უცნობი სამეგრელო / მეგრული ტური 3 ავტოსტოპით 10-15.07.09

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
უცნობი სამეგრელო / მეგრული ტური 3 ავტოსტოპით 10-15.07.09

Post by ARCHILI » 24 იან 2010, 15:36

:arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow:

ამასობაში მძიმე შუადღემ დააჭირა და ისე დაგვცხა, რომ, როგორც იტყვიან სულს ვეღარ ვითქვამდით, ჩვენმა ხეთელმა უმცროსმა მეგობარმა სიგრილეში გასვლა შემოგვთავაზა და ჩვენც გავუყევით...

Image

გზაში გულიან დავიჭინჭრეთ, მერე ჭაობში აღმოვჩნდით, ბიჭები ვხუმრობდით, რამე საგანგებო დავალება ხომ არ აქვს ამ ყმაწვილსო... ხან გორაზე ვიარეთ, ხან წყლებში ვიტოპავეთ, ხან ხეობებში...

Image

Image

Image

შემდეგ მართლაც აღმოვჩნდით გრილ ადგილას.

Image

Image

Image

ამ მხარეს, სამწუხაროდ ვერ მოვახერხეთ ჯეგეთას (წმინდა გიორგის ტაძრის) მოლოცვა და სამერმისოდ გადავდეთ.

საბოლოოდ, დავბრუნდით ხეთაში, დავემშვიდობეთ ჩვენს მასპინძლებს, ავიბარგეთ და გავემართეთ ხამისქურისაკენ.



:arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow:

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
უცნობი სამეგრელო / მეგრული ტური 3 ავტოსტოპით 10-15.07.09

Post by ARCHILI » 24 იან 2010, 16:07

:arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow:

ხამისქური

ხამისქური ადგილმდებარეობა:

ხობის რაიონის სოფელი ხამისქური კოლხეთის დაბლობზე ურთის მთის კალთაზე მდებარეობს.

ესაზღვრება:

ჩრდილო-დასავლეთით - სოფ. ცაცხვი
აღმოსავლეთით - სოფ. ხეთა
სამხრეთ-აღმოსავლეთით - სოფ. თორსა
სამხრეთ-დასავლეთით - სოფ. დიდინეძი

საშუალო სიმაღლე ზ. დ. 20_25 მ.
ყველაზე მაღალი ადგილი _ ურთის მთა 400 მ. ზ. დ.
სოფლის ფართობი 18,4 კვ. კმ-ია.
აქედან:
სახნავი მიწების ფართობი _ 490 ჰა
მრავალწლიანი ნარგავები _ 207 ჰა
საძოვარი _ 403 ჰა
ტყის ფართობი _ 447 ჰა
წყალს უკავია 7,19 კვ. კმ.
გზები _ 4,1 კვ. კმ.

მანძილი ზუგდიდამდე _ 18 კმ.
ხობამდე _ 8 კმ.

ინფორმაცია სოფლის წარმოშობის შესახებ:

I ვერსია

სოფელი ხამისქური ხეთის თემში შედიოდა. ხეთის თემი ეკუთვნოდა ქორთაძეებს, დღეს ეს გვარი ქორთუების სახელითაა ცნობილი და მისი შთამომავლები დღესაც ცხოვრობენ ხამისქურში _ ამის შესახებ დოკუმენტებში XVI ს. არის ცნობები. ასე, მაგალითად, ს. ცაიშის დავთარში მოხსენიებულია ხეთა და ქორთაძეები, რომელიც ინახება ზუგდიდის მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილებაში.

ხამისქურის ტოპონომია ასეთია: ს. ხამისქურის ტერიტორიაზე არის ციხე-სიმაგრე ჯიხა (ჯიხა მეგრულიდან ქართულად ციხეს ნიშნავს), რომელიც თურქების მიერ უნდა იყოს აშენებული. ზოგიერთი ისტორიული ცნობის მიხედვით, ქორთოძეების მიერ ყოფილა აშენებული, სადაც თურქები გამაგრებულან XVII ს-ში.
თურქი ხანი ადგილობრივ ადამიანს მოუკლავს. დადევნებიან მას, მაგრამ მდინარე სახალიკოსთან დაკარგულა მისი კვალი.

“ხანის ქური” ანუ ხანის მკვლელის ნაკვალევი დაიკარგა, იმ ადგილას სადაც ნაკვალევი დაიკარგა, “ხანის ქური” უწოდეს, შემდეგში ამოვარდა “ნ” და გახდა “მ” - სოფელს ეწოდა ხამისქური.


II ვერსია

ხამისქურის თავდაპირველი სახელია ქამისქური (ქამისკური). ორი ქანის ერთ სიტყვაში თავმოყრა მეგრულში იშვიათია და სწორედ ამით არის გამოწვეული ქამისქურის ტრანსფორმაცია ხამისქურად. სახელი ხამისქური ნაწარმოებია სამი სიტყვისაგან ქამი+სქუა+რე (ქამი+შვილი+არის).

თვითონ სოფლის სახელიდან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ამ ტერიტორიაზე ოდიდგანვე (ოდოიასგანვე) ცხოვრობდა ხალხი, რომელიც თავს ქამის შთამომავლად თვლიდა.

ყველასათვის ცნობილია, რომ ბიბლიურ ნოეს სამი ვაჟიშვილი ჰყავდა: სემი, ქამი და იაფეტი. აზროვნების ჩამოყალიბებული სტერეოტიპის მიხედვით მიჩნეულია, რომ იაფეტი _ ევროპელთა წინაპარია, სემი _ ებრაელი წარმოშობის ხალხის, ხოლო ქამი _ ზანგთა და სხვა მდაბალ რასათა წინაპრად მიიჩნევა. სინამდვილეში ნოე სიმბოლოა წარღვნის შემდგომი ახალი ცხოვრების. ქამი წარღვნის შემდგომი ცხოვრების პირველი საფეხურია, სემი _ მეორე, ხოლო იაფეტი თანამედროვე წარსული და მომავალი.

როგორც ეტყობა, ურთის მთაზე შემოგარენში თავმოყრილი იყო უძველესი სჯულის მსახურთა, უდიდესი ცენტრი. როგორც ჩანს, ეს ცენტრი ზევსამდელი ცივილიზაციის ეპოქაში ურთა ურანოსისადმი მიძღვნილი მთაა.

ცაიში ცისთვისაა მიძღვნილი, ხამისქური ახალი სჯულის მქადაგებელთა ცენტრია, ხოლო წარღვნის შემდგომი ახალი სჯულის სწავლების მეორე საფეხური გაგრძელდა ხეთაში.

ხეთაში ეს ცენტრი არსებობდა ჩვენს ერამდე. კაცობრიობის განვითარების მესამე ერა ანუ იაფეტერი დაკავშირებულია ქრისტეს დაბადებასთან. ქრისტ. რელიგიის შემოსვლის შემდგომ სჯულისმიერი სწავლების ცენტრი გადადის მცხეთაში. (მცხეთა _ მეორე ხეთა ანუ მირონცხეულ ხეთა).

***********************************************************************************************************

ხამისკურის ციხე-სიმაგრე, ჯიხა (ხეთის ციხე)

წერილობით წყაროებში ეს ძეგლი ხეთის ციხედაა ცნობილი. ადრე ხამისკურის ტერიტორია გამოუყვიათ სოფელ ხეთიდან და ციხეც ამ ფარგლებში მოექცა.

ძეგლი წარმოადგენს სამი კოშკით გამაგრებულ ციხე-სიმაგრეს. აშენებულია კლდოვან დედაქანზე კირქვით, კირის ხსნარზე. კედლების სიმტკიცისთვის "არმატურად" ხის ძეგლებია გამოყენებული. ჯერ აუშენებიათ კოშკები და შემდეგ გალავანი. მათ შორის არ არის გადაბმა. კოშკები და გალავნის კედლებში გამართულია ნიშები.

სათოფურები მხოლოდ კოშკებშია ჩაშენებული. სართულთაშორისი გადახედვა თაღოვანია. ნომერ 3 კოშკში მისი დიდი ფრაგმენტია შემორჩენილი. კარიბჭე ჩაშენებული აქვს გალავნის ჩრდილოეთის კედელში. გაწმენდის შედეგად გამოვლინდა მორკალულად ნაგები ორი კედელი ,რომელშიც კარიბჭეს გარეთა მხრიდან აქვს მიშენებული. კარიბჭეს ფრაგმენტები და რკინის ლურსმნები. გალავნის აღმოსავლეთით კედელში ჩაშენებულ ნიშს ადგილობრივი მკვიდრი სასანთლე ნიშნს ეძახის.

წმენდისას ამოიფრქვა სანთლის მძაფრი სურნელი. ნიშს ირგვლივ შემოუყვება დიდი ზომის ქვის წყობა, რომელიც აბსიდის შთაბეჭდილებას ტოვებს. გალავნის საძირკველთან მიშენებული კედლები და თიხატკეპნილი იატაკი დაფარული იყო ნახშიროვან-ნაცროვანი ფენით, როგორც ჩანს, ქვის საძირკველზე გამართული ხის ნაგებობა ყოფილა გალავანზე მიდგმული.

სათავსო ხანძრითაა გადამწვარი. ნაყარ მიწაში აღმოჩნდა დიდი რაოდენობის მსხვილფეხა საქონლის ძვლები, თიხის ჭურჭლის ნატეხები, რკინის ლურსმნები, პურის საცხობი ქვის ანუ კეცის ნატეხები. მათთან ერთად აღმოჩნდა ორი პატარა დანა, თიხის ორნამენტირებული ყალიონი, შვლის დამუშავებული რქა და ვერცხლის მონეტა, რომელიც კიდესთან არის გახვრეტილი და შემდგომ საკიდადაა გამოყენებული. მონეტაზე წარწერა არაბულად არის შესრულებული. მოჭრილია თბილისის ზარაფხანაში 1698 წელს თურქეთის სულთნის -თურღას ხელდასმით.

კოშკი ნომერი 2 ციხე-სიმაგრის ინტერიერში კუთხით სოლისებურადაა შეჭრილი. წმენდის შედეგად , სამხრეთ კედელში დადასტურდა სათოფურები. კოშკის პირველ სართულზე გამართულია მარანი. დასტურდება წითლად გამომწვარი ოთხი ქვევრი, რომელთა პირები ამოდის მეორე სართულის იატაკის ზედაპირზე. სამაგრისთვის ქვევრები კირის ხსნარითაა შელესილი. მეორე სართულის იატაკი დაგებულია ქვის ფილებით. კოშკში მარნის აღმოჩენის ფაქტი იშვიათობაა.

როგორც არქიტექტურული იერსახე, სამშენებლო ტექნიკა და ძეგლზე აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალა მხარს უბამს წერილობით წყაროებსდა ციხე - სიმაგრე გვიანი შუასაუკუნეებით, კერძდ ახ.წ.მე-18 საუკუნის პირველი ნახევრით უნდა დათარიღდეს.

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

:arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow:
Last edited by ARCHILI on 24 იან 2010, 16:45, edited 1 time in total.

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
უცნობი სამეგრელო / მეგრული ტური 3 ავტოსტოპით 10-15.07.09

Post by ARCHILI » 24 იან 2010, 16:15

:arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow:

ლექსო ხამისქურში

Image

მე - არჩილი ხამისქურის ჯიხაზე

Image

ოდე ხამისქურის ციხეზე

Image

:arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow:

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
უცნობი სამეგრელო / მეგრული ტური 3 ავტოსტოპით 10-15.07.09

Post by ARCHILI » 24 იან 2010, 16:20

:arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow:

დავემშვიდობეთ ხობის რაიონს, სოფელი ხამისქური ხობის ბოლო სოფელია.

Image

შევედით ზუგდიდში, ზუგდიდის პირველი სოფელი ცაცხვია.

Image

:arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow:

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
უცნობი სამეგრელო / მეგრული ტური 3 ავტოსტოპით 10-15.07.09

Post by ARCHILI » 24 იან 2010, 16:44

:arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow:

ცაიში

სოფელ ცაიშის წარმოშობა:

ცაიშის შესახებ მეცნიერულ ლიტერატურაში მრავალი მოსაზრება არსებობს. კაკაბაძის აზრით, ტოპონიმს რელიგიური საფუძველი უდევს: “(კოლხები)“ ყველაზე მეტად თაყვანს სცემდნენ ურანიოსსა და გეას“ (ზეცასა და დედამიწას)“ ცაიში ღვთის კუთვნილებას ნიშნავდა.

კალისტრატე სამუშიას აზრით, “ცდ-იონი“ ცაიშად წოდებული სოფლის ძველი სახელიდან ჩანს. აქ აღმოჩენილი ლომის თავი, შუბლზე მზის გამოსახულებით, ზოგიერთ არქეოლოგს მზე-ღვთაების ქანდაკებად მიაჩნდა.

ამ მიდამოებში მზე-ღვთაების კერპის აღმოჩენა წარმართობის ხანაში, მზე-ღვთაების სამლოცველოს არსებობაზე მიუთითებს და ეს მიდამოა ის, სადაც ამჟამად ცაიშის ეკლესია დგას ან მის ზემო უბანზე, რომელსაც ციონს ეძახიან. მეცნიერი ასევე დასძენს:“ციურ ღვთაებათა შორის, მთვარესთან ერთად, მზე-ღვთაებაც ითვლებოდა.მისი კერპი აქ მდგარა, ამიტომ მიგვაჩნია, რომ ცაიში(ცეში)უნდა ნიშნავდეს მზე-ღვთაებას.

ცისა... ასე, რომ გეოგრაფიული სახელები: ცაიში(ცეს) და ურთის მთა წარმართული პერიოდის მზე და მთვარის კულტთან დაკავშირებული სახელებია და წარმოსდგება სწორედ მზე-ღვთაების სალოცავ ხისგან-თელასაგან მეგრულად“ცდ“-გან.

ძველ აღმოსავლეთში საკმაოდ გავრცელებული იყო ხის კულტი. ხე ცოცხალი სიმბოლოა ორი სამყაროს შემაერთებელი ღერძისა - ზეცისა და მიწისა.
ამდენად, ტოპონიმი ცაიში უკავშირდება მზე-ღვთაების სალოცავ ხეს-თელას, მეგრულად “ცდ“-იონს, რომელიც, თავის მხრივ, მითრას კულტთან არის დაკავშირებული.

ცაიში დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ერთ-ერთი უძველესი საეპისკოპოსოა, მისი მოხსენება მე-6 და მე-8 საუკუნეების ბერძნულ წყაროებში იმაზე მეტყველებს, რომ ცაიშის საეპისკოპოსო უფრო ადრე უნდა შექმნილიყო, მე-6 და მე-8 საუკუნეთა მიჯნაზე მაინც. მე-10 საუკუნისათვის იგი მცხეთის საკათალიკოსო ტახტს დაექვემდებარა და ერთ-ერთი უძლიერესი ქართული სასულიერო და კულტურული ცენტრი გახდა.

სოფელი ცაიშის ადგილმდებარეობა:

ზუგდიდიდან 10-15 კმ-ის დაშორებით, სოხუმ-თბილისის გზატკეცილზე საქართველოში ერთ-ერთი ახალგაზრდა კურორტი ცაიში მდებარეობს.
სოფელი ცაიში მდებარეობს საქართველოს მთათაშორისი ბარის შემადგენლობაში შემავალ კოლხეთის დაბლობზე, მდინარე ჯუმის ხეობაში, შავი ზღვიდან 18 კმ-ზე. ცაიშის ფართობია 15000 კვ.კმ.

ცაიში ემიჯნება ურთასა და ბოკოთას მთებს, განფენილია მდინარე ჯუმის ფერდობებზე და მდინარისპირა დაბლობზე.

ბუნებრივი რესურსები:

ცაიში მდიდარია ბუნებრივი რესურსებით, განსაკუთრებით აღსანიშნავია ბუნებრივი წყაროები. ცნობილი გეოგრაფის ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით, ცაიშის მინერალური წყლები, როგორც სამკურნალო საშუალება უძველესი დროიდანაა ცნობილი.

მე-20 საუკუნის დასაწყისისათვის ამ წყლის ღირსებები ხალხს უკვე აღარ სცოდნია, როგორც ჩანს, იგი დროთა განმავლობაში დავიწყებას მიეცა. ადგილობრივი მცხოვრებნი ამჩნევდნენ მხოლოდ, რომ ამ წყალს სასმელად განსაკუთრებით ეტანებოდა პირუტყვი.

ამ პერიოდში, ცაიშის მინერალურ წყალს ყურადღება მიაქცია იქ სტუმრად ჩასულმა მოქალაქე ჯაბა ჩხოლარიამ, მან ეს წყალი ფერით, სუნით და გემოთი პიატიგორსკის მინერალურ წყლებს შეადარა და რადგან რევმატიული დავადებებით იყო შეპყრობილი, დაიწყო აქ აბაზანების მიღება. რამდენიმე ხანში მკვეთრი გაუმჯობესება იგრძნო. ამის შესახებ უამბო ადგილობრივ პროვიზორს ილიკო მეუნარგიას, რომელმაც 1906 წელს მოსკოვში გააკეთებინა ამ წყლის ანალიზი, საიდანაც გაირკვა, რომ იგი შეიცავს გოგირდ წყალბადს და მასში სხვადასხვა სამკურნალო ნივთიერებათა დიდი მარაგია.

1951 წელს გეოლოგიურ საძიებო სამუშაოების წარმოებისას ცაიშში აღმოჩენილ იქნა 83 0 C ტემპერატურის რთული ქიმიური შედგენილობის მინერალური წყალი.

Image

ცაიშში არსებობს ორი ტიპის მინერალური წყალი: 1.ცაიშის ახალი ჰიპერთერმული 83 0 C ტემპერატყრის მქონე, სულფატურ-ჰიდროკარბონატულქლორიდულ-ნატრიუმ-კალიუმინიანი წყალი. 1956 წელს ძველი მინერალური წყაროების რაიონებიდან 700 მეტრის დოშორებით ღრმა ჭაბურღილიდან (725მ) მიღებულიქნა ახალი ტიპის ცხელი მინერალური წყლის შადრევანი(830C ტემპერატურის).

გარდა აღნიშნული წყაროებისა, ცაიშში (ურთას მთის კალთებზე) არსებობს მინერალური წყალი, რომელშის გოგირდწყალბადის რაოდენობა 100 მილიგრამია ლიტრში. აქ არის აგრეთვე სოდიანი წყალი, კუჭის წყალი და ცივი აბანო.

ცაიშის ძველი მინერალური წყლების ამოსვლის რაიონში 2-3 მეტრის სიღრმეზე მიწის ფენა კუპრისფრადაა შეღებილი. ავადმყოფები ძველი დროიდანვე იყენებდნენ, როგორც სამკურნალო ტალახს. ეს ტალახი კონსისტენციით რბილია, აქვს გოგირდის სუნი.

ცაიშის წყალი კურნავს სახსრების ქრონიკული რევმატიზმით დაავადებულებს. ასევე ცაიშის მინერალური წყლების აბაზანებით ჩატარებული მკურნალობა დადებით შედეგს იძლება დისტროფიული და ტრამვული ათრიტების შემთხვევაში.ცაიშის მინერალური წყლების გავლენით იცვლება ნერვული სისტემის ფუნქცია, იგი იწყებს ნორმალიზებას, აღგზნებადობა მკვეთრად მცირდება, რის შედეგადაც უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა.

ცაიშის მინერალური წყლების მოქმედება დადებითი აღმოჩნდა გულ-სისხლძარღვთა სისტემის მთელ რიგ დაავადებათა შემთხვევაში.

ცაიშში საკმაო რაოდენობით მკურნალობდნენ ჰიპერტონული დაავადებით შეპყრობილი ავადმყოფები. ცაიშის მინერალური წყლების აბაზანებს კარგად იტანენ ისეთი ავადმყოფების კი, რომლებსაც წნევა 200-220 მმ აქვთ. ასეთ ავადმყოფებს აბაზანები ენიშნებათ მეტი სიფრთხილით.

ცაიშის მინერალური წყლების აბაზანები დადებითად მოქმედებს კანის მთელ რიგ დაავადებებზე(ეგზემა, ფსორიაზი, ნერვოდერმიტი, ქავილი, ჰიოდემიტები და სხვა). აგრეთვე იხმარება გინეკოლოგიურ დაავადებათა შემთხვევაში.

კურორტზე სამკურნალოდ ჩამოსულ ავადმყოფთა საკმაოდ დიდ კონტიგენტზე დაკვირვების შედეგად შემჩნეულია, რომ ცაიშის ორივე მინერალური წყლის გავლენით ჩქარდება, როგორც ჭრილობების შეხორცება ასევე დაზიანებული ძვლისა და ნერვული ღეროს აღდგენილი პროცესები.

ცაიშის მინერალური წყლის მოქმედება ეფექტური აღმოჩნდა ქრონიკული პარაპროექტიტისა და ბუასილით დაავადების შემთხვევებში. ასევე ეს წყალი დადებითად მოქმედებს თვალის ლორწოვანი გარსის ზოგიერთ ქრონიკულ დაავადებათა(კონიუქტივიტი, ბლეფარიტი) შემთხვევაში.


სოფელ ცაიშის კულტურული ძეგლები:

ცაიშის ხუროთმოძღვრული კომპლექსი მე-8 საუკუნის ბოლოსა და მე-14 საუკუნის დასაწყისის ხუროთმოძღვრების პირმშოა, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიეთი ნიშანი უკვე მე-8 საუკუნის დამდეგს ძირითადად მასში სამი სამშენებლო პერიოდი გამოირჩევა. აქვე გვხვდება უფრო ადრეული, კერძოდ მე-10 საუკუნის და უფრო გვიანდელი მე-17 საუკუნის ხუროთმოძღვრების ნიმუშებიც.

ცაიშის ტაძრის ფრესკული მხატვრობა დღეისთვის სრულიად შეუსწავლელია. ტაძრის შიდა სივრცის შემამკობელი, დიდ ფრაგმენტად შემორჩენილი ფრესკული მხატვრობა შესრულების თავისებური მანერით განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს. აღსანიშნავია მე-17 საუკუნის წმინდა გიორგის ფრესკა, პატრიკონის დასავლეთ კედელზე მე-17 საუკუნის დედოფალ ნესტან-დარეჯანის ფრესკა, მე-17 საუკუნის ცაიშის ტაძრის საკურთხევლის მოხატულობა, მე-17 საუკუნის სცენა წმინდა გიორგის ცხოვრებიდან.

ცაიშის ტაძარი მე-14 სუკუნეში დადიანთა საგვარეულოს საძვალე იყო. დადიანთა გარდა იქ იკრძალებოდნენ ცნობილი საზოგადო და საეკლესიო მოღვაწეები. ცაიშის ნეკროპოლი შეუსწავლელია. ბევრმა საფლავმა ჩვენამდე ვერ მოაღწია. დღეს ტაძრის შიგნით ექვსი საფლავია შემორჩენილი. საკურთხევლის მახლობლად, ამბიონთან განლაგებულია სამი საფლავი.

საფლავის ქვაზე აღნიშნული წარწერების მიხედვით, აქ დასაფლავებული ყოფილა დავითი, კონსტანტინე, ნინა დადიანი და უკანასკნელი მიტროპოლიტი გრიგოლ ჩიქოვანი. ეს საფლავი უნახავს ექვთიმე თაყაიშვილს, მაგრამ მეცნიერი არ მიუთითებს სადაა განსვენებული ეს იერარქი, ტაძარში თუ ეზოში. დღეს მისი საფლავი დაკარგულად ითვლება, რადგან საფლავის ქვაზე წარწერა წაშლილია. ცაიშში ასევე დაკრძალული ყოფილა ლევან მე-5 დადიანის სიძე მანუჩარ შერვაშიძე.

ამდენად, ცაიშის ნეკროპოლი საინტერესო ისტორიული ძეგლია, მაგრამ ბევრი საფლავი დაკარგულად ითვლრბა, რადგან ზოგიერთ საფლავზე წარწერა აღარ იკითხება. ტაძრის დასავლეთით, გალავნის გარეთ შემორჩენილია საეპისკოპოსო სასახლის ნანგრევები, რომლებსაც ადგილობრივნი დღესაც პალატს უწოდებენ. პალატი გამოიყენებოდა სატრაპეზო ღვინის შესანახად. პალატის შესასვლელის მოპირდაპირე მხარეს, ურთას მთასთან არის ვიწრო გამოქვაბული, რომელიც (ვარაუდით ) გადის სოფელ ნარაზენამდე.

ცაიშშია აგრეთვე იონა მეუნარგიას სახლ-მუზეუმი. იონა მეუნარგია დაიბადა სოფელ ცაიშში 1852 წელს. ის იყო საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი. მარტვილის სასულერო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ დაამთვრა თბილისის სასულიერო სემინარია. იყო ვეფხისტყაოსნის 1888 წლის გამოცემის ერთ-ერთი ინიციატორი და კომისიის მდივანი. მას ეკუთვნის ვეფხისტყაოსნის პირველი სრული თარგმანი ფრანგულ ენაზე და პოემის მოკლე შინაარსის სრული თარგმანი.

Image
იონა მეუნარგია

ცაიშის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარი (X – XI სს. მიჯნა, XII-XIV სს. მიჯნა)ცაიშის ღმრთისმშობლის მიძინების ეკლესია, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის საკათედრო ტაძარი და საქართველოს ერთ-ერთი უძველესი საეპისკოპოსო კათედრაა.

VI-VII საუკუნეთა მიჯნაზე აქ უკვე იყო საეპისკოპოსო კათედრა. 602-610 წლებს შორის შედგენილ საეპისკოპოსო კათედრათა ნუსხაში მოიხსენიება ცაიშის ეპარქია ლაზიკაში. ქართულ წყაროებში ამ საეპისკოპოსოს შესახებ უძველესი ცნობა X-XI საუკუნეთა მიჯნისაა. ეს გალავთ საწინამძღვრო ჯვრის წარწერა, სადაც „ბაგრატ აფხაზთა მეფე და კრაპალატი”-ის გვერდით მოიხსენიება ცაიშელი ეპისკოპოსი ეფრემი.

Image

ცაიშის საეპისკოპოსოს სამწყსო მოიცავდა ხობისყწალსა და ენგურს შორის მიწა-წყალს, ზღვიდან უნაგირის ქედამდე. ცაიშვილის სამწყსო იყო ზემო სვანეთიც. მას შემდეგ, რაც აფხაზთა გააფსარების და გაწარმართების მიზეზით დრანდის, მოქვის და ზედა ბედიის საეპისკოპოსოები გაუქმდა, სამურზაყანოც ცაიშის სამწყსოდ იქცა.

ცაიშში დღეს მდგარი გუმბათოვანი ტაძარი XIII-XIV საუკუნეთა მიჯნაზეა აშენებული. მანამდე კი აქ X-XI საუკუნეთა მიჯნაზე აგებული დარბაზული ეკლესია მდგარა. თუ როგორი იყო ადრინდელი ტაძარი არ ვიცით. წყაროებში შემონახულია ცნობები XI საუკუნიდან 1823 წლამდე ოცამდე ცაიშელი ეპისკოპოსის შესახებ. მათ შორის ყველაზე ღვაწლმოსილნი ჩანან მალაქია გურიელი (1612-1639) და გრიგოლ ჩიქვანი (1777-1823).

Image

1614 წელს მომხდარი დიდი მიწისძვრის შედეგად დანგრეული ცაიშის ტაძარი მალე აღადგინა და შეამკო მეუფე მალაქიამ. მეუფე გრიგოლმა კი კაცია II დადიანის მხარდაჭერით შეძლო ეკლესიისათვის დაებრუნებინა თავადაზნაურთა მიერ მიტაცებული ყმა-მამული, ააშენა სამრეკლო და ტაძარს შემოავლო გალავანი. 1823 წელს რუსეთის ხელისუფლებამ სამეგრელოს სხვა საეპისკოპოსოებთან ერთად გააუქმა ცაიშის საეპისკოპოსოც. ამის შემდეგ 1879 წლამდე აქ იყო მონასტერი, შემდეგ კი სადეკანოზო, რომელშიც შედიოდა ზუგდიდის მაზრის 20 ეკლესია. ცაიშის ტაძარი განათლების მძლავრ კერას წარმოადგენდა. ამ ეკლესიასთან იყო სკოლა.

ცაიშის ხუროთმოძღვრული კომპლექსის ერთერთი ძველი ნაგებობა გალავანის გარეთ მის დასავლეთ მხარეშია მოთავსებული და იქვე ფერდობზეა მიშენებული. მას „პალატს” უწოდებენ და ინტერიერის მიხედვით XI საუკუნის გვიან არ ათარიღებენ.

:arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow:

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
უცნობი სამეგრელო / მეგრული ტური 3 ავტოსტოპით 10-15.07.09

Post by ARCHILI » 24 იან 2010, 17:56

:arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow:

ცაიში... განსაცდელისა და ფათერაკების ადგილი. დღეს კი სევდანარევი იუმორით გასახსენებელი.

ცაიშში ჩვენ მდინარე ჯუმის პირას დავბანაკდით.

Image

Image

Image

დავანთეთ შესანიშნავი კოცონი და ვიტრაპეზეთ.

Image

Image

Image

ამინდი ფუჭდებოდა, ჩვენ კი ძალიან დაღლილები ვიყავით.

Image

ტრაპეზის შემდეგ კიდევ ცოტა ხანს ვსაუბრობდით მეგობრები, შემდეგ დავიძინეთ. ახალჩაძინებულები ვიყავით, როდესაც ფათერაკი დაგვატყდა თავს. ღვთის წყალობით, გამთენიისკენ თავი დავიძვრინეთ. დილისკენ, ჯერ კიდევ ბნელოდა, რომ ჩვენს "მხიარულებას" კოკისპირული წვიმა დაემატა.

ამ ამბებს გასაგები მიზეზების გამო (საჯაროობის გამო) ვერ მოვყვებით, თუმცა, ზეპირსიტყვიერად კი აქვთ მოსმენილი ჩვენს მეგობრებს.


:arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow:

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
უცნობი სამეგრელო / მეგრული ტური 3 ავტოსტოპით 10-15.07.09

Post by ARCHILI » 24 იან 2010, 18:03

:arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow:

ერთი სიტყვით, დილას წვიმასა და უხასიათობაში ავბარგდით და დავტოვეთ ბანაკი. მიუხედავად მომხდარისა, ერთმანეთის გამხნევებასაც ვცდილობდით და გაღიმებასაც.

Image

დავტოვეთ სოფელი ცაიში ანეკდოტად ქცეული ფრაზით, დაბანაკებას ცაიშში არავის ვურჩევთო; შემდეგ მოვითათბირეთ, რომ ამ ხიფათის მიუხედავად, უკან დახევაზე უარი გვეთქვა და გავემართეთ ზუგდიდში ჩვენი 6 დღიანი მოგზაურობის მთავარი მიზნისაკენ - ვლაკერნობაზე დასასწრებად.

ზუგდიდში ჯერ სადგურში მივედით, უკანასკნელი პაშტეტი გავხსენით და ვისაუზმეთ.

ხასიათი ყველას წამხდარი გვქონდა, თუმცა, ყველა ვცდილობდით რამე მიზეზი მოგვეძიებინა და დადებითი განწყობა შემოგვეტანა. წინ თითქმის 24 საათი გვქონდა, შეიძლება ითქვას, სრულიად ზედმეტი დრო. არ გვქონდა ფული, არც საჭმელი, არც განწყობა, სამაგიეროდ, გვქონდა იმდენი დრო, არ ვიცოდით, სად წავსულიყავით, გვქონდა სიცივე და წვიმა.

მე - არჩილი და ოდე

Image

არჩილი და ოდე

Image

ლექსო

Image

კარგა ხანს ზუგდიდის სადგურში ვიჯექით... კარგა ხანს, შეგრძნებით, თორემ, ისე ცოტა დრო იყო გასული. სადგურის დარბაზში სკამების ძირითადი ნაწილი ჩვენ ავითვისეთ, ნაწილზე ტანსაცმელი გავფინე გასაშრობად, ნაწილზე კარავი გადავფინე, ნაწილზე ჩვენ წამოვწექით და წავუძინეთ.

ერთი სიტყვით, ჭეშმარიტად "ვიბომჟავეთ"... შემდეგ კი გადავწყვიტეთ დადიანების სასახლეში წავსულიყავით, სადაც მეორე დღეს უნდა დავსწრებოდით ვლაკერნობას.

:arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow:

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
უცნობი სამეგრელო / მეგრული ტური 3 ავტოსტოპით 10-15.07.09

Post by ARCHILI » 24 იან 2010, 18:26

:arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow:

"ბომჟების სასტავი" ზუგდიდის დადიანების სასახლის ეზოში "გადავბანაკდით".

დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი

ზუგდიდის სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი, დაარსდა 1921 წელს სამეგრელოს ყოფილ მთავართა სასახლეებში დაცული არქივებისა და ნივთების ბაზაზე. მოთავსებულია დადიანისეულ 2 სასახლეში ზუგდიდში.
მუზეუმში გამოფენილია ამ მხარის არქეოლოგიური (პალეოლითის, ნეოლითისა და ბრინჯაოს ხანის ნივთები) და ეთნოგრაფიული (სასოფლო-სამეურნეო იარაღი, საყოფაცხოვრებო ნივთები, ტანსაცმელი, საცხოვრებელ ნაგებობათა - "ფაცხა", "ჯარგვალი", "ოდა" - და სხვა ნიმუშები) მასალა. წარმოდგენილია ფეოდალური ხანის საქართველოს ისტორიის ამსახველი ექსპონანტები. სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის დავით დადიანის და მისი ოჯახის წევრთა პირადი ნივთები.

ზუგდიდის დადიანების სასახლეთა ისტორიულ–არქიტექტურულ მუზეუმში ინახება მსოფლიო მნიშვნელობის სამუზეუმო ექსპონატები და რელიგიური სიწმინდეები. მუზეუმის გარშემო მდებარეობს სამეგრელოს მთავარ დადიანთა მიერ გაშენებული ტყე-პარკი 67 ჰექტარზე, სადაც ხარობს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოტანილი ხეების უნიკალური და მრავალწლიანი ხეები და ბუჩქები.

დადიანების სასახლეთა ისტორიულ–არქიტექტურული მუზეუმი სამეგრელოს სასახლე-კომპლექსშია მოთავსებული (დედოფლის სასახლე, ნიკოსეული სასახლე, მთავრისეული ტაძარი და სასახლესთან არსებული დეკორატიული ბაღი).

დედოფლისეული სასახლე XIX ს –ის 60-იან წლებშია გადაკეთებული გერმანელი არქიტექტორის რაისის მიერ, მანამდე ის სამეგრელოს მთავრის დავითის დის, პუპის სასახლე იყო. რაისმა II სართულს თაღები დააშენა და ფართო ფლიგელები მიუშენა. ნიკოსეული სასახლე XIX ს-ის 80-იან წლებშია აგებული რუსი არქიტექტორის ლეონიდ ვასილიევის მიერ. რეზიდენცია ორსართულიანია, ამშვენებს ქვის აივანი და საქართველოში ყველაზე დიდი სამეჯლისო დარბაზი.

მუზეუმი დაარსდა 1921 წლის აპრილში სამეგრელოს მთავრის დავით ლევანის ძე დადიანის ძველ ნივთთა საცავ –საგანძურისა და სამეგრელოს ეკლესია–მონასტრებიდან გადმოტანილი ქართულ სიძველეთა ბაზაზე.
მის ფონდებში დაცულია 50000-მდე ექსპონატი, ეროვნული (ბრინჯაოს ხანიდან მოყოლებული XIX საუკუნის დასასრულის დადიანების მემორიალური ნივთებით დამთავრებული) და ევროპული კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშები.

Image

Image

Image

:arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow:

ლექსო
Posts: 2
Joined: 21 იან 2010, 19:22
უცნობი სამეგრელო / მეგრული ტური 3 ავტოსტოპით 10-15.07.09

Post by ლექსო » 28 იან 2010, 23:25

მაგარ დრო ვატარეთ რა ყველაფერი მაგარი იყო განსაკუთრებით ექსტრემალური სიტუაციები
:lol: :lol:

User avatar
Mrs. Robinson
იეტი
Posts: 1488
Joined: 13 სექ 2005, 19:13
უცნობი სამეგრელო / მეგრული ტური 3 ავტოსტოპით 10-15.07.09

Post by Mrs. Robinson » 30 იან 2010, 23:09

ARCHILI
ეს ლაშქრობის თემა კი არა დისერტაციაა!!!!!!!
გადახედვა ნამდვილად არ კმარა, კარგად უნდა წავიკითხო....

გაიხარეთ, ყოჩაღები ხართ! :)

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
უცნობი სამეგრელო / მეგრული ტური 3 ავტოსტოპით 10-15.07.09

Post by ARCHILI » 12 თებ 2010, 00:32

Mrs. Robinson wrote:ARCHILI
ეს ლაშქრობის თემა კი არა დისერტაციაა!!!!!!!
გადახედვა ნამდვილად არ კმარა, კარგად უნდა წავიკითხო....

გაიხარეთ, ყოჩაღები ხართ! :)
დიდი მადლობა მისის რობინსოს...

ძალიან ძვირფასი ადამიანი ხარ და შენი პოსტების ნახვა და წაკითხვა ყოველთვის ძალიან მიხარია...

:)

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
უცნობი სამეგრელო / მეგრული ტური 3 ავტოსტოპით 10-15.07.09

Post by ARCHILI » 25 აპრ 2010, 15:13

უი... ეს თემა არ დამიმთავრებია, ყველაზე მთავარი დამრჩა სათქმელი, რის გამოც შედგა ეს ტური...

:)

რომ მოვიცლი, მივხედავ (იმედია)...

:)

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
უცნობი სამეგრელო / მეგრული ტური 3 ავტოსტოპით 10-15.07.09

Post by ARCHILI » 05 აგვ 2010, 21:07

ცაიშში წელს შევივლით და ხობშიც სვანეთიდან დაბრუნებისას.

:)
Image

User avatar
Ode_Rock
ბოდიალა
Posts: 130
Joined: 12 სექ 2008, 03:31
უცნობი სამეგრელო / მეგრული ტური 3 ავტოსტოპით 10-15.07.09

Post by Ode_Rock » 12 აგვ 2010, 14:53

ARCHILI

ჰე ჰე მე უკვე შევიარე ცაისი და "ცრენლი" მიმადგა იმ ტკვიბ მოგონებაზე და ექსტრემალურ საათებზე :)

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
უცნობი სამეგრელო / მეგრული ტური 3 ავტოსტოპით 10-15.07.09

Post by ARCHILI » 13 სექ 2010, 22:17

Ode_Rock wrote:ARCHILI

ჰე ჰე მე უკვე შევიარე ცაისი და "ცრენლი" მიმადგა იმ ტკვიბ მოგონებაზე და ექსტრემალურ საათებზე :)
გამეორებაც ხომ არ მოგინდა?

:lol:
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]