ninia
რომ შემოხვედით ზურა N-ის დეიდის ეზოში, მაგრად გამიხარდა, წინა დღის ჩასულები ვიყავით მე და ზურა და სხვა გარემოში რომ დაგინახეთ, განსაკუთღებით გამიხარდა.
მერე, დაიწყო გზა...
გვალაშარასთან რომ გადავუხვიეთ და ხავსები ვნახეთ გამოქვაბულამდე, ხავსებმა ნინოლა მომაგონა, მას უყვარს განსაკუთრებით და სასწრაფოდ გადავუღე ფოტოები, ოთოფოტომ კი მეც მიმაყოლა.
მერე იყო გამოქვაბული. სისველე, სიგრილე, გარეთ გამოსულზე კი უჰაერობის შეგრძნება და თავბრუს ხვევა.
მერე კიიიი...
გზა.
გზა.
გზა.
ჩინელები.
წვიმაში აქაფებულ წყალზე გადასვლა ფორსმაჟორულ პირობებში.
საბანაკე ადგილების მოძიება.
მეორე დღეს კი პირველი ქოხი.
ქოხში "დაუგეგმავი" სმა.
მშვენიერი იყო. მონადირის არაყი გილზებით, როგორც წესი, მოწოდების სიმაღლეზე. გიორგის და ალეკოს მიერ პრომოუტირებული ზეიკიძე კი...
ნუ...
მაგ ძეხვმა იმ ღამეს თავისი კი გამიკეთა.
მისის ჭანდერერს ახლაც დიდ მადლობას ვუხდი, ცუდად მყოფს რომ მომხედა, ძალიან ძვირფასი ადამიანები არიან ორივე.
მაშინ მხოლოდ იმის შემშურდა, ამ შესანიშნავი წყვილის გალობა რომ შორიდან მესმოდა, "გავბრაზდი" ჩემს ახლოს რატომ არ გაშალეს ბანაკი-თქო...
სახელდახელო სნიკერსებს რომ ვამზადებდით....
რამდენი რამეა გასახსენებელი.
შენ მოყევი და მეც, შენი ნებართვით, აგყვები, თუ შენს შესანიშნავ მონათხრობს ჩემი მონაყოლით არ გავაფუჭებ და თუ კი ამის უფლებას მომცემ, ცხადია.
