Page 1 of 6

ხულუტის ციხე-ფიტარეთი ღვინობისთვეს, 17.10.2009

Posted: 18 ოქტ 2009, 01:05
by GAMARJOBA SAKARTVELO
1. რეგიონი:
ქვემო ქართლი, თეთრი წყაროს რაიონი, ბოლნისის ეპარქია

2. მარშუტის დასახელება:
თბილისი-მარნეული-ტანძია-ხულუტის ციხე- ფიტარეთი და უკან

3. ხანგრძლივობა:
1 დღე

4. სირთულე:
ძირითადათ მარტივი, მდინარე ხრამთან საშუალო სირთულის

5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება
მინიბუსის ფასი 160 ლარი
14 მგზავრიდან თითოზე 12 ლარი

6. მონაწილეთა რაოდენობა
14

7. გასვლის, ლაშქრობის 2განიზატორი
GAMARJOBA SAKARTVELO

8. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
ტანძია 8,2 კმში

9. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
2ვე გზა 187 კმ

10. ფეხით გავლილი მანძილი:
16.3 კმ

11. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები:
ხულუტის ციხე - კომპლექსი, კოშკები, სხვა და სხვა სათავსოები
ფიტარეთის ტაძარი - სამონასტრო კომპლექსი, ფრესკები, ტაძრის გალავნის
მიღმა მდებარე ძველი საფლავები

12. საბანაკე ადგილები:
ხულუტის ციხემდე და მის შემდეგ 200-200 მეტრში მდებარე მინდვრებში, მდინარესთან ახლოს

13. სასმელი წყალი მარშრუტზე:
ფიტარეთის ტაძრიდან 200 მეტრში, სამანქანო გზასთან ახლოს

14. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:
მოხერხებული ფეხსაცმელი.
უხიდობის შემთხვევაში მდინარეში გასატოპი სათადარიგო სამოსი.
ფიტარეთში გზა ასევე მიდის თეთრი წყრო-სოფელ დუმანისიდან.
ამიტომ, შეიძლება წრიული ლაშქრობის მოწყობა.
აღმართ-დაღმართის გათვალისწინებით ლაშქრობის დაწყება სჯობს ტანძიიდან

15. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო
ნებისმიერი დრო.
მათ შორის, ზამთარი, თუ დიდი თოვლი არ არის

16. რისკები, საფრთხეები:
უხიდობა.
ადიდებული მდინარე წვიმა-თოვლის შემდეგ.
ასევე, შუა დღის შემდეგ ხან და ხან ხრამჰესიდან წყალს უშვებენ და მანქანების გადაადგილებას ხელს უშლის.
მდინარის კალაპოტი ყველაზე დაბალი დილის სთებშია

17. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების
შემთხვევაში, შეიძლება, ამ გასვლისას ინახოს

სულხან-საბას მუზეუმი ტანძიაში და იქვე მდებარე კარის ეკლესია
ქვეშის ციხე

18. პირობები სხვა და სხვა აქტივობისთვის
ველო და ჯიპტურები, თევზაობა ხრამზე

19. პირობები ფიჭური კავშირგაბმულობისთვის:
უმეტესად იჭერს.
ციხესთან საგრძნობი შეფერხებაა, ტაძართან უკეთესად იჭერს

20. სასარგებლო საკონტაქტო ინფო
მონასტრის წინამძღვარი მამა ექვთიმეს N მაქვს და საჭიროების შემთხვევაში პირადზე მოვიწერები

21. რუქა, ჯი-პი-ეს-მონაცემები
არ საჭიროებს.
გზის გასაგნებად მთავარი 2ენტირია სამანქანო გზა და მეტ-ნაკლებად მდინარე

22. სიმაღლე ზღვის დონიდან
544იდან 786მდე

23. გასვლის, ლაშქრობის შეფასება 10ბალიანი სისტემით
9

24. სასარგებლო ბმულები
გასვლის დაგეგმვის თემა -
http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=3789&start=0

შემდგარი ლაშქრობები
http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=2703

http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=2390

http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=2378

http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=1448

http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=1585

http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=143

ხულუტის ციხე-ფიტარეთი ღვინობისთვეს, 17.10.2009

Posted: 18 ოქტ 2009, 01:09
by GAMARJOBA SAKARTVELO
მონაწილეთა სია -

1. Gიო-Hორუს
2. GAMARJOBA SAKARTVELO
3. valerius
4. მოდერი კახა
5. ლადო
6. GOGOLA
7. დიკლო
8. დიკლო+ ლევანი
9. meleksa
10. meleksa_ს + tiko
11. პატრიკას მეგობარი გიორგი
12. meleksa_ს + beqa
13. tamusia
14. მამუ

ხულუტის ციხე-ფიტარეთი ღვინობისთვეს, 17.10.2009

Posted: 18 ოქტ 2009, 01:27
by perwkli
GAMARJOBA SAKARTVELO

ძირითადად მარტივი იყო ანუ?

: ))))))))))

ამ შეცდომის "არგამოყენება" არ იქნებოდა, მე მაპატიე : )))

ხულუტის ციხე-ფიტარეთი ღვინობისთვეს, 17.10.2009

Posted: 18 ოქტ 2009, 01:34
by GAMARJOBA SAKARTVELO

სა20რად მობილიზებული მოლაშქრეების წყალობით, ყველაფერი გეგმის მიხედვით გახორციელდა.
დილით მცირე დაგვიანებით გავედით.
10.23ზე უკვე ტანძიაში ვიყავით.
ტანძიიდან 5 კმში მდებარე ხულუტის ციხეზე დავეშვით.
ძირითადათ დაღმართებზე ვიარეთ.
მდინარე ხრამზე ვაიხიდი იყო გადებული.
თითქოს, ბუნებას მოლაშქრეებისა და მორწმუნეებითვის საგანგებოდ უზრუნია და მდინარეში წაქცეული ხე გადო,
რომელიც მარჯვე ხლხის წყალობით, მუაჯირითაც იყო აღჭურვილი.
თუმცა, ბევრისთვის, ალბათ, ამ ხიდის გადაკვეთა მაინც პრობლემურია.
ხელჯოხი წონასწორობისთვის მისწრებაა.
პრობლემურობის მიუხედავად, ხიდები მშრალად გადავიარეთ.
იქვე იყო ხულუტის ციხე, რომელიც ჩემი აზრით, 1-1 შესანიშნავი ციხესიმაგრეა საქართველოში.
იქ 2 სთ დავყავით.
ციხიდან 49 წთის სავალზეა, ანუ 3 კმშია ფიტარეთის ტაძარი.
სამანქანო გზა პირდაპირ ტაძართან მიდის. თუმცა, უმეტესად აღმართია. ციხიდან 200 მეტრში ვეება მინდორია,
რომელიც საბანაკედაც გამოდგება.
თუმცაღა, სასმელი წყალი არ არის.
მდინარე ამღვრეულია. ზაფხულობით კი კოღო მრავლად არის.
ფიტარეთი მდუმარედ, მაგრამ გამზიანებული დაგვიხვდა.
რა თქმა უნდა, რამდენჯერაც მას ნახავ, იმდენჯერვე იხიბლები მე13 საუკუნის ამ შესანიშნავი ძეგლით, მისი ჩუქურთმებითა და ფრესკებით.
საბედნიეროდ, მალე რესტავრაციაც დასრულდება.
ნაწილობრივი გადახურვაღა დარჩა.
ტაძრიდან 200 მეტრში, სამანქანო გზის პირას მყუდრო ადგილია მონიშნული, სადაც წასახემსებლად მაგიდაც არის და სასმელი წყალიც.
იქაურობა სუფთად არის, რასაც სხვა მრავალ ძეგლზე ვერ ვიტყვი.
სუფრა გაიშალა ისეთი, დიდი ხანი კარავულ გასვლებში რომ არ მინახავს.
როგორც იტყვიან, ჩიტის რძეც კი არ აკლდა.
თუმცა, სადილობა ხანმოკლე იყო, რადგან ხიდი დღის შუქზე, ანუ, არაუგვიანეს 7ის ნახევარზე უნდა გადაგვევლო.
ვფიქრობ, რომ მ გასვლის 1ად1 ნაკლი ხანმოკლე სმა-სადილობა იყო. სულ რაღაც 1 სთ გაგრძელდა.
ისე კი, ფიარეთში 3 სთ მაინც დავყავით.
5ის ნახევარზე უკან გამოვეშურეთ და ხიდთან მართლაც დათქმულ დროზე მივედით.
ნაწილმა ინტერესითვის მდინარეში გატოპა კიდეც.
8ს 20 წთ აკლდა, რომ სულხან-საბას მუზეუმთან ახლოს გაცერებულ მინიბუსთან ვიყავით.
იქ ფიტარეთის ტაძრის მოძღვარი მამა ექვთიმე ვნახეთ. მცირე ხნით ვისაუბრეთ კიდეც.
9 სთზე უკვე დედაქალაქში ვიყავით.

შთამბეჭდავი და სასიამოვნო გასვლა იყო...

ხულუტის ციხე-ფიტარეთი ღვინობისთვეს, 17.10.2009

Posted: 18 ოქტ 2009, 01:41
by GAMARJOBA SAKARTVELO
ხულუტის ციხე

Image


Image

ხულუტის ციხე-ფიტარეთი ღვინობისთვეს, 17.10.2009

Posted: 18 ოქტ 2009, 01:44
by GAMARJOBA SAKARTVELO
ფიტარეთის ტაძარი


Image

Image

Image

ხულუტის ციხე-ფიტარეთი ღვინობისთვეს, 17.10.2009

Posted: 18 ოქტ 2009, 01:47
by GAMARJOBA SAKARTVELO
ესეც ფიტარეთი

Image

ხულუტის ციხე-ფიტარეთი ღვინობისთვეს, 17.10.2009

Posted: 18 ოქტ 2009, 01:51
by GAMARJOBA SAKARTVELO
maikomaiko wrote:GAMARJOBA SAKARTVELO

ძირითადად მარტივი იყო ანუ?

: ))))))))))

ამ შეცდომის "არგამოყენება" არ იქნებოდა, მე მაპატიე : )))
უკაცრავად, მაგრამ როგორც ჩანს, მეძინება და ვერ მივხვდი, რას მეკითხები.

ხულუტის ციხე-ფიტარეთი ღვინობისთვეს, 17.10.2009

Posted: 18 ოქტ 2009, 02:02
by Nephros
GAMARJOBA SAKARTVELO
გამარჯობა საქართველო!
კარგია, მშვიდობითა და დაუსველებლად რომ მოგივლიათ :)
კარგია, მამა ექვთიმეც გინახავთ.
იმედია ზოგიერთი მაპატიებს, ამ ფოტოს უმისამართოდ თუ მიიჩნევს ამ ბმულზე. სამაგიეროდ ზოგიერთს მამა ექვთიმეს გაახსენებს.
მათ ამ მონასტერში მართლაც მძიმე პირობებში უხდებათ ცხოვრება.
გაზაფხულზე, ზაფხულში და შემოდგომას სტუმრობისას ეს სიმძიმე არ იგრძნობა სტუმართათვის, არადა მკაცრი ზამთრის გადატანა არც ისე ადვილია იქ მყოფი ღვთისმსახურებისთვის.
წარმოიდგინეთ, მამა ექვთიმეს ზამთარშიც ხშირად უწევს მეზობელ სოფელში ღვთისმსახურების ჩასატარებლად ფეხით წასვლა...

Image

ხულუტის ციხე-ფიტარეთი ღვინობისთვეს, 17.10.2009

Posted: 18 ოქტ 2009, 02:14
by perwkli
GAMARJOBA SAKARTVELO

აშკარად გეძინება


პირველი პოსტი გადაიკითხე :roll:

ხულუტის ციხე-ფიტარეთი ღვინობისთვეს, 17.10.2009

Posted: 18 ოქტ 2009, 02:22
by Tamari-ch.
ციხიდან 49 წთის სავალზეა, ანუ 3 კმშია ფიტარეთის ტაძარი.

GAMARJOBA SAKARTVELO
5 კმ ია

ანუ ტანძიიდან მდინარემდე 3 კმ
მდინარედან ფიტარეთამდე 5 კმ
სულ 8 კმ - მდეა...

ხულუტის ციხე-ფიტარეთი ღვინობისთვეს, 17.10.2009

Posted: 18 ოქტ 2009, 08:20
by GAMARJOBA SAKARTVELO
maikomaiko wrote:GAMARJOBA SAKARTVELO

აშკარად გეძინება


პირველი პოსტი გადაიკითხე :roll:
ან შენ მელაპარაკები ჩინურად, ან მე არ მყოფნის უნარი, შენს შეკითხვას ჩავწვდე.
რას მეკითხები?
Tamari-ch. wrote:
ციხიდან 49 წთის სავალზეა, ანუ 3 კმშია ფიტარეთის ტაძარი.

GAMARJOBA SAKARTVELO
5 კმ ია

ანუ ტანძიიდან მდინარემდე 3 კმ
მდინარედან ფიტარეთამდე 5 კმ
სულ 8 კმ - მდეა...
ეგრეა?
ე.ი. გუშინ ხელსაწყო მქონდა წამოღებული და იმას აურევია.
თუმცა, 49 წთში 5 კმს დაფარვა ჯუფისთვის საეჭვო მგონია.
აბ, გადავამოწმებ ამ მონაცემს და მერე შევცვლი.
სულ 8 კმ არის, კი ბატონო

ხულუტის ციხე-ფიტარეთი ღვინობისთვეს, 17.10.2009

Posted: 18 ოქტ 2009, 10:30
by Nika
რუკის მიხედვით 3 კმ-ა

ხულუტის ციხე-ფიტარეთი ღვინობისთვეს, 17.10.2009

Posted: 18 ოქტ 2009, 11:21
by Lado meleksishvili
http://up.jeje.ge//download.php?id=19AC3D2836
ეს თიკოს გადაღებული სურათებია. გადმოიწერეთ ვისაც სურვილი გექნებათ.

ხულუტის ციხე-ფიტარეთი ღვინობისთვეს, 17.10.2009

Posted: 18 ოქტ 2009, 13:00
by gogolaa
meleksealpinisti
ყოჩაღ თიკოს კაი სურათებია..

Image

ეს რაგაც უხერხული სურათია? :D :D