წილად. დღეს პირველად ვხსნი ლაშქრობის თემას და მაპატიეთ თუ რამე უზუსტობა გაიპარება.

1. რეგიონი: შიდა ქართლი
2. ხანგრძლივობა: 1 დღე
3. სირთულე: მარტივი
4. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება:მინიბუსის ფასი- 150 ლარი თანაბრად გადანაწილდა ლაშქრობის მონაწილეებზე
5. მონაწილეთა რაოდენობა:9
1. GAMARJOBA SAKARTVELO
2. თამუნა_გუდარეხი
3. ნატალია
4. მთა მყვარებია
5. ნაია
6. თ.დ
7. GAMARJOBA SAKARTVELOს +
8. nica-nica
9. ნა-თია
6. გასვლის, ლაშქრობის 2განიზატორი : GAMARJOBA SAKARTVELO

7. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი: გორი, ნადარბაზევის ტბასთან სოფელი ხურვალეთი, სამთავისის ტაძარი კი სოფელ სამთავისშია.
8. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით: თუ არ ვცდები დაახლოებით 75 კმ.
9. ფეხით გავლილი მანძილი: ძალიან მცირე. დაახლოებით 2 კმ.
10. სასმელი წყალი მარშრუტზე:გზად წყალი ყველგან გვხვდება
11. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები: განსაკუთრებული არაფერი. ცუდი ამინდის შემთხვევაში საწვიმარი, მზიანი დარის დროს კი სასურველია თან იქონიოთ მზისგან დამცავი ნელსაცხებელი. ნადარბაზევის ტბის გარშემო გაშლილი მდელოებია და მზეც საკმაოდ მწველია.
12. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო : ნებსიმიერი დრო
13. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების
შემთხვევაში, შეიძლება, ამ გასვლისას ინახოს: სხვილოს ციხე, ამილახვრის ციხე, გორის ციხე, ატენის სიონი.
14. პირობები სხვა და სხვა აქტივობისთვის: თევზაობა, ტბის გარშემო შესანიშნავ მდელოებზე კი, სხვადასხვა საინტერესო თამაშების თამაში.
15. პირობები ფიჭური კავშირგაბმულობისთვის: ყველა მობილური ოპერატორი იჭერს.
16. გასვლის, ლაშქრობის შეფასება 10 ბალიანი სისტემით: 8 ბალი

ვიმედოვნებ, რომ წარმოდგენილი ინფორმაცია იმ ადამიანებისათვის ვინც ამ ადგილებში ლაშქრობას დაგეგმავს სასარგებლო და ინფორმატიულია .

მოკლედ, თემას გახსნილად ვაცხადებ
