ნიჩბისი–არმაზის ციხე და მართლაც უამრავი ყოჩივარდა, 07.03.10
Posted: 07 მარ 2010, 23:39
მიუხედავად დღევანდელი დღის საშინელი პროგნოზისა, კარაველთა ნაწილი არ შეუშინდა ქარსა და და წვიმას და გადაწყვიტა შეთანხმებული (იხ.აქ: http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=4076) მარშრუტით ევლო. ს.ქიმიასთან შეკრებილები ოდნავ დაგვაფიქრა დილიდან დაწყებულმა წვიმამ, მაგრამ გეზი მაინც მცხეთა–არმაზისკენ ავიღეთ. გზაში განჩნდა სხვადასხვა ვერსია, რასაც ერთი კარგი შედეგი მოჰყვა: ჯერ წავედით ნიჩბისში და შემდეგ არმაზის ციხეზე.
1. რეგიონი:
მცხეთა-მთიანეთი
2. მარშუტის დასახელება:
თბილისი – ნიჩბისი (წმინდა ნიკოლოზის ტაძარი) – არმაზი(ღვთისმშობლის ეკლესია, ახლა უკვე მონასტერი და არმაზის ციხე) – თბილისი
3. ხანგრძლივობა:
1 დღე (დაახლ. 8 საათი)
4. სირთულე:
მარტივი
5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება:
3 ლარი თითოეულზე ერთის გამოკლებით (მისი 4 ლარი)
მინიბუსის ფასი სულ 40 ლარი
6. მონაწილეთა რაოდენობა:
13 კარაველი თუ ჯერ არა კარაველი
7. გასვლის, ლაშქრობის ორგანიზატორი:
გამარჯობა საქართველო
8. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
მცხეთა (არმაზთან), სოფ. ნიჩბისი
9. ფეხით გავლილი მანძილი:
5–6 კმ
10. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები:
ნიჩბისი – ციციშვილიების სასახლე, გზად უამრავი პატარ–პატარა ეკლესიაა
არმაზის ხევი – ღვთისმსობლის ეკლესია, არმაზის ციხე, პირდაპირ კალოუბნის წმინდა გიორგი მოჩანს, ციხის უკან პატარა ჩანჩქერიცაა
11. საბანაკე ადგილები:
მონასტერს რომ აცდებით, იქვე, საკმაოდ დიდი გაშლილი ადგილია, რომელიც საბანაკედ გამოდგება.
12. სასმელი წყალი მარშრუტზე:
მხოლოდ ერთგან გვხვდება, ისიც დღეს ამღვრეული იყო
13. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:
სალაშქრო ფეხსაცმელი
საწვიმარი
სასმელი წყალი
გასათვალისწინებელია, რომ პატარა ხევზე გადასვლა ხშირად მოგიწევთ. ჩვენს შემთხვევაში წყალი საკმაოდ ადიდებული იყო. თუმცა გადასვლადია...
14. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო:
ნებისმიერი დრო: გაზაფხულზე ყოჩივარდების მინდორია, ზაფხულში სასიამოვნო სიგრილე, შემოდგომით ულამაზესი ფერები და ზამთარში თუ დიდი თოვლი არაა, ასვლა სასიამოვნოა
15. რისკები, საფრთხეები:
თითქმის არაფერი
16. პირობები ფიჭური კავშირგაბმულობისთვის:
არმაზის ხევში თითქმის საერთოდ არ აქვს მიღება
17. სიმაღლე ზღვის დონიდან:
700 მეტრზეა არმაზის ციხე
18. გასვლის, ლაშქრობის შეფასება ათ ბალიანი სისტემით:
9
19. სასარგებლო ბმულები:
კარავული გასვლები არმაზში:
http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=3595&start=0
http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=2189
http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=1795
http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=75
კარავული გასვლები ნიჩბისში:
http://www.karavi.ge/viewtopic.php?p=153403#153403
http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=3089&start=0
http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=1388
http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=3346&start=0
ქარის არ შემპუებელთა და არმაზში მოლაშქრეთა სია:
1. GAMARJOBA SAKARTVELO
2.ნაია
3. ქსოვრელი
4. პატრიკა
5–6. სარაჯისტკა +ით
7–8. შორენა და ნათია
9–13. ქლბატონი ლია და მისი +ები
მოკლედ თუ როგორი გასვლა იყო:
ჩემთის პირადად ძალიან სასიამოვნო. მიუხედავად დილით წვიმისა და შუადღისკენ ამოვარდნილი ქარისა, რომელმაც არმაზის ციხეზე წახემსების საშუალება არ მოგვცა, გასვლა მაინც სასიამოვნო და მარტიანი გამოვიდა. არმაზის ხეობა ყოჩივარდების, ელძელებისა და ფურსულების ხელიჩებითაა დაფარული. ზემოთ, ციხესთან მთის ზამბახებიც არის, რომლებიც, როგორც გამარჯობა საქართველომ გვითხრა, საკმაოდ ცოტაღაა შემორჩენილი, ამიტომ ვინანიებ რამოდენიმე ამ ზამბახის ვერაგულად მოწყვეტას.
ზამბახებმა რა თქმა უნდა გაალამაზეს ჩემი თაიგული, თუმცაღა უამაგათოდაც შეიძლებოდა.
არმაზეამდე ნანახი ნიჩბისის წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაც ჩემთვის საკმოად საინტერესო იყო. მომეწონა ის რესტავრაციის მხრივ და არ მხოლოდ. იქაც უამრავი გაზაფხულის მაუწყებელი მინდვრის ყვავილია, და ასევე უამრავი სხვა რამ სანახავი, რის ნახვასაც ვისურვებდი, მაგრამ ვინაიდან ჩვენი მთავარი გეგმა მაინც არმაზი იყო, დროის სიმცირის გამო ხსვა რამის ნახვა ვეღარ მოვასწარით.
და ბოლოს ორიოდ სიტყვას ვიტყვი შუადღის წახემსების შესახებ: ზემოთ აღნიშნულ საბანაკე ადგილას, არმაზის ტყეში, ქარისგან აბრიალებული მოტკაცუნე კოცონი, მის გვერდით ყვავილების უამრავი თაიგული, ცოტა კონიაკი.... და რაც მთავარია ამდენი ხნის მონატრებული კარაველები.
რაც შეეხება ისტორიულ თუ სხვა მიმოხილვებს, იმედნი თემაა ამასთან დაკავშირებით კარავზე, მგონი ზედმეტია თითქმის იგივეს ახლიდან წერა.
ახლა უკვე ველით ფოტოებს და სხვა მოლაშქრეთა შთაბეჭდილებებს.