უცნობი სამეგრელო / მეგრული ტური 3 ავტოსტოპით 10-15.07.09

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
უცნობი სამეგრელო / მეგრული ტური 3 ავტოსტოპით 10-15.07.09

Post by ARCHILI » 18 ივლ 2009, 01:42

მაშ, ასე, 10,11,12,13,14,15 ივლისს მეგრული ტური 3 შედგა.

მეგრული ტური 1-ისა და მეგრული ტური 2-ის შემქმნელისაგან:

თბილისი - ხობი - ბულიწყუ - პირველი მაისი - ხეთა - ხამისქური - ცაიში - ზუგდიდი - თბილისი / მეგრული ტური 3



გთავაზობთ:

1. არჩილი
2. არჩილის პლიუსი ალექსანდრე
3. ოდე
4. ოდეს პლიუსი არჩილი

მოვიარეთ :

1. ხობის სამონასტრო კომპლექსი - ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი.

2. წმინდა სოფიას ტაძარი და ტაძრის ქვეშ გამოქვაბული.

3. მაჩხომერი.

4. ჯახუთი.

5. ნასკალე.

6. ყურუმელიას ჯიხა (ციხე).

7. სალომაიოში ჩხაიას ჩანჩქერი.

8. ნოჯიხინის უბანი.

9. წინაგოლას უბანი.

10. ოხვამეკარის მთავარანგელოზის ეკლესია.

11. საჯირიოს ჩეოხვამეს, ძველი თეთრი ტაძარი.

12. პაპანწყვირის ტბა

13. ხამისქურის ციხე.

14. ვლაქერნობა - ღვთისმშობლის კვართის გამობრძანება


ძალიან საინტერესო და ჯერჯერობით, ყველაზე ფათერაკიანი ტურიც არა მხოლოდ ჩემს, არამედ, მგონი კარვის ისტორიაშიც... :) ყველაფერი ერთად კი შესანიშნავი თავგადასავალი გამოვიდა, განსაკუთრებით კი ფინალი, ვლაკერნობაზე დასწრება და ღვთისმშობლის კვართისა და წმინდა ნაწილების მთხვევა...
Last edited by ARCHILI on 09 თებ 2011, 14:04, edited 9 times in total.

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
უცნობი სამეგრელო / მეგრული ტური 3 ავტოსტოპით 10-15.07.09

Post by ARCHILI » 18 ივლ 2009, 01:55

1. რეგიონი:

სამეგრელო

2. მარშუტის დასახელება:

თბილისი-ხობი-ბულიწყუ-პირველი მაისი-ხეთა-ხამისკური-ცაიში-ზუგდიდი

3. ხანგრძლივობა:

6 დღე

4. სირთულე:

არაუშავდა

5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება

მგზავრობა იქით 1 ლარი, აქეთ მატარებლით წამოვედით და 6 ლარი

კვება 15 ლარი

სულ 23-25 ლარი

6. მონაწილეთა რაოდენობა

4

7. გასვლის, ლაშქრობის ორგანიზატორი

ორგანიზატორი: კარავი

ტურის მენეჯერი: არჩილი

8. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:

აღნიშნული სოფლები

9. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:

სამსარაღაც-ოთხასამდე

10. ფეხით გავლილი მანძილი:

დღეში საშუალოდ 15 კილომეტრი

ჯამში 70-80 კილომეტრი იქნება

11. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები:

1. ხობის სამონასტრო კომპლექსი - ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი.

2. წმინდა სოფიას ტაძარი და ტაძრის ქვეშ გამოქვაბული.

3. მაჩხომერი.

4. ჯახუთი.

5. ნასკალე.

6. ყურუმელიას ჯიხა (ციხე).

7. სალომაიოში ჩხაიას ჩანჩქერი.

8. ნოჯიხინის უბანი.

9. წინაგოლას უბანი.

10. ოხვამეკარის მთავარანგელოზის ეკლესია.

11. საჯირიოს ჩეოხვამეს, ძველი თეთრი ტაძარი.

12. პაპანწყვირის ტბა

13. ხამისქურის ციხე.

12. საბანაკე ადგილები:

I ღამე ხობში: მდინარე ხობისწყალთან.
II ღამე ჩხაიას ჩანჩქერთან.
III ღამე პაპანწყვირეს ტბასთან.
IV ღამე ცაიშში მდინარე ჯუმთან - მაგრამ აქ თუ მოხვდებით, მხოლოდ ვინმესთან ოჯახში გაათენეთ ღამე, გარეთ და დამოუკიდებლად არ გირჩევთ.
V ღამე ზუგდიდში ახლობლებთან.

13. სასმელი წყალი მარშრუტზე:

სოფლებში

14. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:

15. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო


16. რისკები, საფრთხეები:

ზუგდიდის რაიონი - იქ ჯერაც 90-იანი წლების საქართველოა.

17. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების
შემთხვევაში, შეიძლება, ამ გასვლისას ინახოს


ჯიხაშკარი

18. პირობები სხვა და სხვა აქტივობისთვის

19. პირობები ფიჭური კავშირგაბმულობისთვის:

უპრობლემოდ.

20. სასარგებლო საკონტაქტო ინფო

21. რუქა, ჯი-პი-ეს-მონაცემები

ეს რეგიონის რუკა

Image

ეს კი გადაადგილების რუკა

Image
Last edited by ARCHILI on 20 აგვ 2009, 14:58, edited 3 times in total.

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
უცნობი სამეგრელო / მეგრული ტური 3 ავტოსტოპით 10-15.07.09

Post by Tamari-ch. » 18 ივლ 2009, 02:10

ზუგდიდის რაიონში განსაკუთრებით იფრთხილეთ.


16. რისკები, საფრთხეები:

ზუგდიდის რაიონი - იქ ჯერაც 90-იანი წლების საქართველოა.
რამე ხომ არ წაგართვეს?
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
უცნობი სამეგრელო / მეგრული ტური 3 ავტოსტოპით 10-15.07.09

Post by ARCHILI » 18 აგვ 2009, 13:55

:arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow:

მაშ, ასე...

ერთ-ერთი განსაკუთრებულად საინტერესო და დასამახსოვრებელი...

ამ ლაშქრობის დაგეგმვა განსაკუთრებული მიზნით მოხდ
ა, 15 ივლისს ზუგდიდში ვლაკერნობის დღესასწაულზე დასასწრებად რამდენიმე დღიანი მოლოცვითი ტური სამეგრელოს ამ ნაწილში.

პირადად, მე და ჩემმა მეგობრებმა სამეგრელოს ეს ნაწილი ხელახლა აღმოვაჩინეთ თავისი აღსანისნავობებით და მათი ისტორიებით.

ბედნიერი ვარ, რომ ამის საშუალება მომეცა, მაგალითად, ნამდვილად არ მეგონა თუ აია სოფიას ტაძარს საქართველოში ვნახავდი ან თუ ისეთ შესანიშნავ ტბას ვიხილავდი, როგორიც პაპანწყვირეა, თუ ვლაქერნობისას დილითვე ვემთხვეოდით ღვთისმშობლის კვართს, თუნდაც მდინარის პირებზე დაბანაკება, თუნდაც ხიფათები, რომელსაც დღეს სიცილიტა და ინტერესით ვიხსენებთ და სხვა უამრავი საინტერესო რამ, რომლის შესახებაც ნელ-ნელა მოვყვები აუცილებლად.

ყველაფერი კი დილის 06:30 დაიწყო.

ელმავალი თბილისი-ბორჯიმი, გადის ბორჯომის ვაგზლიდან. ბილეთის ფასი ხაშურამდე 1 ლარი.

ხაშურში კი უკვე ტრადიციული ფოტო ერთ-ერთ პატარა მოედანზე:

Image

შემდეგ კი უკვე ავტოსტოპი ცენტრალური მაგისტრალიდან.

რამდენადაც ავტოსტოპის "მცოდნენი" ამ ოთხში ორნი ვიყავით, მე და ლექსო, ამდენად ოდე მე დავიამხანაგე, ხოლო მეორე არჩილს ინსტრუქტორად ლექსო დავუნიშნე.

დროებით დავემშვიდობეთ ახალგაზრდებს და მე და ოდემ ფეხით გავაგრძელეთ გზა.

ლექსო და მეორე არჩილი

Image

ერთმანეთთან კავშირს ესემესებით ვახდენდით, ხიდთან არ მისული მე და ოდე ერთმა მანქანამ წაგვიყვანა მალევე სამტრედიამდე, შემდეგ მეორემ და ეს მეორე მანქანა ფრიად საინტერესო აღმოჩნდა ჩვენთვის.

მოგზაური ხალხი ბევრს უყვარს. ჩვენი მანქანის მასპინძლები (ასე ვუწოდებ ხოლმე იმ მანქანის მძღოლებს, რომლებიც დაგვიმგზავრებენ ხოლმე) არა მხოლოდ მანქანის მასპინძლები, კუთხის მასპინძლებადაც მოგვევლინენ.

ჯერ სენაკში გააჩერეს. რესტორანში, რომელიც მეგრული ტურების მონაწილეებისათვის ძალზე ნაცნობია ( :D :D :D ) ჩვენ სადილზე დაგვპატიჟეს და მოგზაურობების შესახებ ვისაუბრეთ.

Image

ეს დამეგობრებული ადამიანები შპს "BIG GEORGIA"-ს დირექტორი ზურა ბიგვავა და მისი მოადგილე აღმოჩნდა. მათ ჩაგვიყვანეს ხობამდეც, სადაც მოკრძალებით გვთხოვეს ჩვენს მოგზაურობაში მათთვის მცირედი წვლილის შეტანის შესაძლებლობა მიგვეცა. ამას გარდა რამდენიმე ძალიან საინტერესო ადგილის შესახებ მოგვითხრობეს და მიგვიპატიჟეს, ოღონდ თქვენ ჩამოდით და არც პატივისცემას დაგაკლებთ და არც ცივ ნიავს მოგაკარებთო.

ხობში მათთან სამახსოვრო ფოტოები გადავიღეთ მე და ოდემ

Image

Image

ოდეს გადასცეს შესაწირი ჩვენს მოგზაურობაში:

Image

დავემშვიდობეთ ახალ მეგობრებს, შემდეგ მე და ოდე ხობისწყალთან ჩამოვჯექით ალექსისა და მეორე არჩილის დასახვედრად. ისინი არც თუ შორს იყვნენ ჩვენგან და დაახლოებით ერთ საათში კვლავ ერთად შევიკრიბეთ.

ავტოსტოპის თავგადასავლები ერთმანეთს მოვუყევით, მე და ოდემ კი გაზრდილი ბიუჯეტი ვახარეთ, კვლავ ავიბარგეთ და ხობის სამონასტრო კომპლექსისაკენ გავემართეთ.

:arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow:

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
უცნობი სამეგრელო / მეგრული ტური 3 ავტოსტოპით 10-15.07.09

Post by ARCHILI » 18 აგვ 2009, 14:28

:arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow:

ჩვენ გავემართეთ ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ხობის სამონასტრო კომპლექსისაკენ.

ხობის სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს ხობისწყლის მარცხენა ნაპირზე, ქ. ხობიდან 3 კილომეტრის დაშორებით სოფელ ნოჯიხევის ტერიტორიაზე. ძველად მას ხოფის, ხობის მონასტერს ეძახდნენ.

ხობის მონასტერი სამონასტრო კომპლექსში შედის ტაძარი, სასახლე, სამრეკლო, გალავანი და სხვა ნაგებობათა ნაშთები. გალავანი XX საუკუნის 70-იან წლებში აღადგინეს, გუმბათიანი სამრეკლო ერთ-ერთი უდიდესია საქართველოში, რომელიც თლილი ქვისაგანაა ნაგები, აქვს შვიდი სარკმელი, სამრეკლო ადრე მოხატული ყოფილა. გალავნის შიგნით დგას ბაზილიკური დარბაზული ტიპის ტაძარი, რომელსაც აქვს გვიანდელი მინაშენები: XIV საუკუნის დამლევის ეგვტერი, აგრეთვე სამხრეთიდან და დასავლეთიდან შემორტყმული დერეფნები.

ზუსტი თარიღი აშენების შესახებ არ არსებობს.
მონასტერმა დღევანდელი სახე XI-XII საუკუნეების მიჯნაზე მიიღო. ტაძარი დამშვენებულია ჩუქურთმებითა და ფრესკებით. ფრესკები ძლიერ დაზიანებულია და სასწრაფოდ სერიოზულ სარესტავრაციო სამუშაოების ჩატარებას მოითხოვს.

ლევან დადიანის სიტყვებით: «პატიოსანთა და სახელოვანთა ძუელთა ჩუენთა პაპათა და პაპისპაპათა.... გვირგვინოსანთა საფლავი იყო». უნდა ვიგულისხმოთ, რომ, ხობის მონასტერი ძველ დადიანთა საგვარეულო საძვალეს წარმოადგენდა. აქედან გამომდინარე ნავარაუდევია, რომ ცოტნე დადიანიც აქ უნდა იყოს დასაფლავებული.
ხობის ტაძარში დასვენებული იყო უძვირფასესი ხატები, რომლებიც დღეს სხვადასხვა მუზეუმებშია დაცული.

ხობის ტაძრის კუთვნილებას წარმოადგენდა ისეთი სიწმინდეები, როგორებიცაა: ღვთისმშობლის კვართი, წმინდა გიორგის ბარძაყი, იოანე ნათლისმცემლის ნაწილები, წმინდა მარიანეს მკლავი, წმინდა კვირიკეს ხელის მტევანი, შოლტი-რომლითაც მაცხოვარი იგვემა, დავით აღმაშენებლის საწინამძღვრო ჯვარი, თამარ მეფის გულსაკიდი ჯვარი. მრავალნაწილიანი ხატი, რომელიც 52 უჯრად არის გაყოფილი, რომლებშიც წმინდანთა ნაწილებია და ამ ხატის შუაში მოთავსებულია ძელიცხოვლის ჯვარი.

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

:arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow:

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
უცნობი სამეგრელო / მეგრული ტური 3 ავტოსტოპით 10-15.07.09

Post by ARCHILI » 20 აგვ 2009, 13:20

:arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow:

ჩვენ - მეგრული ტური 3-ის მონაწილეები:

ჩემი პლიუსი - ალექსანდრე (ნინოლას ძმა)

Image

დიადი მეგრელი ოდე

Image

ოდეს პლიუსი არჩილი

Image

და მე - არჩილი

Image


:arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow:

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
უცნობი სამეგრელო / მეგრული ტური 3 ავტოსტოპით 10-15.07.09

Post by ARCHILI » 20 აგვ 2009, 13:41

:arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow:

ხობის მონასტრიდან წამოსულები, მგზავრობისაგანაც და სიარულისაგანაც ცოტა დაღლილები ვიყავით, გადავწვიტეთ, ხობის პირას დავბანაკებულიყავით სადმე.

გადავედით მატარებლისათვის განკუთვნილ ხიდზე.

Image

Image

და დავბანაკდით მდინარე ხობისწყლის პირას

Image

მდინარე ხობისწყალი მზის ამოსვლისას

Image

:arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow:

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
უცნობი სამეგრელო / მეგრული ტური 3 ავტოსტოპით 10-15.07.09

Post by ARCHILI » 20 აგვ 2009, 14:24

:arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow:

დილიდან ბულიწყუსკენ და პირველი მაისისაკენ დავიწყეთ სვლა.

პირველი მაისი მდებარეობს ხობის რაიონში, ოდიშის დაბლობზე, ქალაქ ხობისა და ხეთის შუა. ურთის სერის სამხრეთ აღმოსავლეთ ბოლოსთან მდინარე მუნჩიის მარცხენა ნაპირზე, ხობი ზუგდიდის მაგისტრალზე, ხობიდან 4 კილომეტრის დაშორებით.

პირველი მაისის ფართობი 1200 ჰა, მოსახლეობის რაოდენობა 2534 კაცი.

პირველი მაისი მოიცავს ორ ძირითად ნაწილს: პირველი ბულიწყუ (ამჟამინდელი ბულიწყუ) და მეორე ბულიწყუ ამჟამინდელი საკვიკვინიო.

სოფლის უდიდეს მნიშვნელობაზე მიუთითებს მის ტერიტორიაზე შენარჩუნებული ისტორიული ძეგლები: წმინდა სოფია, მაჩხომერი, ჯახუთი, ნასკალუ, ყურუმელიას ჯიხა.

ჩვენც მათ მოსანახულებლად გავეშურეთ საშინელ და მწველ სიცხეში.

Image

არჩილი

Image

ლექსო

Image

არჩილი

Image

ოდე

Image

:arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow:

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
უცნობი სამეგრელო / მეგრული ტური 3 ავტოსტოპით 10-15.07.09

Post by ARCHILI » 20 აგვ 2009, 14:40

:arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow:

მეგრული ოდა

Image

ბამბუკები

Image

გზაზე - მივემართებით აია სოფიას ტაძრისაკენ

Image

Image

:arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow:

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
უცნობი სამეგრელო / მეგრული ტური 3 ავტოსტოპით 10-15.07.09

Post by ARCHILI » 20 აგვ 2009, 14:48

:arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow:

ვიარეთ.

ვიარეთ.

ვიარეთ.

და მივადექით ბულიწყუს აია სოფიას ტაძარს, რომელიც საქართველოში ერთადერთია. მიეკუთვნება დაახლოებით III-IV საუკუნეებს.

Image

წმინდა სოფიას ეკლესია მდინარე მუნჩიის სანაპიროზე მდებარეობს. ეკლესიას ირგვლივ გალავანი უვლის. შესასვლელში ოთხკუთხა კოშკის ნაშთია. ეკლესია, კოშკი და გალავანი ნაგებია ადგილობრივი კირქვით. ეკლესია ამაღლებულ ბექობზე დგას.

ტაძარი სავარაუდოდ 1614 წლის მიწისძვრის დროს დანგრეულა და შემდეგ აღუდგენიათ ლევან დადიანის ბრძანებით და შემწეობით. ამაზე მიუთითებს ეზოში გაბნეულ ჩუქურთმიანი ლოდები. წმინდა სოფიას ტაძრის შესახებ ყველაზე სრულყოფილი მონაცემები მოგვაწოდა გ. ჩიტაიამ ნაშრომში “ფოთისა და ხობის ეპარქიის ისტორიული ძეგლები“.

ტაძრის შემოგარენში აღმოჩენილია ადრე ფეოდალური ხანის თიხის ჭურჭლის ნატეხები. ეტყობა მე-19 საუკუნემდე სოფელი ამ ტაძრის ირგვლივ მდებარეობდა. როდესაც რუსული მმართველობა დამთავრდა გარეთა შემოსევები შეწყდა სოფელი ვაკეში ჩამოსულა და იქვე ვაკეში აუშენებიათ - საკვიკვინოს წმინდა სოფიოს ეკლესია. ძველი საეკლესიო ხატები ჯვრები და ჭურჭლები ახალ ეკლესიაში ადმოუსვენებიათ. მკვლევარ-ისტორიკოსი ხარიტონ კაკულიას ცნობით აია სოფიაში მოიაზრება ფაზისის უძველესი აკადემია.

1923 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ ეკლესია დახურა.

ტაძრის ქვეშ გამოქვაბულია.

სამწუხაროდ, ეკლესია ამჟამად ნგრევის პირასაა.

:arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow:

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
უცნობი სამეგრელო / მეგრული ტური 3 ავტოსტოპით 10-15.07.09

Post by ARCHILI » 22 აგვ 2009, 12:49

:arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow:

აია სოფიას ტაძარი საქართველოში

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

:arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow:

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
უცნობი სამეგრელო / მეგრული ტური 3 ავტოსტოპით 10-15.07.09

Post by ARCHILI » 22 აგვ 2009, 13:29

:arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow:

ისევ აია სოფიას ტაძარი

Image

Image

Image

Image

Image

:arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow:


User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
უცნობი სამეგრელო / მეგრული ტური 3 ავტოსტოპით 10-15.07.09

Post by ARCHILI » 22 აგვ 2009, 14:34

:arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow:

ლექსო, ოდე და არჩილი

Image

ოდე

Image

ლექსო

Image

ოდეს პლისი არჩილი

Image

მე - არჩილი

Image


ქართული აია სოფიას ტაძრის მონახულების შემდეგ ჩვენ მდინარე ჩხაიასკენ - უფრო ზუსტად კი ჩხაიას ჩანჩქერისაკენ გავემართეთ...
:arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow:

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
უცნობი სამეგრელო / მეგრული ტური 3 ავტოსტოპით 10-15.07.09

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 23 აგვ 2009, 02:15

ARCHILI wrote: ხობის ტაძრის კუთვნილებას წარმოადგენდა ისეთი სიწმინდეები, როგორებიცაა: ღვთისმშობლის კვართი, წმინდა გიორგის ბარძაყი, იოანე ნათლისმცემლის ნაწილები, წმინდა მარიანეს მკლავი, წმინდა კვირიკეს ხელის მტევანი, შოლტი-რომლითაც მაცხოვარი იგვემა, დავით აღმაშენებლის საწინამძღვრო ჯვარი, თამარ მეფის გულსაკიდი ჯვარი. მრავალნაწილიანი ხატი, რომელიც 52 უჯრად არის გაყოფილი, რომლებშიც წმინდანთა ნაწილებია და ამ ხატის შუაში მოთავსებულია ძელიცხოვლის ჯვარი.
რამდენი სიწმინდე ყოფილა ამ ტაძარში.
ჩემთვის სიახლეა, რომ საქართველოში ყოფილა ის შოლტ, რომლითაც მაცხოვარი იგვემა.

ARCHILI
აქვე გკითხავ, ჰომ არ იცი, ქართული აია სოფიას ისტორია?
როგორ გაჩნდა საქართველოში?
ჩვენთან ბიზანტიური საეკლესიო გავლენა ძლიერი კი იყო, მაგრამ ეს ტაძარი ბერძნულს არაფრით ჰგავს
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]