ხორნაბუჯი-სიღნაღი 2008ის 26 ოქტომბერს

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ხორნაბუჯი-სიღნაღი 2008ის 26 ოქტომბერს

Post by Mta Mkvarebia » 29 ოქტ 2008, 22:27

სმაში ქეიფში და ხუმრობა-ხუმრობაში მივედით დედოფლისწყაროში. და ხორნაბუჯამდე 2 კმ რომ დაგვრჩა, ავტობუსიდან ჩამოვედით და გზა ფეხით გავაგრძელეთ:

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image
Image

User avatar
galaktioni
ბილიკზე მოარული
Posts: 21
Joined: 03 დეკ 2007, 19:55
Location: saqartvelo
Contact:
ხორნაბუჯი-სიღნაღი 2008ის 26 ოქტომბერს

Post by galaktioni » 29 ოქტ 2008, 22:40

ლამა წარდგენისთვის გაიხარე. იმედია შემმდეგ ლაშქრობებზე გავიცნობთ ერთმანეთსMta Mkvarebia
OHHH MERI, MERI, MERI, MERI, MERI MIYVARXAR

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ხორნაბუჯი-სიღნაღი 2008ის 26 ოქტომბერს

Post by Mta Mkvarebia » 29 ოქტ 2008, 22:42

ნელ-ნელა ნისლი ჩამოწვა და დაახლოებით 2 კმ-ის გავლის შემდეგ ჩვენს წინ ეს საოცრება წამოიჭიმა
Image

Image

ზვიოს გულმა ამ სილამაზეს ვეღარ გაუძლო და გულწასული ძირს დაენარცხა:

Image

ვანსკი შეწუხდა, რამე არ დაემართოსო და ხელოვნური სუნთქვის ჩატარება დაუპირა, ამაზე ზვიო გადაგვერია: "ვის უბედავ, ბიჭოო :lol:" ჰოდა კარგა ხანს იკოტრიალეს და გაალამაზეს ტანსაცმელი, რომ შესაბამისობაში მოსულიყო ფეხსაცმელებთან. ყველას ფეხსაცმელი კი დაახლოებით ასე გამოიყურებოდა:

Image
(თუმცა ვანსკის და ზოგიერთებს ეგონათ, რომ ჩემს ფეხსაცმელებს ქონი ესვა ტალახი რომარ მოკარებოდა, რადგან დროდადრო ვწმენდდი და მეტნაკლებად სუფთად გამოიყურებოდა. ჰაერში დაფარფატებს ტალახი არ ედებაო :wink: .ჰოდა ამ ფოტოთი უნდა დავამსხვრიო ეს მითი :lol: )

კონსტანტინე სულ ამ რუქით დადის, რომელზეც თანდათან მრავლდება ყვითელი მარკერით მონიშნული ადგილები :D :
Image

ასე იქმნებოდა ამ თემის ფავორიტის ფოტოები:
Image

მეგობრული სერიალი -2
Image
Last edited by Mta Mkvarebia on 29 ოქტ 2008, 23:28, edited 3 times in total.
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ხორნაბუჯი-სიღნაღი 2008ის 26 ოქტომბერს

Post by Mta Mkvarebia » 29 ოქტ 2008, 22:46

galaktioni
იმედია გავიცნობთ :) გალაკტიონი კარვიდან მახსოვს, მიუხედავად მისა, რომ სულ რამდენიმე პოსტი გაქვს მხოლოდ, აქტიურთა სიაში გხედავდი ხოლმე.
ისე მიკვირს, ამდენი ხნის კარველები ხართ, თამუნა გუდარეხსაც ვგულისხმობ, და ყველა ახალ კარველს რომ დავუარე ავტობუსში ტელეფონის ნომრებისთვის ხმა ვერ ამოიღეთ? :lol:
Image

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
ხორნაბუჯი-სიღნაღი 2008ის 26 ოქტომბერს

Post by Int3lig3nt » 29 ოქტ 2008, 22:51

Image
აფციაურის ქალაი Image
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
ხორნაბუჯი-სიღნაღი 2008ის 26 ოქტომბერს

Post by MIRANDA » 30 ოქტ 2008, 00:06

აფციაურის ქალაი Image
+1 ძალიან ლამაზია!

Mta Mkvarebia

კარგია... მიყვარს შენი ფოტოები და თანდართული კომენტარები... ველოდი შენს რეპორტაჟს.. ალბათ გაგრძელება იქნება?!

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
ხორნაბუჯი-სიღნაღი 2008ის 26 ოქტომბერს

Post by Int3lig3nt » 30 ოქტ 2008, 00:14

მინუსის პლუსმა თუ ასე გააგრძელა, ერთ თვეში გაიეტდება :D.
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ხორნაბუჯი-სიღნაღი 2008ის 26 ოქტომბერს

Post by Mta Mkvarebia » 30 ოქტ 2008, 00:46

MIRANDA
:D
იქნება, როგორ არ იქნება. თუმცა თანმიმდევრული და ვრცელი რომაა, ერთი ამოსუნთქვით ვერ დავასრულებ, ხომ იცი? ამიტომ მცირედი შესვენებები მაპატიეთ :wink: .

ცნობები ციხის შესახებ სხვადასხვა წყაროებიდან:

"ხორნაბუჯი (XVIII საუკუნის წყაროებით ჭოეთი), შუა საუკუნეების ციხე-ქალაქი აღმოსავლეთ საქართველოში. ისტორიული ქართლის სამეფოს ერთ-ერთი პროვინციის - კამბეჩოვანის - ცენტრი. ხორნაბუჯის ნანგრევები შემორჩენილია ახლანდელი დედოფლის წყაროს რაიონული ცენტრის მახლობლად. წყაროებში პირველად იხსენიება V საუკუნეში, როცა აქ მეფე ვახტანგ I გორგასალმა საეპისკოპოსო კათედრალი დააარსა. მანვე ხორნაბუჯი (ჭერემსა და ნეკრესთან ერთად) საუფლისწულოდ მისცა თავის ძეს - დაჩი I უჯარმელს. VI საუკუნის I ნახევარში, ქართლში მეფობის გაუქმების შემდეგ, ხორნაბუჯი სპარსელი მოხელის რეზიდენცია იყო. VI საუკუნის II ნახევარში ქალაქი გაათავისფლეს. ამიერიდან მას ქართლის ერისთავრების უმცროსი შტო ფლობდა. VIII საუკუნიდან, ჰერეთის სამთავროს (შემდგომში - ჰერეთის სამეფო) წარმოქმნის შემდეგ, ხორნაბუჯი მისი ერთ-ერთი საერისთავოს ცენტრი გახდა (XI საუკუნის 30-იან წლებში იხსენიება ვაჩე ხორნაბუჯის ერისთავი). XI საუკუნის 60-იან წლებში ხორნაბუჯის განძის ამირა ფადლონი დაეუფლა. 1068 კახეთ-ჰერეთის მეფემ აღსართან I-მა დაიბრუნა. საქართველოს ერთიანი ფეოდალური მონარქიის წარმოქმნის (XI საუკუნის დასაწყისი) შემდეგ ხორნაბუჯი ქვეყნის სანაპირო (განაპირა მხარის) საერისთავოს ცენტრად გადაიქცა. აქ იყო ფეოდალური საგვარეულოს მახატლისძეთა რეზიდენცია. XIII საუკუნის 60-იან წლებში დაარბია მონღოლთა ლაშქარმა ბერქა-ყაენის სარდლობით. XVII საუკუნის I მეოთხედში ხორნაბუჯში რეზიდენცია ჰქონდა ირანის შაჰის აბას I-ის მიერ კახეთის ერთი ნაწილის გამგებლად დანიშნულ ფეიქარ-ხანს. 1625 წლის გაზაფხულზე სპარსელებისაგან გიორგი სააკაძემ გაათავისუფლა. აქვე მეფე თეიმურაზ I-ს დატყვევებული ჰყავდა მოწინააღმდეგე ჯავახიშვილთა ფეოდალური საგვარეულოს თავკაცები.


1970 წელს ხორნაბუჯში მიმდინარეობდა არქეოლოგიური გათხრები (ხელმძღვანელი რ. რამიშვილი). შიდაციხის ქვედა ეზოში გამოვლინდა განვითარებული შუა საუკუნეების კარიბჭისა და კედლის ნაშთი, რომელიც მომდევნო ხანაში ცეცხლმსროლელი იარაღის შემოსვლასთან დაკავშირებით გადაუკეთებიათ, დაუტანებიათ სათოფურები და საგანგებო ტახტები მეთოფურების დასადგომად. კლდოვან მასივზე განლაგებული შიდაციხე შედგება მრავალი სათავსისა და ურთიერთდამაკავშირებელი ვიწრო და ციცაბო კიბეებისაგან. შიდაციხის შუა და ზემო ნაწილში აღმოჩნდა 2 წყალსაცავი. არქეოლოგიური გათხრები ჩატარდა აგრეთვე შიდაციხის დასავლეთით, ძველი ქალაქის ტერიტორიაზე, სადაც მიწისქვეშა აკლდამების ჯგუფი გამოვლინდა. შიდაციხისა და ქალაქის ტერიტორიაზე გავლებულ საკონტროლო თხრილებში აღმოჩნდა მოჭიქული და მოუჭიქავი ჭურჭლის, ფაიანსის, ქვევრების, მოჭიქული და მოუჭიქავი კრამიტის ჭრაქებისა და სხვა ნივთების ნატეხები. გამოვლენილია როგორც ადრინდელი, ისე განვითარებული შუა საუკუნეების რკინის ისრისპირები, ქვის ბირთვები (ყუმბარები), მონეტები და სხვა ნივთები, რომლებიც ხორნაბუჯის ცხოვრების ყველაზე ინტენსიურ ხანას განეკუთვნება.


ხორნაბუჯის მიდამოებში გამოვლინდა და ნაწილობრივ გაითხარა რამდენიმე არქეოლოგიური ძეგლი, მ. შ. "საოზაანო", რომელიც ციხე-ქალაქის დასავლეთით მდებარეობს. აღმოჩნდა წინაქრისტიანული ხანის ნამოსახლარები და სამაროვანი. ანტიკური ხანის სამაროვები გამოვლინდა ადგილ "ცივწყაროსა" და "ორგმირზე". კირქვის კარიერებზე ჩნდება ბრინჯაოს ხანის მასალა".

"ხორნაბუჯის ციხესიმაგრის ნაშთები, რომელსაც დღეს “თამარის ციხეს” უწოდებენ, გომბორის ქედის განშტოების ბოლოს, კლდის მასივზე, ქ. დედოფლისწყაროს ჩრდილოეთით 2-3 კილომეტრზე მდებარეობს. ეს ციხესიმაგრე ერთდროულად კონტროლს უწევდა ივრისა და ალაზნის ველებს.

ხორნაბუჯის სამხრეთ დასავლეთით, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრზე, გამოვლინდა ძვ. წ.-ის I ათასწლეულის დასასრულს დიდი ქალაქის ნაშთები. ამგვარად, ძვ. წ. I ათასწლეულის დასასრულს ხორნაბუჯის მიდამოებში დიდი ქალაქური დასახლების არსებობა, აქ ქალაქური დასახლების ძველ ტრადიციებზე მიგვითითებს.

მე-5 საუკუნის მეორე ნახევრისათვის იგი უკვე მაღალგანვითარებული ქალაქია უჯარმასა და ჭერემთან ერთად. როგორც “ქართლის ცხოვრება” გვამცნობს, ვახტანგ გორგასალმა “დასუა ერთი ეპისკოპოსად . . . ხორნაბუჯს” და თავის შვილს “დაჩის მისცა ქალაქი ჭერემისა და ნეკრესისა და ქალაქი კამბეჩოვანისა, რომელ არს ხორნაბუჯი.”

ამგვარად, ადრე შუა საუკუნეებში ხორნაბუჯის ციხე-ქალაქის დაარსების წინ საკმაოდ დიდი ტრადიცია აქვს. ციხე-ქალაქი განსაკუთრებულად მე-12 საუკუნეში თამარის მეფობისას განვითარდა. ამიტომაც უწოდებენ “ხორნაბუჯს” სხვანაირად თამარის ციხეს. ძეგლის ჯერ კიდევ შემორჩენილი ნაშთები თავისი მდებარეობით იმდენად შთამბეჭდავია, რომ აქ მოხვედრილ ადამიანზე წარუშლელ კვალს ტოვებს. ალბათ, სწორედ ამიტომ გამოიყენა იგი ცნობილმა მხატვარმა ზიჩმა შოთა რუსთაველის უკვდავი პოემის ”ვეფხისტყაოსნის” დასურათებისას იგი მიუვალი და აუღებელი ქაჯეთის ციხის პროტოტიპად.

თვალშეუწვდომ კლდის ქიმებზე წამომართულ ციხის ქონგურებს რომ აჰყურებ, თავს თითქოს წინაპართა ბუმბერაზი აჩრდილები დაგტრიალებენ. თითქმის ცხადლივ ჩაგესმის ათსწლეულების მიღმა ამ კლდეებში დარხეული საბრძოლო ყიჟინის ხმები".
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ხორნაბუჯი-სიღნაღი 2008ის 26 ოქტომბერს

Post by Mta Mkvarebia » 30 ოქტ 2008, 00:46

ალბათ ამ საბრძოლო ყიჟინის ხმა ჩაესმა ვანსკის და საბრძოლოდ შემართულს თმა ყალყზე დაუდგა :D :

Image

ციხესთან მისვლის შემდეგ, კარგა ხანს გონზე მოსვლას და ციხის დასაპყრობად გზების ძიებას მოვუნდით. ზოგი უბრალოდ პოზიორობდა:

Image

გაჰგიჟებული მონადირე და გოგოები
Image

Image
ეს საწვიმარი, მე როგორც მახსოვს, გავყიდე 10 ლარად და ნატალიკოს რატომ აცვია? :roll: თეომ იყიდა, ოღონდ მითხრა, რომ გამოვფხიზლდები, ფულს მერე მოგცემო :lol: .. აი გაყიდვის პროცესი თავისი სარეკლამო წარდგინებით :wink: . ინტელას ფოტო:

Image

დავიძარით ციხის ასაღებად:
Image
Image

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
ხორნაბუჯი-სიღნაღი 2008ის 26 ოქტომბერს

Post by Int3lig3nt » 30 ოქტ 2008, 00:50

Image

Image

რაღა შიმპანზე და რაღა ესა...
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ხორნაბუჯი-სიღნაღი 2008ის 26 ოქტომბერს

Post by Mta Mkvarebia » 30 ოქტ 2008, 00:52

Int3lig3nt
შიმპანზე არ ვიცი და ვის საკოცნელად ემზადებოდი გამოტყდი! :lol:
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ხორნაბუჯი-სიღნაღი 2008ის 26 ოქტომბერს

Post by Mta Mkvarebia » 30 ოქტ 2008, 01:03

მაგრამ პირველი ცდა მარცხით დამთავრდა, ასე არ გაუმართლა, ალბათ, საუკუნეების წინ ურიცხვ მტერს. ვერ ავედით ციხეზე. სრიალ-სრიალით უკან ჩამოვბობღდით ტალახიან დაღმართზე. მეტად შეუპოვრებმა მეორე მხრიდან მოუარეს ციხეს. ნაწილმა ფარ-ხმალი დავყარეთ. როგორც აღმოჩნდა, სულ ტყულად, მშვენიერი ბილიკი ადიოდა თურმე ციხემდე მეორე მხრიდან, თავის კიბეებით :( . მაგრამ ისეთი ნისლი იყო, იქიდან მაინც ვერაფერს დავინახავდითთქო, თავი დავიმშვიდეთ.

ქვემოთ კი ნისლი იქაურობას იდუმალებას მატებდა და პეიზაჟებს ალამაზებდა
Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image
Image

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
ხორნაბუჯი-სიღნაღი 2008ის 26 ოქტომბერს

Post by Int3lig3nt » 30 ოქტ 2008, 01:22

Mta Mkvarebia
შიმპანზე არ ვიცი და ვის საკოცნელად ემზადებოდი გამოტყდი!
Image
მე მასე არ ვიკოცნები
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ხორნაბუჯი-სიღნაღი 2008ის 26 ოქტომბერს

Post by Mta Mkvarebia » 30 ოქტ 2008, 01:42

მერე სხვადასხვა გასართობი მოიგონეს, კონსტანტინეს წვენის ყუთით რაგბი ითამაშეს, სანამ წვენს და ყუთსაც ბოლო არ მოუღეს :( , მერე საშნელებათა ისტორიებს ყვებოდნენ მიცვალებულებზე :( . და ბოლოს ნინკას ჩაძნებულ პლიუსს გაეხუმრნენ. ხან თმები დაუგრიხეს და დააწიწკნეს, ხან ბალახებით უღიტინებდნენ. მერე გოგო რომ გააღვიძეს, გვერდზე სასწრაფოდ გაიხედეს და ისეთი მიამიტი სახეები მიიღეს, მამა აბრამის ბატკნები გეგონებოდნენ :lol: გოგოს ისე ტკბილად ეძინა ვერც მიხვდა, რამ გააღვიძა :wink: .

Image

Image

Image

Image

ბევრი ველოდეთ თუ ცოტა ციხეზე ასულებს, მე და ლეგენდამ გადავწყვიტეთ უკანა გზას გავდგომოდით.

Image

ჯერ კიდევ წამოსვლამდე, ნისლი რომ გადაიყრებოდა ხოლმე რაღაც ნაგებობას ვხედავდით მოპირდაპირე მთაზე, ნათიამ რამდენჯერმე მითხრა, "მოდი იქ ავიდეთო" მაგრამ არც ვიცოდით რა იყო, საიდან უნდა ავსულიყავით და რა დრო დაგვჭირდებოდა, ამიტომ ერთი-ორჯერ წავუყრუე :wink: მაგრამ გზა რომ ორად გაიყო და მსაინც გავყევით მეორე გზას რომელიც სავარაუდოდ იმ ნაგებობისკენ მიდიოდა.

Image

ეტყობოდა მაღალზე იყო, რადგან იქიდან გადმოხედვისას ციხე თითქმის იმავე სიმაღლეზე ჩანდა. მთებს შორის მოქცეული ნისლი აქაფქაფებულ ზღვას ჰგავდა. თუმცა ფოტოებმა არ აღბეჭდა რეალური სურათი :(

Image

Image

Image

ესეც ის შენობა, შორიდან რომ მოხიბლა ლეგენდა. როგორც მივხვდით, ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ადმნისტრაციის კუთვნილი ნაგებობა უნდა ყოფილიყო, მაგრამ საბოლოოდ აშენებამდე რატომღაც დანგრეულა.

Image
Last edited by Mta Mkvarebia on 30 ოქტ 2008, 02:00, edited 1 time in total.
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ხორნაბუჯი-სიღნაღი 2008ის 26 ოქტომბერს

Post by Mta Mkvarebia » 30 ოქტ 2008, 01:56

იქიდან ციხეც კარგად ჩანდა და ჩვენებიც, როცა ნისლი გადაიყრებოდა ხოლმე. მათი საუბარიც კი გვესმოდა. რომ შევეხმიანეთ, გაუკვირდათ: "მანდ საიდან გაჩნდიო", "ბავშვობიდან აქა ვზივართქო", და " რომელი ხარო", "ერთაოზი ვარ, ბრეგაძეთქო" :lol:. ეტყობა ქვემოდან ძალიან მომხიბვლელ ადგილად მოეჩვენად ჩვენი ადგილსამყოფელი და ცოტა ხანში ინტელაც დაგვადგა თავს თავის ფოტოაპარატით.

Image

Image

Image

Image

Image

Image

სურათები გადავიღეთ და დავბრუნდით უკან. გზადაგზა შინდს ვკრეფდით და მივირთმევდით. ასეთი გემრიელი და ტკბილი შინდი ცხოვრებაში არ გამისინჯავს :shock: . მახსოვს ასე განმაცვიფრა უგემრიელესმა ჟოლომ ხევსურეთში :D
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]