ნიჩბისი - 2009 წლის 8 მარტს

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ნიჩბისი - 2009 წლის 8 მარტს

Post by Mta Mkvarebia » 09 მარ 2009, 17:01

TuTa
:****

მაგრამ ფოტოები არ მომწონს, ბნელია ძალიან. არადა რეჟიმები უფრო კარგად ვერ დავაყენე :roll: .

მერე უკან ისევ ფეხით დავეშვით. ჯერ ეს თავდაცვითი კოშკი ვნახეთ:

Image

მერე ეს ორი ეკლესია, რომელთა შესახებ ქვევრი წერდა თავის თემაში:

Image

Image

პირველი (თუ არ ვცდები, მთავარანგელოზთა სახელობის) თითქმის დანგრევის პირას არის, მაგრამ ისეთი ლამაზი ფრესკებია შიგნით, გაოცდებით.

თუმცა ეს ფოტოებიც ბნელი გამოვიდა :(

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image
Last edited by Mta Mkvarebia on 09 მარ 2009, 17:04, edited 2 times in total.
Image

User avatar
TuTa
იეტი
Posts: 1392
Joined: 29 ოქტ 2007, 14:11
Location: where the streets have no name...
ნიჩბისი - 2009 წლის 8 მარტს

Post by TuTa » 09 მარ 2009, 17:02

qvevri

gio Seni tema da online konsultaciebi zalian gamogvadga :) gaixare



P.S potoebshi qolga marto me rom mikavia :lol: :lol: :lol:

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ნიჩბისი - 2009 წლის 8 მარტს

Post by Mta Mkvarebia » 09 მარ 2009, 17:15

თითქმის ყველა ტაძართან ძველი, საინტერესო საფლავის ქვები იყო, საინტერესო ეპიტაფიებით

Image

Image

მერე იოანე მახარობლის სახელობის ეკლესია მოვინახულეთ

Image

Image

აქაც ვნახეთ საფლავის ქვები

Image


Image

Image

Image

Image
Image

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ნიჩბისი - 2009 წლის 8 მარტს

Post by qvevri » 09 მარ 2009, 17:21

ამ ტაძარს ძალზედ საინტერესო წარწერა აქვს აღმოსავლეთის ფასადზე და აბა :?:

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ნიჩბისი - 2009 წლის 8 მარტს

Post by Mta Mkvarebia » 09 მარ 2009, 17:24

მერე არმაზში, ღია ცის ქვეშ მუზეუმი, აბანო და აკლდამები მოვინახულეთ
ამ ჩუქურთმებიდან ზოგი ძველი ჩანს, ზოგი არც ისე..

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image
Last edited by Mta Mkvarebia on 09 მარ 2009, 17:26, edited 1 time in total.
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ნიჩბისი - 2009 წლის 8 მარტს

Post by Mta Mkvarebia » 09 მარ 2009, 17:24

Image

Image

ესეც აბანო

Image

Image

Image

ეს კიდევ ჩვენ

Image

Image
Image

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ნიჩბისი - 2009 წლის 8 მარტს

Post by qvevri » 09 მარ 2009, 17:28

რახან თქვენ არ გადაგიღია მაშინ მე შემოგთავაზებთ...
Image

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ნიჩბისი - 2009 წლის 8 მარტს

Post by qvevri » 09 მარ 2009, 17:34

ხოლო მთაშენკას მიერ დასდებულ სურათებში არმზის მუზეუმიდან თუ დააკვირდებით შეამჩნევთ ბერთ უცნაურ ქვას, რომელზეც აწერია ზაალ ბარათაშვილიო... საქმე იმაშია, რომ ეს გახლავთ ყურძნის წნეხი და აქ საიდან მოხვდა საინტერესოა. ასეთი წნეხის ძირის ერთი დაზიანებული ნაწილი არის რუისის ტაძართან, რომელსაც გოგამ ჩემი თხოვნით გადაუღო სურათი და გამომიგზავნა. აი ის სურათიც, დიდი მადლობა გოგას :wink:
Image

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
ნიჩბისი - 2009 წლის 8 მარტს

Post by Kakha » 09 მარ 2009, 17:41

qvevri
შენთვის და დანარჩენებისთვისაც - ალბათ საინტერესოა რომ იცოდეთ რა ხდება არმაზისხევის მუზეუმის გარშემო.

ეს მუზეუმი მოიაზრებოდა როგორც ლაპიდარიუმი, ანუ ქვის შენსახი ადგილი, სადაც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მოტანილი მინიშვნელოვანი ქვები მოჰქონდათ ან მათი სკულპტურული ღირებულების ანდა მათი ისოტრიული მნიშვნელობის გამო (იგულისხმება წარწერები). თანაც მოჰქონდათ არა მარტო ქართული არამედ სხვა კულტურების კუთვნილი ძელგებიც, უმეტესად საქართველოში აღმოჩენილი. თუმცა რამდენიმე შემთხვევაში ყირიმიდან ჩამოტანილი ძეგლებიც იყო. თანაც ხშირ სემთხვევაში ეს არ იყო ორიგინალი, არამედ მოჰქონდათ ასლი.

ასეთი მუზეუმის შემქნის იდეამ არ გაამართლა თუ ვერ გაამართლა. ასეა თუ ისე, მიუხედავად იმისა რომ ეს მუზეუმი იქმნებოდა ძალზე მინიშვნელოვანი არქეოლოგიური ძეგლის ადგლას ვერაფრით მოხდა მისი პუპულარიზება და გამოყენება.

ამ რამდენიმე წლის წინ ჩამოყალიბდა მცხეთის არქეოლოგიური ინსტიტუტი. ეს ტერიტორიაც, როგორც არქეოლოგიური ძეგლი და თანაც ბოლომდე ჯერ კიდევ შეუსწავლელი მას გადაეცა. ხოლო ქვის ექსპონატების დიდი რაოდენობა, და თანაც ორიგინალები გადაიტანეს თბილისში - სახლემწიფო მუზეუმში სადაც ინახება ქვის ფონდში. ამით ექსპონატები დაუბრუნეს მის მფლობეს სახელმწიფო მუზეუმს და მოსავლელადაც უფრო მარტივი გახდა.

ახლა რატომ დავწერე ამდენი - ალბათ თქვენც გული მოგიკვდათ მუზეუმის მდგომარეობით, მაგრამ საქმეც მაგაშია, რომ იქ მუზეუმი აღარაა. და თუ რამაა საჭირო ესაა იმ უბადრუკი ნაგებობების აღება და ტერიტორიის მოსუფთავება-მოწერიგება. რაც არაა გაკეთებული.

მოკლედ, არ ისე ცუდადაა საქმე, როგორც მაგ "მუზეუმის" ნახვით დაგრჩათ შთაბაჭდილება. მაგრამ ვინმემ თუ არ მოგიყვათ რა ხდება რაქცია ნანახზე ნამდვილად ნეგატიური იქნება.....

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ნიჩბისი - 2009 წლის 8 მარტს

Post by Mta Mkvarebia » 09 მარ 2009, 17:43

მერე ლომმა სხვა, მცხეთისკენ მიმავალი გზის პირას მდებარე აკლდამები გვანახა. რამდენჯერ გამივლია იმ ადგილას და არ შემიმჩნევია :oops:

Image

Image

Image

მერე იქიდანვე დაგვანახა მთის წვერზე ახლადაგებული დედათა მონასტერი და იქ ასვლის იდეა შემოგვთავაზა, თავად ყოფილა ადრე ასული.

Image

ავედით მონასტერში
Image

სამწუხაროდ მონასტრის ტერიტორიაზე ფოტოების გადაღება აკრძალული იყო და ფოტომასალა არ გაგვაჩნია, მაგრამ ისეთი სილამაზე ვიხილეთ, ყველა აღვფრთოვანდით. ულამაზესად მოწყობილი იყო მონასტრის ტერიტორია, ლამაში, გემოვნებით ნაგები ეკლესიით (წმ. ნიკოლოზის და იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის სახელობის), კელიებით და დამხმარე ნაგებობებით. არანაკლებ ლამაზი ხედები იშლებოდა იქიდან მცხეთაზე და მტკვარზე:

Image

Image

Image

Image

მონასტრიდან ჩამოვდიდით მანქანისკენ, ჩვენსკენ მომავალი სამი ადამიანი რომ დავინახეთ. მიახლოებისას ერთერთი ნინი არაბული აღმოჩნდა, რომელმაც კი იცოდა ნიჩბისში რომ მივდიოპდით და გზაც დაგვილოცა მაგრამ მანდ თუ გვნახავდა, არ მოელოდა. ძალიან სასიამოვნო შეხვედრა იყო :D .

ის დღე "ლუდის მოედანში" დასრულდა :)

Image

Image

Image

Image

ძალიან კარგი დღე იყო. დიდი მადლობა ორგანიზატორ ნაიას და გასვლის ყველა მონაწილეს :) .
Image

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
ნიჩბისი - 2009 წლის 8 მარტს

Post by lama » 09 მარ 2009, 20:10

Mta Mkvarebia wrote:Image

Image
ცნობილი ბილინგვის (ორენოვანი წარწერის) ასლი. ძალიან საინტერესოა

ეს ქვაზე ამოტვიფრული წარწერა ბერძნულ და არამეულ ენაზე

"მე ვარ სერაფიტა, ფარსმან მეფის მცირე პიტიახშის ასული..."

რას ერჩოდნენ, რომ ამტვრევდნენ :(

ეეეეეეეეეეჰ
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ნიჩბისი - 2009 წლის 8 მარტს

Post by Mta Mkvarebia » 09 მარ 2009, 20:30

lama
ჩვენც მაგ ვთქვით :( .
კარგი იქნებოდა, ხელახლა დაედგათ მაგ ბილინგვას ასლითქო.
Image

User avatar
Tamusia
იეტი
Posts: 2196
Joined: 21 აპრ 2007, 19:17
ნიჩბისი - 2009 წლის 8 მარტს

Post by Tamusia » 09 მარ 2009, 20:38

რა საინტერესო გამოგსვლიათ.

kakha

არმაზში აბანო ხო ნამდვილია?
როგორა ხაარო, და ფეხითა ვაარო

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
ნიჩბისი - 2009 წლის 8 მარტს

Post by lama » 09 მარ 2009, 20:41

Tamusia wrote:
არმაზში აბანო ხო ნამდვილია?
ხო ისე ეგ მეც მაინტერესებს

მე მგონი ნამდვილი უნდა იყოს :roll:
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ნიჩბისი - 2009 წლის 8 მარტს

Post by Mta Mkvarebia » 09 მარ 2009, 20:54

Tamusia
ნამდვილია აბა რა :) ..

ასლი ბილინგვასი დგას, რადგან ორიგინალი, როგორც ვიცით, მუზეუმში იქნა გადატანილი.

აი აბანოებზე და აკლდამებზე ცნობები:

ამ პერიოდის მაღალ საამშენებლო და ხუროთმოძღვრულ კულტურაზე მიუთითებს გათხრებით გამოვლენილი: არმაზის (ფართობი 30 ჰა) მშრალი წყობით, დიდი ქვათლილების საფუძველზე ალიზით ამოყვანილი გალავანი (სისქე 2,6—3,0 მ, სიმაღლე 6—8 მ) და ოთხკუთხა კოშკები. ამ ტერიტორიაზე მიკვლეულ სხვა ნაგებობათა („სვეტებიანი დარბაზი“, აბანო და სხვა) ნაშთები. პიტიახშის რეზიდენციაში აღმოჩენილი ანტიკური აბანოს ნაშთები (გასახდელი, საქვაბე, საბანაო განყოფილებები). ნახევრადწრიული კამარით გადახურული, პროფილირებული ლავგარდნით და კარის ჩარჩითი შემკული, მშრალი წყობით ნაგები ქვის აკლდამა და სხვა. ამასვე ამტკიცებს პიტიახშების ნასახლარზე აღმოჩენილი ანტიკური ხანის სვეტისთავები, ბაზები, ლავგარდნები და სხვა. მცხეთაში დამზადებული ორი სახის კრამიტი, ქალაქის მხატვართუხუცესისა და ხუროთმოძღვრის თანამდებობის არსებობა და სხვა.
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]