გადავადგილდით რა დაახლოებით სამი კილომეტრის მანძილი, გზაზე აღმოვჩნდით ისევ. ცოტას წავუძინეთ ისე, ცოტას კიარადა, გულიანადაც წავუძინეთ. მარტალი ვთქვა, საკამოდ უდიერადაც კი გავწექით შუა გზაზე, ერთ-ერთმა მანქანამ ჩამოიარა, შეაჩერა და გვკითხა, ხომ ცოცხლები ხართო. რომ დარწმუნდა, შეშფოთებით გვკითხა, რამე დახმარება ხომ არ გინდათო?..
დახმარება კიარა, ისე გულიანად ვიყავით, რომ... აი, ბედნიერ განწყობას ძვალ-რბილში ვგრძნობდით, მეგონა კიდევ დამატებითი ფილტვები ჩამენერგა ორგანიზმში, ისე გემრიელად ვსუნთქავდი.
ტრულას ფეხები ჰქონდა პირდაპირ გზაზე გაწოლილი და მანქანა რომ გამოივლიდა, ისე გადადებდა ხოლმე, აი, როგორც მაგიდის ქვეშ რომ გამოგვისას გადავდებთ ხოლმე გვერდით.
წივწივამ აიტეხა ქსოვრელთან უნდა ავიდეთო. კაი ხანი კი იყო გასული ქსოვრელის ზემოთკენ ასვლიდან, ჩვენ ხუმრობა დავიწყეთ, იმდენი ხანია ქსოვრელი იქითაა, მგონი, დუმბაძისა არ იყოს, მთელი სოფელი ქსოვრელები იქნებიან ჩვენ რომ ავალთო. მე ვიკითხე, მარტოა და ეგ როგორ თქო. ჰოდა, ტრულიმ მიპასუხა, გაახერხებს რამესო. წივწივამ რომ ეს გაიგო, ეტყობა არ მოეწონა მთელი სოფლის ქსოვრელებით დასახლების იდეა და საჩქაროდ გავარდა ზეცით, სადაც ქსოვრელები - იქაც წივწივაძეებიო.
ერთი კი გავხედეთ წივწუვას ტრულიმ, მე და ანდრომ, მერე კი ძილი გავაგრძელეთ. გარკვეული დროის შემდეგ ტელეფონმა დამირეკა და გაგვაღვიძა... ავდექით, გავემზადეთ გზის გასაგრძლებელად, ფოტოებიც გადავიღეთ და... ხმაც მოგვესმა....
