სვანეთობა 2008

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
სვანეთობა 2008

Post by ARCHILI » 01 აგვ 2008, 15:39

მინდა მოგიყვეთ ერთ-ერთი ყველაზე შესანიშნავი დღის შესახებ...

ეს დღე წამოსვლის წინა იყო...

ჩვენი გუნდი ამ დღეს ორ ნაწილად დაიყო:

1. თამარიონ-ლამარიონის ალიანსი
2. სამი მუშკეტერი - სერგი, მონადირე და არჩილ-აბალდუი;

მოკლედ, თამარიონ-ლამარიონი იმ დღეს ლატალ-ლენჯერში გაეშურა ტაძრებისა და ისლამის მოსანახულებლად, ხოლო ჩვენ - სამი მუშკეტერი მესტიის მთაზე წავედით, ხოლო იქიდან კი ქობულდის თუ ქორულდის ტბებზე...

სვანეთის ყველა გზა ლამაზია და ყველა მთას განსაკუთრებული ხიბლი აქვს, თუმცა, ამ მთას მაინც განსაკუთრებულად საინტერესოდ მივუყვებოდით...

გზაში ძალიან ცხელოდა და ჰაერიც რომ იტყვიან იმდენად ცოტა იყო, მორიგეობით ვსუნთქავდით...

ამას გარდა, ჩრდილის სერიოზული დეფიციტი შეიმჩნეოდა ბილიკებზე და სადაც ხის ჩრდილი ეცემოდა ხოლმე, ყველგან ვისვენებდით...


Image

Image

Image

Image


User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
სვანეთობა 2008

Post by ARCHILI » 01 აგვ 2008, 15:44

ჩვენ უფრო და უფრო მაღლა ავდიოდით;

რა ხედებიც არის, თავად შეაფასეთ...



Image

Image


Image

Image

Image

Image

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
სვანეთობა 2008

Post by ARCHILI » 01 აგვ 2008, 15:51

ისეთ ადგილას ავედით, სადაც ადრე ჯვარი იდგა, მაგრამ ჩვენ ეს ჯვარი წაქცეული დაგვხვდა.

ამ ადგილიდან მთელი სვანეთი ხელისგულივით მოჩანდა, ოღონდ ძალიან შორს იყო... შოოოოოორსსსს... და ისე დაბლა ;)


Image

Image

Image

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
სვანეთობა 2008

Post by ARCHILI » 01 აგვ 2008, 15:55

ჩვენ კი ისევ და ისევ ზემოთ ავდიოდით, ხომ იცით, ჩვენი ამბავი, ერთ ადგილას ვერ ვჩერდებით ხოლმე...

მხურვალებამ და უჰაერობამ ცოტა შეუძლოდ კი გამხადა, მაგრამ... აბა, ბავშვებს ხომ არ მივატოვებდი...

ხედები კი უფრო და უფრო ლამაზდებოდა, მზეც უფრო და უფრო გვაჭერდა...

უუუუჰჰჰ.... ახლაც მცხელა, რომ მახსენდება... ;)


Image

Image

Image

Image

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
სვანეთობა 2008

Post by ARCHILI » 01 აგვ 2008, 16:00

ჰოდა... გადავედით ალპურ ზონაში... ამას ჯერ ბალახებით მივხვდით, მერე სიცხით, მერე ვიღაც მწყემსმაც გვითხრა ეგრეაო...

ვსუნთქავდით სამ წუთში ერთხელ, მეტის ლიმიტი არც გვქონდა...

მე დიდ ფოთლებს რომ ვიპოვიდი, გველივით ჩAვუსრიალდებოდი ხოლმე ძირებში...

დიდ ქვას რომ დავინახავდი, ხომ სიხარულს საზღვარი აღარ ჰქონდა, ძირში ვეტენებოდი... მისი ჩრდილი, ცხადია, საკმარისი არ იყო და ვიყავი ერთ ამბავში...

სამაგიეროდ, ხედებით მიღებული შთაბეჭდილება აკომპენსირებდა ჩემს შეუძლოდ ყოფნას...



Image

Image

Image

Image

Image

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
სვანეთობა 2008

Post by ARCHILI » 01 აგვ 2008, 16:04

რაღაც ადგილი მოვიძიეთ, ჩრდილი ჰქონდა ადამიან-ნახევარი, მე და სერგიმ გადავინაწილეთ...

ირაკლი ცოტა ზემოთ დაბრძანდა, მზის შვილი ვარ მეო და თავად მოგცემთ ჩრდილსო...

ჰოდა დაჯდა...

სერგიმ გაგრილების ახალი იდეა დაამუშAვა და წამსვე პრაქტიკულად განახორციელა...



Image

Image

Image

Image

Image
Last edited by ARCHILI on 01 აგვ 2008, 16:07, edited 1 time in total.

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
სვანეთობა 2008

Post by ARCHILI » 01 აგვ 2008, 16:05

შემდეგ სერგიმ იდეა წარმოთქვა - მშიაო...

იდეა წამსვე ავიტაცეთ:



Image

Image

Image

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
სვანეთობა 2008

Post by ARCHILI » 01 აგვ 2008, 16:13

მერე ცოტა ოდენ ზემოთ "თოვლები" დავინახეთ...

კიდევ გვშიოდა, მაგრამ გზა გავაგრძელეთ...


Image

Image

Image

Image

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
სვანეთობა 2008

Post by ARCHILI » 01 აგვ 2008, 16:15

პოზიორობის ხასიათზეც მოვედით:



Image

Image

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
სვანეთობა 2008

Post by ARCHILI » 01 აგვ 2008, 16:21

კიდევ გავაგრძელეთ გზა...

ეს რამდენი "გზები" ყოფილააა...

აღარ და აღარ მთავრდებოდა რა... მაგრამ რა გზები იყო სამაგიეროდ... რა პეიზაჟები, რა ფერები...

სულ ჩვენი მეგობრები გვახსენდებოდა, ასფალტ-ასფალტ რომ დადიოდნენ და "დენის სტოლბებთან" რომ იდგნენ, ჩვენ კი პირდაპირ დედაბუნება გვიკრავდა გულში...

რას იზამთ, ასე იყოფიან ადამიანები, ზოგი ასფალტზე დადის და ზოგიც მთა-მთა, ბილიკებზე ;)


Image

Image

Image

Image

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
სვანეთობა 2008

Post by ARCHILI » 01 აგვ 2008, 16:27

2700 მეტრს რომ მივუახლოვდით, საღამომშვიდობისაც გვითხრეს მთებმა: უშბამ, თეთნულდმა და კიდევ სხვებმა...

ოდნავ აგრილდა კიდე...

ჩვენ ვთქვით: ახლა კაცი იგუნდავებდა კიდეცო, გაგვახსენდა რომ სვანეთში ვიყავით და ნასოსისა არ იყოს, მოვითხოვეთ: "მოგვეცი თოვლი!!!!!!!!!!!"

და...

თოვლიც მოგვცეს...

Image

თოვლი რომ დავინახე, ჭაუხები გამახსენდა და "კარავის" დაწერა დავიწყე...

Image

Image

მგონი გამომივიდა და ჩანს, ეს "კარავის" უკვდავსაყოფად!

Image



User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
სვანეთობა 2008

Post by ARCHILI » 01 აგვ 2008, 16:37

ჩვენ თოვლზე პოზირება გავაგრძელეთ, მალე ყველაფერი სველი გვქონდა, განსაკუთრებით ის ადგილები, რითიც ვჯდებით ხოლმე ;)

ძაააალიან მაგარი იყო:

Image

Image

Image

ჩვენ თოვლის ბაბუის გაკეთება გადავწყვიტეთ, უფრო სწორად მონადირემ გადაწყვიტა, ჩვენ მხოლოდ მხარი ავუბით:

Image

Image

Image

Image

ჩვენი თოვლის ბაბუა

Image

ჩვენ და თოვლის ბაბუა

Image

როგორც გითხარით, ჩვენ ჯერ კიდევ გვშიოდა:

Image

Image
Last edited by ARCHILI on 01 აგვ 2008, 16:52, edited 1 time in total.

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
სვანეთობა 2008

Post by ARCHILI » 01 აგვ 2008, 16:43

გაგვახსენდა, რომ ჩვენ თოვლის კი არა, მიწის შვილები ვიყავით, თან ფეხებში თოვლი რომ ჩაგვივიდა და საჯდომები რომ სულ დაგვისველდა და ა.შ.


უფფ...

რა გაასწორებდა ახლა ამ სიცხეში ეს გუნდაობა...

ჰოდა ისევ მიწას შევუდექით კიდევ უფრო იქით, თან, ცხადია ფოტოებსაც ვიღებდით...

ჩვენთან ერთად მთებიც პოზირებდნენ:

Image

Image

Image

Image

Image


User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
სვანეთობა 2008

Post by ARCHILI » 01 აგვ 2008, 16:51

მერე იმ მწყემსმა გამოიარა, რომ გითხარით და ირაკლიმ ჰკითხა, ის ტბები სად არის, ჩვენ რომ ვეძებთო?..

მწყემსმა უთხრა - არ ვიციო...

ირაკლიმ თქვა, მესტიაში ნასოსი მოვაცემინე და ამას ტბების ადგილსამყოფელს როგორ ვერ ვათქმევინებო და მერე ჰკითხა: ტბებს თუ ვერ მეუბნები, მაშინ ნასოსი მომეციო...

მწყემსს შეეშინდა და უთხრა, ოღონდ ნასოსი არ მოხსენო და აგერ ას მეტრს რომ გადახვალთ სამი ტბა დაგხვდებათო...

ჩვენც იქით გავეშურეთ და სამივე ტბა ვიხილეთ:


Image

Image

Image

Image

Image



ეს ფოტო ცაზე არ გეგონოთ გადაღებული, ტბის ზედაპირზე გადავიღე ;)

Image

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
სვანეთობა 2008

Post by ARCHILI » 01 აგვ 2008, 16:57

ამ პეიზაჟებს, მგონი არც უნდა კომენტარები...


Image

Image

Image

Image

Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]