სვანეთობა 2008

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
nusa
იეტი
Posts: 2183
Joined: 08 ივნ 2007, 09:46
Location: Tbilisi
Contact:
სვანეთობა 2008

Post by nusa » 28 ივლ 2008, 11:45

ესეც ჩემი ფოტოები:

დავიწყოთ მესტიიდან
როგრც ბელა მთელი გზა გვარიგებდა სწორედ ისე მოვიქეცით, დავყარეთ ჩვები ბარგი და მუზეუმის ეზოსკენ გავეშურეთ...

იქიდან მართლაც საოცარი სანახავი იყო მესტია
Image
Image
Image
Image

User avatar
Ninukala
იეტი
Posts: 4473
Joined: 14 მაი 2007, 10:53
Location: წყნეთი
Contact:
სვანეთობა 2008

Post by Ninukala » 28 ივლ 2008, 11:45

namcecuna
ასე რა ხალხო... ეხლა მართლა ვნახე ნამდვილი სვანეთი...
ნამც... ფანტასტიური სურათებია.... ულამაზესია....
მიბაძეთ მეგობრებო სხვებმაც... (ნუსას გასაგონად ვამბობ!)
ვაჩუქოთ ერთმანეთს სიყვარული

User avatar
Ninukala
იეტი
Posts: 4473
Joined: 14 მაი 2007, 10:53
Location: წყნეთი
Contact:
სვანეთობა 2008

Post by Ninukala » 28 ივლ 2008, 11:45

nusa
უი დაგიწყია ;) :oops:

ყოჩაღი გოგო ვინ არის....
ვაჩუქოთ ერთმანეთს სიყვარული

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
სვანეთობა 2008

Post by namcecuna » 28 ივლ 2008, 11:46

"შენ მაინც არ მოგშორდები, დელა,
გულში რომ მკრა თოფიო...."


ხოდა, კიდევ ერთი კარგი რამ, რაც სვანეთში მოხდა-ჩემთვის უცნობი რაჭული სიმღერა აღმოვაჩინე, "კიკოლიკო -ზალიკო" -სახალისო და საღიღინებელი :)

მადლობა თამარიონს :)

მართალი იყო ჯნოსი, თავიდანვე დაწერეთ რა ემოციებიც გაქვთო, მერე დაგავიწყდებათო, რომ გვაფრთხილებდა.

რამდენიმე მძაფრი განცდა ჯერაც ცოცხლობს ჩემში:

განცდა-მეზირი

მეზირის მთისკენ უსაშველოდ გრძელი გზა, (იარა, იარა, იარა )სიცხე, აღმართი, უზარმაზარი ჩანთა, რომელიც გზის დასაწყისიდან ძალიან მალე ჯერ მორჩამ და მერე აააამირანმა "შეითავსეს, წყალი, უწყლობა, შესვენებისას შემოჯარული ბუზები, მაგრამ, ულამაზესი ტყე, გზადაგზა საუცხოო ყვავილები, წიწვებზე ჩამოკონწიალებული რაღაც ხავსისმაგვარი-წვერებივით რომ ქონდათ , და არშიაშემოვლებული ტოტები-თითქოს ხელებს რომ გვიწვდიდნენ და შეხებას ლამობდნენ. და დასასრული გზის, ჯნოსი ყვირის-სანამ ბოლომდე არ ამოხვალთ-უკან არ გაიხედოთო... თვალი გამეპარა და გული დამწყდა, აუჰ,
რატომ გავიხედე, თვალი მოვკარი დათოვლილ მთებს-თქო... მაგრაააამ, თურმე ჯერ სად ვყოფილვარ, თითქმის თვალდახუჭული ავედი მთის ბოლომდე და მოვტრიალდი.... ასეთი სილამაზე წარმოუდგენელია ენით აღწერო... ლამის ჩავიკეცე, სუნთქვა შემეკრა. კავკასიონის დათოვლილი მწვევალები მთელ ჰორიზონტზე გაშლილიყვნენ და შემოგვქათქათებდნენ... ქვემოთ ჩამწვანებული ტყეები და უცებ-ზედ წამომდგარი კავკასიონი... მარცხნივ თეთნულდი დამანახას-პატარაძალივით რომ იდგა, გამორჩეული... საპირსპირო მხარეს მაგარი კაცი-უშბა აღამრთულიყო და მართლაც თვალს თვალში გვიყრიდა...
მთის პატარა ტბაში კი თითქმის ეს ყველაფერი ირეკლებოდა... და ყვავილები? ასეთი ჭრელი და ასე ლამაზად ერთმანეთს შეფერებული ყვავილები არსად მინახავს, მოხატული იყო მინდორი...
მეზირის მთაზე ჩავრჩი...
და ღამით, სავსე მთვარობისას, გაქათქათებული უშბა ამაყად დაგვცქეროდა და ნამდვილად ვიცი, უხაროდა ჩვენი მასპინძლობა...
Last edited by namcecuna on 28 ივლ 2008, 16:07, edited 4 times in total.
წამო, ზღაპარში ...
Image

User avatar
nusa
იეტი
Posts: 2183
Joined: 08 ივნ 2007, 09:46
Location: Tbilisi
Contact:
სვანეთობა 2008

Post by nusa » 28 ივლ 2008, 11:46

Ninukala
ეტყობა გული მიგრძნობდა დატუქსვას რომ მიპირებდი :D :D
Image

User avatar
nusa
იეტი
Posts: 2183
Joined: 08 ივნ 2007, 09:46
Location: Tbilisi
Contact:
სვანეთობა 2008

Post by nusa » 28 ივლ 2008, 11:59

Image

Image

Image

Image

Image

ნუგზარ ნიგურაინისა და ნაზო ხერგიანის ულამაზესი სახლი და ეზო,
აი, მთელი ცხოვრებაა რომ ვოცნებობ ისეთი...
Image

ნაზო ხერგიანი
Image
Image

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
სვანეთობა 2008

Post by namcecuna » 28 ივლ 2008, 12:01

განცდა-მესტია:

12 თუ 13 საათი ვიყავი გზაში, და მესტიაში რომ შევედი უკვე აღარ მჯეროდა რომ მგზავრობა დასრულდა, პირველი ბედნიერების შეგრძნება-მონადირე ირაკლის დანახვა იყო, ჯერ კიდევ მოძრავი მინიბუსიდან, მგონი ბოლომდე გაჩერებაც ვერ მოასწრო ჩემმა მძღოლმა, რომ ჩავხტი. მისალმება -ჩახუტებების მერე მონადირემ და ვაი, არ მახოსვს მეორე ვინ იყო :oops: -მ, ხელების "ტახტრევანი" გააკეთეს და მესტიის ცენტრიდან, ალბათ 100 მეტრის მანძილზე ასე ხელით მატარეს, გაააჰგიჟებული იყვნენ და მეც ვგრძნობდი, რომ იყო ამ გაააგიჟებაში რაღაც გადამდები :D

გამოფენაზე შევედით პირდაპირ, რომ გითხრათ, რომ სრულფასოვნად აღვიქვამდი მოვლენებს-მოგატყებთ, ამიტომ, მარტო იმას ვიტყვი, რაც კარგად მახსოვს-ხელნაკეთი ნივთები, ქისები, სამაჯურები, კაბები, საფულეები, და ა.შ დავათვალიერეთ და ერთ-ერთმა მასპინძელმა ქალბატონმა ლამას ბიძის ლექსი წაგვიკითხა, პირველმა ჟრუანტელმა სწორედ მანდ დამიარა... მეორემ? მეორემ -ბიჭებმა სიმღერა რომ დაიწყეს და ვიფიქრე, აი, დაიწყო ზღაპარი...
წამო, ზღაპარში ...
Image

User avatar
nusa
იეტი
Posts: 2183
Joined: 08 ივნ 2007, 09:46
Location: Tbilisi
Contact:
სვანეთობა 2008

Post by nusa » 28 ივლ 2008, 12:16

რადგანაც გზა უშგულისკენ დამეწყრილი დაგვხვდა დაგავწყვიტეთ დრო არ გადვეკარგა და მაზერისკენ გადავბარგებულიყავით...
უშგული (ტკბილი ლუკმა) ბოლოსთვის შემოგვენახა...

Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Last edited by nusa on 28 ივლ 2008, 12:40, edited 1 time in total.
Image

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
სვანეთობა 2008

Post by namcecuna » 28 ივლ 2008, 12:22

განცდა-მოსწავლე.

მაზერის სკოლა ძალიან ტკბილ მოგონებად ჩამრჩა, მოსწავლეებივით მოვედეთ შენობას და დიდ შესვენებაზე გამოსული გახალისებული ბავშვებივით დავრბოდით საკლასო ოთახებში. ერთგან მორჩა ფანდურს აჟღერებდა, "ეგ სახე " სურდა აეწყო და მოშლილ საკარვს დიდხანს ებრძოდა. Image

(მონადირის არქივიდან ;) ) მეორეგან ბარგი ეყარა, მესამე ოთახში-სადაც თურმე სამსაწავლებლო იყო-კარველები ისვენებდნენ და შთაბეჭდილებებს არიგებდნენ...
არ ვიცი, როგორ და რატომ შევიჭერით მაინცდამაინც მორჩაძის "სარეპატიციო დარბაზში" და ლამა მასtსთან ერთად გაკვეთილის ჩატარება გადავწყვიტეთ. ბატონი ლამა ისე გამკაცრდა -სრულიად დამიბრუნდა გაკვეთილზე გასუსული ჯდომის მივიწყებული განცდა და გაუბედავი სიცილის მიღმა გაოცებული ვიყავი-ეს რა მკაცრი ყოფილა-თქო. მე, ნუსა და თამუსია სანიმუშო მოსწავლეებივით ვისხედით... :roll: თან ნატოში გაწევრიანებაზე ვესაბურებოდით პატ. ლიამას ...

Image
(ფოტო-მონადირის არქივიდან)

ხმაურის გამო მორჩაძემ სარეპეტიციო დატოვა და სხვა ოთახში გადაინაცვლა, სამაგიეროდ აააამირანი შემოგვიერთდა დააა აქ დაიწყო ყველაფერი :D


ააამირანი ფიზკულტურის გაკვეთილიდან დაბრუნდა დაგვიანებით, ჯერაც არ იყო სერიოზული საუბრისთვის მზად და ექსპრომტად შექმნილი თვითმფრინავი ჩუმად გამოაფრინა ჩემსკენ... აი, ასრულდა ოცნება, ეს სწორედ ის ტრანსპორტია, პრაღაში რომ გამაფრენს-მეთქი შევძახე და ბედნიერმა მადლობა შევუთვალე ააამირანს...
თურმე რა ხდება, ლიამა მასწისგან დატუქსული ააამირანი ჯერ ცოტა ხანს საყვედურებს ისმენდა, მაგრამ, მალე მტკიცე ნაბიჯით გაემართა მასწავლებლისკენ და 50 ლარიანი "ჩაუკუჭა" ჯიბეში, უმაღლესი ქულა იყიდა. ქრთამისტი ლიამა უცებ დამშვიდდა და მოულოდნელად მთელი თავისი მრისხანება ჩემსკენ და ჩემი სა-პრაღ-ე თვითმფრინავისკენ მიმართა...

დამტუქსა, მეჩხუბა, უნიშნოდ დატოვებას შემპირდა და ყველა სიკეთესთან ერთად მშობელი- თან მამა-დაიბარა საყვედურის გამოსაცხადებლად... მამა მორჩაძე მეზობელ ოთახში ფანდურს აჩხაკუნებდა... პატიოსნად გამოცხადდა განრისხებულ ლამასთან და შეიტყო რა შვილის ფუქსავატობის ამბავი, ისე "მეჩხუბა", სერიოზულად შემშინდა, ახლა არ გავილახო-თქო... თუმცა, მალე ლიამას ქრთამისტობის ამბავი მოვახსენეთ და პოლიციის თანამშრომლის თანხლებით (რომელიც იგივე მორჩაძე იყო-უბრალოდ მარცხნივ დგებოდა ამ როლისთვის ) მოხდა ლამას დანაშაულის საჯაროდ გამოცხადება და მისი "თავსლაფდასხმა". . .
Last edited by namcecuna on 29 ივლ 2008, 11:39, edited 4 times in total.
წამო, ზღაპარში ...
Image

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
სვანეთობა 2008

Post by namcecuna » 28 ივლ 2008, 12:29

განცდა-ცეცხლი.

მე არასოდეს ასეთი რამ არ დამილევია... :D
მონადირის კაკლის თუ მუხის არაყი-თუ დაგილევიათ-თქვენ შეგიძლიათ თქვათ-რომ ცეცხლი გადაყლაპეთ ...

დიდხანს ვყოყმანობდი მაზერის სკოლის სამსაწავლებლოში "ჟუი-ჟუი პერედაი დრუგომუ " კერძის ჭამის დროს, დავლიო თუ არა, ეს უცხო რამ სითხე, ასე რომ აუპრიალა თვალები ჩვენს მეგობრებს-თქო. წამახალისეს, წამაქეზეს და გამამხნევეს... მეც, გავრისკე და... ახლაც მახსოვს როგორ უცებ გაცხელდა მთელი გზა ტუჩიდან კუჭამდე და რამდნენ ხანს მეკიდა ცეცხლი მთელ სხეულზე :D

ეს ფოტო ჩემი ტანჯვის ამსახველად გადაუღია მონადირესვე-ალბათ იმის დასადასტურებლად-რომ მართლა გააასაჰგიჟებელი არყის დამზადება შეუძლიათ მის საგვარეულოში ...;)
Image
Last edited by namcecuna on 29 ივლ 2008, 11:40, edited 1 time in total.
წამო, ზღაპარში ...
Image

User avatar
nusa
იეტი
Posts: 2183
Joined: 08 ივნ 2007, 09:46
Location: Tbilisi
Contact:
სვანეთობა 2008

Post by nusa » 28 ივლ 2008, 12:31

მაზერში სარეისო ავტობუსით მივდიოდით, მაგრამ ეს პატრულის მანქანა საიდან გაჩნდა და რატომ შემოგვთავაზა ამოდენა ბარგიან ხალხს დახმარება არ ვიცი
Image
Image
Image
ყველანი უზომოდ მადლიერნი ვიყავით ამ ადამიანის გულისხმიერებით...


ჩავედით მაზერში, ავითვისეთ სკოლის ორივე სართული, მისივე ეზო და ლამას დეიდის სახლი :)
აი სახლშI ხდებოდა რაც ხდებოდა,
დუღდა და ვერ იხარშებოდა სოუზი... :D
ცხვებოდა და იბრაწებოდა უგემრიელესი ჭადები (მადლობა არჩილს ჭადის ფქვილის ყიდვისთვის და ბელას მომზადებისთვის).. :)
Image

User avatar
ZVIOSULI
უსათუთესი
Posts: 5090
Joined: 16 ნოე 2006, 17:16
Location: ზუპარკი
Contact:
სვანეთობა 2008

Post by ZVIOSULI » 28 ივლ 2008, 12:41

გამიხარდით :D

(ხანდახან დაუსაბუტებელი სიკეთის შემოტევები მაქვს ხოლმე და.....)
თუ ჩვენი რაობა ფულზეა დამოკიდებული, რანი ვართ ჩვენ?!
Image

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
სვანეთობა 2008

Post by namcecuna » 28 ივლ 2008, 12:56

განცდა-შიში.


მეზირის სკოლის კიბის საფეხურებზე ნაბიჯების ხმა გაისმა, სანამ ოთახს მოუახლოვდებოდნენ, ყოველ ნაბიჯთან ერთად ვიძაბებოდი, მძიმედ და უცნაურად გვიახლოვდებოდა ვიღაც...
ჟორჟიკა და მისი მეგობარი (სახელს ვერ ვიმახსოვრებ საბედნიეროდ :D) დიდხანს სვამდნენ ჩვენს ბიჭებთან ერთად, ჩვენი ბიჭები კი-დაძაბული სახეებით, დაღლილები, მოთმინებით იტანდნენ მომაბეზრებელ საუბარს. გოგოები მალე შევკარვდით. უკვე კარავში მესმოდა-უკაცრავად მაგრამ, უნიჭო სიმღერის ხმა-ჩვენი ბიჭებისას არანაირად რომ არ ჰგავდა და არც შეიძლებოდა მათ ემღერათ, რადგან სოფელში ახალგაზრდა ადამიანი იყო გარდაცვლილი.
გავოცდი. ბელას, ნუსას და თამუსიას უკვე ეძინათ, მეც მათ მივბაძე... ჯერ კიდევ ბურანში ვიყავი, კარვის ელვა შესაკრავის გახსნის ხმა რომ გავიგე-გარეთა "კარს" ვიღაც ხსნიდა, ნუსამ თავი წამოყო-რომელი ხარო, უპასუხეს -მე-ო და ამ ჩვენმა ნუსამაც შიდა კარის ელვა გუმოდგინედ გააღო. კარავში თავი ვინმე -სავარაუდოდ -ჟორჟიკამ შემოყო. მე და ნუსამ ერთდოულად შევძახეთ აქ რა გინდაო თუ რაღაც მსგავსი და მან ისევე კოხტად შეკრა ელვა ჩვენი კარვის კარისა, როგორ მონდომებითაც გახსნა და გაუჩინარდა. პირველი შიში სწორედ აქ მეწვია.
მეორე?
მეორე ალბათ 1 საათში, ისევ ჩაძინებული ჩვენი ბიჭების ხმამ და სტუმრებზე საუბარმა-სუფრის "განხილვამ"- რომ გამაღვიძა. ის ორნი წასულიყვნენ მაგრამ, სავარაუდოდ ისევ დაბრუნება შეეძლოთ და როგორც მივხვდით სიტუაცია მძიმდებოდა. ბელას გაგუდულს ეძინა, მე, თამუსია და ნუსა ამაოდ ვცდილობდით დეტალების დაზუსტებას, ბიჭები ხუმრობით "გვიშორებდნენ" თავიდან...
თურმე მთავარი, მესამე შიში ჯერ კიდევ წინ იყო...

ისევ ჩამეძინა (ახლაც მიკვირს, როგორ მოვახერხე ამდენჯერ ჩაძინება :roll: ) და ამჯერად უკვე სტუმრების ხმამ გამაღვიძა, დაბრუნებულები ახლა უკვე კარვებთან ცდილობდნენ სმის გაგრძელებას და შიგადაშიგ ისმოდა სიტყვები დანა, რომელი კარავი გავჭრა, გოგოები სად არიან, და ა.შ... ცხოვრებაში მეორედ ვკანკალებდი შიშისგან... მესმოდა როგორ წამოვიდა ჩვენი კარვისკენ ერთ-ერთი და ბიჭების ხმა-მანდ გოგოებს სძინავთ და აქეთ გამოდიო... თურმე მორჩაძეს ხელით გაუწევია ჩვენსკენ მომვალი... ხმას ვერ ვიღებდი, ისიც ვერ გავიგე-ეძინა თუ არა ყველა გოგოს, თამუსიამ მგონი თვალები დაახამხამა და მაშინ გავბედე მეკითხა-გღვიძავს-თქო? ნუსას შევეხე რამდენჯერმე-გათიშული იყო... კი ვიცოდი, ბიჭები ჩვენამდე რომ არ მოუშვებდნენ აბეზარ სტუმრებს, მაგრამ, მათ გამოც ხომ ვღელავდი.. თამუსიამ ჩვეული, ძალიან მშვიდი ტონით გამამხნევა-დალევენ და წავლენ, არაფერი არ იქნებაო... სადღეგრძელოებში დაძაბული ტონი ისე აშკარად ეტყობოდათ ჩვენებს, ყურებზე ხელის აფარება მინდოდა რომ არ გამეგონა... მთელი დიპლომატია, მეგობრობა, ნათესაობა, ვაჟკაცობა, ნებისყოფა ჩააქსოვეს თითოეულ სიტყვაში და ... მოულოდნელად ჟორჟიკამ (ან მეორემ) დაგაწყვიტა-წავედით ახლაო. აშკარად არ მოეწონა შარი რომ ვერ მოსდო ვერავის...

კარვის კარი გავხსენი და ... რა კარგი იყო-მარტო მეგობრები რომ დავინახე... დაღლილები, დაძაბულები, საყვარლები და ჩვენები...
Last edited by namcecuna on 29 ივლ 2008, 11:47, edited 1 time in total.
წამო, ზღაპარში ...
Image

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
სვანეთობა 2008

Post by namcecuna » 28 ივლ 2008, 13:05

განცდა-სივრცე.

მეზირიდან რომ ეცერისკენ გავემართეთ-გზა აშკარად უფრო მსუბუქი და დაღმავალი იყო... ადგილებიც უფრო გაშლილი და თვალუწვდენელი...
საღამოვდებოდა და... ჩამორჩენილთა რაზმის ხალხი-ჩამკეტი მორჩა, მე და აააამირან, ბოლოში მივლასლასებდით... გავიხედე და რას ვხედავ, მარჯვენა მხარეს, პატარა ქედზე ჩვენები-გრძელ ჯაჭვად გამწკრივებულნი, ცისა და მიწის შესაყარზე მიირწეოდნენ ... მიყვარხართ-თქო, გავიფიქრე... ბედნიერი ვიყავი...

Image
Last edited by namcecuna on 28 ივლ 2008, 18:06, edited 1 time in total.
წამო, ზღაპარში ...
Image

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
სვანეთობა 2008

Post by namcecuna » 28 ივლ 2008, 13:11

განცდა -აივანი.


მესტიაში, ლიამას ახლობლის ოჯახში, ცხოვრებაში პირველად დავიძინე აივანზე...
"ამაღამ აივანზე დაწექი-მოგიტაცებ" :D
ეს სიტყვები მახსენდებოდა ყოველ საღამოს-პარალონს და საძილეს რომ ვშლიდი ხოლმე ჩემს მონიშნულ ადგილას...
რა დამავიწყებს-ძილისპირულად ნამღერ სვანურ "ნანას" 3 ხმაში-მწოლიარე "თამარიონის" შესრულებით, და კიდევ უფრო არ დამავიწყდება "ნანას" რომ "შენ ჩემი ხარ მე შენი" მოჰყვა ... ასეთი ტკბილი ჩაძინება მხოლოდ მესტიაში, მხოლოდ ლამას ნათესავის სახლში, მხოლოდ აივანზე და მხოლოდ "თარმარიონის" სამხმოვანებაში თუ შეიძლება...

ამ აივანს კიდევ ბევრი რამ ახსოვს, მაგრამ, ახლა არ ვიტყვი, ბელა მოყვება მაგას უფრო შთამბეჭდავად-ალბათ სათაურით "სვანური დარტყმა" ;)
Last edited by namcecuna on 29 ივლ 2008, 11:48, edited 1 time in total.
წამო, ზღაპარში ...
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]