ნიჩბისი - 2009 წლის 8 მარტს
Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia
- Sarajistka
- მაწანწალა
- Posts: 356
- Joined: 12 სექ 2008, 00:12
ნიჩბისი - 2009 წლის 8 მარტს
რა საინტერესო გასვლა ყოფილა და რა საინტერესოდ მოგვითხრობთ ლაშქრობის შესახებ.
ძალიან მომინდა ამ ყველაფრის მონახულება.
ძალიან მომინდა ამ ყველაფრის მონახულება.
მჭირდება ლიხაურის კედლის მხატვრობის ფოტოები, გადაღებული 1994 წლის ჩათვლით
-
- იეტი
- Posts: 16569
- Joined: 20 ივლ 2007, 03:45
- Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ნიჩბისი - 2009 წლის 8 მარტს
Naia
სასიამოვნოა, რომ თემა წესების დაცვით გახსენი.
არაჩვეულებრივი ადგილები გინახავთ.
ეგებ, მომავალში შენ ან რომელიმე თქვენგანმა გვიმეგზუროთ კიდეც.
amigo
მშვენიერი ფოტოები გაქვს
სასიამოვნოა, რომ თემა წესების დაცვით გახსენი.
არაჩვეულებრივი ადგილები გინახავთ.
ეგებ, მომავალში შენ ან რომელიმე თქვენგანმა გვიმეგზუროთ კიდეც.
amigo
მშვენიერი ფოტოები გაქვს
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
-
- იეტი
- Posts: 16569
- Joined: 20 ივლ 2007, 03:45
- Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ნიჩბისი - 2009 წლის 8 მარტს
ეგებ, ჩვენ მოგვეფიქრა რამე და ჩამოგვეკიდა
სოკრატ სალუქვაძე ისევ მაგ აფთიაქში მუშაობს.Kakha wrote:amigo
რაც აფთიაქად შემოგასაღეს არ უნდა იყოს აფთიაქი. ვითარება ასეთია, არის ასეთი პიროვენბა სოკარტ სალუქვაძე - თბილისში, #1 აფთიაქის დირექტორი (არ ვიცი ახლაცაა თუ პენსიაში გავიდა). ფარმაციზე შეყვარებული კაცი (რაც კარგია). დაიწყო ქართული ფარმაკოლოგიის დარგში კვლევა (რაც ასევე კარგია) და სადაც კი ნახა თახჩები, ყველა ძეგლზე ერთიანად აფთიაქებად მონათლა (ვარიძია, უფლისციხე, მაღალაანთ ეკლესიისთან მიმდებარე კომლექსის ნანგრევი). არადა არავითარი რეალური საფუძველი რომ მაინცა და მაინც აფთიაქებია არ არსებობს. უფრო სწრედ კი მოჰყავს, მისი აზრით, შესაბამისი არგუმენტაცია, მაგრამ ვერანაირ კრიტიკას ვერ უძელბს ეს არგუმენტაცია.
კარვიდან ბევრნი ხართ ნამყოფებცი კაპადოკიაში - აბა გაიხსენეთ რამდენი კლედში ნაკვეთი მცირე თახჩებიანი სათავსები ნახეთ იქ. ასეულობითაა, თუ არა ათასობით.
ჰო, ეგ ამტკიცებს, რომ თახჩებიანი სათავსოები წამლებისთვის გამოიყენებოდა.
ზოგი1 შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ დაეჯერება.
კაპადოკიაში მართლაც ბევრი მსგავსი სათავსოა, მაგრამ უმრავლესობას სხვა ფორმა აქვს.
ციციშვილების ციხეზე თახჩები ბრტყელთაროიანია, კაპადოკიის უმეტესი თახჩები მოკლე და უფრო ბრტყელია
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
-
- იეტი
- Posts: 16569
- Joined: 20 ივლ 2007, 03:45
- Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ნიჩბისი - 2009 წლის 8 მარტს
ჰო, ამ იდეაზე გუშინ ნაიაც მეუბნებოდა.Mta Mkvarebia wrote: მოგვეწონა "უმზეურაც" და ხეობაც. ძალიან ლამაზი იქნება გაზაფხულზეც და ზაფხულშიც. მაგრამ ისეთი დანაგვიანებულია. იდეა გაგვიჩნდა, დასუფთავების პატარა აქცია მანდ მოვაწყოთ. თუმცა მის განხორციელებას ბევრი ხალხი არ დასჭირდება.
ნეტავ იმდენნი ვიყოთ, რომ მთელი საქართველო ნაგვისგან 2 დღეში გავწმინდოთ.
ახლა, ამბობენ, 100 000 კაცი მიტინგზე მიდისო.
ეუფ, ეგ ხალხი მომცა და მართლა 2 დღეში ყველაფერს მოვასუფთავებდით.
არ შეიძლება, სასწაული მოხდეს და მიტინგის ნაცვლად, დასუფთავებაში შემოგვი1დნენ?
ეს ამბავი მართლაც, ლეგენდას უფრო ჰგავს.Mta Mkvarebia wrote:
ეკლესია ასეა შემინული
როგორც ადგილობრივმა მცხოვრებმა მოგვითხრო. ლეგენდის მიხედვით, წმ. ნიკოლოზის სახელობის, ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაბს და ციციშვილების ციხეს ერთი და იქივე ადამიანი აშენებდა, ზაზა ციციშვილი-ფანასკერტელის დაკვეთით. მცხეთის ეპისკოპოსს ენა მიუტანეს, ერთი კაცი აკეთებსა ამ ყველაფერსო, მასაც დაუბარებია არქიტექტორი მცხეთაში. მაგრამ ამ უკანასკნელს უფიქრია, ბარემ ამ ტაძრის გუმბათის ყელს ამოვაშენებ და მერე ჩავალო. მაგრამ იძულებული გამხდარა ეპისკოპოსის ნებას დაყოლოდა. გაბრაზებულ ეპისკოპოსს კი ცხენებზე გამოუბია არქიტექტორი და სვეტიცხოვლის გალავნისთვის ორჯერ თუ სამჯერ შემოუტარებია. ოსტატი გარდაიცვალა და გუმბათის დასრულება ვერ შეძლო. ახლა ტანხებია გამოყოფილი და პროექტიც არსებობს, რომლის მიხედვითაც 7-მეტრიანი გუმბათი უნდა დაადგან ეკლესიასო.
საქართველოს ისტორიიდან ვერ ვიხსენებ, ეპისკოპოსის მიერ ჩადენილ მსგავს ინკვიზიციას.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
ნიჩბისი - 2009 წლის 8 მარტს
Mta Mkvarebia
რა ინფორმაციაც დაწერე არმაზის შესახებ ეგ ეკუთვნის არმაზციხეს, იგივე ბაგინეთს და არა იმას რაც თქვენ ნახეთ. თქვენ იყავით არმაზისხევში. აბა გაიხსენე ნახეთ იქ ან სვეტებიანი დარბაზი, ანდა ალიზით ნაგები სასიმაგრო კედლები და ორთხკუთხა კოშკები?
არმაზი ფიგურირებს რამდენიმე ტოპონიმში
1) არმაზისხევი (თქვენ სადაც იყავით და სადაც ლაპიდარუიმის მოწყობას აპირებდნენ ოდესღაც)
2) არმაზციხე, იგივე ბაგინეთი
3) არმაზის ეკლესია, არც თუ შორსაა მაგ ადგილებიდან
4) ქსნის ხეობის არმაზის ეკლესია, ერთ-ერთი მინიშვნელოვანი ძეგლი ქართული ხუროთმოძღვრებისა (ახალგორის რაიონშია, შესაბამისად ახლა არ მიისველბა)
ამის გამო ხშირად ერევათ ხოლმე ერმანეთში თუ რომელი არმაზი ნახეს

- Mta Mkvarebia
- მარგალიტი
- Posts: 9960
- Joined: 23 აგვ 2007, 12:23
- Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ნიჩბისი - 2009 წლის 8 მარტს
Kakha
მაგას მივხვდი, რომ არმაზის ციხეს ეკუთვნის, მაგრამ ვიფიქრე ეს ფრაზა:
რატომ არ ვიცოდი? 
მაგას მივხვდი, რომ არმაზის ციხეს ეკუთვნის, მაგრამ ვიფიქრე ეს ფრაზა:
ეკუთვნოდა მაგ აბანოს. სხვაგანაც არის არმაზში ანტიკური ხანის აბანო?Mta Mkvarebia wrote:..პიტიახშის რეზიდენციაში აღმოჩენილი ანტიკური აბანოს ნაშთები (გასახდელი, საქვაბე, საბანაო განყოფილებები)..

ნიჩბისი - 2009 წლის 8 მარტს
Mta Mkvarebia
არმაზციხეში (ბაგინეთში) სამი რომაული ტიპს ანტიკური აბანოა - სამი
არმაზციხეში (ბაგინეთში) სამი რომაული ტიპს ანტიკური აბანოა - სამი

- Mta Mkvarebia
- მარგალიტი
- Posts: 9960
- Joined: 23 აგვ 2007, 12:23
- Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ნიჩბისი - 2009 წლის 8 მარტს
Kakha
რა სიმდიდრის პარტონები ვყოფილვართ და ჩვენც კი არ ვიცით, სხვას რას ვთხოვთ
. თუთა და ამიგო აღნიშნავდნენ იმ დღეს, ასეთ აბანოს როგორ გააპიარებდნენ და მაშინვე მუზეუმად აქცევდნენ თურქეთში და რა ფულს დაატოვებინებდნენ ქვეყნის ბიუჯეტში იქ ჩასულ ტურისტებს.

რა სიმდიდრის პარტონები ვყოფილვართ და ჩვენც კი არ ვიცით, სხვას რას ვთხოვთ

ნიჩბისი - 2009 წლის 8 მარტს
რა საინტერესოაKakha wrote:Mta Mkvarebia
არმაზციხეში (ბაგინეთში) სამი რომაული ტიპს ანტიკური აბანოა - სამი
მთაშენკა, შენი არ იყოს არც მე არ ვიცოდი ამ აბანოების შესახებ

არადა, იმ დღეს ლომი იხვეწებოდა - ავიდეთ ბაგინეთშიო...
- Mta Mkvarebia
- მარგალიტი
- Posts: 9960
- Joined: 23 აგვ 2007, 12:23
- Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ნიჩბისი - 2009 წლის 8 მარტს
ჩემი სურათები ავქაჩე აქ http://allshares.ge/download.php?id=4D8B14AE12 
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას, ძალიან კარგი დღე გამოგვივიდა. აწი დათბება და ამინდი კიდევ უფრო შეგვიწყობს ხელს

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას, ძალიან კარგი დღე გამოგვივიდა. აწი დათბება და ამინდი კიდევ უფრო შეგვიწყობს ხელს

Last edited by amigo on 10 მარ 2009, 12:10, edited 1 time in total.
ნიჩბისი - 2009 წლის 8 მარტს
სასიახრულოა მშვიდობით რომ დაბრუნDით ხალხნო გაიხარეთ.....
ეჰ მანდ პირველად იჩხუბა კარავმა

ეჰ მანდ პირველად იჩხუბა კარავმა