Page 1 of 12

თელეთი-ჭაპალას ციხე-განთიადი-დმანისის ნაქალაქარი, 15.03.2009

Posted: 16 მარ 2009, 00:34
by GAMARJOBA SAKARTVELO
1. რეგიონი:
ქვემო ქართლი,
გარდაბანი-ბოლნისი-დმანისის რაიონები

2. მარშუტის დასახელება:
თბილისი-თელეთი-ჭაპალა-ბოლნისი-კაზრეთი-განთიადი-პატარა დმანისი-თბილისი

3. ხანგრძლივობა:
1 დღე

4. სირთულე:
მარტივი

5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება
150 ლარი მინიბუსისთვის, მგზავრზე 8ლ.65თ

6. მონაწილეთა რაოდენობა
19

7. გასვლის, ლაშქრობის 2განიზატორი
GAMARJOBA SAKARTVELO

8. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
მარნეული-ბოლნისი-დმანისი და სხვა მრავალი სოფელი.
თელეთთან ასევე, ახლოს არის თბილისი, კოდა, შავნაბადა, კუმისი

9. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
258 კმ

10. ფეხით გავლილი მანძილი:
2 კმ სოფელ ჭაპალას შესასვლელიდან ციხემდე.
თუმცა, ციხის ძირამდე სამანქანო გზა არის

11. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები:
თელეთი - წმინდა გიორგის სახელობის სამონასტრო კომპლექსი,
მონასტერთან ახლოს მდებარე ბაზილიკა
ჭაპალა - სოფლის შესასვლელთან უძველესი თაღოვანი ხიდი, ციხე-სიმაგრე და
თანმდევი ნაგებობების ნაშთები
განთიადი - სოფლის ბაზილიკა (წმნინდა გიორგის)
პატარა დმანისი - ნაქალაქარი, დმანისის სიონი, 1ლი ევროპელების მზიასა და ზეზვას
სამარხები (2009 წლის ზაფხულიდან ღია მუზეუმის სახით)

12. საბანაკე ადგილები:
თელეთი - მონასტრის უკან, კრწანისისკენ გადამავალი ბილიკების სიახლოვეს
ჭაპალა - ციხესთან ახლოს
განთიადი - ახლომახლოს არ არის
პატარა დმანისი - შესანიშნავი ადგილებია სიონის გვერდით ჩამომავალი მდინარე მოშევანის ნაპირებთან

13. სასმელი წყალი მარშრუტზე:
დასახლებულ ადგილებში ყველგან არის.
უშუალოდ ჭაპალას ციხეზე არ არის.

14. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:
მონასტრებში შესასვლელად ქალებისთვის თავსაბურავი და კაბით(!) შესვლა (განსაკუთრებული სიმკაცრე თელეთის ეკლესიაშია).
ციხისთვის კლდე-ქვაზე დაცურების საწინააღმდეგო ძირიანი ფეხსაცმელი

15. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო
ნებისმიერი დრო

16. რისკები, საფრთხეები:
ჭაპალას ციხესთან ახლოს მწყემსების ავი ძაღლები

17. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების
შემთხვევაში, შეიძლება, ამ გასვლისას ინახოს

თელეთი
შავნაბადის მონასტერი
ჭაპალა
ცურტავისა (ქოლაგირი) და ქვეშის ციხეები
განთიადი-პატარა დმანისი
დმანისის ეპარქიის ეკლესია-რეზიდენცია, სალუგლიგელის ტბა

18. პირობები სხვა და სხვა აქტივობისთვის
თელეთი
ლაშქრობა თელეთიდან თბილისისკენ კრწანისი-აბანოთუბანში ჩამოსვლით
ჭაპალა
თევზაობა ისტორიულ ხიდთან ახლოს
პატარა დმანისი
თევზაობა მონასტერთან ახლოს,
კენკრისა და სხვა სამკურნალო მცენარეების შეგროვება

19. პირობები ფიჭური კავშირგაბმულობისთვის:
მობილური ოპერატორები ყველაგნ შეუფერხებლად მუშაობს.
მცირეოდენი ხარვეზებია დმანისის ნაქალაქართან

20. სასარგებლო საკონტაქტო ინფო
განთიადი
სოფლის თემის რწმუნებული ჯემალ დაუთაშვილი, ტელ: 855 25 84 73
პატარა დმანისი
დმანისის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი
მისამართი: 1706, დმანისის რაიონი, სოფელი პატარა დმანისი
ტელეფონი: (+995) 99 91 52 70

21. რუქა, ჯი-პი-ეს-მონაცემები
თელეთი
http://www.maplandia.com/georgia/georgi ... mo-teleti/
41° 38' 41" , 44° 51' 29"
დმანისი
41°19'49"N 44°12'47"E

22. გასვლის, ლაშქრობის შეფასება 10ბალიანი სისტემით
ჭაპალას ციხე 9,0
დანარჩენი - 8,5

23. სასარგებლო ბმულები
ამ გასვლის გეგმა
http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=3098&start=0
სხვა გასვლების თემები
http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=1867
http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=1471

თელეთი-ჭაპალას ციხე-განთიადი-დმანისის ნაქალაქარი, 15.03.2009

Posted: 16 მარ 2009, 00:41
by GAMARJOBA SAKARTVELO
1. okulone
2. Gamge
3. Gamges+
4. Don
5. Kurush
6. legenda
7. ამიგო
8. GAMARJOBA SAKARTVELOს + (თამუნა)
9. KSOVRELI
10. ზვიოსული
11. burdula
12. burdulaს +
13. ციცი
14. Truli
15. GAMARJOBA SAKARTVELO
16. აცა
17. აცას შვილი - აცაგვანცა
18-19. ლია- რუსუდანი (იმედია, მომავალი კარაველები)

კიდევ, თან გვახლდნენ მძღოლის შვილი და მეგობარი

თელეთი-ჭაპალას ციხე-განთიადი-დმანისის ნაქალაქარი, 15.03.2009

Posted: 16 მარ 2009, 00:44
by Int3lig3nt
დილას თქვენი გაცილება მინდოდა, მაგრამ ვერ მოგისწარით :(.
ოპერასთან ვიყავი, რომ დაიძარით :).

თელეთი-ჭაპალას ციხე-განთიადი-დმანისის ნაქალაქარი, 15.03.2009

Posted: 16 მარ 2009, 01:11
by GAMARJOBA SAKARTVELO
თბილისიდან 09.16ზე გავედით.
გეზი თელეთისკენ ავიღეთ
იქ ჯერ წმინდა გიორგის სახელობის სამონასტრო კომპლექსი ვნახეთ
Image

შემდეგ, 300 მეტრში მდებარე ეს მცირე ეკლესია, რომელიც დაკეტილი დაგვიხვდა
Image

თელეთიდან მშვენივრად ჩანს შავნაბადის მონასტერიც
Image

თელეთი-ჭაპალას ციხე-განთიადი-დმანისის ნაქალაქარი, 15.03.2009

Posted: 16 მარ 2009, 01:17
by GAMARJOBA SAKARTVELO
გეზი სოფელ ჭაპალასკენ (ბოლნისის რაიონი) ავიღეთ.
1 სთში სოფელში ვიყავით, რომელიც, ძირითადათ, გამრჯე აზერბაიჯანელებითაა დასახლებული.
ჭაპალა ამ ხიდიდან იწყება
Image

მე17 საუკუნისა.
ხიდზე მუდმივადაა მოძრაობა.
აგერ, ადგილობრივები, მშვიდები, ღიმილიანები.
Image

თუმცა, საყველპურო ქართულის მცოდნე 2-3 სთის მანძილზე, არავინ შეგვხვედრია

თელეთი-ჭაპალას ციხე-განთიადი-დმანისის ნაქალაქარი, 15.03.2009

Posted: 16 მარ 2009, 01:22
by GAMARJOBA SAKARTVELO
ციხე სოფლიდანვე კგდ ჩანს
Image

2ღობეების გავლით რკინიგზა გადავკვეთეთ და ციხის ფერდობზე ჩამოკონწიალებულ ბილიკს შევუდექით
Image

ციხის გარშემო მრავალი ნაგებობის ნაშთია.
იქ ვიატრიალეთ.
შემდეგ ციხის კლდეზე ავბობღდით და აი, ასეთი ხედები გადავიღეთ
Image

Image

უზარმაზარი ტრამალები მოხნულ-დათესილ-მოვლილი და საამო საცქერი იყო

თელეთი-ჭაპალას ციხე-განთიადი-დმანისის ნაქალაქარი, 15.03.2009

Posted: 16 მარ 2009, 01:23
by GAMARJOBA SAKARTVELO
ჭაპალას ციხის მეზობლად რამოდენიმე კლდეა
ეს ფოტო 1-1 მათგანიდან გადავიღე
Image

თელეთი-ჭაპალას ციხე-განთიადი-დმანისის ნაქალაქარი, 15.03.2009

Posted: 16 მარ 2009, 01:28
by GAMARJOBA SAKARTVELO
ციხიდან მშვენივრად ჩანს პატარა ეკლესია
Image

არ არის მოქმედი.
თუმცა, შინაურ ცხოველთა თავშესაფრად კია ქცეული...
ვფიქრობ, რომ 35-40 სმიანი წინაღობის დადებაც საკმარისია, რომ საქონელმა შიგნით აღარ შეაღწიოს....

ცხადია, ეკლესეიიდანც მშვენივრად ჩანს ჭაპალას ციხე
Image

Image

ამ ადგილას ნახევარი სთ მაინც გავჩერდით და მზადება დმანისისთვის დავიწყეთ
Image

თელეთი-ჭაპალას ციხე-განთიადი-დმანისის ნაქალაქარი, 15.03.2009

Posted: 16 მარ 2009, 01:30
by GAMARJOBA SAKARTVELO
ვიდრე ჯგუფის 1 ნაწილი გზაზე ჩამოვიდოდა, მე2 ნაწილმა ადგილობრივ გლეხებთან გავაბით მუსაიფი
Image

ბევრნი იყვნენ, კარტოფილს თესდნენ და გუთანს ავლებდნენ

თელეთი-ჭაპალას ციხე-განთიადი-დმანისის ნაქალაქარი, 15.03.2009

Posted: 16 მარ 2009, 01:34
by teo-
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:ვიდრე ჯგუფის 1 ნაწილი გზაზე ჩამოვიდოდა, მე2 ნაწილმა ადგილობრივ გლეხებთან გავაბით მუსაიფი
Image

ბევრნი იყვნენ, კარტოფილს თესდნენ და გუთანს ავლებდნენ
მომწონს

თელეთი-ჭაპალას ციხე-განთიადი-დმანისის ნაქალაქარი, 15.03.2009

Posted: 16 მარ 2009, 01:36
by GAMARJOBA SAKARTVELO
სთნახევარში დმანისის რაიონის სოფელ განთიადში ვიყავით და ეს პატარა ეკლესია ვნახეთ
Image

აქედან შეგვეძლო ქალაქ დმანისში ჩავსულიყავით და ეპარქიის რეზიდენცია და სამლოცველო გვენახა, მაგრამ ვინაიდან ჯგუფს
ნაქალაქევის ნახვა სურდა, პატარა დმანისში ჩავედით
Image

ეს ადგილი იმ 15მდე კარაველს კგდ ახსოვს, ვისთანაც 1ად 2008 წლის აპნისში ვიყავი.
მათ შორის, შატილიონკა იყო, სიცოცხლით სავსე გოგო...

ნაქალაქარის ტაძარი ღვთისმშობლის მიძინებისაა.
დმანისის სიონად იწოდება და მდიდარია ჩუქურთმებით

Image

თელეთი-ჭაპალას ციხე-განთიადი-დმანისის ნაქალაქარი, 15.03.2009

Posted: 16 მარ 2009, 01:43
by GAMARJOBA SAKARTVELO
ტაძრიდან 100 მეტრში ის ადგილია, სადაც წლების წინათ 1ლი ევროპელების მზიასა და ზეზვას ჩონჩხები აღმოაჩინეს.
აი, ეს ადგილიც
Image

მკვლევარებმა ლოტოსის ფორმაში დამარხული ადამინის კიდევ 1 ჩონჩხი აღმოაჩინეს
Image

მუზეუმების გა1ანების ხელმძღვანელის დათო ლორთქფანიძის მოთავეობითა და ბი-პის დახმარებით,
ახლა, აქ ღია მუზეუმი კეთდება
Image

და 2009 წლისზაფხულში დამთვალიერებლებისთვის გაიხსნება.

თელეთი-ჭაპალას ციხე-განთიადი-დმანისის ნაქალაქარი, 15.03.2009

Posted: 16 მარ 2009, 01:45
by GAMARJOBA SAKARTVELO
კიდევ რა, მგონი, "კარავს" გზა კიდევ 1 ახალი მიმართულებისკენ -
ჭაპალას ციხისკენ გავუკვალეთ.
ახლა, თქვენც ნახეთ.
ძნ ისიამოვნებთ

თელეთი-ჭაპალას ციხე-განთიადი-დმანისის ნაქალაქარი, 15.03.2009

Posted: 16 მარ 2009, 02:02
by VANO
აუუუუუუუუუუ ძააააან მწყდება გული რო არ ვიყავი :cry: :cry: :cry:



კიდე ხო არ დაგეგმავთ მანდ წასვლას? :(

თელეთი-ჭაპალას ციხე-განთიადი-დმანისის ნაქალაქარი, 15.03.2009

Posted: 16 მარ 2009, 02:36
by GAMARJOBA SAKARTVELO
Int3lig3nt wrote:დილას თქვენი გაცილება მინდოდა, მაგრამ ვერ მოგისწარით :(.
ოპერასთან ვიყავი, რომ დაიძარით :).
ძნ დაგაგვიანდა.
უბრალოდ, მეტ ხანს ვეღარ გიცდიდით.
აცა და მისი ბავშვი ორთაჭალაში გველოდნენ