ოქროსფერი ასპინძა - სარო და ხიზაბავრა 21-22 მარტი 2009

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia


User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
ოქროსფერი ასპინძა - სარო და ხიზაბავრა 21-22 მარტი 2009

Post by Truli » 26 მარ 2009, 14:20

ავიბადგეთ, დავემსვიდობეთ ბანაკს და გზას გავუდექით ხიზაბავრისკენ...
Image
მი მალატ შვან


User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
ოქროსფერი ასპინძა - სარო და ხიზაბავრა 21-22 მარტი 2009

Post by Truli » 26 მარ 2009, 14:33

მალე სარო უკან დაგვჩა, წინ კი ხიზაბავრა იყო...
Image

Image

Image
მი მალატ შვან



User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
ოქროსფერი ასპინძა - სარო და ხიზაბავრა 21-22 მარტი 2009

Post by Truli » 26 მარ 2009, 15:02

ხიზაბავრა ძველი მესხური სოფელია. იგი ისტორიულ წყაროებშიცაა მოხსენიებული. სწორად აქ დაამარცხეს ქართველებმა ბუღა თურქი.. მას შემდეგ ათასზე მეტი წელი გავიდა, სოფელი კი ისევ არის, ათასზე მეტჯერ აუღიათ აქაურ მესხებს მოსავალი ამ მიწებზე, ათასზე მეტი თაობა შეიცვალა აქ.
ხიზაბავრა კათოლიკური სოფელია, თუმცა მარლთმადიდებლებიც ცხოვრობენ აქ. ორი კონფესიის მიმდევრები ერთმანეთთან კეთილმეზობლურად არიან.

შევედით თუ არა ხიზაბავრაში პირველივე გამვლელებს გზა ვკითხეთ ასპინძისკენ. ეს გამვლელებნი ასაკოვანი ქალი და ახალგაზრდა ბიჭი იყვნენ. ქალმა მიგვიგო, ახლავე განახებთო, ოღონდ ჯერ ერთი ჭიქა დალიეთ და პური ჭამეთო.
არჩილის თქმისა არ იყოს, თავი ზღაპარში გვეგონა, არც 21 საუკუნე არ არსებობს, არც კრიზისი, არც ინდუსტრიალიზაცია არც კაპიტალიზმი... ჩვენ აღმოვჩნდით ძველ პატრიარქალურ დროში, სადაც სტუმარი მართლაც რომ ღვთისაა, მგზავრი დაღლილია და უნდა დასვ ენების საშუალება მისცე...
ჩვენ ქალაქელებს ბევრი რამ გვავიწყდება.. ვზრუნავთ კარიერაზე, ვშოულობთ ფულს, ვერთობით, ვცხოვრობთ ისე რომ არაფრის დრო არ გვრჩება, ელემენტარული, ყველაზე საჭირო და პირველადი კი დაგვავიწყდა...
აქ კი... აქ არაფერი არ შეცვლილა ბოლო ათასი წლის მანძილზე.. არაფერი ბაზისური.. მხოლოდ იერსახე..
ასე და ამგვარად მოვხვდით ბესოს ბებიის ქელეხში.
ქელეხი ქერის საწყობსი, დიდ დარბაზში იყო. საჭმელი უბრალო მაგრამ გემრიელი.
რი=ოდესაც მივედით ხალხი ჯერ გარეთ იდგა, თითქოს ჩვენ მოსვლას ელოდებოდნენ სუფრასთან დასაჯდომად. მოგზაურები ყველამ კარგად მიიღო, გოგო რომ დამინახეს გაუკვირდათ. ჩანთები დავალაგეთ და შევედით. ჩვენს სუფრასთან ცხელი საჭმელი პირველ რიგში მოჰქონდათ, ამათ ეჩქარებათო, თუმცა ჩვენს გაშვებას არავინ ჩქარობდა. რამაზიც ასპინძაში მიდისო და გაგიყვანთო, გვამსვიდებდნენ იქაურები.
ჩვენ არ ვიკმარეთ, ისევ დანვიძრახეთ ადგომა...
არა უხერხულიაო, თამადა ცოცხლებზე რომ გადავა მაშინ წადითო. მაგრამ თამადამ მგონი სამცხესი ყველა მიცვალებულს ვინც გაიხსენა, ცალკე სადღეგრძელო მიუძღვნა.
ბოლოს არჩილი ადგა და მიუხედავად ბესოს დაჟინებული თხოვნისა, ჩვენც ავდექით. დავპირდით რომ აუცილებლად დავბრუნდებით და ღამეს ხიზაბავრაში გავატარებთ.
ასპინძელებიც გამოგყვნენ და გავუდექით გზას.
მი მალატ შვან

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
ოქროსფერი ასპინძა - სარო და ხიზაბავრა 21-22 მარტი 2009

Post by ARCHILI » 26 მარ 2009, 18:25

ხიზაბავრა

სანამ ტრული მეორე დილის ფოტოებს გთავაზობდათ და გზას ხიზაბავრამდე, მეც შევეცადე, მას დავლოდებოდი, ისე, რომ ერთდროულად "შეგვებიჯებინა" ხიზაბავრაში.

ხიზაბავრა, ძირითადად, კათოლიკური სოფელია, თუმცა, მართლმადიდებლებიც ცხოვრობენ. ამ სოფლის შესახებ ტრული უფრო მეტს მოყვება და მას ვთხოვ მეც ხიზაბავაზე მოგვითხროს.

ერთი კი ვიცი, ძალიან სასიამოვნო და სტუმართმოყვარე ხალხია, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ორიოდე საათით შევჩერდით, ისე დაგვიმეგობრდა ხალხი, ისეთი პატივისცემითა და თვითვალდებულებით, რომ ახლა მგონია, თითქოს ამ ადგილას ხშირად ჩავდიოდე და გაუცხოების შეგრძნება არ გამაჩნია მათ მიმართ.

უბრალო, წესიერი, მშვიდობიანი და სტუმართმოყვარე ხალხია. ჩვენ მათი მოპყრობით ჩვენდამი იმდენად ნასიამოვნები დავრჩით, რომ ალბათ შემდეგ საროულ "ვიზიტს" ამ სოფელში ღამისთევით მოვახდენთ.

ხიზაბავრის შესასვლელში ასპინძისაკენ მიმავალი გზის შესახებ გვინდოდა გვეკითხა. მე ორი ადამიანი შევანჩნიე, მათკენ გაეშურე და მივესალმე, მოვიკითხე, გზა ვკითხე, კიო, ახლავე გაჩვენებთ, ოღონდ, აი, აქეთ გამოგვყევით, ნამგზავრები ხართ, დაგაპურებთ და მერე გააგრძელეთ მგზავრობაო.

კი დავიწყე უარით, რას ამბობთ, გვეჩქარება ან რატომ უნდა შეგაწუხოთ-თქო, მაგრამ არაფერი გამოგვივიდა, გულიანი სტუმართმოყვარული შეთავაზები თავის არიდება იოლი საქმე არ არის და არც სასურველი, პრინციპში.

მართალი გითხრა, ამ სოფელში ის განცდა დამეუფლა, ძველებურ ქართულ ხალხურ ზღაპრებს რომ ვკითხულობდი ხოლმე ბავშვობაში, ზღაპრის მოგზაურ გმირებს სადაც დაუღამდებოდათ, იმ კარის მასპინძელთანვე რომ მიდიოდა და მოგზაურის დატოვებასა და მასპინძლობას ყველა თავის ვალდებულებად რომ თვლიდა. უფრო მეტიც, ყოველი ასეთი მასპინძელი იქით მადლიეერი რომ რჩებოდა სტუმრის, სწორედ მისი სახლის შერჩევას კი ღვთის წყალობად თვლიდა.

სხვა რეალობაში მოვხვდით თითქოს, სხვა სამყაროში, თავგადასავლის სხვა ნაწილში. ასე სიარულ-სიარულში მივადექით თავშეყრის ადგილს. ყველას ვესალმებოდით, ყველა გვესალმებოდა. ამ სოფლის მაცხოვრებელთა მთელი შინაგანი დამოკიდებულება ორიოდე ფრაზაში მივხვდი, ამასაც აუცილებლად დავწერ. ჯერ კი სოფლის თავშეყრის ადგილას მივიდეთ, მოვიხსნათ ჩანთები და...

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
ოქროსფერი ასპინძა - სარო და ხიზაბავრა 21-22 მარტი 2009

Post by ARCHILI » 26 მარ 2009, 20:40

ჩვენი მასპინძელი, შეიძლება ითქვას, მთელი სოფელი, კონკრეტულად კი, ბესო გახლდათ, რომლის 89 წლის ბებიის დაკრძალვის მეორე დღის საჭირისუფლო სუფრაზე აღმოვჩნდით. ტრულის თქმისა არ იყოს, თითქოს ჩვენ გველოდებოდნენო, რომ მივედით, სწორედ იმ დროს ადგნენ, შეგვიძღვნენ და დასხდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ თითქოს არ გვაყოვნებდნენ, როგორც მოგვიანებით მივხვდი, იმ დღეს გაშვებას არ გვიპირებდნენ. ოჯახს რომ ადღეგრძელებს თამადა, მაშინვე გაგაცილებთო, გვეუბნებოდნენ. იმდენი შესანდობარი დაილია, მხოლოდ მესხების კი არა, ლამის ბებიაჩემ-ბაბუაჩემის შესანდობარიც ცალკე თქვეს, ჩვენს მასპინძელს რამდენჯერმე ვთხოვე გაგვიშვი-თქო, ხუთ წუთში, ხუთ წუთშიო, გვპირდებოდა. შეცდომით ორჯერ დავლიე ოჯახის სადღეგრძელო მიმდებარე არეალში, ორჯერვე ავდექი წასასვლელად, მაგრამ... შემდეგ სიმართლე გაირკვა და ორჯერვე დავჯექი ისევ...

ყველა თავისთან გვეპატიჟებოდა, წამოდით და გაგვახარეთო, საყვედურებიც კი გვითხრეს, საროში რომ გაათენეთ, ჩვენთან არ უნდა დარჩეთო?.. მერე საროელებს გადაწვდნენ, გარეთ როგორ დაგტოვეს და სახლში როგორ არ გაგათენებინესო... ჩვენს თავს ერთმანეთს ართმევდნენ, არა ჩვენთან წამოდით, არა ჩვენთანო... ერთი სიტყვით, ძველი საუკუნეების საქართველოში მეგონა მართლაც, რაზეც მხოლოდ წაკითხული თუ მქონდა, ეთნოგრაფიულ თუ ფოლკლორულ ჩანაწერებში.

წივწივას წამოცდა მასპინძელთან, უხერხულად ვგრძნობ თავს, ასე რომ შეგაწუხეთო. ჰოდა, რაკიღა მასპინძელმა სიტყვა უხერხულობა გაიგო, მოუტრიალდა და უთხრა, რას ამბობ, ჩვენთან თავი უხერხულად რატომ უნდა იგრძნო, ეგ როგორ წამოგცდაო. ჰოდა, სანამ თავს სასურველად და უხერხულობიოს გარეშე არ იგრძნობ, მანამდე ვერ გაგიშვებთო.

ამ ფრაზამ, მართალი ვთქვა, გადამრია კიდეც. სულიერებით სავსე ფრაზა, ძალიან წინაპრული იყო, სიყვარულითა და ახლობლობით სავსე... გადავირიე კაცი... მართლაც ძირძველობაა აქ შენარჩუნებული და არა ფუტუროდ, არამედ ცოცხალი სახით, ნამდვილი და ორგანულია მათი დამოკიდებულება ამ ქვეყნის მოქალაქეებისადმი.

მათზე ლაპარაკი დიდხანს შემიძლია, მაგრამ აღარ გავაგრძელებ. ბესოს კიდევ ერთხელ დავუძახე და ვუთხარი, რომ თუ გინდათ, ამ შესანიშნავ ადამიანს, დავითს, იგივე წივწივას სულაც აქ დაგიტოვებთ, მაგრამ ჩვენ უნდა გაგვიშვა-თქო, ამჯერად მართლაც გადაწყვეტით ვთქვი და რა ეღონა მასპინძელს, დაღონებულმა მადლობა გადაგვიხადა და გაგვაცლა გარეთ, გამოგვაყოლე კიდევ ორი ადამიანი, რომელგანაც ერთი ასპინძაში მიდიოდა, მალხაზი და კიდევ ერთი თანასოფლელი.

მიუხედავად ჭირისუფლობისა,ბესო ჩვენთან საერთო სურათის გადაღებას დათანხმდა და უახლოეს თვეებში მათთან ჩასვლაზე პირობა აიღო ჩვენგან.

Image

User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
ოქროსფერი ასპინძა - სარო და ხიზაბავრა 21-22 მარტი 2009

Post by Truli » 27 მარ 2009, 09:51

ARCHILI
ვკითხულობ და თვალს ცრემლი მადგება.. რა ლამაზად გადმოსცემ ემოციებს...
ნამდვილად.. მეგონა დროის მანქანით რამდენიმე საუკუნით უკან წავედით...
წიგნებში რომ მაქვს წაკითხული ძველებურ ასტუმარმასპინძლობაზე ის ვნახე ჩემი თვალით... მართლასც ჯადოსნური სამტყაროა...
მი მალატ შვან

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
ოქროსფერი ასპინძა - სარო და ხიზაბავრა 21-22 მარტი 2009

Post by ARCHILI » 27 მარ 2009, 14:39

ახლა რომ მზიანი და თბილი ამინდია თბილისში, ასეთივე ამინდი იდგა ხიზაბავრაში ჩვენი წამოსვლის დღეს. დღის სამი საათისათვის მთელ თუ არა ნახევარ სოფელს მაინც გამოვემშვიდობეთ და ნელ-ნელა გამოვუყევით ბილიკებს.

ჩვენმა ადგილობრივმა თანამგზავრმაც ჩვენთან ერთად არჩია წამოსვლა, მიუხედავად იმისა, რომ უფრო გვიან აპირებდა ადგომას სუფრიდან (გვითხრა მანამდე, რომ საღამოს წავიდეთო, ჯერ ადრეაო), ტრულის ჩანთა თავად გადაიკიდა და წინ გაგვიძღვა.

გზაში ქსოვრელი და მასთან ერთად, ჩვენც ანდროს ვეხუმრებოდით, რა იყო, რა გადაჭამე იქაურობაო, ჩემი თეორიით, ანდრომ საკუთარი "მე" ხიზაბავრის სუფრაზე იპოვა და გული, სული, ჭიქაში ცოტა ღვინო და თეფშზე ლობიო იქ დატოვა და ასე "დაცარიელებულო" გამობრუნდა უკანა გზაზე.

არ ვიცი ამის გამო, არ ვიცი თავი აღარ ჰქონდა ჭამისაგან, ანდრო გზის ნაწილი მდუმარებით მოდიოდა, მერე ცოტა მოინელა და მოვიდა ისევ ამ ქვეყნიერ განწყობაზე. ქსოვრელი მთელი გზა ვერ პატიობდა ამ ამბავს და ისეთი იუმორით, რომ თავადვე ეცინებოდა თავის ნათქვამებზე, ნუ, ეღიმებოდა მაინც. ჩვენც ფრიად გავიხარეთ ამით. საერთოდ, განსაკუთრებული აღსანიშნია ქსოვრელი-წივწივა-ანდროს ტრიო თავიანთი იუმორითა და ძმობით, შესანიშნავი მაგალითები ადამიანური ურთიერთობებისა.

გზად ისეთი ხედები იყო, მართლაც ჩვენს საიღბლოდ მივსულვართ თურმე ამ სოფელში, თუ ჩვენი თანამგზავრის, მალხაზის მიერ მონაყოლებსა და მოკლე გზით წამოსვლას დავუმატებთ, ხომ კიდევ მეტი. დროის უქონლობის გამო, სამწუხაროდ, ვერ ავედით ვერც ეკლესიის სანახავად, ვერც გაყინულ წყლებზე და კიდევ ორიოდე შესანიშნავ ადგილას. ეს ყველაფერი სანახავი ადგილების ვალების სიაში მივაწერეთ და კიდევ მეტად გადავწყვიტეთ მაისში ხიზაბავრის ექსკლუზიური სტუმრობა.

გზად კი მართლაც შთამბეჭდავი სანახაობა იშლებოდა ჩვენს გარშემო.

Image

Image

Image

Image



User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
ოქროსფერი ასპინძა - სარო და ხიზაბავრა 21-22 მარტი 2009

Post by Truli » 27 მარ 2009, 15:50

გზა შინისაკენ
როგორც იქნა, 3 საათისთვის თავი დავაღწიეთ სრტუმართმოყვარე ხიზაბავრელებს და ორი ადგილობრივის თანხლებით გზას გავუდექით. ოქროსფერი ასპინძის ოქროს მიწაზე მივდიოდით, სადღაც ქვემოთ მტკვარი მოჩუხXუხებდა და ახალციხე - ახალქალაქის გზა გადიოდა, ჩვენ კი ზემოთ მივუყევით ხიზაბავრელების სახნავებს. ოდესღაც აქ ორი დასახლება იყოო, ხიზა და ბავრა, მერე გაერთიანდაო.. და ახლა სწორად ხიზას მიწაზე მივაბიჯებდით. ცხელოდა, თბილი სიო გვეფერებოდა.. დრო და დრო სურათებსაც ვიღებდით.
სადღაც გზის ზემოთ კიდევ იყო ჩანჩქერტი, მაგრამ აღარ გასდავუხვიეთ, დრო ძალიან ცოტა გვქონდა.
გზა და გზა სურათებს ვიღებდით. წივწივა ადგილობრივებს დაუმეგობრდა.
Image

Image

Image
მი მალატ შვან


ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]