ხევსურეთიდან ყაზბეგში ჭაუხის უღელტეხილით

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
ხევსურეთიდან ყაზბეგში ჭაუხის უღელტეხილით

Post by Bernar » 07 ნოე 2008, 21:52

Mta Mkvarebia დიდი მადლობა!


შესანიშნავ საჩუქარს გაუკეთებ საკუთარ თავს და თანამეგზურებს, თუ გადაივლით ამ უღელტეხილს! :)

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
ხევსურეთიდან ყაზბეგში ჭაუხის უღელტეხილით

Post by Bernar » 09 ნოე 2008, 21:53

მაშ ასე გადავიარეთ ეს უღელტეხილი და ახლა პირველივე მწვანე და მზიან მინდორში წამოვწექით დასასვენებლად. ახლო-მახლო ნახირი ბალახობდა, რომელთა შორის რამოდენიმე უცნაური შეფერილობის ძროხაც შევამჩნიეთ.

ჯერ ეს დედა-შვილი გაიცანით: :lol: ძალიან საყვარლები იყვნენ
Image
Image

Image
Image

Image
Image

ამას ეტყობა ნუგბარით მოუნდა ყელის ჩაკოკლოზინება და ჩვენ მოგვაკითხა:
Image
Image


ეს მიმობნეული ნახირი
Image
Image

და ესეც უცნაური შეფერილობის ძროხა
Image
Image

მოპირდაპირე მთის ფერდობზე სხვა ნახირი იყო:
Image
Image

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
ხევსურეთიდან ყაზბეგში ჭაუხის უღელტეხილით

Post by Bernar » 09 ნოე 2008, 22:04

ელგუჯა ბიძია ისვენებს და თან ტკბება იქაურობით
Image
Image

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
ხევსურეთიდან ყაზბეგში ჭაუხის უღელტეხილით

Post by Bernar » 22 ნოე 2008, 22:12

ასე და ამგვარად ამ შესვენების შემდეგ კვლავ დავიძარით: დაღლილობა ეხლა ვიგრძენით და ამიტომ საკარვე ადგილს დავუწყეთ ძებნა. ასე ნახევარი საათის სიარულის შემდეგ მდინარე რომ გავტოპეთ, ზედ ბილიკთან მოსწორებული ადგილი შევამჩნიეთ. ბევრი აღარ გვიფიქრია და მცირეოდენი დასვენების შემდეგ შევუდექით კარვების გაშლას.
მანამდე იმ მოსწორებულ ადგილთან მდინარისპირა ფერდობი ულამაზესი ყვავილებით იყო დაფარული: კერძოდ იასამნისფერი გვირილებით
Image
Image

Image
Image

ეს უკვე სხვა სახეობის ყვავილებია:
Image
Image

Image
Image

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
ხევსურეთიდან ყაზბეგში ჭაუხის უღელტეხილით

Post by Bernar » 22 ნოე 2008, 22:22

ძალიან ლამაზი იყო ის ადგილი სადაც დავბანაკდით: მარცხნიდან ჭაუხები გვეკრა თავისი თავსაბურავით
Image
Image

ხოლო იქვე ეს ცნობილი ჩანჩქერი მოჩქეფდა:
Image
Image

აქ ჭაუხები და ჩანჩქერი ერთად:
Image
Image

ეს კი ჩვენი იმღამინდელი ბანაკი
Image
Image

აქ კი მე ვარ ოღონდ მოშორებით: :)

Image
Image

საკმარისად დაღლილებს იმისათვის, რომ საფუძვლიანად დაგვესვენა, დაბნელებისთანავე ჩაგვეძინა...

User avatar
Ninukala
იეტი
Posts: 4473
Joined: 14 მაი 2007, 10:53
Location: წყნეთი
Contact:
ხევსურეთიდან ყაზბეგში ჭაუხის უღელტეხილით

Post by Ninukala » 26 ნოე 2008, 13:41

რა ყოჩაღი ხარ..... :)

User avatar
nusa
იეტი
Posts: 2183
Joined: 08 ივნ 2007, 09:46
Location: Tbilisi
Contact:
ხევსურეთიდან ყაზბეგში ჭაუხის უღელტეხილით

Post by nusa » 26 ნოე 2008, 17:23

უნახავად მიყვარს აბუდელაური და ჭაუხები,
უკვე ვიცი ივლისში უნდა წავიდე სანახავად, ულამაზესი ყვავილებიც ყოფილა ;)

ბესო, მადლობა რეპორტაჟისთვის, ძალიან მომწონს თქვენი ოჯახურ-მეგორბრული საზაფხულო ლაშქრობები :)
Image

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ხევსურეთიდან ყაზბეგში ჭაუხის უღელტეხილით

Post by qvevri » 26 ნოე 2008, 20:51

კარგი სურათებია :!:

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
ხევსურეთიდან ყაზბეგში ჭაუხის უღელტეხილით

Post by Bernar » 29 ნოე 2008, 12:48

ყველას დიდი მადლობა! :madloba:

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
ხევსურეთიდან ყაზბეგში ჭაუხის უღელტეხილით

Post by Bernar » 29 ნოე 2008, 13:01

დილით აღმოვაჩინეთ, რომ საკმაოდ სქელი ნისლი გვეკრა გარშემო. ჭაუხები საერთოდ არ ჩანდა და მზეზე ხომ ზედმეტი იყო ლაპარაკი.

ამიტომ ორგანიზებულად ავშალეთ ბანაკი, ავიკარით ჩვენი გუდა-ნაბადი და დავეშვით ჯუთისაკენ. ვიჩქარეთ, რათა მთის ცივ წვიმას გამოვქცეოდით. :)

ჯუთამდე ალპინისტების ბანაკშიც გავიარეთ, თუმცა იქ არავინ არ დაგვხვდა, მაგრამ უკვე ალპინისტების ბანაკიდან გასულებს უამრავი ქართველი და უცხოელი მოგზაურები შემოგვხვდა.

ერთ საათში უკვე ჯუთის ზედა პლატოზე ვიყავით და ვისვენებდით:

Image
By Bernar

ეს ჯუთა ზემოდან:

Image
By Bernar

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
ხევსურეთიდან ყაზბეგში ჭაუხის უღელტეხილით

Post by Bernar » 29 ნოე 2008, 13:24

პლატოზე, იქვე ხალხი იყო შეჯგუფული: როგორც შემდეგ გავიგეთ ამ პლატოზე სასტუმროს აშენებას აპირებენ(!) და იმასთან დაკავშირებით მსჯელობდნენ.

ჯუთაში ჩასვლისას ჩვენი ჯგუფის უფროსების ნაცნობის, გაგა არაბულის ოჯახშიც შევიარეთ სადაც ხევსურული ყველით დაგვაჯილდოვეს (რომელიც რა თქმა უნდა ძალიან გემრიელი იყო) :)

მანამდე ეს ცხენი დავლანდე
Image
By Bernar

ქვემოთ კი ვირზე შემოსკუპული პატარა ბიჭი მიბაკუნობდა ჯუთის შარაგზაზე :)
Image
By Bernar

თვითონ გაგა არაბული სახლში არ იყო, ამიტომ მცირე გამოლაპარაკების შემდეგ მათ დავემშვიდობეთ.

ის ის იყო მათ სახლს გავცდით, რომ ოჯახის დიასახლისი წამოგვეწია და გვითხრა, რომ მთელი ამ 4-5 დღის განმავლობაში თბილისიდან რეკავდნენ და ლალი მასწავლებელს კითხულობდნენ: თურმე ჩვენი ლაშქრობის მეორე დღესვე გარდაცვლილა ლალი მასწავლებლის მამა :( და მთელი ამ დროის განმავლობაში ამაოდ ცდილობდნენ ლალი მასწავლებელთან დაკავშირებას.

ამ სამწუხარო ამბავმა ყველაზე იმოქმედა, ლალი მასწავლებელს კი იქვე წასკდა ცრემლები... :(

სასწრაფოდ დავიწყეთ ჯუთაში ძებნა ვინმე მანქანიანის, რათა ყაზბეგამდე გაგვეყოლებიდა ლალი მასწავლებელი, მაგრამ ადგილობრივებიდან იმ დროს ჯუთაში ასეთი არავინ არ იყო.

შემდეგ ის ხალხი გაგვახსენდა ვინც ჯუთის ზემოთ სასტუმროს აშენებაზე საუბრობდნენ და საჩქაროდ მათი სახლისაკენ გავემართეთ. ჩვენდა ბედად ისინი ასე ნახევარ საათში აპირებდნენ თბილისში წასვლას და როდესაც ვუამბეთ ლალი მასწავლებლის ამბავი გულისხმიერად დაგვთანხმდნენ მის თბილისში წაყვანაზე. ასე რომ სწორედ იმ მომენტში ვიგრძენით უფლის ძალა.
Last edited by Bernar on 27 დეკ 2008, 13:17, edited 1 time in total.

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
ხევსურეთიდან ყაზბეგში ჭაუხის უღელტეხილით

Post by Bernar » 29 ნოე 2008, 13:36

ლალი მასწავლებლის გაცილების შემდეგ ჩვენც დავიძარით: გადავწყვიტეთ სადმე კარკუჩასთან ახლოს დავბანაკებულიყავით.

სანამ ჯუთას გავცდებოდით, კიდევ ერთხელ სიამოვნებით მოვათვალიერეთ იქაური პეიზაჟები:

ძალიან ეფექტური და ექსტრემალური შეგრძნებების აღმძვრელია ჭაუხების პეიზაჟი ჯუთიდან:
Image
By Bernar

Image

Image
By Bernar

ეს მდინარეების ჭაუხისა და ჯუთიწყლის შესართავია:
Image
By Bernar

Image
ეს კი თვით ჯუთა, სხვადასხვა რაკურსით:

Image
By Bernar

Image
By Bernar

Image
By Bernar

და ჯუთის ორკადრიანი პანორამა:
Image
By Bernar

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
ხევსურეთიდან ყაზბეგში ჭაუხის უღელტეხილით

Post by Bernar » 13 დეკ 2008, 17:45

დავეშვით ჯუთიდან კარკუჩასკენ, თუმცა კარკუჩაში ჩასვლას დღეისათვის არ ვგეგმავდით: ახლა უკვე დასაბანაკებელ ადგილს ვეძებდით.

ასე მოვდიოდით ჩვენთვის ჯუთის დაღმართზე:

Image
By Bernar

ჯუთას განგსტერები სტუმრობდნენ :D

Image
By Bernar

დედაჩემი და მამაჩემი:

Image
By Bernar

ვისვენებთ:

Image
By Bernar

უკან ჩამორჩენილებიც წამოგვეწივნენ:

Image
By Bernar

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
ხევსურეთიდან ყაზბეგში ჭაუხის უღელტეხილით

Post by Bernar » 13 დეკ 2008, 18:00

აღსანიშნავია ერთი რამ: სანამ ჯუთას ჩამოსცდები კარკუჩასკენ, მანამდე იქაური ბუნება თითქმის იგივენაირია როგორც ხევსურეთისა, ხოლო როცა ჯუთას ჩასცდები, უკვე ხევის ბუნებისათვის დამახასიათებელი ტიპიური პეიზაჟები იწყება:

Image
By Bernar

Image
By Bernar

როდესაც დაღმართი ჩავიარეთ, იქაურობა მოვათვალიერეთ, მაგრამ სადაც კარგი საბანაკე ადგილი იყო, იქ ვიღაცეებს უქეიფიათ, ცხვრის მძორი დაუტოვებიათ და იქაურობა აუყროლებიათ :)

ამიტომ გზა განვაგრძეთ. თუმცა მანამდე ეს ყვავილი შევამჩნიე, რომელიც არხოტშიც ბლომად იყო თვალის და გულის გასახარად:

Image
By Bernar

ასე ძებნა-ძებნაში კი ჩავედით კარკუჩაში. ბოლოს და ბოლოს გზის პირზე ვნახეთ შედარებით ნაკლებად ქვიანი მიწა და იქ დავბანაკდით.

სანამ დავბანაკდებით, ყაზბეგური პეიზაჟები ნახეთ: :D

Image
By Bernar

Image
By Bernar

Image
By Bernar

ესეც საბანაკე ადგილი:

Image
By Bernar

აქ რაზე იცინიან ნამდვილად არ მახსოვს :)

Image
By Bernar

აქ კი ბიჭებს ნამეტნავად მოშიებიათ: ლამის კონსერვის ქილაც მიაყოლეს :D

Image
By Bernar

anano
იეტი
Posts: 1620
Joined: 10 მარ 2006, 03:23
Location: Tbilisi- აქ ემღერება გულს...!
Contact:
ხევსურეთიდან ყაზბეგში ჭაუხის უღელტეხილით

Post by anano » 03 ივლ 2009, 02:02

არაჩვეულებრივი რეპორტაჟია, ერთ ამოსუნთქვაზე წავიკითხე და დავათვალიერე....თქვენთან ერთად ვიმოგზაურე ამ არაჩვეულებრივ ადილებში, რომლებსაც იმედია მალე საკუთარი თვალით ვიხილავ....!

დიდი მადლობა!
"ამგვარში,დღეს რომ საქართველოა,არც სიცოცხლე ღირს და არც სიკვდილი!"

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]