და ამ დღეს განსაკუთრებით ვიგრძენით ჯიპიესის აუცილებლობა -
იმიტომ რომ გზა აგვებნა-
და გუდარეხი ვერ ვნახეთ...

თან ყველაზე ცუდი ის იყო, რომ
ადგილობრივებიდან ვერავინ ვნახეთ - რომ წესიერად გამოგვეკითხა -
თუ სად უნდა გვევლო.
იმის გამო, რომ გზას ავცდით -
ბევრი სიარული მოგვიწია ტყუილად...
და გუდარეხის ნაცვლად გამოვიდა
"გასეირნება ბუნებაში გუდარეხთან"...

1. რეგიონი:
ქვემო ქართლი, თეთრიწყაროს რაიონი
2. მარშუტის დასახელება:
გუდარეხი - ფიტარეთი
3. ხანგრძლივობა:
1 დღე
4. სირთულე:
რთული შუა ზაფხულში,
საშ. - გრილ ამინდში
5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება
220 ლარი
6. მონაწილეთა რაოდენობა
18
7. რთული მონაკვეთები
მდინარე ხრამი.
გუდარეხთან მისასვლელი გზა - ძირითადად გზისპირიდან ფეხისაა სასიარულო.
8. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
ტანძია, თეთრიწყარო.
9. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
თბილისი - გუდარეხი - ფიტარეთი - სულ დაახლოებით 170 - 180 კმ
10. ფეხით გავლილი მანძილი:
8 კმ (3 კმ ტანძიიდან ხულოტის ცხიხემდე და 5 კმ ციხიდან ფიტარეთამდე
+ ვიარეთ ბევრად მეტი - იმის გამი, რომ გზა აგვებნა.
11. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები:
თეთრიწყაროს წმ ნიკოლოზის სახ. ეკლესია, ხულოტის ციხე,
ფიტარეთის ღვთისმშობლის სახელობის მამათა მონასტერი
12. საბანაკე ადგილები:
ბევრია, ციხესთანაც და მონასტერთან, ხრამთან.
13. სასმელი წყალი მარშრუტზე:
გუდარეხთან წყარო გზის პირას,
ტანძიაში გზის დასაწყისში 2 წყარო,
ფიტარეთში მონასტრის გვერდით
14. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:
მოხერხებული ფეხსაცმელი, საწვიმარი, გამოსაცვლელი სამოსი, მზისგან დამცავი ნელსაცხებლები, ქუდი, მწერისაგან (კერძოდ კოღოსაგან) დამცავი საშუალება, წყალი.
15. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო
ზაფხული, შემოდგომა
16. რისკები, საფრთხეები:
მდინარე ხრამი,
17. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების შემთხვევაში, შეიძლება, ამ გასვლის ფარგლებში ინახოს
ბოლნისის სიონი, ქვეშის ციხე, ტანძიაში ეკლესია.
18. რუქა

19. გასვლის, ლაშქრობის შეფასება 10ბალიანი სისტემით
12
