დილა ციანი დგებოდა. სუსხის მიუხედავად, უკვე ერთმანეთს ვულოცავდით მზიანი დღის პერსპექტივას. თუმცა, ერთიც მართალია, ამინდს რომ ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ჰქონდა, ამას ამინდის პროგნოზის მიმართ ცვენი დამოკიდებულებაც ავლენდა.
წესითა და რიგით, იმ დღეს მკაცრი სიცივე, ქარი და თოვლი უნდა ყოფილიყო. ჩვენც ასე შევემზადეთ, სინამდვილეში კი მასპინძელი მხარე მადლიერი და გახარებული გვეგებებოდა.
საბარგულში ყველა მძიმედ ამოვიგანგლეთ, რაცდამატებითი მიზეზი გახდა ჩვენი სიცილისა და ხალისისათვის. ვხუმრობდით, რა იყო, დაელაგებიონათ და მოეხეხათ აქაურობაო, ერთი სიტყვით, მუქთად რომ ვმგზავრობდით, ეგ ხომ ერთი და თანაც ხუმრობანარევ პრეტენზიებსაც კი გამოვთქვამდით პერიოდულად.
საბარგულიდან ფოტოებს ვიღებდი და ერთი ორჯერ, კადრის დასაჭერად ისე გულიანად გავიწიე, რომ კინაღამ მე ცალკე აღმოვჩნდი და მანქანა და მეგობრები ცალკე.
ეს შემთხვევა უსაფრთხოდ დასრულდა ჩემთვის. ტრულა ყოველ წამს მაფრთხილებდა, ფრთხილად, ფრთხილადო და ისე იყო აღფრთოვანებული, რომ მისი ლექსიკა ჩვეულებრივი სიტყვებიდან მეტაფორებად იქცა. ქსოვრელი კედელს იყო მიყუდებული და კიდეც გამოკვირდა, რომ არცერთხელ წაქცეულა, ანდრო საბარგულში ცდილობდა ფოტოების გადაღებას და უფრო მეტად კი თავის ადგილზე შენარჩუნებას, ისე ხტოდა ყოველი ჩვენგანი აქეთ-იქით.
გარემო კი უფრო და უფრი ნათდებოდა. მტკვრის ხეობაცა და ოქროსფერი უდაბნოც ლურჯი ცისა და ოქროსფერი მზის ფონზე კიდევ უფრო გვიზიდავდა. რაც მეტს გავდიოდით, მით მეტად გვემატებოდა შთაბეჭდილება, თუმცა შემდგომში ნანახმა და გადავლილმა კი მაინც გადაგვიჭარბა მოლოდონებს.
ესეც საბარგულიდან გადაღებული პეიზაჟები.
