avtokh
დიახ, სააღდგომო ბაზრობას დაემთხვა ჩვენი ამ ქალაქში სტუმრობა. ღორის უზარმაზარ კანჭს რამდენიმე ადგილას წვავდნენ შუაგულ მოედანზე (ქალაქის ძველ მერიასთან), და მართლა მადისაღმძვრელად გამოიყურებოდა. ძალიან გვინდოდა დაგვეგემოვნებინა ლუდთან ერთად, მაგრამ სამწუხაროდ მხოლოდ ფეხზე დასადგომი ტიპის საკვები დაწესებულებები იყო

, ჩვენ კიდევ ისე ვიყავით დაღლილი ათი დღის განმავლობაში ფეხით სიარულით, რომ კანჭზე უარი ვთქვით და იქვე, მოედანზე სხვა ღია კაფეში დავსხედით ლუდის დასაგემოვნებლად და წასახემსებლად. ჩამოსახმელი ლუდი მართლა უგემრიელესია პრაღაში (და არანაკლებია ესპანეთშიც), მაგრამ ქილის "პილსენი", რომელიც აეროპორტში შევიძინეთ, ყველას სასტიკად არ მოგვეწონა მისი მწარე გემოს გამო.
იქვე აცხობდნენ პრაღულ ეროვნულ ხვეულა ნამცხვარს, და ისეთი სურნელი ტრიალებდა გარშემო, რომ მის გასინჯვაზე უარს როგორ ვიტყოდით. ისიც უგემრიელესი იყო.
პ.ს. სამაგიეროდ შავი ესპანური ღორის რა კანჭები გავსინჯეთ ესპანეთში?!

ცხოვრებაში არ დაგვავიწყდება მისი გემო. ისეთი ნაზი იყო, პირში დნებოდა. მისი დაგემოვნება ჯერ კიდევ თბილისი-პრაღის თვითმფრინავში დამგზავრებულმა ერთმა ქართველმა გვირჩია, რომ გაიგო საით მივემგზავრებოდით.
აი ესეც იქაური სამზარეულოს მიმოხილვაც

მაგრამ პაელია-სანგრია-ჩუპიტოს საღამო მაინც გამორჩეული და დაუვიწყარი იქნება ჩვენთვის
