New აბუდელაური ... ჭაუხები, ჯუთა 18-20 აგვისტო 2007

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia


User avatar
GOGONA
იეტი
Posts: 2693
Joined: 10 მარ 2007, 01:21
New აბუდელაური ... ჭაუხები, ჯუთა 18-20 აგვისტო 2007

Post by GOGONA » 12 სექ 2007, 12:28

უი გაიხარე შენააა :!:

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
New აბუდელაური ... ჭაუხები, ჯუთა 18-20 აგვისტო 2007

Post by ARCHILI » 12 სექ 2007, 12:46

ჭაუხობა VII

სიტყვა გამიგრძელდა ხომ?.. არა უშავს, სადაცაა ჩავალთ ჯუთას და მეც დავასრულებ მონაყოლს.. ისე, ადვილად და მოკლედ რომ ამეღწერა, ადამიანი ალბათ ვერ შეიგრძნობდა დილის თერთმეტი საათიდან საღამოს რვა საათამდე, ცხრა საათიან სიარულის ამბავს (აქ შედის სტიქიისაგან თავის შეფარების დროც, აცდენილი გზებით გაჭიანურებული დროც.. ანუ.. ტემპი ფრიადი იყო, შეუკამათებელი, ბევრი დრო ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო შეიწირა..)..

მოკლედ, ჭიანჭველისა არ იყოს, ავხტი-დავხტი და.. მშვენივრად აქაფებულ მდინარეშიც ჩავხტი.. არ იფიქროთ, რომ დავსველდი და შემცივდა.. როგორ გეკადრებათ, ისედაც სველები ვიყავით ყველა და კარგადაც გახურებულები.. დრამერს არ დაჭირვებია ბაწარზე ღორთან, მუხასთან და ა.შ. წასვლა, მეორე ნაპირზე უპრობლემოდ ავხოხდი.. დრამერმა ჭკვიანურად მოიფიქრა და ნაპირებს შორის ნაბიჯზე მეტი დაშორების შესამცირებლად მოზრდილი ქვების დაწყობა მოახერხა თავიანთ მხარეს..

მერე იყო ჩანთების გადმოწოდება, ყვირილი, ძახილი, მართალია, ერთი მეტრი პლიუსით გვაშორებდა მხოლოდ ერთმანეთს, მაგრამ მდინარე ისე გულიანად მოთქრიალებდა, რომ სხვა არაფრის ხმა აღარ ისმოდა.. ჩანთები გადმოვახოხიალეთ, მერე გოგოებიოც გადმოვიყვანეთ, დრამერიც გადმოვიდა და..

გადმოვლაგდით მეორე მხარეს.. ალბათ უფრო წეღან უნდა მეთქვა, მაგრამ ახლა დავაზუსტებ, ამ ადგილას მდინარეზე გადმოსვლის მცირედ ჯიუტობა უსაფუძვლო არ ყოფილა.. ჭაუხების მეორე მხარეს (ჯუთის მხარეს) გადმოსვლის შემდეგ იმდენი იყო სასიარულო ფერდ-ფერდ, მთა-მთა და ღელე-ღელე, თან ერთადერთი, რაც მოძრავ ცოცხალ არსებას მოგაგონებდათ, საუკეთესო შემთხვევაში ხარების ჯოგი (??? რა ჰქვია ბევრნი რომ არიან ერთად მთაში წამოსულები) რომ ერთ-ერთი ფერდის ამაღლებული ნაწილიდან, როგორც კი კარვებს მოვკარით თვალი, ეგრევე (აქ ჟარგონი უნდა მოვიშველიო) "პრიამოიზე" წამოვედით.. ასე აღმოვჩნდით მდინარესთან და შემდეგ უკვე კარავ-ქალაქთან..

ჩვენდა სასიხარულოდ, დრამერს თავის ძმაკაცი შეხვდა..დაგვეხმარა.. მე, სველი ტანსაცმელი კი გავიძრე.. მაგრამ.. კი დავრჩი ეგრე.. გადავწყვიტე და შევხტი კარავში, "სპალნიკში".. დრამერმა და ნინიამ ნამდვილი რომანტიული ვახშამი მოაწყვეს კარავში, ჩვენ უკვე საჭმელიც აღარ გვქონდა თითქმის (ნუ გასაკეთებელი კი იყო, მაგრამ გაზის ბალონი იყო გასაშრობი) და აქაც დრამერის ძმობილი და მათი გერმანელები დაგვეხმარნენ..

ღამით წვიმდა.. ჩვენ გაყინვა-გადაყინვის ფაზა რომ გავიარეთ, ბოლოს გათბობაც დავიწყეთ და დილისთვის გამოვშრით კიდეც.. მართალია, როგორც იტყვიან, ძვალ-რბილი არ გვქონდა არცერთს მთელი, მაგრამ ყველანი ბედნიერები ვიყავით განცდილისაგან..

მერე იყო გზა ჯუთისაკენ, ცივ წყაროთა სმა, კვლავ სიცილი, მერე უკვე სოლიდური დაღლილობისა და ტკივილების აღიარება.. მერე გერმანელების დახმარება.. თავდაპირველად ჩვენ ხევში ფეხით გავლა გვქონდა ნავარაუდები, მაგრამ გარემოებათა გამო არ მისული კარკუჩამდე ჩვენ უკვე ტრანსპორტით წამოგვიყვანეს.. ნაცნობ ადგილებზე ნინიას გიდობას ვუწევდი.. ჩემს მონასტერს რომ გამოვუარეთ, ნინიას ტვინიც კი გამოვუჭედე ლამის იქაურობის შესახებ მოყოლაზე.. ცხადია, ვერსად ვერ გავჩერდებოდით, მარშუტკა ხომ ჩვენ არ გვეკუთვნოდა.. გზად, სნოში, მეუფის რეზიდენციასთან ჩვენი მამები დავინახე, ხოლო ჩვენი მონასტერი და ტაძარი რომ დავინახე, ლამის ტირილიც წამსკდა და მგონია, ორიოდე ცრემლიც კი გადმომიგორდა მალულად..

მერე მე და ნინია დავბრუნდით თბილისში, გზაში დაღლილობის მიუხედავად ბევრ რამეზე ვისაუბრეთ.. მე მეორე დღისათვის უნდა მოვმზადებულიყავი.. გზაში ლამას ველაპარაკე, სვანეთში გასამგზავრებლად დილის ხუთ საათზე უნდა შევკრებილიყავით..

თბილისში შეღამებულზე ჩამოვედით.. მეორე დღიდან მე უკვე სვანეთში წავედი, ნინია კი რამდენიმე დღეში სიონში გაემგზავრა.. სვანეთიდან დავბრუნდი თუ არა, ორ დღეში მონასტერში გავემგზავრე ხევში.. მერე კი ჩამივედი, ეს ამბები გავიხსენე და ჩემს წარმოსახვაში ხელმეორედ მოვიარე: New აბუდელაური ... ჭაუხები, ჯუთა 18-20 აგვისტო 2007 ...



პ.ს. დიდი მადლობა ყველას, ვინც არ დაიზარა და ვინც წაიკითხეთ ეს სიტყვაგაგრძელებული პოსტ-მონაყოლები და ჩემთან ერთად კიდევ მორიგად შეიგრძენით ჩვენი თავგადასავლები.. დიდი მადლობა ყველა კომენტარისათვის და იმ განცდებისა და კეთილი სურვილებისათვის, რასაც ჩვენგან დაუსწრებლად წერდით, იმ დროს, როდესაც ჩვენ ამ მოგზაურობაში ვიმყოფებოდით და რაც ჩვენ გზადგვეწეოდა და გვეხმარებოდა...

დიდება უფალს! და დიდი მადლობა ყველა თქვენგანს!
Image

User avatar
GOGONA
იეტი
Posts: 2693
Joined: 10 მარ 2007, 01:21
New აბუდელაური ... ჭაუხები, ჯუთა 18-20 აგვისტო 2007

Post by GOGONA » 12 სექ 2007, 12:55

ამ მოკლე დროში აბუდელაური, ჭაუხები, სვანეთი და მონასტერი, ბარაქალა შენ :shock: :D :D :D

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
New აბუდელაური ... ჭაუხები, ჯუთა 18-20 აგვისტო 2007

Post by Naia » 12 სექ 2007, 12:57

დიდი მადლობა, არჩილ! შენმა პოსტმა კიდევ ერთხელ გამახსენა ჩვენი ლაშქრობა და ვირტუალურად მატარა თქვენს მარშრუტებზე. ღმერთი გფარავდეს!

User avatar
nusa
იეტი
Posts: 2183
Joined: 08 ივნ 2007, 09:46
Location: Tbilisi
Contact:
New აბუდელაური ... ჭაუხები, ჯუთა 18-20 აგვისტო 2007

Post by nusa » 12 სექ 2007, 13:21

წავიკითხე VII -ივე თავი და თან ყოველ მომდევნოს მოუთმენლად ველოდი....
კარგი თავგადასავალი იყო და მონათხრობიც ასევე...

როგორც ყველამ ალბათ, მეც განვიცადე თქვენი განსაცდელი....


ნ-------------

და მერე ამდენი რამის მოსწრება ხუმრობა ხომ არ არის?!

ეხლა უკვე ვიცი - ყოჩაღი ხარ :wink: :D

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
New აბუდელაური ... ჭაუხები, ჯუთა 18-20 აგვისტო 2007

Post by lama » 12 სექ 2007, 13:52

ARCHIL_i
gaixare Zmao magrad visismovne :)
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
New აბუდელაური ... ჭაუხები, ჯუთა 18-20 აგვისტო 2007

Post by ARCHILI » 12 სექ 2007, 15:22

GOGONA

Naia

nusa

lama


-- დიდი მადლობა.. გაიხარეთ..

(თურმე კითხულობენ ჩემს პოსტებს, არადა ვინ იფიქრებდა :wink: )
Image

User avatar
ninia
მაწანწალა
Posts: 326
Joined: 10 ივლ 2007, 02:18
New აბუდელაური ... ჭაუხები, ჯუთა 18-20 აგვისტო 2007

Post by ninia » 13 სექ 2007, 02:07

ARCHIL_i wrote: (თურმე კითხულობენ ჩემს პოსტებს, არადა ვინ იფიქრებდა :wink: )
გეკადრება :?:
რა კარგია ესე დეტალურად, რომ დაგიწრია ყველაფერი, ვკითხულობდი და თან ხელმეორედ ვმოგზურობდი, თითქოს დრო უკან დაბრუნდაო :)
ყოჩაღ :!: :wink:

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
New აბუდელაური ... ჭაუხები, ჯუთა 18-20 აგვისტო 2007

Post by ARCHILI » 13 სექ 2007, 12:09

ninia wrote: ხელმეორედ ვმოგზურობდი, თითქოს დრო უკან დაბრუნდაო :)
:wink:
ნინი, ის გამახსენდა, წაქცევობანას რომ ვთამაშობდით მე და შენ აბუდელაურებიდან დაბრუნებისას.. რაც მე მაშინ აკრობატული ილეთები შევასრულე...

:lol: :lol: :lol:

აუ.. მერე.. რომ მოვდიოდით და წყაროებს რომ ველურად დავეწაფეთ.. მაგარი იყო, არა?.. ცივი და გემრიელი.. თუ ველურობაა, ველურობა იყოსო და პეშვით კი არა, წამოწოლილად, თავი პირდაპირ წყალში ჩავდეთ და ისე შევსვით..

:D :D :D

დიდი სიამოვნებით დავიბრუნებდი ახლა იმ წუთებს.. მერე.. ქვემოთ რომ მიჭირდა ჩასვლა, თან ლიზისათვის დაკრეფილი ყვავილებიც ძლივს მეჭირა ხელში, მაგრამ შენი გამხნევებით ძალა მემატებოდა..

და .. ისინი, მათემატიკოსები, ცოლ-ქმარი რომ შეგვხვდა, რამდენი ვიცინეთ მაშინ.. "გადაძახილები ჭაუხებისა და აბუდელაურების მიდამოებში".. :D მაგარი იყო.. ცოლი შაბიამნისფერ ტბას ეძებდა, მაშინ ბევრი ვიცინეთ მე და შენ, მაგრამ მერე რომ მივხვდით, რომ იმ დღეს ეს ტბა ლურჯზე მეტად მართლაც შაბიამნისფერი იყო, ცალკე ამაზე ვიცინოდით..

ისე.. ჩვენი აბუდელაურებიდან უკან დაბრუნება და მეორე დღეს კიდევ უკანა გზაზე მიმოცვფართება და კიდევ სხვა უამრავი ნაღდად ცალკე თემაა, რა.. :) :) :)


ეს ლაშქრობა ჩემთვის, პირადად, ყველაზე გამორჩეულია დღეისათვის.. თავისი პათოსით, განწყობებით, თავგადასავლებით, განსაკუთრებული ადამიანური ურთიერთობებითა და კიდევ ბევრი რამით..

ეს მართლაც იყო განწყობა ყველა წამის სიამოვნებით

რას იტყვი ?

:) :) :) :) :) :) :) :) :) :) :) :) :) :) :) :) :) :) :) :) :) :)
Image

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
New აბუდელაური ... ჭაუხები, ჯუთა 18-20 აგვისტო 2007

Post by Naia » 13 სექ 2007, 12:15

ARCHIL_i
ეს მართლაც იყო განწყობა ყველა წამის სიამოვნებით
100%-ით გეთანხმები!
ეს ლაშქრობა ჩემთვისაც ყველაზე დაუვიწყარია! მართლაც, ყოველი წამი მშვენიერი იყო!

პს. თეთრ ტბაზე 'სამშობლოს' რომ მღეროდი (თუ გაჰყვიროდი) გახსოვს? :D ის, თოვლზე რომ ვიგუნდავეთ და მე და ნინიამ ყინულის ნატეხი რომ ჩაგიგდეთ ზურგში? :) აუ, ყველაფერი ძალიან მაგარი იყოოოო

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
New აბუდელაური ... ჭაუხები, ჯუთა 18-20 აგვისტო 2007

Post by ARCHILI » 13 სექ 2007, 12:28

Naia wrote:
100%-ით გეთანხმები!
ეს ლაშქრობა ჩემთვისაც ყველაზე დაუვიწყარია! მართლაც, ყოველი წამი მშვენიერი იყო!

პს. თეთრ ტბაზე 'სამშობლოს' რომ მღეროდი (თუ გაჰყვიროდი) გახსოვს? :D ის, თოვლზე რომ ვიგუნდავეთ და მე და ნინიამ ყინულის ნატეხი რომ ჩაგიგდეთ ზურგში? :) აუ, ყველაფერი ძალიან მაგარი იყოოოო
-- მე კიდევ დიდი ჯოხით ვწერდი "კარავი. ჯი" ... და მაგ ყინულის ნატეხი ზურგში რომ ჩამოგდეთ, მაშინ ჭაუხებს არაბუნებრივი ხმა მოესმა.. და მგონი კლდის ნაწილი ჩამოინგრა კიდეც..

:D :lol: :D

ისე.. ჰიმნი ხომ მაგრად ვიმღერე თუ ვაღრიალე ჭაუხების ძირში?

8) 8) 8)
Image

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
New აბუდელაური ... ჭაუხები, ჯუთა 18-20 აგვისტო 2007

Post by Naia » 13 სექ 2007, 12:30

ARCHIL_i
ისე.. ჰიმნი ხომ მაგრად ვიმღერე თუ ვაღრიალე ჭაუხების ძირში?
შენ კი კარგად იმღერე, მაგრამ ნამეტანი ხმამაღლა იყო ეგ ჰიმნი დაწერილი :D ;) რაც მთავარია მთელი გულით მღეროდი :)

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
New აბუდელაური ... ჭაუხები, ჯუთა 18-20 აგვისტო 2007

Post by ARCHILI » 13 სექ 2007, 15:19

Naia wrote: შენ კი კარგად იმღერე, მაგრამ ნამეტანი ხმამაღლა იყო ეგ ჰიმნი დაწერილი :D ;) რაც მთავარია მთელი გულით მღეროდი :)
-- უუხ... ძალიან ხმამაღლა..

და ისა.. მე და გოგონას წყალზე ძაღლები რომ გამოგვეკიდნენ...

:D :D :D

გამახსენდა, მაშინ მდინარეს ერთი თუ ორი ჩანგალი შევწირეთ ჩვენი ფონდიდან..

შენ კი გადაურჩი მაგ ძაღლებს, ისე ჩახვედი და ამოხვედი, რომ არც არაფერი..

კიდევ შოთა წიკლაურის არაყი?

მაგარი არაყი იყო.. კი აგვამღერა და ...
Image

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
New აბუდელაური ... ჭაუხები, ჯუთა 18-20 აგვისტო 2007

Post by ARCHILI » 13 სექ 2007, 18:18

Naia wrote:Image
ეს ფოტო ნეტავ ვინ გადაიღო?

:roll: :roll: :roll:

ნასვამი იყო ალბათ..

ის გამახსენდა, თეთრ აბუდელაურზე შეცდომით წყლის მაგიერ არაყი რომ გადავასხი ბოთლიდან.. ნინიასა და ნაიას გაკვირვებული თვალები ახლაც თვალწინ მიდგას...

დღესაც გული მწყდება, რა არაყი.. ისე.. ვინც აბუდელაურზე ჩავა, შეუძლია თეთღი აბუდელაურიდან პირდაპირ მოსვას.. მთლად არაყი არა მგონია, მაგრამ ჟიპიტაური კი იქნება..

:lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol:
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]